დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 10/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016237 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15.02.2017 წ., 010250050.35.164.016234), კერძოდ:
1. ამოღებულ იქნეს დადგენილების №1 დანართის მე-2, მე-4, მე-7, მე-13, მე-14 მუხლები და №2 დანართი. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები სოციალური დახმარებით მოსარგებლე/ბენეფიციარები არიან: 1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (პირველი ჯგუფის ინვალიდი). 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახები. 3. ობოლ (უდედმამო) და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახები. 4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები. 5. სოციალურად დაუცველი ოჯახები. 6. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტშვილიანი) ოჯახები, სადაც მინიმუმ 3 ბავშვია არასრულწლოვანი. 7. მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი. 8. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახები. 9. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირები (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის). 10. ოჯახი, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმური განმეორებითი საკეისრო კვეთისა), მაგრამ არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს) ან გაცემული პოლისი არ ითვალისწინებს ფორმა № IV/100-ში მითითებული სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსებას. 11. 100 წლის და 100 წელზე ხნიერი პირები. 12. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტები. 13. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტები. 14. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები (ცელიაკია, ფენილკეტონურია, ჰემოფილია). 15. ომის ვეტერანები (სადღესასწაულო და სარიტუალო დახმარება). 16. ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტები (თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენი თანხით).“. 17. სოციალური დახმარება გაეწევათ ყვარლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავე დროს ფაქტობრივად მცხოვრებ მოსახლეობას (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში მოეთხოვება სსიპ - სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება განახორციელოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია 1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის: ა) განცხადება (მშობლის, შვილის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის); ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის ცნობა; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ობოლ (უდედმამო) და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება (განმცხადებელი - ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი ან მეურვე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი. 4. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის: ა) განცხადება (მშობლის); ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 5. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით 57000-ზე მეტი და 120000-ზე ნაკლებია: ა) განცხადება (მოსარგებლის, მეურვის, მშობლის, სრულწლოვანი და-ძმის); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებიდან. 6. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტშვილიანი) ოჯახები, სადაც მინიმუმ 3 ბავშვია არასრულწლოვანი: ა) განცხადება (მშობლის); ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 7. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი: ა) განცხადება (მშობლის); ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი. ე) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ. 8. იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ოჯახისათვის: ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 9. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა) განცხადება (გარდაცვლილის ოჯახის წევრის); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი. 10. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის); ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ინვოისი – ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია, (სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები); ე) ცნობა – მიმართვა სადაზღვევო დაწესებულებიდან, იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა არ ანაზღაურებს საჭირო მომსახურებას. 11. 100 წლის და 100 წელზე ხნიერი პირები: ა) განცხადება (მეუღლის, შვილის, დედმამიშვილის, მეურვის) ; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 12. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტები: ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 13. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტები: ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 14. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები: (ცელიაკია, ფენილკეტონურია, ჰემოფილია). ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 15. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა) განცხადება (შვილის, მშობლის, მეურვის, დედმამიშვილის, მეუღლის); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილი პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 16. ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენი თანხით: ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინვოისი – ანგარიშ-ფაქტურა-კალკულაცია; დ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სოციალური დახმარება ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე გაიცემა შემდეგი ოდენობით: პირველ ბავშვზე - 200 ლარი, ყოველ მომდევნო შვილზე - 250 ლარი“ (ტყუპების შემთხვევაში - თითოეულს 200 ლარი). 5. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-13 პუნქტი. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები