„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 618-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260040.05.001.018376
618-IIს
06/04/2017
ვებგვერდი, 13/04/2017
120260040.05.001.018376
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, ამ მუხლის 21−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დასვენების დღეები განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში − არანაკლებ სამი შაბათ-კვირა, ქვედანაყოფში განსაზღვრული შესაბამისი განრიგის თანახმად;

ბ) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულებიდან სავალდებულო  სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე − ყოველკვირეულად ორი დღე − შაბათი და კვირა.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული დასვენების დღეების გამოყენების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში/სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან/და სამხედრო მოსამსახურის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების განსაზღვრული ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მისი სურვილის შემთხვევაში ეძლევა შვებულება არაუმეტეს 15 დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არაუმეტეს 10 დღის ოდენობით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 აპრილი 2017 წ.

N618-IIს