დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.102.016155 |
|
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 03/01/2017; 010250050.35.102.016152) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერადი (500 ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპული პირის შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობის ასლი ან/და სხვა დოკუმენტი; დ) ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის შემთხვევაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნევის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი; ე) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა; ვ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი : „ე1) ბიზნესის ადმინისტრირება: ე1.ა) საბუღალტრო აღრიცხვა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები