,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 122, 29/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 21/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.08.002.003.000
  • Word
470
27/10/2004
სსმ, 122, 29/10/2004
430.210.000.08.002.003.000
,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №470

2004 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის № 418 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული 1998 წ., №14, გვ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) I თავის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაცია არის სახელმწიფოს მიერ სასწავლებლის შეფასების აქტი, რომლითაც სასწავლებლის ატესტაციის შედეგების ანალიზისა და შეჯამების საფუძველზე დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური და ადამიანური რესურსების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ პირობებთან შესაბამისობა და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტი (ინსტიტუციური აკრედიტაცია) და სასწავლო პროცესში ამ სასწავლებლის მიერ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვის, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მდგომარეობა, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხი, რის შედეგადაც განისაზღვრება სასწავლებლის სტატუსი და წყდება სასწავლებლისათვის სახელმწიფო აკრედიტაციის მოწმობის გაცემის საკითხი, რომელშიც აღინიშნება თუ რა სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის, რა აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და რომელი სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვს მას (პროგრამული აკრედიტაცია);

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო) იქმნება ,,განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად, აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა აკრედიტაციის მიზნით და აკრედიტაციის პროცესის ორგანიზებისათვის.

3. საბჭო მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელსაც ქმნის საქართველოს პრეზიდენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. საბჭოს დებულებასა და პერსონალურ შემადგენლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.”.

ბ) II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საბჭოს ფუნქციები

საბჭო:

ა) ამზადებს წინადადებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლე­­ბათა აკრედიტაციის სფეროში პოლიტიკის განსასაზღვრად;

ბ) ორგანიზებას უწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე­სე­ბუ­ლებების აკრედიტაციის პროცესს;

გ) ამზადებს აკრედიტაციისათვის საჭირო ნორმატიული და სხვა სახის დოკუმენტების პროექტებს;

დ) აანალიზებს ატესტაციის შედეგებს და იღებს საბოლოო გადა­წყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ;

ე) ადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მაქსიმალურ კონტინგენტს;

ვ) განიხილავს შემოსულ პრეტენზიებს”.

გ) III თავის:

გა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,1. საბჭოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:

ა) აკრედიტებაზე;

ბ) აკრედიტების შესახებ უარის თქმაზე;

გ) აკრედიტების გაუქმებაზე”.

გბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საბჭო ამტკიცებს სააკრედიტაციო კომისიების ხელმძღვა­ნელე­ბის კანდიდატურებს”.

გგ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საბჭო აანალიზებს სააკრედიტაციო კომისიის მუშაობას და შედეგებს აცნობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.”.

გდ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საბჭო გასცემს აკრედიტაციის მოწმობას საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.”.

გე) მე-6 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

,,6. საბჭო წლიური მუშაობის შედეგებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მათი მოთხოვნით საბჭო წარადგენს რიგგარეშე სხდომის ანგარიშსაც.”

დ) IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,IV. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს წევრების რაოდენობა განისაზღვრება 13 წევრით.

2. საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საბჭოს თავმჯდომარე და წევრები მტკიცდებიან 7 წლით.

4. საბჭოს თავმჯდომარე ანაწილებს საბჭოს წევრთა ფუნქციებს, მათგან ირჩევს:

ა) მოადგილეს, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლის თავმ­ჯდომარეს;

ბ) კოორდინატორებს, რომლებიც კურირებენ განსაზღვრული დარგის უმაღლეს სასწავლებელთა აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;

გ) მდივანს, რომელიც ორგანიზებას უწევს ყველა საჭირო დოკუმენ­ტაციის მომზადებას.

5. საბჭოსა და სააკრედიტაციო კომისიების მუშაობის ორგანიზებას ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

6. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;

დ) ექვსი თვის განმავლობაში საბჭოს სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რაც შეუთავსებელია აკრე­დი­ტა­ციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან.

7. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს გამოკლებული წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით”.

ე) ამოღებულ იქნეს V თავი.

ვ) VI თავის:

ვა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბჭოს მორიგი სხდომები მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც.”

ვბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საბჭოს სხდომებს იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. სხდომის მოწვე­ვის უფლება აქვს საბჭოს არანაკლებ 3 წევრს წერილობითი მოთხოვნით.”

ვგ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებ­ლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.”

ვდ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საბჭოს სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლიათ სააკრედიტაციო კომისიების წევრებს, ასევე ნებისმიერ პირს საბჭოს გადაწყვეტილებით.”.

ზ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:

,,VII. აკრედიტაციის პროცესი

1. აკრედიტაციის პროცესის დაწყების საფუძველია უმაღლესი საგან­მა­ნა­თ­ლებლო დაწესებულების განაცხადი.

2. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განაცხადების გან­ხილ­ვა წარმოებს მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. პრიორიტეტულად განიხილება საჯარო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტაციის შესახებ განცხადება.

4. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს სამ ეტაპს:

ა) თვითშეფასება დაწესებულების მიერ;

ბ) სააკრედიტაციო კომისიის მიერ ჩატარებული ატესტაცია;

გ) გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ.

5. თვითშეფასების კითხვარს აკრედიტაციის საბჭოს წარდგინებით ამტ­კიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

6. დაწესებულება თვითშეფასების კითხვარზე ოფიციალურ პასუხს წა­რად­გენს კითხვარის მიღებიდან 2 კვირაში.

7. შევსებული კითხვარის მიღებიდან 1 კვირაში აკრედიტაციის საბჭო დაწესებულებას ატყობინებს (ზეპირად ან წერილობით) სააკრედიტაციო კომისიის ხელმძღვანელის ვინაობას.

8. დაწესებულება უფლებამოსილია შეტყობინებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში აცილება მისცეს წარდგენილ კანდიდატურას. ასეთის არარსებობის შემთხვევაში საბჭო ამტკიცებს სააკრედიტაციო კომისიის ხელმძღვანელის კანდიდატურას.

9. კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციისას სააკრე­დი­ტა­ციო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრების კანდიდატურები თანხმდება დაწესებულებასთან.

10. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სააკრედიტაციო კომისიის ხელმძღვანელის კანდიდატურის 3 აცილების შემდეგ აკრედიტაციის საბჭო საკუთარი ინიციატივით ნიშნავს კომისიის ხელმძღვანელს, რომელიც არ შეიძლება იყოს აცილებული კანდიდატურა.

11. სააკრედიტაციო კომისიის წევრების რაოდენობა არ შეიძლება იყოს 3-ზე ნაკლები და 20-ზე მეტი.

12. სააკრედიტაციო კომისიის ხელმძღვანელი ადგენს კომისიის შემად­გენლობას და კანდიდატურების ნუსხას შესათანხმებლად უგზავნის დაწესებულებას.

13. დაწესებულება უფლებამოსილია სააკრედიტაციო კომისიის შემად­გენლობის (ზეპირი ან წერილობითი) წარდგენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში აცილება განუცხადოს კომისიის წევრთა კანდიდატურებს, მაგრამ არა უმეტეს კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.

14. მეორე და მესამე აცილების შემთხვევაში, დაწესებულება უფლება­მოსილი არაა აცილება მისცეს კომისიის იმ წევრს, რომლის მიმართ აცილება არ განუცხადებია წინა ჯერზე.

15. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სააკრედიტაციო კო­­მი­­სიის წევრთა კანდიდატურების სამი აცილების შემდეგ სააკრედიტაციო კომისიის ხელმძღვანელი ამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, რომელშიც არ შეიძლება შედიოდნენ უკვე აცილებული წევრები.

16. სააკრედიტაციო კომისიის ხელმძღვანელი დაწესებულებას უთანხ­მებს ატესტაციის დაწყების დროს.

17. ატესტაციის ჩატარებისას კომისია ამოწმებს თვითშეფასების კით­ხვარის თითოეული პუნქტის მაჩვენებლის სისწორეს და მათ შესაბამისობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან, განსაზღვრავს მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ჩასატარებელ ღონისძიებებს.

18. ატესტაციის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში სააკრედიტაციო კომი­სიის ხელმძღვანელი აკრედიტაციის საბჭოს წარუდგენს დასკვნას, რის საფუძველზეც სააკრედიტაციო საბჭო აკრედიტაციის შესახებ გადაწყვე­ტილებას იღებს დასკვნის წარდგენიდან 1 კვირაში.

19. თუ საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამება სააკრედიტაციო კომისიის დასკვნას, იგი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.”

თ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი:

,,VIII. საბჭოს ტექნიკური მომსახურება

1. საბჭოს ტექნიკურ მომსახურებას და საინფორმაციო ბანკის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტი.

2. სააკრედიტაციო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმ­წიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.

3. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკ­რე­დიტაციის საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდეს დანართის შესაბამისად.

მ. სააკაშვილი

 

 დანართი

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა

კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდის დირექტორი, აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე

ნოდარ გრიგალაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

გიგი თევზაძე – პროექტის ”ილია ჭავჭავაძე” საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი

ირაკლი მაჩაბელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი

ნინო ჩუბინიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზირებისა და აკრედიტაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ანზორ ბენიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის აკრედიტაციის სამმართველოს უფროსი, საბჭოს მდივანი

ზურაბ კიკნაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

ალექსანდრე მილნიკოვი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ლევან რამიშვილი – ,,თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი

ნინო ქუთათელაძე – ,,განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის” წარმომადგენელი.