„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019895
186
06/04/2017
ვებგვერდი, 10/04/2017
040030000.10.003.019895
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №186

2017 წლის 6 აპრილი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/11/2015, 040030000.10.003.018944) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

1. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.“.

2. მე-10 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ანაწილებს პირველ მოადგილესა და მოადგილეს შორის ფუნქციებს;“.

3. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორისა და აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში -  აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი