„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016483
32
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
040030000.22.026.016483
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №32

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების 45-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (ვებგვერდი, 16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს კოლეჯში/ბაკალავრიატში/ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულებაში/სკოლაში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს, ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით;“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აკადემიის სტრუქტურა

აკადემიის სტრუქტურა შედგება მართვის ორგანოებისაგან, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან (კოლეჯი, ბაკალავრიატი), საგანმანათლებლო ერთეულებისგან (სკოლა, ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულება), ადმინისტრაციისაგან, აკადემიის ბიბლიოთეკისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან, მათ შორის, კანცელარიისაგან.“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები

1. აკადემიის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის უფროსი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. აკადემიის კოლეჯის/ბაკალავრიატის/ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების/სკოლის მართვის ორგანოებია: კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭო, კოლეჯის მეთაური, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი/ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსი/სკოლის უფროსი.

3. აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევნებს, აკადემიური საბჭოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის კოლეჯიდან/ბაკალავრიატიდან/ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულებიდან/სკოლიდან არჩეული/შერჩეული ერთი წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო კოლეჯიდან, კოლეჯის საბჭოს წევრი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კოლეჯის/ბაკალავრიატის/ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების/სკოლის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“;

ა.ბ) „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სასწავლო წლის დასაწყისში, ბაკალავრიატის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;“;

ა.დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ბაკალავრიატის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე კოლეჯის წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“, „მ“, „პ“, „ჟ“, „ს“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტებს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე ადმინისტრაციის უფროსი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე პროექტს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს რექტორის ბრძანებით შექმნილი (მათ შორის აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრებით დაკომპლექტებული) სამუშაო ჯგუფი;“.

8. მე-14, მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. რექტორის მოადგილეები

1. რექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათგან ერთი სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, ხოლო მეორე სამოქალაქო პირი.

2. რექტორის მოადგილე სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი აკადემიის რექტორის წარდგინებით, ხოლო რექტორის მოადგილე სამოქალაქო პირს თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი.

3. რექტორის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოადგილედ – შეიძლება დანიშნულ იქნეს არანაკლებ უფროსი ოფიცრების შემადგენლობის ერთ-ერთი სამხედრო წოდების მქონე პირი, ხოლო სამოქალაქო პირის სტატუსის მქონე მოადგილედ – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

4. რექტორის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან რექტორის წინაშე.

5. რექტორის მოადგილეებზე უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მუხლი 15. ადმინისტრაციის უფროსი და მისი უფლებამოსილება

1. აკადემიის საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების, პირადი შემადგენლობის საქმიანობის ადმინისტრირების, საბრძოლო მომზადების ორგანიზებისა და კონტროლის მიზნით, აკადემიაში ფუნქციონირებს ადმინისტრაცია. 

2. აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი არის აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს აკადემიას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

3. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს აკადემიის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს აკადემიის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და წარუდგენს რექტორს;

დ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;

ე) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და რექტორთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და წარუდგენს რექტორს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) ასრულებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

4. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.

მუხლი 16. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. აკადემიის ადმინისტრაცია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციის დებულებით.

2. აკადემიის ადმინისტრაციის დებულებას შეიმუშავებს ადმინისტრაციის უფროსი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.“.

9. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. თავი III – ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

კოლეჯის/ბაკალავრიატის/ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების/სკოლის  მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება“.

11. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. კოლეჯის/ბაკალავრიატის  საბჭო

1. ბაკალავრიატის წარმომადგენლობითი ორგანოა ბაკალავრიატის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ბაკალავრიატის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი.

2. კოლეჯის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეჯის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კოლეჯის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი, კურსის უფროსები და ინსტრუქტორები. 

3. ბაკალავრიატის საბჭო: 

ა) შეიმუშავებს და ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს ბაკალავრიატის ბიუჯეტის პროექტს; 

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ბაკალავრიატის ხელმძღვანელს;

გ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ბაკალავრიატის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;  

დ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის  სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;

ე) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის  წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის  დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;    

ვ) უფლებამოსილია ბაკალავრიატის ხელმძღვანელის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის, ბაკალავრიატის ხელმძღვანელისათვის  დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და ბაკალავრიატის ხელმძღვანელისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ბაკალავრიატის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს ბაკალავრიატის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება ბაკალავრიატის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;  

ზ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ნიშნავს ბაკალავრიატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს; 

თ) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. კოლეჯის საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს კოლეჯის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით შეიმუშავებს კოლეჯის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;

დ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით შეიმუშავებს კოლეჯის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

5. კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭო უფლებამოსილია, თუ კოლეჯის/ბაკალავრიატის  საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.

6. კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

7. კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილებით.“.

12. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ბაკალავრიატის/ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსი/სკოლის უფროსი

1. ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების და სკოლის უფროსი არის აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.   

2. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის აკადემიის ბაკალავრიატის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც ბაკალავრიატის საბჭო ირჩევს ოთხი წლის ვადით. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული ბაკალავრიატის ხელმძღვანელის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა ბაკალავრიატის  ხელმძღვანელის არჩევა, გონივრულ ვადაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.

3. ბაკალავრიატის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ბაკალავრიატის  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ბაკალავრიატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.  

4. ბაკალავრიატის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ბაკალავრიატის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

5. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

6. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი/ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსი/სკოლის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს (მისი არარსებობის შემთხვევაში აკადემიურ საბჭოს) განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს (მისი არარსებობის შემთხვევაში აკადემიურ საბჭოს) წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; 

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; 

ე) თავმჯდომარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს სხდომებს (მისი არსებობის შემთხვევაში);

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.

13. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაიცვას აკადემიის წესდებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების მოთხოვნები;“.

14. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კოლეჯის მეთაური, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსი, სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.“.

15. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიის იუნკერთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, კოლეჯის/ბაკალავრიატის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით.“.

16. 36-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაემორჩილოს აკადემიის წესდებას, სამხედრო სადისციპლინო წესდებით განსაზღვრულ  პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, რექტორის ბრძანებებს და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია