,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016433
01-17/ნ
10/04/2017
ვებგვერდი, 10/04/2017
470230000.22.035.016433
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-17/ნ

2017 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 08/01/2015; 470230000.22.035.016314) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 9-ის (მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო

1. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ბ) საჯარო ინფორმაციის დამუშავება/სისტემატიზაცია;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სტატისტიკის წარმოება;

დ) დაინტერესებულ პირთათვის სამინისტროს სისტემაში არსებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიწოდებისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;

ე) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

თ) სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზი, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმართულებით შემოსულ საკითხებზე უზრუნველყოფს პასუხის დროულად გაცემას, რეაგირებას, გადამისამართებას და შესრულების უზრუნველყოფას, ასევე, შემოსული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს. სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ყველა ზარის შესახებ მონაცემების დამუშავება და ყოველდღიურ რეჟიმში მისი მიწოდება თანამდებობის პირებისათვის;

ი) საზოგადოების ინფორმირებისთვის შესაბამისი პროექტების და კამპანიების (ვიდეორგოლების, ბეჭდვითი საინფორმაციო მასალების: ბუკლეტი/ფლაერი და სხვა) მომზადება, განთავსების უზრუნველყოფა/გავრცელების ორგანიზება;

კ) სამინისტროს სიმბოლიკის (ლოგოტიპი) და ვიზუალური ნიშნების მატარებელი მასალების, საიმიჯო პროდუქციის (მათ შორის, ღონისძიებების გასაფორმებელი ვიზუალური მასალების) დამზადება, გავრცელება და აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;

ლ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და დროული რეაგირება, საჭიროებისამებრ შესაბამის თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა შეხვედრების უზრუნველყოფა.

2. სამმართველოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს მიეკუთვნება:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ასევე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების თანამშრომელთა მიერ დაშვებული საშვების გაცემა;

ბ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და, აგრეთვე, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შემოსული კორესპონდენციის მიღება და შემოსული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;

გ) მოქალაქესთან უშუალო კომუნიკაციის წარმოება კეთილსინდისიერების, კეთილგანწყობის, სისწრაფის, სიმარტივისა და უწყვეტობის პრინციპების დაცვით;

დ) მოქალაქესთან ურთიერთობისას ყურადღების კონცენტრირება. დაუშვებელია მოქალაქესთან კომუნიკაციის პარალელურად ნებისმიერი სხვა მოქმედების შესრულება;

ე) მოქალაქესთან კომუნიკაციის წარმოება ლაკონურად და მარტივი ენით;

ვ) მოქალაქის უფლებების დაცვა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ზ) მოქალაქისათვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და მის ხელთ არსებული სრული და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება;

თ) მოქალაქის გადამისამართებისას შესაბამისი მიზეზის განმარტება;

ი) მოქალაქის კეთილგანწყობის მოპოვება, თუ მოქალაქე უკმაყოფილოა. თანამშრომელმა ყურადღებით უნდა მოუსმინოს უკმაყოფილო მოქალაქეს. თუ შეუძლებელია სამმართველოს თანამშრომლის მხრიდან პრობლემის აღმოფხვრა, იგი ვალდებულია თავად დაუკავშირდეს სხვა კომპეტენტურ თანამშრომელს. თუ დაკავშირება შეუძლებელია ან არაეფექტურია, უნდა მოხდეს მოქალაქის გადამისამართება;

კ) მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით განხორციელება. ამასთან, თანამშრომლის მიერ გაწეული კონსულტაციის შემდგომ, მოქალაქეთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში, თანამშრომელს უფლება აქვს მოითხოვოს სამინისტროს შენობაში არსებული დაცვის პოლიციის სამსახურის თანამშრომლის ჩართულობა, ხოლო სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, გამოძახებულ იქნეს საპატრულო პოლიცია;

ლ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო