სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭაგანში, სსიპ ჭაგნის საჯარო სკოლის მარცხენა მხარეს მდებარე ქუჩისათვის (1,2 კმ) ამირან გეგეშიძის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭაგანში, სსიპ ჭაგნის საჯარო სკოლის მარცხენა მხარეს მდებარე ქუჩისათვის (1,2 კმ) ამირან გეგეშიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38 58
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.120.016002
  • Word
38 58
03/04/2017
ვებგვერდი, 07/04/2017
000000000.00.120.016002
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭაგანში, სსიპ ჭაგნის საჯარო სკოლის მარცხენა მხარეს მდებარე ქუჩისათვის (1,2 კმ) ამირან გეგეშიძის სახელის მინიჭების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №38 58

2017 წლის 3 აპრილი

ქ. სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭაგანში, სსიპ ჭაგნის საჯარო სკოლის მარცხენა მხარეს მდებარე ქუჩისათვის (1,2 კმ) ამირან გეგეშიძის სახელის მინიჭების შესახებ

სამტრედიის         მუნიციპალიტეტის   საკრებულომ, საქართველოს           ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის №19 დადგენილების შესაბამისად, განიხილა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭაგანში, სსიპ – ჭაგნის საჯარო სკოლის მარცხენა მხარეს მდებარე ქუჩისათვის (1,2 კმ) ამირან გეგეშიძის სახელის მინიჭების საკითხი და გადაწყვიტა :

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭაგანში, სსიპ – ჭაგნის საჯარო სკოლის მარცხენა მხარეს მდებარე ქუჩას (1,2 კმ) მიენიჭოს (ეწოდოს) ამირან გეგეშიძის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                ნუგზარ ჯამბურია