შპს ”მარშე”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს ”მარშე”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/13642
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/13642
31/03/2017
ვებგვერდი, 07/04/2017
შპს ”მარშე”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/13642-13

 

 ამონაწერი

 2017 წლის 31 მარტის კრედიტორთა კრების ოქმიდან

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - მარიამ ხიდაშელი

 

განმცხადებელი - შპს „მარშე” (ს/კ 245587011)

რეაბილიტაციის მმართველი - გიორგი გვალია

 

მოსამართლე აცხადებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინებას:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „მარშეს” წარმომადგენელმა ლაშა ნოდიამ და რეაბილიტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით ითხოვა შპს „მარშეს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

2016 წლის 8 აპრილის კრედიტორთა კრებაზე, შპს „მარშეს” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „მარშეს” რეაბილიტაციის მმართველად არჩეულ იქნა გიორგი გვალია. ამავე სხდომაზე რეაბილიტაციის გეგმის მომზადება დაევალათ რეაბილიტაციის მმართველს გიორგი გვალიას, შპსგრანდსდა სსგუდვილს”;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 15 თებერვალს შპს „მარშეს” რეაბილიტაციის მმართველის გიორგი გვალიას მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „მარშეს” რეაბილიტაციის გეგმა.

წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის გადაწყვეტილების დამტკიცების მიზნით, 2017 წლის 31 მარტს მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება. კრებაზე განხილულ იქნა კრედიტრთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები, თუმცა რეაბილიტაციის გეგმის გადაწყვეტილების დამტკიცება ვერ განხორციელდა, ვინაიდან კრებას არ ესწრებოდა უზრუნველყოფილი კრედიტორი - სს „თიბისი ბანკი“.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

 

დაადგინა

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 30 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. რეაბილიტაციის გეგმის გადაწყვეტილების დამტკიცება;

1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                               თამარ ბურჯანაძე