„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8969
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 04/04/2017
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016399
  • Word
8969
04/04/2017
ვებგვერდი, 07/04/2017
000000000.00.00.016399
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №8969

2017 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის 34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის 34134 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი 1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;“.

ბ) მე-9 მუხლის:

ბ.ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. იმ თანამშრომელს, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, სამსახურის უფროსის სახელზე წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განესაზღვრება 09.30 საათიდან − 18.00 საათამდე (გარდა საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებისა, რომლებიც მუშაობენ დანართი №2-ის 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებში).“;

ბ.ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს დანართი №2-ის 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში და რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, სამსახურის უფროსის სახელზე წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განესაზღვრება 10.00 საათიდან − 18.00 საათამდე.“;

გ) „შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმი“ (დანართი 2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 3 აპრილიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                         გიორგი თაბუაშვილი

 

 

დანართი 2

 

შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმი

 

სტრუქტურული ერთეული

სამუშაო კვირის ხანგრძლივობა

სამუშაო დღის ხანგრძლივობა

შესვენების დრო

შენიშვნა

1

მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრი

ხუთდღიანი სამუშაო კვირა;

09.00 საათიდან - 18.00 საათამდე

სერვისცენტრებში სატელეფონო ცენტრებში თანამშრომლებისათვის დრო განისაზღვრება დღის განმავლობაში ერთი საათით, მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრების უფროსისა და სატელეფონო ცენტრის უფროსის გადაწყვეტილებით.

სამსახურის/დეპარტამენტის/ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.

2

საბაჟო დეპარტამენტის:

 

 

 

 

2.1

სტრუქტურული ერთეულები (ამ დანართის 2.2 – 2.5 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების გარდა)

ხუთდღიანი სამუშაო კვირა;

09.30 საათიდან - 18.00 საათამდე

13.00 საათიდან − 13.30 საათამდე.

 

2.2

საქონლის გაფორმების სამმართველო, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო და გაფორმების ეკონომიკური ზონები (2.4 და 2.5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა)

შვიდდღიანი სამუშაო კვირა;

ყოველი კალენდარული კვირის პირველ ხუთ დღეს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) – 10.00 საათი და დასასრული - 18.00 საათი, შაბათს დასაწყისი - 10.00 საათი და დასასრული 15.00 საათი, კვირას დასაწყისი - 10.00 საათი და დასასრული - 14.00 საათი; ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის უფროსი/უფროსის მოადგილე.

სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება ერთი საათით, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცვლიანობის განრიგის გათვალისწინებით. ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები უნდა გადაეგზავნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.

სამსახურის/

დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/

სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი (მათ შორის, დასვენების/ უქმე დღეებში და სამუშაო დროის დამთავრების შემდგომ)

2.3

 საბაჟო გამშვები პუნქტები (თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საბაჟო გამშვები პუნქტების ჩათვლით);

შვიდდღიანი სამუშაო კვირა;

კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით. ცვლაში მომუშავე თანამშრომელთათვის, რომელთათვისაც დაწესებულია ცვლიანი სამუშაო ციკლი, განსაზღვრულია ცვლის დასაწყისი 10.00 საათი და დასასრული მომდევნო დღის 10.00 საათი. ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი/უფროსის მოადგილე.

ცვლაში მომუშავეთათვის შესვენება განისაზღვრება რიგ-რიგობით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ თანამშრომელს 8-საათიანი სამუშაოს შემდგომ მიეცეს ორი საათი შესვენების დრო სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად. ცვლაში მომუშავეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სრულად გაწეროს ცვლაში მომუშავეთა შესვენების განრიგი (კონკრეტული საათების მითითებით) და გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას, ხოლო ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები უნდა გადაუგზავნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.

სამსახურის/

დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/

სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/

ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/

წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.

2.4

საქონლის გაფორმების სამმართველო, გაფორმების ეკონომიკური ზონა "თბილისი", გაფორმების ეკონომიკური ზონა "ფოთი", გაფორმების ეკონომიკური ზონა "ბათუმი" და გაფორმების ეკონომიკური ზონა "აეროპორტი" – „ოქროს სიის“ მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმებისას; გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთი“ – საზღვაო ტრანსპორტით საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით, აგრეთვე მოწმობის გაცემა–დახურვასთან დაკავშირებით პროცედურების განხორციელებისას

შვიდდღიანი სამუშაო კვირა;

კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით. ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის უფროსი/უფროსის მოადგილე.

ცვლაში მომუშავეთათვის შესვენება განისაზღვრება რიგ-რიგობით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ თანამშრომელს 8-საათიანი სამუშაოს შემდგომ მიეცეს ორი საათი შესვენების დრო სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცვლიანობის განრიგის გათვალისწინებით. ცვლიანობისა და შესვენების განრიგების ასლები უნდა გადაეგზავნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.

სამსახურის/

დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/

სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/

ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/

წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.

2.5

საქონლის გაფორმების სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის" შესაბამისი ჯგუფები – სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შევსებული დეკლარაციებით გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმების პროცედურების განხორციელებისას

შვიდდღიანი სამუშაო კვირა;

სამუშაო დროის დასაწყისი 09.00 საათი და დასასრული 17.00 საათი, ხოლო შაბათ-კვირას სამუშაო დროის დასაწყისი 09.00 საათი და დასასრული 14.00 საათი

სამუშაო დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის გარდა) შესვენების დრო 13.00 საათიდან – 14.00 საათამდე

სამსახურის/

დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/

სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/

ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/

წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.