„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016959
112
05/04/2017
ვებგვერდი, 07/04/2017
230210000.22.033.016959
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №112

2017 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლ71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს:

ა) საქონლის წარდგენას საბაჟო კონტროლის ზონაში;

ბ) საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.“.

2. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა) და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების შემთხვევისა) დანართი №IV-01-ის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი.“.

3. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) ცვლილება ხორციელდება საქართველოდან ექსპორტით, რეექსპორტით ან ტრანზიტით, საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე წარდგენილ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, საქონლის დროებით შენახვისას ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი