დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „თელასის“ შეტყობინება გასული წლების გამოუყენებელი მოგებიდან საზოგადოების ჩვეულებრივ აქციებზე დივიდენდების გადახდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „თელასი“ |
| მიღების თარიღი | 05/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შეტყობინება
გასული წლების გამოუყენებელი მოგებიდან საზოგადოების ჩვეულებრივ აქციებზე დივიდენდების გადახდის შესახებ
2017 წლის 30 მარტის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება დივიდენდების გადახდის შესახებ.
აქციონერთა კრების გადაწყვეტილების თანახმად:
დივიდენდების სააღრიცხვო თარიღი: 10.04.2017წ.
დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღი: 25.04.2017წ.
აქციონერები დივიდენდების მიღების უფლებას ამოწმებენ სს „თელასის” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული. ტელ. 222 53 51; 225 15 60 .
დივიდენდების მისაღებად აქციონერებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკემენტები:
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
- აქციების ფლობის დადასტურება (ამონაწერი სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის” რეესტრიდან);
- საბანკო რეკვიზიტები (ბანკის სახელწოდება, ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი, ვალუტა და მიმღების დასახელება).
ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხზე დახმარებას გაგიწევენ კორპორაციული ურთიერთობების ჯგუფის თანამშრომლები სს „თელასის“ სათავო ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ.3. ტელ: +995 32 277 99 99 (7768), +995 32 277 99 99 (7597).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები