დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის N1/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9/9 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016327 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №569 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის №1/1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.01.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016319) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 20 260.4 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 21 108.2 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 4 920.4 ათ. ლარით; ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 4 660.4 ათ. ლარი; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულის დანართის: ბ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19 760.4 ათ. ლარის ოდენობით.
‘‘ ; ბ.ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 920.4 ათ. ლარის ოდენობით.
‘‘ ; ბ.გ) მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 135.3 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 261.2 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 761.2 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
‘‘ ; ბ.დ) მე-18 მუხლის „პირველი პუნქტი“, „1.2“ და „1.2.5“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ, ქუჩების ორმული შეკეთების, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის მიმდებარე გზის მოხრეშვა-დაგრეიდერების (მოვლა-აღდგენა), ქუჩებში სათვალთვალო ვიდეოკამერების მოწყობის, შუქნიშნების მოვლა-პატრონობის, ბაზართან არსებულ ხიდზე ტროტუარის მოწყობის, ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობის, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვის, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის, ბაზართან არსებულ ხიდზე განათების მოწყობის, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობის, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობის, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდის, მათი აღდგენისა და მოვლა-პატრონობის, სანიაღვრე სისტემებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის, დასუფთავების ღონისძიებების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირების, ცენტრალური პარკის შესასვლელი არკების კაპ. რემონტის, ცენტრალურ პარკში ნარდისა და შაშის შენობის მოწყობის, არაგვისპირელის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნისა და ბუნგალოს მოწყობის, უპოვართა სასადილოს სამზარეულოს კაპ. რემონტის, ქალაქის შემოსასვლელებში სიმბოლიკის კაპ. რემონტის, რუსთაველის რკალის მიმდებარე პარკში შადრევნის მოწყობის, არსებული სკვერების, პარკების, გამწვანებული ეზოების, შადრევნების მოვლა-პატრონობის სამუშაოები და სხვა. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის, ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები, ჩამდინარე წყლების მართვის, არსებული ქსელის მოვლა-შენახვის, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის, სანიაღვრე სისტემებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია-რეაბილიტაციის, გარე განათებისა და სატუმბი სადგურების მოვლა-პატრონობის და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველების იზოლირება. 1.2.5 სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე სისტემებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე განხორციელდება სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდა, აღდგენა, მოვლა-პატრონობა და სატუმბო სადგურების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურება.‘‘ ; ბ.ე) ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „1.4“ ქვეპუნქტი; ბ.ვ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „2.1.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.3 სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 05) ქალაქში არსებობს რამდენიმე მინისპორტული მოედანი, ხოლო ნ. ჟვანიას ქუჩაზე სპორტული დარბაზი, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ახალგაზრდები. პროგრამის ფარგლებში 2017 წელს გათვალისწინებულია მინისპორტული მოედნების კაპ. რემონტი და ნ. ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის რეკონსტრუქცია. აღნიშნული სპორტული ობიექტების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებას.‘‘ ; ბ.ზ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „2.1.5“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „2.1.5 სტადიონის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04) ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გათვლილია 6 ათას ადამიანზე. პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების მოცულობა შესრულდება 2000 მაყურებელზე. გარდა ამისა, იგეგემება დასავლეთ ტრიბუნის დამთავრება და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის, პრეს ლოჟის და გარე განათების სისტემის მოწყობა. ‘‘ ; ბ.თ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“.
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 5 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები