„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016480
29
05/04/2017
ვებგვერდი, 06/04/2017
120340000.22.026.016480
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №29

2017 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანებით (ვებგვერდი, 23/09/2016 სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016415) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის:

ა)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო:

ბ.ა) მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ.გ) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება;

ბ.დ) მედიამონიტორინგის განყოფილება;

ბ.ე) მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის  განყოფილება.“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-5 - მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საზოგადოებასთან და მასმედიასთან   ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან, ამავე პროფილით მომუშავე კვლევით ორგანიზაციებთან  ურთიერთობა;

ბ) მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების, საინფორმაციო  და ვიზუალური მასალების მომზადება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება;

გ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების და მედიატურების მოწყობა;

დ) მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია, რეგისტრაცია და მათი თანხლება სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას;

ე) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება არსებული ტენდენციების შესახებ;

ვ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების და საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

ზ) თავდაცვის სისტემაში მიმდინარე ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება;

თ) ვიზუალური მასალის ტექნიკური მხარის მონიტორინგი და საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა;

ი) საკომუნიკაციო ინსტრუმენტების და პროდუქტების შემუშავება, საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფა, შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და  კონფერენციების ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან;

ლ) საზოგადოების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების და ბრიფინგების მოწყობა;

მ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;

ნ) სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაცია;

ო) შიდაუწყებრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით,  თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინფორმირება მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ;

პ) საზოგადოებრივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის;

ჟ) სამინისტროს მოქალაქეთა მისაღების საქმიანობის ზედამხედველობა;

რ) მოქალაქეებისგან შემოსულ კითხვებზე პასუხების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში, ხშირად დასმული კითხვების აღრიცხვა და ანალიზი;

ს) ხელმძღვანელობასთან  მოქალაქეების შეხვედრების შეთანხმება და ორგანიზება;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6. მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ი“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.

7. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.

8. ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“, „თ“, „ი“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.

9. მედიამონიტორინგის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“, „ო“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.

10. მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის  განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ჟ“, „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.“.

ბ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. განყოფილების უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული განყოფილების  მოხელე.“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს მე-13 და მე-14 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„13. სამმართველოს უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე/მოადგილეები.

14. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო სამმართველოს უფროსის ორი მოადგილის შემთხვევაში სამმართველოს მოხელე  მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია