„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016471
19
05/04/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
120340000.22.026.016471
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №19

2017 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებით (ვებგვერდი, 111118011, 22/11/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016090) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო, შაბათ-კვირა და უქმე დღეები. სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტიდან შაბათ-კვირას მივლინებულ თანამშრომლებს, აღნიშნული დღეები ჩაეთვალოთ სამუშაო დროში და დასვენებისათვის მიეცეთ მომდევნო კვირის ორშაბათი და სამშაბათი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია