,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის №455 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

  • Word
,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის №455 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 121, 27/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 330.030.000.08.002.003.152
  • Word
464
26/10/2004
სსმ, 121, 27/10/2004
330.030.000.08.002.003.152
,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის №455 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №464

2004 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის  455 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის 455 ბრძანებულებაში (სს III, 2000წ., №97, მუხ.828) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” ხელშეკ­რულების VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების დაცვისა და შესრულების ხელშეწყობის მიზნით სამეთვალყურეო კომისიის” შექმნას და ამ კომისიაში ყოველი მონაწილე ქვეყნის მხრიდან ორი წარმომადგენლის დანიშვნას, დაინიშნონ: ნიკოლოზ ვაშაკიძე და გიორგი ვაშაყმაძე.”.

2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი