დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 02 ივნისის №2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.33.058.016106 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 2 ივნისის №2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 2 ივნისის №2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 02/06/2014; 040030000.33.058.016073)
შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: ა) დებულების მე-6 მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სამუშაოს მაძიებელ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება;“. ბ) დებულების მე-6 მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები: ,,ბ1) სააგენტოს სერვისებით მოსარგებლეთა კონსულტირება და ხელშეწყობა/ინფორმირებულობა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით; „ბ2) ქვეყნის ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და ინფორმირებულობა/ხელშეწყობა;“. გ) დებულების მე-6 მუხლის „1“ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შედეგად დასაქმებულთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შევსება/განახლება;“. დ) დებულების მე-6 მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: ,,გ1) სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ბაზის შესაბამასად გაწეული სერვისების შესახებ უტყუარი სტატისტიკური მონაცემების წარმოება;“. ე) დებულების მე-6 მუხლის „1“ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საჯარო და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების კონსულტირება სააგენტოს სერვისებით სარგებლობის შესახებ/საჯარო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა;“. ვ) დებულების მე-6 მუხლის „1“ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საჯარო და კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;“. ზ) დებულების მე-6 მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი: ,,ე1) ფორმალური და არაფორმალური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები