დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.155.016218 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 10/02/2017, 200230000.35.155.016213) დამტკიცებულ „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის (მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები) მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;“ 2. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული ქონება; ბ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 3000 კვ.მ-მდე; გ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 50 კვ.მ-მდე; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები