„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019888
179
04/04/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
480140000.10.003.019888
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №179

2017 წლის 4 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით  ხელშეკრულებების  გაფორმებასთან  დაკავშირებულ  ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2010  წლის  11  მაისის  №139  დადგენილებაში  (სსმ, 13/05/2010, მუხლი 839) შეტანილ იქნეს  ცვლილება და 11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – აწარმოე საქართველოში და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის  მიზნით  დასადებ  ხელშეკრულებათა პროექტებზე, ასევე სსიპ –  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს საპრომოციო აქტივობების ორგანიზების პროცესში ან/და განხორციელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი