„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019885
176
04/04/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
040030000.10.003.019885
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №176

2017 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების  სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/02/2014, 040030000.10.003.017792) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის აწარმოე საქართველოში შექმნის შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი აწარმოე საქართველოში (შემდგომში სააგენტო).“.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირი აწარმოე საქართველოში ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მეწარმეობის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ. 
მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და თანამშრომლები გადაყვანილ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის აწარმოე საქართველოში შესაბამის თანამდებობებზე.  
მუხლი 4
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი