„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016109
12/ნ
05/04/2017
ვებგვერდი, 06/04/2017
010240070.22.037.016109
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №12/ნ

2017 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2017, 010240070.22.037.016098) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების:

1.  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტექნიკური სამდივნოს დირექციის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგი, ანგარიშების განხილვა/მიღება, დასრულებული საპროექტო დოკუმენტაციის მიღება;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიღებული საინჟინრო პროექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია) შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზე იმ ტექნიკურ საკითხებში ჩართულობა, რომელიც მოითხოვს დეპარტამენტის სათათბირო ორგანოსათვის - ტექნიკური საბჭოსათვის განსახილველად წარდგენასა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას;

დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში წარმოქმნილ ტექნიკურ საკითხებში ჩართულობა, რომელიც მოითხოვს დეპარტამენტის სათათბირო ორგანოსთვის - ტექნიკური საბჭოსათვის განსახილველად წარდგენასა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას;

ე) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებზე ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა და დეპარტამენტის სათათბირო ორგანოსთვის - ტექნიკურ საბჭოსთვის განსახილველად წარდგენა;

ვ) დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს - ტექნიკური საბჭოს დებულების შესაბამისად, ტექნიკური საბჭოს მოწვევის ორგანიზაციული საკითხების წარმართვა და მისი სხდომის ოქმების გაფორმება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში დირექციაში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ი) დეპარტამენტის თავმჯდომარის/დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის - ტექნიკური მდივნის/დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ, დირექციის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

კ) დირექციის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“-„ე“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „ღ“-„შ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;“.

3. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონიტორინგის, შეფასებისა და დონორებთან ანგარიშგების სამმართველო;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახურის ხელშეკრულებების მონიტორინგის, შეფასებისა და დონორებთან ანგარიშგების სამმართველო;“.

4.  მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული პროექტების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მონიტორინგი, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და დასრულებული საპროექტო დოკუმენტაციის მიღება;

ბ) მიღებული საინჟინრო პროექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია) შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგის, ანგარიშების განხილვა/მიღებისა და დასრულებული საპროექტო დოკუმენტაციის მიღების ხელშეწყობა;

დ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და საავტომობილო გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობის დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;

ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა (შეთანხმების შემთხვევაში);

ვ) არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გატარების შეთანხმება და, თანხმობის შემთხვევაში, ტექნიკური პირობების გაცემა;

ზ) დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოებიდან/სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციისა და გამოკვლევა-გამოცდის ყოველწლიური გეგმების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი წინადადების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო ხიდების გამოკვლევა- გამოცდის მიზნით ყოველწლიური გეგმების დამუშავება და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ი) სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების, ხელოვნურ ნაგებობათა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობის საინჟინრო პროექტის დამუშავებაზე შესაბამისი დავალებების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებისა და მასზე არსებულ ხელოვნურ ნაგებობათა მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის მიმდინარეობისას ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა;

ლ) საინჟინრო პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება;

ნ) სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციების ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ო) დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის სამუშაოების ყოველწლიური გეგმების მომზადებაში მონაწილეობა, მათი სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ტექნიკური მახასიათებლების, ტერმინებისა და სხვათა მართლზომიერების გათვალისწინებით;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ტ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანას ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის პროექტების ანალიზის სამმართველო;

ბ) „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ტექნიკური ნებართვების სამმართველო;

გ) „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანას ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ხელოვნური ნაგებობების სამმართველო;

დ) „თ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის პროექტების ანალიზისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველოები კომპეტენციის ფარგლებში;

ე) „პ“-„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ყველა სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიზურაბ ალავიძე