„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.017317
63/ნ
06/04/2017
ვებგვერდი, 07/04/2017
430190000.22.022.017317
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №63/ნ

2017 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების.“:
1.  მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ არიან განვითარების შეფერხების, (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებული სკოლის მოსწავლეები, გამოცდები ტარდება ცენტრის მიერ წერილობითი ფორმით ან/და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.“;

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოცდებამდე  15 დღით  ადრე, ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს წერილობითი და ელექტრონული სახით წარუდგენს ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომელთაც ესაჭიროებათ გარემოს ადაპტაცია.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოფს გამოცდებისათვის თითოეული საგნის შესაბამისად დავალებების შემუშავებას და დავალებათა ბაზების ფორმირებას, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას.“.

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ან/და მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე წერილობითი ფორმით;“

ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოფს შესაბამისი გარემოს შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის;“;

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფორსმაჟორის ან გამოცდის დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ახალი ვადა და ადგილი.“;

4. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;“;

5. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.პირის მიერ ყველა საგნის გამოცდის ჩაბარების შემდგომ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივნისისა:

ა) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ერთიანი სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, რომელიც სპეციალიზირდება განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით, დირექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოცდაში მონაწილე პირების სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა გამოცდების ჩატარებამდე.“;

6. მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტრო 2017 წლის 28 აპრილამდე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით, ასევე საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების გზით ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ან/და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში.“;

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა