დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის დირექტივა 2014/53/EU წევრი სახელმწიფოების რადიოაპარატურის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ კანონების ჰარმონიზაციისა და დირექტივის 1999/5/EC გაუქმების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2014/53/EU |
დოკუმენტის მიმღები | ევროპარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/04/2014 |
დოკუმენტის ტიპი | დირექტივები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2017 |
სარეგისტრაციო კოდი |
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის დირექტივა 2014/53/EU წევრი სახელმწიფოების რადიოაპარატურის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ კანონების ჰარმონიზაციისა და დირექტივის 1999/5/EC გაუქმების შესახებ
(ტექსტი შეესაბამება ევროპის ეკონომიკურ სივრცეს)
ევროპარლამენტმა და ევროპის კავშირის საბჭომ,
ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად ამ ხელშეკრულების 114-ე მუხლის გათვალისწინებით,
კომისიის წინადადების გათვალისწინებით,
ქვეყნების პარლამენტებში კანონპროექტის წარდგენის შემდეგ,
ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით,1
მოქმედებენ რა მიღებული საკანონმდებლო პროცედურის შესაბამისად,2
ვინაიდან:
(1) ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 1999/5/EC3 რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვინაიდან გათვალისწინებულია დირექტივაში შემდგომი ცვლილებების შეტანა, მიზანშეწონილია მისი ჩანაცვლება გაუგებრობის თავიდან არიდების მიზნით.
(2) ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა (EC) No 765/20084, რომელიც განსაზღვრავს წესებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციის შესახებ, ადგენს პროდუქტების ბაზარზე მეთვალყურეობის და მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტებზე კონტროლის განხორციელების სისტემას და ადგენს CE ნიშანის (ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის ნიშანი) ზოგად პრინციპებს.
(3) ევროპარლამენტის და საბჭოს გადაწყვეტილება No 768/2008/EC5, რომელიც ადგენს იმ ზოგად პრინციპებს და ნორმატიულ-ტექნიკურ დებულებებს, რომელთა გამოყენების საფუძველზე უნდა მოხდეს სექტორული კანონმდებლობის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა. შესაბამისად საჭიროა დირექტივის 1999/5/EC ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
(4) ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივაში 2014/35/EU6 და ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში 2014/30/EU7 სათანადოდ არის განსაზღვრული დირექტივაში 1999/5/EC მოცემული ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც ეხება ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობებს, ანუ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ადამიანის და შინაური ცხოველების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ასევე ქონების და ელექტრომაგნიტური თავსებადობის ადეკვატური დონის დაცვას. ამრიგად, წინამდებარე დირექტივა არ ვრცელდება ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობებზე.
(5) ტერმინალურ მოწყობილობებთან დაკავშირებით არსებული საბაზრო კონკურენციის საკითხები სათანადოდ განსაზღვრულია კომისიის დირექტივაში 2008/63/EC8, კერძოდ, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ვალდებულება გამოაქვეყნოს დეტალები ქსელთან დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური ინტერფეისის სპეციფიკაციების შესახებ. შესაბამისად, აუცილებლობას არ წარმოადგენს წინამდებარე დირექტივაში შეტანილ იქნეს მოთხოვნები, რომელიც ეხება ტერმინალის მოწყობილობებთან მიმართებაში ბაზარზე არსებულ კონკურენციას და რომლებიც განსაზღვრულია დირექტივით 2008/63/EC.
(6) მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს რადიოტალღების გასხივებასა და მიღებას რადიოკომუნიკაციის ან რადიოლოკაციის განსაზღვრის მიზნით, სისტემატურად იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს. რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტურად გამოყენების და საზიანო ხელშეშლის თავიდან არიდების მიზნით, ყველა ზემოაღნიშნულ მოწყობილობაზე ვრცელდება წინამდებარე დირექტივა.
(7) დირექტივით 2014/35/EU განსაზღვრული მიზნები უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებით სრულად ვრცელდება რადიოელექტრონული მოწყობილობაზე, და ამდენად მათი გამოყენება ხდება შესაბამისად წინამდებარე დირექტივის საფუძველზე. დირექტივის დებულებების ფუჭი გამეორების თავიდან აცილების მიზნით, გარდა იმ დებულებებისა, რომელზეც არსებობს აღნიშნული მოთხოვნები, რადიოელექტრონულ მოწყობილობაზე არ უნდა გავრცელდეს დირექტივა 2014/35/EU.
(8) დირექტივით 2014/35/EU განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები ელექტრომაგნიტურ თავსებადობასთან დაკავშირებით სრულად ვრცელდება რადიოელექტრონულ მოწყობილობაზე, და ამდენად მათი გამოყენება ხდება შესაბამისად წინამდებარე დირექტივის საფუძველზე. დირექტივის დებულებების ფუჭი გამეორების თავიდან აცილების მიზნით, გარდა იმ დებულებებისა, რომელზეც არსებობს ძირითადი მოთხოვნები, რადიოელექტრონულ მოწყობილობაზე არ უნდა გავრცელდეს დირექტივა 2014/35/EU.
(9) წინამდებარე დირექტივა ეხება ყველა სახის მიწოდებას, დისტანციური გაყიდვების ჩათვლით.
(10) რათა უზრუნველყოფილ იქნეს რადიოელექტრონული მოწყობილობის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტურად გამოყენება და ხელი შეეწყოს მის ეფექტურად გამოყენებას, რადიოაპარატურის დამზადება უნდა მოხდეს შემდეგნაირად: გადამცემის შემთხვევაში, როდესაც ის სათანადოდ არის დამონტაჟებული, მისი ექსპლუატაცია ხდება შესაბამისად და ის გამოიყენება დანიშნულებისამებრ, გადამცემი ახდენს ისეთი რადიოტალღების გამოცემას, რომლებიც არ ქმნიან საზიანო ხელშეშლას, ხოლო გადამცემის მიერ წარმოქმნილი არასასურველი რადიოტალღების გადასვლები (მაგ. მომიჯნავე არხებში), რომლებმაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიონ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების პოლიტიკის ამოცანებზე, შენარჩუნებულ უნდა იქნეს იმ დონეზე, რომ შესაძლებელი გახდეს საზიანო დაბრკოლებების თავიდან არიდება; მიმღების შემთხვევაში კი, შესრულების/ფუნქციონირების დონე უნდა უზრუნველყოფდეს საზიანო დაბრკოლებების რისკისგან დაცვას, კერძოდ, საერთო ან მომიჯნავე არხებისგან და ამ დროს, ხელს უნდა უწყობდეს საერთო ან მომიჯნავე არხების ეფექტურად გამოყენების გაუმჯობესებას.
(11) მიუხედავად იმისა, რომ მიმღები თავად არ იწვევს საზიანო ხელშეშლას, მიღების შესაძლებლობა გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორია რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის კუთხით, საზიანო ხელშეშლისა და არასასურველი სიგნალების საწინააღმდეგო მიმღების მდგრადობის გაზრდის გზით, გაერთიანების ჰარმონიზებული კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნების საფუძველზე.
(12) ზოგიერთ შემთხვევაში, აუცილებელია ქსელის მეშვეობით სხვა რადიოაპარატურასთან მუშაობა და შესაბამისი სახის ინტერფეისებთან კავშირის უზრუნველყოფა გაერთიანების მთელ ტერიტორიაზე. ფუნქციონალური თავსებადობა რადიოაპარატურასა და მის აქსესუარებს შორის, მაგალითად როგორიცაა დამტენები, ამარტივებს რადიოაპარატურის გამოყენებას და ამცირებს არასაჭირო ნარჩენების და ხარჯების ოდენობას. აუცილებელია განახლდეს მუშაობა რადიოაპარატურის კონკრეტული კატეგორიებისთვის ან კლასებისთვის საერთო დამტენის შექმნის კუთხით, კერძოდ, მომხმარებლების და სხვა საბოლოო მომხმარებლების სასარგლებლოდ; შესაბამისად, წინამდებარე დირექტივაში უნდა შევიდეს აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნები. კერძოდ, ბაზარზე განთავსებული მობილური ტელეფონები თავსებადი უნდა იყოს საერთო დამტენთან.
(13) რადიოაპარატურის მომხმარებლების და აბონენტების პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალურობის დაცვა, ასევე, მათი დაცვა ნებისმიერი სახის თაღლითობისგან შეიძლება გაძლიერდეს რადიოაპარატურის გაკრვეული მახასიათებლების საშუალებით. შესაბამისად, სათანადო შემთხვევებში რადიოაპარატურის დამზადების პროცესში უნდა მოხდეს აღნიშნული მახასიათებლების გათვალისწინება.
(14) რადიოაპარატურა წარმოადგენს სასწრაფო მომსახურების ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. შესაბამისად, სათანადო შემთხვევებში რადიოაპარატურის დამზადების პროცესში უნდა მოხდეს იმ მახასიათებლების გათვალისწინება, რომლებიც ამარტივებს აღნიშნული მომსახურებების ხელმისაწვდომობას.
(15) რადიოაპარატურა მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, რომლებიც შეადგენენ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის მნიშვნელოვან და მზარდ ნაწილს, კეთილდღეობის და დასაქმების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სათანადო შემთხვევებში რადიოაპარატურის დამზადების პროცესში უნდა მოხდეს იმ მახასიათებლების გათვალისწინება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ მინიმალური გადაკეთების შემდეგ ან მის გარეშე.
(16) რადიოაპარატურის ზოგიერთი კატეგორიისათვის დირექტივის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა შეიძლება განისაზღვროს მასში არსებული პროგრამის მოდიფიკაციით ან ახალი პროგრამის ჩატვირთვით. მომხმარებელს, რადიოაპარატურას ან მესამე მხარეს უნდა შეეძლოს პროგრამის ჩატვირთვა რადიოაპარატურაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ შეუქმნის საფრთხეს რადიო ტექნიკის შემდგომ შესაბამისობას ძირითად მოთხოვნებთან.
(17) წინამდებარე დირექტივის ზოგიერთი არაძირითადი ელემენტის შესავსებად ან შესაცვლელად, აქტების მიღების უფლებამოსილების დელეგირება უნდა მოხდეს კომისიისათვის ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 290-ე მუხლის თანახმად. განსაკუთრებით მნიშნველოვანია, რომ კომისიამ ჩაატაროს შესაბამისი კონსულტაციები მოსამზადებელი სამუშაოების დროს, მათ შორის ექსპერტთა დონეზე. დელეგირებული აქტების მომზადების და შედგენისას კომისიამ უნდა უზრუნველყოს, შესაბამისი დოკუმენტების სინქრონული, დროული და სათანადო გადაგზავნა ევროპარლამენტსა და საბჭოში.
(18) ფუნქციონალური თავსებადობის, მომხმარებლის და აბონენტის კონფიდენციალურობის და პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროებების ეფექტურად დასარეგულირებლად, გაყალბებისაგან თავის დასაცავად, საგანგებო სიტუაციების სამსახურებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ გამოსაყენებლად ან რადიოაპარატურისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამების არასათანადო კომბინაციების პრევენციისათვის, აქტების მიღების უფლებამოსილება ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 290-ე მუხლის თანახმად, უნდა იქნეს დელეგირებული კომისიაზე, რადიოაპარატურის იმ კატეგორიების ან კლასების სპეციფიკაციებიდან გამომდინარე, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყვნენ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ ერთ ან მეტ დამატებით ძირითად მოთხოვნებთან, რომლებიც არეგულირებენ ამ მოთხოვნებს.
(19) რადიოაპარატურის პარამეტრების პროგრამასთან შესაბამისობის შემოწმება არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი გამოყენება იმ პროგრამებთან, რომელიც მიწოდებულია დამოუკიდებელი მხარეების მიერ. სახელმწიფო ორგანოების, მწარმოებლების და ინფორმაციის მომხმარებლების ინფორმირებულობა რადიოაპარატურის და პროგრამების დაგეგმილი კომბინაციების შესაბამისობის შესახებ ხელს უნდა უწყობდეს კონკურენციას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 290-ე მუხლის თანახმად აქტების მიღების უფლებამოსილება იმ რადიოაპარატურის კატეგორიების ან კლასების სპეციფიკაციებთან დაკავშირებით, რომელთათვისაც მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაცია რადიოაპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმილი კომბინაციების წინამდებარე დირექტივაში მოცემულ არსებით მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, უნდა იქნეს დელეგირებული კომისიისათვის.
(20) მოთხოვნა, რომელიც ეხება ცენტრალურ სისტემაში ბაზარზე გასატანი რადიოაპარატურის რეგისტრაციას, ზრდის ბაზრის ზედამხედველობის ეფექტურობას და ეფექტიანობას და ამდენად უზრუნველყოფს წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობის მაღალ დონეს. ამგვარი მოთხოვნა ქმნის დამატებით ბარიერს ეკონომიკური ოპერატორებისათვის და ამდენად უნდა დაწესდეს მხოლოდ იმ რადიოაპარატურის კატეგორიებისთვის, სადაც შესაბამისობის მაღალი ხარისხი არ არის მიღწეული. ამგვარი მოთხოვნის დანერგვის უზრუნველსაყოფად, იმ აქტების მიღების უფლებამოსილება, რომელიც შეეხება რადიოაპარატურის კატეგორიების სპეციფიკაციებს, რომლებიც მწარმოებლებმა უნდა დაარეგისტრირონ ცენტრალურ სისტემაში და ტექნიკური დოკუმენტაციის ელემენტებს, რომელთა წარმოდგენაც საჭიროა რადიოაპარატურის შესაბამისობის შესახებ ინფორმაციის ფარგლებში წევრი სახელწიფოების მიერ, მას შემდეგ, რაც განხორციელდება არსებით მოთხოვნებთან შეუსაბამობის რისკების შეფასება, ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 290-ე მუხლის თანახმად უნდა იქნეს დელეგირებული კომისიისათვის.
(21) რადიოაპარატურა, რომელიც შესაბამისობაშია ძირითად მოთხოვნებთან თავისუფლად უნდა იქნეს გაშვებული მიმოქცევაში. ამგვარი ტექნიკის ამუშავებასა და შესაბამისი მიზნით გამოყენებაზე ნება უნდა იქნეს დართული შესაბამის შემთხვევებში რადიო სპექტრის გამოყენების ავტორიზაციის წესების შესაბამისად მომსახურების გაწევის მიზნით.
(22) რადიოაპარატურით შიდა ბაზარზე ვაჭრობაში უსარგებლო ტვირთის თავიდან აცილების მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა, ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 98/34/ EC9 შესაბამისად, უნდა აცნობონ სხვა წევრ სახელმწიფოებს და კომისიას ტექნიკური რეგულირების სფეროში საკუთარი პროექტების შესახებ, როგორიცაა რადიო ინტერფეისები, გარდა შემთხვევისა როდესაც ეს ტექნიკური რეგულაციები საშუალებას აძლევენ წევრ სახელმწიფოებს შეესაბამებოდნენ გაერთიანების სავალდებულო აქტებს, როგორებიცაა კომისიის გადაწყვეტილებები რადიო სპექტრის ჰარმონიზებული გამოყენების შესახებ, რომელიც მიღებულია ევროპარლამენტის და საბჭოს გადაწყვეტილების N 676/2002 10 შესაბამისად, ან როდესაც ისინი შესაბამისობაში არიან რადიოაპარატურასთან, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს გაერთიანების მხრიდან რაიმე შეზღუდვის დაწესების გარეშე.
(23) რეგულირებული რადიო ინტერფეისების ეკვივალენტურობის და მათი გამოყენების პირობების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ამცირებს რადიოაპარატურასთან წვდომის ბარიერებს შიდა ბაზრისთვის. ამდენად, კომისიამ უნდა შეაფასოს და დაადგინოს რეგულირებული რადიო ინტერფეისების ეკვივალენტურობა და ამგვარი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს რადიოაპარატურის კლასების ფორმით.
(24) კომისიის გადაწყვეტილების 2007/344 EC11 შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები უნდა იყენებდნენ ევროპის კომუნიკაციების სამსახურის (ECO) სიხშირის საინფორმაციო სისტემას (EFIS) იმისათვის, რომ რადიო სპექტრის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის თითოეულ წევრ სახელმწიფოში ინტერნეტის საშუალებით. მწარმოებლებს შეუძლიათ მოიძიონ სიხშირის საინფორმაციო სისტემაში სიხშირის შესახებ ინფორმაცია ყველა წევრი სახელმწიფოსათვის რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებისათვის და ამდენად შეაფასონ თუ რა პირობებში შეიძლება ამგვარი რადიოაპარატურის გამოყენება წევრ ქვეყნებში. ამდენად, საჭიროებას არ წარმოადგენს წინამდებარე დირექტივაში ისეთი დამატებითი დებულებების ჩამატება, როგორიცაა წინასწარ შეტყობინება, რაც საშუალებას აძლევს მწარმოებლებს იყვნენ ინფორმირებული რადიო ტექნიკის გამოყენების პირობების შესახებ არა-ჰარმონიზებული სიხშირის დიაპაზონის გამოყენებით.
(25) კვლევისა და დემონსტრირების მიზნებისათვის, რადიოაპარატურა, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე დირექტივას და ამდენად მისი ბაზარზე განთავსება აკრძალულია, შესაძლებელია გამოიფინოს სავაჭრო გამოფენებზე, გამოფენებზე და სხვა მსგავს ღონისძიებებზე, იმ პირობით, რომ გამოფენაზე აპარატურის განმთავსებლები უზრუნველყოფენ საკმარისი ინფორმაციის მიწოდებას დამსწრე საზოგადოებისათვის.
(26) ეკონომიკური ოპერატორები უნდა იყვნენ პასუხისმგებელი რადიოაპარატურის შესაბამისობაზე წინამდებარე დირექტივასთან, მიწოდების ჯაჭვში მათი ფუნქციის შესაბამისად იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობის და ქონების უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვა, ელექტრომაგნიტური შესაბამისობის ადექვატური დონე, რადიო სპექტრის ეფექტური და ეფექტიანი გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში, სხვა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მაღალი დონე და გაერთიანების ბაზარზე თანაბარი კონკურენცია.
(27) ყველა ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც მონაწილეობს მიწოდების და განაწილების ქსელში, უნდა იღებდეს შესაბამის ზომებს რათა ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის რადიოაპარატურა, რომელიც შეესაბამება წინამდებარე დირექტივას. საჭიროა იმ ვალდებულებების თვალსაჩინოდ და პროპორციულად გამიჯვნა, რომლებიც ეხება თითოეული ეკონომიკური ოპერატორის როლს მიწოდების და განაწილების ქსელში.
(28) ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წაახალისონ ეკონომიკური ოპერატორები, რათა მათ დაურთონ ვებ-გვერდის მისამართი საფოსტო მისამართთან ერთად.
(29) მწარმოებელი, რომელსაც გააჩნია დიზაინის და წარმოების პროცესის სიღრმისეული ცოდნა, წარმოადგენს საუკეთესო პირს შესაბამისობის შეფასების პროცედურის განხორციელებისათვის. ამდენად, შესაბამისობის შეფასება უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებლის ვალდებულება.
(30) მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს საკმარისი ინფორმაციის მიწოდება რადიოაპარატურის გამოყენების მიზნების შესახებ, რათა მათი გამოყენება მოხდეს ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად. ამგვარი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ისეთი აქსესუარების აღწერილობას, როგორიცაა ანტენები და კომპონენტები, პროგრამა, ასევე რადიოაპარატურის დამონტაჟების პროცესთან დაკავშირებული თავისებურებები.
(31) მოთხოვნა, რომელიც დირექტივით 1999/5/EC არის განსაზღვრული და რომელიც მოიცავს ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციას ტექნიკის შესახებ, ამარტივებს და ხელს უწყობს ბაზრის ზედამხედველობის ეფექტურობას. ევროპის კავშირის გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა იძლევა აღნიშნულ მოთხოვნასთან არსებული ბარიერის გადალახვის საშუალებას ისე, რომ ის არ ამცირებს დეკლარაციის ეფექტურობას და ამდენად უნდა იყოს წარმოდგენილი წინამდებარე დირექტივაში. ამასთანავე, ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციისადმი მარტივი და ეფექტური წვდომის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ევროპის კავშირის გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაციისადმი წვდომის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელი უნდა იყოს მისი დაკვრა რადიოაპარატურის შეფუთვაზე.
(32) საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი რადიოაპარატურა, რომლის განთავსება ხდება გაერთიანების ბაზარზე, შესაბამისობაში იყოს წინამდებარე დირექტივასთან და კერძოდ შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან, რომელიც ჩატარებული იქნა რადიოაპარატურაზე მწარმოებლის მიერ. შესაბამისად იმპორტიორებისათვის უნდა დაწესდეს რეგულირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიერ ბაზარზე განთავსებული რადიოაპარატურის შესაბამისობა წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან და რათა მათ არ განათავსონ ბაზარზე რადიოაპარატურა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს ან წარმოადგენს რისკს. ასევე იმპორტიორებისათვის უნდა დაწესდეს რეგულირება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ მიერ ჩატარდეს შესაბამისობის შეფასების პროცედურები და რადიო ტექნიკის ნიშანდება და მწარმოებლების მიერ შედგენილი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყოს ინსპექტირებისათვის კომპეტენტური ეროვნული ორგანოების მიერ.
(33) რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებისას, ყველა იმპორტიორმა უნდა მიუთითოს რადიოაპარატურაზე საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც რადიოტექნიკის ზომა ან სახეობა აღნიშნულის საშუალებას არ იძლევა. აღნიშნული, ასევე, მოიცავს შემთხვევებს, როდესაც იმპორტიორებს უწევთ შეფუთვის გახსნა იმისათვის, რომ მიუთითონ თავისი მისამართი და სახელი რადიოაპარატურაზე.
(34) დისტრიბუტორი განათავსებს რადიოაპარატურას ბაზარზე მწარმოებლის ან იმპორტიორის მიერ აღნიშნული ტექნიკის ბაზარზე განთავსების შემდგომ. აღნიშნულ დროს მან უნდა უზრუნველყოს რადიოაპარატურასთან შესაბამისად მოპყრობა რათა არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა მის შესაბამისობაზე.
(35) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც განათავსებს რადიოაპარატურას ბაზარზე საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან შეცვლის რადიოაპარატურას იმგვარად, რომ წინამდებარე დირექტივასთან მის შესაბამისობაზე მოახდინოს გავლენა, მიჩნეულ უნდა იქნეს მწარმოებლად და აიღოს მწარმოებლის ვალდებულებები.
(36) დისტრიბუტორები და იმპორტიორები, რომლებიც მოღვაწეობენ ბაზარზე, უნდა მონაწილეობდნენ ბაზრის ზედამხედველობის ამოცანებში, რომლებიც ხორციელდება უფლებამოსილი ეროვნული ორგანოების მიერ; ისინი მზად უნდა იყვნენ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ და მიაწოდონ აღნიშნულ ორგანოებს ყველა საჭირო ინფორმაცია რადიოაპარატურასთან დაკავშირებით.
(37) რადიოაპარატურის მიკვლევადობის უზრუნველყოფა მთლიან მოწოდების ჯაჭვში ამარტივებს და უფრო ეფექტურს ხდის ბაზრის ზედამხედველობას. ეფექტური მიკვლევადობის სისტემა ეხმარება ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს, მოიკვლიონ ეკონომიკური ოპერატორები, რომლებიც ათავსებენ შეუსაბამო რადიოაპარატურას ბაზარზე. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციის წარმოებისას, წინამდებარე დირექტივის შესაბამისად, ეკონომიკურ ოპერატორებს არ მოეთხოვებათ განაახლონ აღნიშნული ინფორმაცია სხვა ეკონომიკურ ოპერატორებთან მიმართებით, რომელთა მიერ ან რომელთათვისაც მოხდა რადიოაპარატურის მიწოდება.
(38) წინამდებარე დირექტივა შემოიფარგლება ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრით. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია იმ რადიოაპარატურის შესაბამისობის პრეზუმფციის უზრუნველყოფა, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EU) No 1025/2012 12, აღნიშნული მოთხოვნების დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციების გამოხატვის მიზნით მიღებულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან.
(39) რეგულაცია (EU) No 1025/2012 ადგენს გასაჩივრების პროცედურას ჰარმონიზებული სტანდარტების მიმართ, იმ შემთხვევაში როდესაც ეს სტანდარტები მთლიანად ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებს.
(40) იმისთვის, რომ ეკონომიკურ ოპერატორებს შესაძლებლობა მიეცეთ უჩვენონ და კომპეტენტურ ორგანოებს შეეძლოთ უზრუნველყონ ბაზარზე განთავსებული რადიოაპარატურის შესაბამისობა ძირითად მოთხოვნებთან, აუცილებელია შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავება. გადაწყვეტილება No 768/2008/EC ადგენს მოდულებს შესაბამისობის შეფასების პროცედურებისათვის, რომლებიც მოიცავს ყველაზე ნაკლებად მკაცრიდან ყველაზე მეტად მკაცრ პროცედურებს დაკავშირებული რისკის და მოთხოვნილი უსაფრთხოების დონის პროპორციულად. დარგთაშორისი თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად და საგანგებო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისობის შეფასების პროცედურები ამ მოდულებს შორის უნდა იქნეს შერჩეული.
(41) მ წარმოებლებმა უნდა შეიმუშაონ ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია, რათა უზრუნველყონ ამ დირექტივითა და გაერთიანების სხვა ჰარმონიზებული კანონმდებლობით მოთხოვნილი რადიოაპარატურის შესაბამისობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
(42) ბაზრის ზედამხედველობის მიზნებისათვის ინფორმაციის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გაერთიანების ყველა შესაბამისი აქტების იდენტიფიცირებისათვის, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ევროპის კავშირის შესაბამისობის ერთ დეკლარაციაში. ეკონომიკური ოპერატორებისათვის ადმინისტრაციული ტვირთის შესამსუბუქებლად, აღნიშნული შესაბამისობის ერთი დეკლარაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთიანი საქმის სახით, რომელიც შედგება შესაბამისობის ინდივიდუალური დეკლარაციებისაგან.
(43) CE ნიშანი, რომელიც მიუთითებს რადიოაპარატურის შესაბამისობაზე, წარმოადგენს მთლიანი პროცესის ხილულ შედეგს, რომელიც მოიცავს შესაბამისობის შეფასებას ფართო გაგებით. CE ნიშნის ზოგადი პრინციპები მოცემულია რეგულაციაში (EC) No 765/2008. CE ნიშნის განთავსების წესები უნდა განისაზღვროს წინამდებარე დირექტით.
(44) CE ნიშნის განთავსების მოთხოვნა პროდუქციაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებულობის მიზნებისათვის. დირექტივით 1999/5/EC გათვალისწინებული შესაძლებლობა მცირე ზომის ტექნიკაზე CE ნიშნის შემცირებული ზომით გამოყენებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნიშანი ხილული და წაკითხვადია, იძლევა ამ აპარატურის გამარტივებულად გამოყენების საშუალებას მისი ეფექტურობის შემცირების გარეშე, და ამდენად, შეტანილი უნდა იყოს ამ დირექტივაში.
(45) დირექტივით 1999/5/EC განსაზღვრული მოთხოვნა, რომელიც ეხება CE ნიშნის განთავსებას შეფუთვაზე, ამარტივებს ბაზრის ზედამხედველობის ამოცანას, და ამდენად, შეტანილი უნდა იქნეს წინამდებარე დირქტივაში.
(46) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ რადიოაპარატურის ხელმისაწვდომობა ბაზარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სათანადოდ დამონტაჟებისა და დადგენილი მიზნების შესაბამისად გამოყენების შემდეგ აღნიშნული აპარატურა შესაბამისობაშია წინამდებარე დირექტივის ძირითად მოთხოვნებთან; და იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი მოთხოვნა ადგენს, რომ აღნიშნულმა რადიოაპარატურამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის და შინაური ცხოველების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და ქონების დაცვა, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს გონივრული სარგებლობის პირობები. რადიოაპარატურა მიიჩნევა აღნიშნულ ძირითად მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მხოლოდ გამოყენების იმ პირობებში, რომელიც შეიძლება გონივრულად იქნეს გათვალისწინებული, ანუ როდესაც ამგვარი გამოყენება გამომდინარეობს კანონიერი და წინასწარ განჭვრეტადი ქმედებიდან.
(47) ტექნოლოგიური ცვილებების სწრაფი ტემპების პირობებში, რომლებიც მიისწრაფვიან უქაღალდო გარემოს შექმნისაკენ, სადაც რადიოაპარატურა განთავსებულია ინტეგრირებულ ეკრანთან, კომისიამ უნდა შეამოწმოს, როგორც ამ დირექტივის ფუნქციონირების განხილვის ნაწილი, მწარმოებილის სახელის, რეგისტრირებული სავაჭრო დასახელების ან რეგისტირებული სავაჭრო ნიშნის და ერთი პუნქტის ან საფოსტო მისამართის, CE ნიშნის და ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის განთავსების მოთხოვნის ჩანაცვლებადობა იმ ფუნქციით, სადაც ამგვარი ინფორმაცია ავტომატურად გამოისახება რადიოაპარატურის ჩართვისას ან იმ ფუნქციით, რომელიც საშუალებას აძლევს საბოლოო მომხმარებელს აირჩიოს შესაბამისი ინფორმაციის გამოსახულება. გარდა ამისა, როგორც ამ განხორციელებადობის შემოწმების ნაწილი, სადაც ინტეგრირებულ ეკრანთან განთავსებული რადიოაპარატურა ფუნქციონირებს ინტეგრირებული აკუმულატორის საშუალებით, რომელიც საწყის დამუხტვას არ ინარჩუნებს, კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს ინტეგრირებულ ეკრანზე დასაკრავი გამჭვირვალე იარლიყების გამოყენება, რომლებზეც ასახულია იგივე ინფორმაცია.
(48) წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების გარკვეული პროცედურები საჭიროებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების ჩარევას, რომელთა უფლებამოსილების შესახებ წევრი სახელმწიფოები ამცნობენ კომისიას.
(49) გამოცდილება ცხადყოფს, რომ დირექტივით 1999/5/EC განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებიც კომისიისთვის ცნობილმა შესაბამისობის შემფასებელმა ორგანოებმა უნდა შეასრულონ, არ არის საკმარისი გაერთიანებაში ამგვარი ორგანოების მუშაობის მაღალი საერთო დონის უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორგანო ასრულებდეს თავის ფუნქციებს თანაბარ დონეზე და სამართლიანი კონკურენციის პირობებში. აღნიშნული მოითხოვს სავალდებულო მოთხოვნების დაწესებას იმ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოებისთვის, რომელთა შერჩევაც იგეგმება, შესაბამისობის შეფასების მომსახურების გასაწევად.
(50) თუ შესაბამისობის შეფასების ორგანო შეესაბამება ჰარმონიზებულ სტანდარტებში განსაზღვრულ კრიტერიუმებს, უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ის შესაბამისობაშია წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებთან.
(51) შესაბამისობის შეფასების ხარისხის ერთგვაროვანი დონის უზრუნველსაყოფად, ასევე საჭიროა დადგინდეს მოთხოვნები შეფასების ორგანოებისათვის და სხვა ორგანოებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ შეფასებაში, შეტყობინებაში და შემფასებელი ორგანოების მონიტორინგში.
(52) წინამდებარე დირექტივაში მოცემული სისტემა უნდა იყოს შევსებული რეგულაციით (EC) No 765/2008 განსაზღვრული აკრედიტაციის სისტემით. ვინაიდან აკრედიტაცია წარმოადგენს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების კომპეტენციის შესამოწმებელ ძირითად საშუალებას, ის ასევე უნდა იქნეს გამოყენებული შეტყობინების მიზნებისათვის.
(53) აკრედიტაციის გამჭირვალე პროცედურა, რომელიც მოცემულია რეგულაციაში (EC) No 765/2008 და რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისობის სერტიფიკატების საიმედოობის საჭირო დონეს, უნდა იქნეს გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოების მიერ გაერთიანების მასშტაბით, როგორც შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების ტექნიკური კომპეტენციის დემონსტრირების უპირატესი საშუალება. თუმცა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა შეიძლება მიიჩნიონ, რომ ისინი ფლობენ შესაბამის საშუალებებს აღნიშნული შეფასების თავად განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში, სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული შეფასებების საიმედოობის შესაბამისი დონის უზრუნველსაყოფად, მათ უნდა მიაწოდონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც უჩვენებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების შესაბამისობას შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებთან.
(54) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები ხშირად თავიანთი საქმიანობის ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისობის შეფასებასთან, ასრულებენ ქვეკონტრაქტის საფუძველზე ან ფილიალების მეშვეობით. გაერთიანების ბაზარზე განსათავსებელი რადიოაპარატურის დაცვის საიმედო დონის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისობის შემფასებელმა ქვეკონტრაქტორებმა და ფილიალებმა შეასრულონ იგივე მოთხოვნა, რაც ეკისრებათ შემფასებელ ორგანოებს შესაბამისობის შეფასების ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურობის შეფასება, მომავალი შემფასებელი ორგანოების მუშაობა და უკვე არსებული შემფასებელი ორგანოების მონიტორინგი ასევე მოიცავდეს საქმიანობებს, რომლებსაც ახორციელებენ ქვეკონტრაქტორები და ფილიალები.
(55) საჭიროა შეტყობინების პროცედურის ეფექტიანობის და გამჭვირვალეობის გაზრდა და კერძოდ, ახალი ტექნოლოგიების ადაპტირება, ონლაინ შეტყობინებების დასანერგად.
(56) ვინაიდან შემფასებელი ორგანოები შეიძლება თავაზობდნენ თავიანთ მომსახურებას გაერთიანების მასშტაბით, წევრ სახელმწიფოებს და კომისიას უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი კრიტიკული დამოკიდებულება შემფასებელი ორგანოს მიმართ. ამდენად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერი ეჭვი ან შეშფოთება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების კომპეტენციასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს გარკვეული, ვიდრე ისინი დაიწყებენ ფუნქციონირებას.
(57) კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ შემფასებელმა ორგანომ გამოიყენოს შესაბამისობის შეფასების პროცედურები ეკონომიკურ ოპერატორებზე უსარგებლო ტვირთის დაკისრების გარეშე. იმავე მიზეზით, და ეკონომიკური ოპერატორების მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობის შეფასების პროცედურების ტექნიკური გამოყენების რეგულირება. აღნიშნულის მიღწევის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს შემფასებელ ორგანოებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა.
(58) სამართლებრივი სიცხადის შესატანად, საჭიროა განიმარტოს, რომ გაერთიანების ბაზრის ზედამხედველობაზე და გაერთიანების ბაზრებზე განთავსებული პროდუქციის კონტროლზე დაწესებული წესები, რომლებიც მოცემულია რეგულაციაში (EC) No 765/2008, ვრცელდება წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ რადიოაპარატურაზე. წინამდებარე დირექტივა არ უნდა ზღუდავდეს წევრ სახელმწიფოებს, აირჩიონ უფლებამოსილი ორგანოები ამ ამოცანების განსახორციელებლად.
(59) დირექტივა 1999/5/EC უკვე ადგენს უსაფრთხოების პროცედურებს, რომლებიც ვრცელდება მხოლოდ იმ შემთვევაში თუკი არსებობს უთანხმოება წევრ სახელმწიფოებს შორის რომელიმე წევრი სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომების თაობაზე. გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად და წარმოების დროის შესამცირებლად, საჭიროა არსებული უსაფრთხოების პროცედურის გაუმჯობესება, მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და წევრ სახელმწიფოებში არსებული კომპეტენციიდან გამომდინარე.
(60) კომისიის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია გადაწყვეტილების No 676/2002/EC საფუძველზე, შეიძლება მოიცავდეს რადიოსპექტრის ხელმისაწვდომობასთან და მის ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებულ პირობებს, რასაც შეიძლება შედეგად მოყვეს გამოყენებული რადიოაპარატურის ერთეულების მთლიანი რაოდენობის შეზღუდვა, მაგალითად შეთანხმებული თარიღისათვის (ე.წ. ვალდებულების შესრულების თარიღისათვის (‘sunset’ date)), შეღწევადობის მაქსიმალური დონის ან თითოეულ წევრ სახელმწიფოში რადიოაპარატურის ერთეულების მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა. ეს პირობები აძლევს ბაზარს საშუალებას იყოს გახსნილი ახალი რადიოაპარტურისათვის და ამავდროულად ამცირებს გამოყენებული რადიოაპარატურის ერთეულების ჭარბი რაოდენობის აკუმულირების საზიანო ხელშეშლის რისკს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აპარატურა ინდივიდუალურად შესაბამისობაშია წინამდებარე დირექტივაში მოცემულ მოთხოვნებთან. ამ პირობების დარღვევამ შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს ძირითადი მოთხოვნები, კერძოდ, წარმოქმნას საზიანო ხელშეშლის რისკი.
(61) არსებული სისტემა უნდა შეივსოს პროცედურით, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები ინფორმირებულნი იქნებიან ზომების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს რადიოაპარატურასთან დაკავშირებით, რომელიც რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას ან წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სხვა ასპექტებს. აღნიშნული ასევე საშუალებას უნდა აძლევდეს ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს, ეკონომიკურ ოპერატორებთან თანამშრომლობის გზით იმოქმედონ ადრეულ ეტაპზე ამგვარ აპარატურასთან დაკავშირებით.
(62) თუ წევრი სახელმწიფოები და კომისია თანხმდება წევრი სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომების მართლზომიერებაზე, კომისიის შემდგომი ჩარევა არ უნდა იყოს საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შეუსაბამობა გამოწვეულია ჰარმონიზებული სტანდარტების ნაკლოვანებებით.
(63) წინამდებარე დირექტივის განხორციელების ერთიანი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, განმახორციელებელი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს კომისიას. ეს უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EU) No 182/2011 შესაბამისად 13.
(64) სარეკომენდაციო პროცედურის გამოყენება უნდა მოხდეს საიმპლემენტაციო აქტების დასანერგად, რომლებიც ადგენენ, თუ როგორი სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენების შეზღუდვების შემთხვევებზე ან გამოყენების ავტორიზაციის არსებული მოთხოვნებზე; შემტყობინებელ წევრ სახელმწიფოს უნდა მოეთხოვოს განახორციელოს მაკორექტირებელი ზომები შემფასებელი ორგანოს მიმართ, რომელიც აღნიშნული შეტყობინების მოთხოვნებს არ ან აღარ აკმაყოფილებს.
(65) შემოწმების პროცედურა უნდა იქნეს გამოყენებული საიმპლემენტაციო აქტების მისაღებად: უნდა განისაზღვროს რამდენად შეესაბამება ზოგიერთი კატეგორიის ელექტრული ან ელექტრონული პროდუქცია „რადიოაპარატურის“ დეფინიციას; უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისობის შესახებ საოპერაციო წესები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; უნდა შემუშავდეს საოპერაციო წესები რეგისტრაციისთვის და საოპერაციო წესები რადიოაპარატურისათვის სარეგისტრაციო ნომრის მისანიჭებლად; უნდა დადგინდეს ეკვივალენტობა შეფასებულ რადიო ინტერფეისებს შორის და მიენიჭოს რადიოაპარტურის კლასი. აღნიშნული ასევე უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი რადიოაპარატურისათვისაც, რომელიც რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ან საზოგადო ინტერესების დაცვის სხვა ასპექტებს.
(66) კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი საიმპლემენტაციო აქტები, იმ შემთხვევებში, სადაც თავსებად რადიოაპარატურასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, არსებობს აღნიშნულის გადაუდებელი საფუძველი.
(67) დადგენილი პრაქტიკის ფარგლებში, კომიტეტმა, რომელიც შექმნილია წინამდებარე დირექტივის საფუძველზე, შეიძლება საჭირო როლი შეასრულოს იმ საკითხების შესამოწმებლად, რომლებიც ეხება ამ დირექტივის ამოქმედებას და რომლებიც წამოჭრილია კომიტეტის თავმჯდომარის ან წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლის მიერ პროცედურული წესების შესაბამისად.
(68) როდესაც მოწმდება წინამდებარე დირექტივასთან დაკავშირებული საკითხები, გარდა განხორციელებასა ან დარღვევასთან დაკავშირებული საკითხებისა, მაგალითად, კომისიის ექსპერტთა ჯგუფში, ევროპარლამენტმა, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია და სადაც ეს საჭიროა, შეხვედრებზე დასწრების მოწვევა.
(69) კომისიამ, საიმპლემენტაციო აქტების და მათი სპეციფიური ბუნებიდან გამომდინარე, რეგულაციის (EU) No 182/2011 ამოქმედების გარეშე, უნდა განსაზღვროს, არის თუ არა გამართლებული წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ზომები შეუსაბამო რადიოაპარატურასთან დაკავშირებით.
(70) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ წესები იმ ჯარიმების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ამ დირექტივის შესაბამისად მიღებული სახელმწიფო კანონდებლობის დებულებების დარღვევის შემთხვევაში და უნდა უზრუნველყონ წესების ამოქმედება. აღნიშნული სანქციები უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და გადამწყვეტი.
(71) საჭიროა გარდამავალი შეთანხმებების წარმოდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის იმ რადიოაპარატურის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ექსპლუატაციას, რომელიც უკვე განთავსებულია ბაზარზე დირექტივის 1999/5/EC შესაბამისად.
(72) კონსულტაციები უნდა ჩატარდეს ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველთან.
(73) ვინაიდან წინამდებარე დირექტივის მიზანი, კერძოდ კი ის, რომ ბაზარზე არსებული რადიოაპარატურა შეესაბამებოდეს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვის მოთხოვნას, უზრუნველყოფდეს ელექტრომაგნიტური შესაბამისობის ადეკვატურ დონეს და რადიო სპექტრის ეფექტურ და ეფექტიან გამოყენებას მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად უზრუნველყოფს შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირებას, ვერ მიიღწევა წევრი სახელმწიფოების მიერ სრულყოფილად, გამომდინარე მისი მასშტაბებიდან და ეფექტურობიდან, იგი უკეთ მიიღწევა გაერთიანების დონეზე, გაერთიანებამ შეიძლება მიიღოს ზომები ევროპის კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბსიდირების პრინციპის შესაბამისად. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივა არ სცილდება ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
(74) დირექტვა 1999/5/EC უნდა გაუქმდეს.
(75) წევრი სახელმწიფოების და კომისიის 2011 წლის 28 სექტემბრის ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაციის თანახმად, რომელიც ეხება განმარტებით დოკუმენტაციას14, წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, ნებადართულ შემთხვევებში, დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ზომების შესახებ შეტყობინებას თან დაურთონ ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე დანრგვის ზომების შესახებ განმარტებითი სახის ერთი ან მეტი დოკუმენტი, რომელიც აღწერს ურთიერთობას დირექტივის კომპონენტებსა და ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის სახელმწიფო ინსტრუმენტების შესაბამის ნაწილებს შორის. წინამდებარე დირექტივასთან მიმართებაში კანონმდებელი მართებულად მიიჩნევს ამგვარი დოკუმენტაციის გადაცემას.
მიიღეს წინამდებარე დირექტივა:
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
საგანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე დირექტივა ქმნის მარეგულირებელ ჩარჩოს რადიოაპარატურის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და მის მუშაობისათვის გაერთიანების ტერიტორიაზე.
2. წინამდებარე დირექტივა არ ვრცელდება I დანართში ჩამოთვლილ აპარატურაზე.
3. წინამდებარე დირექტივა არ ვრცელდება რადიოაპარატურაზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ისეთი საქმიანობისათვის როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, თავდაცვა, სახელმწიფო უსაფრთხოება, და, მათ შორის, სახელმწიფოს ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც ეხება სახელმწიფო უშიშროების საკითხებს და სახელმწიფოს საქმიანობას სისხლის სამართლის სფეროში.
4. წინამდებარე დირექტივაში მითითებულ რადიოაპარატურაზე, არ ვრცელდება დირექტივა 2014/35/EU, გარდა წინამდებარე დირექტივის მე-3(1) მუხლის (a) ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
მუხლი 2
განმარტებები
1. წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
(1) „რადიოაპარატურა“ ნიშნავს ელექტრულ ან ელექტრონულ პროდუქტს, რომელიც ახორციელებს რადიოტალღების გასხივებასა და მიღებას რადიოკომუნიკაციის ან რადიოლოკაციის განსაზღვრის მიზნით, ან ელექტრულ ან ელექტრონულ პროდუქტს, რომელიც უნდა შეივსოს აქსესუარებით, როგორიცაა ანტენა, იმისათვის რომ მიზნობრივად გაასხივოს ან/და მიიღოს რადიოტალღები რადიოკომუნიკაციის ან/და რადიოლოკაციის განსაზღვრის მიზნით;
(2) „რადიოკომუნიკაცია“ ნიშნავს კომუნიკაციას რადიოტალღების მეშვეობით;
(3) „რადიოლოკაცია“ ნიშნავს ობიექტის პოზიციის, სიჩქარის და/ან სხვა მახასიათებლების განსაზღვრას ან ინფორმაციის მოპოვებას ამ პარამეტრებთან დაკავშირებით, რადიოტალღების გავრცელების თავისებურებებთან დაკავშირებით.
(4) „რადიოტალღები“ ნიშნავს 3 000 გჰც-ზე დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებიც ვრცელდება სივრცეში ხელოვნურად მიმართვის გარეშე.
(5) „რადიო ინტერფეისი“ ნიშნავს რადიოსიხშირული სპექტრის რეგულირებულ გამოყენებასთან დაკავშირებულ სპეციფიკაციას;
(6) „რადიოაპარატურის კლასი“ ნიშნავს კლასს, რომელიც ახდენს კონკრეტული კატეგორიის რადიოაპარატურის იდენტიფიკაციას, და რომელიც წინამდებარე დირექტივის შესაბამისად, მიიჩნევა იმ რადიოინტერფეისად ან მის მსგავსად, რომლისთვისაც რადიოაპარატურა არის შექმნილი;
(7) „საზიანო ხელშეშლა“ ნიშნავს საზიანო ხელშეშლას ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივის 2002/21/EC მე-2 მუხლის (r) ქვეპუნქტში განსაზღვრული განმარტებით;15
(8) „ელექტრომაგნიტური ხელშეშლა“ ნიშნავს ელექტრომაგნიტურ ხელშეშლას, დირექტივის 2014/30/EU მე-3.1 მუხლის მე-5 ქვეპუნქტში განსაზღვრული განმარტებით;
(9) „ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ ნიშნავს რადიოაპარატურის ნებისმიერ მიწოდებას განაწილების, მოხმარების ან გაერთიანების ბაზარზე გამოყენების მიზნით კომერციული საქმიანობის განხორციელების პროცესში, ანაზღაურების სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ;
(10) „ბაზარზე განთავსება“ ნიშნავს გაერთიანების ბაზარზე რადიოაპარატურის პირველად განთავსებას;
(11) „ექსპლუატაციაში გაშვება“ ნიშნავს საბოლოო მომხმარებლის მიერ რადიოაპარატურის პირველად გამოყენებას გაერთიანების ფარგლებში;
(12) „მწარმოებელი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც თავად აწარმოებს რადიოაპარატურას და ფლობს უკვე დაპროექტებულ და წარმოებულ რადიოაპარატურას და ყიდის მას საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით;
(13) „ავტორიზებული წარმომადგენელი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია გაერთიანების ფარგლებში და რომელსაც მიღებული აქვს წერილობითი მანდატი მწარმოებლისგან იმოქმედოს მისი სახელით კონკრეტულ დავალებებთან დაკავშირებით;
(14) „ავტორიზებული წარმომადგენელი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია გაერთიანების ფარგლებში და რომელსაც მიღებული აქვს წერილობითი მანდატი მწარმოებლისგან იმოქმედოს მისი სახელით კონკრეტულ დავალებებთან დაკავშირებით;
(14) „იმპორტიორი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია გაერთიანების ფარგლებში და რომელიც განათავსებს რადიოაპარატურას მესამე ქვეყნებიდან გაერთიანების ბაზარზე;
(15) „დისტრიბუტორი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მიწოდების ჯაჭვში, მწარმოებლის ან იმპორტიორის გარდა, რომელიც განათავსებს რადიოაპარატურას ბაზარზე;
(16) „ეკონომიკური ოპერატორი“ ნიშნავს მწარმოებელს, ავტორიზებულ წარმომადგენელს, იმპორტიორს და დისტირბუტორს;
(17) „ტექნიკური სპეციფიკაცია“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც აღწერს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს რადიოაპარატურა;
(18) „ჰარმონიზებული სტანდარტი“ ნიშნავს ჰარმონიზებულ სტანდარტს რეგულაციის No 1025/2012 მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტში განსაზღვრული განმარტებით;
(19) „აკრედიტაცია“ ნიშნავს აკრედიტაციას რეგულაციის (EC) No 765/2008 მე-2 მუხლის მე-10 ქვეპუნქტში განსაზღვრული განმარტებით;
(20) „აკრედიტაციის ეროვნული ორგანო“ ნიშნავს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს რეგულაციის (EC) No 765/2008 მე-2 მუხლის მე-11 ქვეპუნქტში განსაზღვრული განმარტებით;
(21) „შესაბამისობის შეფასება“ ნიშნავს პროცესს, რომელიც ადასტურებს, თუ რამდენად შესრულებულია წინამდებარე დირექტივის ძირითადი მოთხოვნები რადიოაპარატურასთან დაკავშირებით;
(22) „შესაბამისობის შეფასების ორგანო“ ნიშნავს ორგანოს, რომელიც ასრულებს შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
(23) „გამოთხოვა“ ნიშნავს ნებისმიერ ზომას, რომელიც მიზანმიმართულია საბოლოო მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომი რადიოაპარატურის დაბრუნებაზე;
(24) „ამოღება“ ნიშნავს ნებისმიერ ზომას, რომელიც მიზანმიმართულია არ დაუშვას მიწოდების ქსელში არსებული რადიოაპარატურის ხელმისაწვდომობა;
(25) „გაერთიანების ჰარმონიზაციული კანონმდებლობა“ ნიშნავს გაერთიანების კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ბაზარზე განთავსების პირობების ჰარმონიზაციას;
(26) „CE ნიშანი" (ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის ნიშანი) ნიშნავს ნიშანს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი მიუთითებს, რომ რადიოაპარატურა შეესაბამება გაერთიანების ჰარმონიზაციული კანონმდებლობის შესაბამისად მის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
2. კომისიამ შეიძლება მიიღოს საიმპლემენტაციო აქტები, რათა განსაზღვროს აკმაყოფილებს თუ არა ელექტრული და ელექტრონული პროდუქციის კონკრეტული კატეგორია წინამდებარე მუხლის 1-ელი აბზაცის 1-ელ ქვეპუნქტში განსაზღვრულ მნიშვნელობას. აღნიშნული განმახორციელებელი აქტების მიღება უნდა მოხდეს 45(3)-ე მუხლში მითითებული შემოწმების პროცედურის თანახმად.
მუხლი 3
ძირითადი მოთხოვნები
1. რადიოაპარატურის დამზადება უნდა მოხდეს ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს შემდეგი:
(a) ადამიანისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა, ასევე ქონების დაცვა, მათ შორის დირექტივით 2014/35/EU განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებულ მიზნებთან მიმართებაში, ძაბვის ლიმიტის დაწესების გარეშე;
(b) დირექტივით 2014/30/EU განსაზღვრული ელექტრომაგნიტური თავსებადობის ადეკვატური დონე.
2. რადიოაპარატურის დამზადება უნდა მოხდეს ისე, რომ მისი მეშვეობით მოხდეს რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტურად გამოყენება და ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა საზიანო ხელშეშლის თავიდან ასაცილებლად.
3. კონკრეტულ კატეგორიაში ან კლასში შემავალი რადიოაპარატურის დამზადება უნდა მოხდსე ისე, რომ ის შეესაბამებოდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
(a) რადიოაპარატურა მუშაობს აქსესუარების საშუალებით, კერძოდ, საერთო დამტენის მეშვეობით;
(b) რადიოაპარატურის ქსელების მეშვეობით მუშაობს სხვა რადიოაპარატურასთან.
(c) რადიოაპარატურის შეერთება შესაბამისი ტიპის ინტერფეისთან შესაძლებელია მთელი გაერთიანების მასშტაბით;
(d) რადიოაპარატურა არ აზიანებს ქსელს ან აფერხებს მის ფუნქციონირებას და არ ახდენს ქსელის რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომსახურების მიუღებელი გაუარესება;
(e) რადიოაპარატურაში ინტეგრირებულია დამცავი მექანიზმები რათა უზრუნველყოფილი იქნეს მომხმარებლის და აბონენტის პერსონალური მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობა;
(f) რადიოაპარატურას აქვს თაღლითობისგან დაცვის გარკვეული მექანიზმები;
(g) რადიოაპარატურას აქვს გარკვეული მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებთან ხელმისაწვდომობას;
(h) რადიოაპარატურას აქვს გარკვეული მექანიზმები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობენის მქონე პირებს აძლევს ასეთი აპარატურის გამოყენების საშუალებას;
(i) რადიოაპარატურას აქვს გარკვეული მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის ჩატვირთვას მხოლოდ იმ რადიოაპარატურაში, სადაც რადიოაპარატურის და პროგრამის კომბინაციის შესაბამისობა დადასტურებულია.
კომისია უფლებამოსილი უნდა იყოს, 44-ე მუხლის შესაბამისად მიიღოს დელეგირებული აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ რადიოაპარატურის კატეგორიებს ან კლასებს, რომელთაც ეხება წინამდებარე აბზაცის პირველი ქვეაბზაცის (a) - (i) ქვეპუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 4
რადიოაპარატურისა და პროგრამის კომბინაციების შესაბამისობის შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფა
1. რადიოაპარატურისა და მათთან დაკავშირებული პროგრამების მწარმოებლებმა უნდა მიაწოდონ წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას ინფორმაცია რადიოაპარატურისა და პროგრამის დაგეგმილი კომბინაციების შესაბამისობის შესახებ იმ ძირითად მოთხოვნებთან, რომლებიც განსაზღვრულია მე-3 მუხლით. ამგვარი ინფორმაცია უნდა გამომდინარეობდეს მე-17 მუხლის თანახმად ჩატარებული შესაბამისობის შეფასებიდან და წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისობის განაცხადის ფორმით, რომელიც მოიცავს VI დანართში ჩამოთვლილ ელემენტებს. რადიოაპარატურისა და პროგრამის კონკრეტული კომბინაციებიდან გამომდინარე, ინფორმაცია ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს შეფასებულ რადიოაპარატურას. პროგრამა და აღნიშნული ინფორმაცია განუწყვეტლივ უნდა განახლდეს.
2. კომისია უფლებამოსილი უნდა იყოს, 44-ე მუხლის შესაბამისად მიიღოს დელეგირებული აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ რადიოაპარატურის კატეგორიებს ან კლასებს, რომელთაც ეხება წინამდებარე მუხლის 1-ელი აბზაცის მოთხოვნები.
3. კომისიამ უნდა მიიღოს საიმპლემენტაციო აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ საოპერაციო წესებს, რაც უზრუნველყოფს შესაბამისობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომას დელეგირების ნორმებში აღწერილ იმ კატეგორიებისა და კლასებისათვის, რომლებიც მიღებულია ამ მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად. აღნიშნული საიმპლემენტაციო აქტების მიღება უნდა მოხდეს 45(3)-ე მუხლში მითითებული შემოწმების პროცედურის თანახმად.
მუხლი 5
ზოგიერთ კატეგორიაში შემავალი რადიოაპარატურის ტიპების რეგისტრაცია
1. 2018 წლის 12 ივნისიდან მწარმოებლებმა უნდა დაარეგისტრირონ რადიოაპარატურის ტიპები მე-3 მუხლის ძირითადი მოთხოვნების დაბალი შესაბამისობის კატეგორიებში ცენტრალური სისტემის ფარგლებში, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-4 აბზაცში; რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ამ კატეგორიებში მოთავსებული რადიოაპარატურის ბაზარზე გატანამდე. ამგვარი რადიოაპარატურის ტიპების რეგისტრაციისას, მწარმოებლებმა საჭიროებისამებრ უნდა წარმოადგინონ ტექნიკური დოკუმენტაციის ზოგი ან ყველა ელემენტი, რომელიც მითითებულია V დანართის (a), (d), (e), (f), (g), (h) და (i) ქვეპუნქტებში. თითოეულ რეგისტრირებულ რადიოაპარატურის ტიპს კომისიამ უნდა მიანიჭოს სარეგისტრაციო ნომერი, რომელსაც მწარმოებლები მიამაგრებენ ბაზარზე განსათავსებელ რადიოაპარატურას.
2. კომისია უფლებამოსილია 44-ე მუხლის თანახმად, მიიღოს დელეგირებული ნორმები, რომელიც განსაზღვრავს რადიოაპარატურის რომელ კატეგორიას ეხება ამ მუხლის 1-ელი აბზაცის მოთხოვნა და წარმოსადგენი ტექნიკური დოკუმენტაციის ელემეტები; აღნიშნული უნდა განხორცილედეს წევრი სახელმწიფოების მიერ 47(1)-ე მუხლის შესაბამისად რადიოაპარატურის თავსებადობის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის და აუცილებელი მოთხოვნების შეუსრულებლობის რისკების შეფასების გათვალისწინებით.
3. კომისიამ უნდა მიიღოს საიმპლემენტაციო აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ საოპერაციო წესებს რეგისტრაციისათვის ისევე, როგორც საოპერაციო წესებს რადიოაპარატურაზე სარეგისტრაციო ნომრების მისაკრავად იმ კატეგორიებზე, რომლებიც დელეგირებულ აქტებშია მითითებული და რომლებიც მიღებულია ამ მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად. აღნიშნული საიმპლემენტაციო აქტების მიღება უნდა მოხდეს 45(3)-ე მუხლში მითითებული შემოწმების პროცედურის თანახმად.
4. კომისიამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ცენტრალური სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მწარმოებლებს, დაარეგისტირონ მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის შესაბამისი კონტროლი.
5. ამ მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად მიღებული დელეგირებული აქტების ამოქმედების თარიღის შემდგომ, 47(1)(2)-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ანგარიშების მიხედვით უნდა მოხდეს მისი შედეგების შეფასება.
მუხლი 6
ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები რათა უზრუნველყონ ბაზარზე მხოლოდ იმ რადიოაპარატურის ხელმისაწვდომობა, რომელიც შეესაბამება წინამდებარე დირექტივას.
მუხლი 7
ექსპლუატაციაში გაშვება და გამოყენება
წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დართონ რადიოაპარატურის ექსპლუატაციაში გაშვებისა და გამოყენების ნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებს, სათანადოდ დამონტაჟებულია და გამოიყენება დადგენილი მიზნებისათვის. გადაწყვეტილების No 676/2002/EC შესაბამისად განსაზღვრული მათი ვალდებულების და სიხშირეთა ავტორიზაციის შესახებ, ევროპის კავშირის კანონის იურიდიული ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, კერძოდ, დირექტივის 2002/21/EC მე-9(3)(4) მუხლის მოთხოვნების საფუძველზე, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დანერგონ რადიოაპარატურის ექსპლუატაციაში გაშვების და/ან გამოყენების დამატებითი მოთხოვნები სპექტრის ეფექტური და ეფექტიანი გამოყენების, მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, ელექტრომაგნიტური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
მუხლი 8
რადიო ინტერფეისის სპეციფიკაციების შესახებ შეტყობინება და რადიოაპარატურის კლასების მინიჭება
1. დირექტივით 98/34/EC განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაგზავნონ შეტყობინება იმ რადიოინტერფეისების შესახებ, რომელთა რეგულირებასაც ისინი აპირებენ, გარდა შემდეგისა:
(a) რადიოინტერფეისები, რომლებიც სრულად და რაიმე გადახრის გარეშე შეესაბამება გადაწყვეტილების No 676/2002/EC საფუძველზე მიღებულ კომისიის გადაწყვეტილებებს რადიო სპექტრის ჰარმონიზებული გამოყენების შესახებ; და
(b) რადიოინტერფეისი, რომლებიც ამ მუხლის მე-2 აბზაცის საფუძველზე მიღებული საიმპლემენტაციო აქტების თანახმად შეესაბამება იმ რადიოაპარატურას, რომელიც შეიძლება შეზღუდვების გარეშე იყოს ექსპლუატაციაში გაშვებული და გამოყენებული გაერთიანების ტერიტორიაზე.
2. კომისიამ უნდა მიიღოს საიმპლემენტაციო აქტები, რომლებიც ადგენენ შეტყობინებულ რადიოინტერფეისებს შორის ეკვივალენტობას და განსაზღვრავენ რადიოაპარატურის კლასს, რომელთა შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში. აღნიშნული საიმპლემენტაციო აქტების მიღება უნდა მოხდეს 45(3)-ე მუხლში მითითებული შემოწმების პროცედურის თანახმად.
მუხლი 9
რადიოაპარატურის თავისუფალი მიმოქცევა
1. წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ ასპექტებთან დაკავშირებული მიზეზებით წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა შეაფერხონ ამ დირექტივის მოთხოვნების შესაბამისი რადიოაპარატურის თავისი ტერიტორიის ბაზრებზე განთავსება.
2. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა შეუშალონ ხელი სავაჭრო ობიექტებზე, გამოფენებზე და მსგავს სხვა ღონისძიებებზე იმ რადიოაპრატურის დემონსტრირებას/გამოფენას, რომლებიც არ შეესაბამება წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებს იმ პირობით, რომ ხილვადი ნიშანი ნათლად მიუთითებს, რომ ამგვარი რადიოაპარატურა არ იქნება განთავსებული ბაზარზე ან ექსპლუატაციაში გაშვებული, წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე. რადიოაპარატურის დემონსტრირება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ წევრი სახელმწიფოების მიერ შემუშავებული ადეკვატური ზომები გატარებულია მავნე ხელშეშლის და ელექტრომაგნიტური ზემოქმედების აღსაკვეთად და ადამიანების, შინაური ცხოველების ან ქონების მიმართ რისკის თავიდან ასაცილებლად.
თავი II
ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებები
მუხლი 10
მწარმოებლების ვალდებულებები
1. მწარმოებელებმა რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებისას უნდა უზრუნველყონ, რომ რადიოაპარატურა დამზადებული და წარმოებული იქნეს მე-3 მუხლის ძირითადი მოთხოვნების დაცვით.
2. მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ რადიოაპარატურის იმგვარად დამზადება, რომ იგი ფუნქციონირებდეს სულ მცირე ერთ წევრ სახელმწიფოში მაინც, რადიოსპექტრის გამოყენების მოთხოვნების დარღვევის გარეშე.
3. მწარმოებლებმა უნდა მოამზადონ 21-ე მუხლში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია, და განახორციელონ მე-17 მუხლში მითითებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა, ან უზრუნველყონ მისი განხორციელება.
თუ რადიოაპარატურა შეესაბამება სათანადო მოთხოვნებს აღნიშნული შესაბამისობის შეფასების პროცედურის თანახმად, მწარმოებლებმა უნდა მოამზადონ ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია და მიანიჭონ მას CE ნიშანი.
4. მწარმოებლებმა უნდა შეინახონ ტექნიკური დოკუმენტაცია და ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსების შემდგომ 10 წლის განმავლობაში.
5. მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ წინამდებარე დირექტივასთან სერიული პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფის მოქმედი პროცედურების არსებობა. საჭიროა რადიოაპარატურის დიზაინში ან მახასიათებლებში შეტანილი ცვლილებების და ჰარმონიზებულ სტანდარტებსა ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებში შეტანილი ცვლილებების სათანდოდ გათვალისწინება.
საჭირო შემთხვევაში, რადიოაპარატურით წარმოშობილ რისკებთან მიმართებაში, საბოლოო მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, მწარმოებლებმა უნდა განახორციელონ ბაზარზე განთავსებული რადიოაპარატურის ნიმუშების ტესტირება; გამოიკვლიონ და, თუ საჭიროა, აწარმოონ საჩივრების რეესტრი და აწარმოონ შეუსაბამო რადიოაპარატურის და გამოთხოვილი რადიოაპარატურის აღრიცხვა, ასევე აცნობონ დისტრიბუტორებს ნებისმიერი ამგვარი მონიტორინგის შესახებ.
6. მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ ბაზარზე განსათავსებელი რადიოაპარატურის ტიპის, პარტიის ან სერიული ნომრის ან სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების მითითება; ან როდესაც რადიოაპარატურის ზომა ან მახასიათებლები არ იძლევა აღნიშნულის საშუალებას მოახდინონ საჭირო ინფორმაცია დატანა შეფუთვაზე, ან დოკუმენტზე, რომელიც ახლავს რადიოაპარატურას.
7. მწარმოებლებმა უნდა მიუთითონ რადიოაპარატურაზე თავისი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელწოდება ან რეგისტრირებული სავაჭრო მარკა და საფოსტო მისამართი; და თუ აპარატურის ზომა და მოცულობა არ იძლევა ამის საშუალებას, საჭირო ინფორმაცია უნდა მიეთითოს შეფუთვაზე, ან თანმხლებ დოკუმენტაციაში. მისამართი უნდა მიუთითებდეს ერთ კონკრეტულ ობიექტს, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაციის დეტალები მითითებული უნდა იყოს საბოლოო მომხმარებლებსა და ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისათვის გასაგებ ენაზე.
8. მწარმოებელმა რადიოაპარატურას თან უნდა დაურთოს ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია კლიენტისა და სხვა საბოლოო მომხმარებლებისათვის გასაგებ ენაზე, წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საჭიროა რადიოაპარატურის შესაბამისი მიზნებისათვის გამოსაყენებლად. შესაბამის შემთხვევებში ამგვარი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს იმ აქსესუარებისა და კომპონენტების, მათ შორის, პროგრამის აღწერილობას, რომელიც საჭიროა რადიოაპარატურის სათანადო ექსპლუატაციისთვის. ამგვარი ინსტრუქციები და უსაფრთოხების შესახებ ინფორმაცია, ისევე როგორც მათზე განთავსებული ეტიკეტი, უნდა იყოს გასაგები და მარტივად წასაკითხი.
რადიოტალღების გამსხივებელი აპარატურის შემთხვევაში, მას ასევე უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:
(a) იმ სიხშირის (სიხშირეების) დიაპაზონი, რომელშიც ფუნქციონირებს რადიოაპარატურა;
(b) გადამცემის გასხივების მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც გადაცემულია სიხშირეების იმ დიაპაზონში, რომელშიც რადიოაპარატურა ფუნქციონირებს.
9. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ რადიოაპარატურის თითოეულ ერთეულს თან ახლდეს ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ან ევროპის კავშირის გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილია ევროპის კავშირის გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია, მას თან უნდა ახლდეს ინტერნეტ-მისამართი, სადაც გამოქვეყნებულია ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის სრული ტექსტი.
10. ექსპლუატაციაში გაშვების შეზღუდვის ან გამოყენებაზე ნებართვის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეფუთვაზე არსებული ინფორმაციით შესაძლებელი უნდა იყოს წევრი სახელმწიფოების ან წევრ სახელმწიფოში იმ გეოგრაფიული ზონის იდენტიფიცირება, რომელშიც არსებობს ექსპლუატაციაზე შეზღუდვები ან გამოყენებაზე ნებართვის მოთხოვნები. ამგვარი ინფორმაცია აღნიშნული უნდა იყოს ინსტრუქციებში, რომელიც რადიოაპარატურას ახლავს. კომისიას შეუძლია, მიიღოს საიმპლემენტაციო აქტები,რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის წარდგენის წესებს. აღნიშნული საიმპლემენტაციო აქტების მიღება უნდა მოხდეს 45(2)-ე მუხლში მითითებული სარეკომენდაციო პროცედურის შესაბამისად.
11. თუ მწარმოებელი მიიჩნევს, ან აქვს მიზეზი მიიჩნიოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული რადიოაპარატურა არ შეესაბამება წინამდებარე დირექტივას, მან დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს შესაბამისი მაკორეკტირებელი ზომები რადიოაპარატურის შესაბამისობაში მოსაყვანად, მისი ბაზრიდან ამოსაღებად ან მის უკან გამოსათხოვად. თუ რადიოაპარატურა შეიცავს რაიმე რისკს, მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ იმ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ეროვნულ ორგანოებს, სადაც მოხდა რადიოაპარატურის განთავსება, და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია შეუსაბამობის, მაკორექტირებელი ზომების და მათი შედეგების შესახებ.
12. უფლებამოსილი ეროვნული ორგანოს საფუძვლიანი მოთხოვნის შესაბამისად, მწარმოებლებმა უნდა წარუდგინონ მას სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წინამდებარე დირექტივასთან აღნიშნული რადიოაპარატურის შესაბამისობის შესახებ, ამ ორგანოსათვის ადვილად გასაგებ ენაზე; არსებული მოთხოვნის ფარგლებში, მწარმოებლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოსთან ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიზანმიმართულია ბაზარზე განთავსებულ აპარატურასთან დაკავშირებული რისკების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 11
ავტორიზებული წარმომადგენლები
1. წერილობითი მინდობილობის საფუძველზე მწარმოებელმა შეიძლება, დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი.
მე-10(1) მუხლით დადგენილი ვალდებულებები და მე-10(3) მუხლით დადგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულება არ წარმოადგენს ავტორიზებული წარმომადგენლის მანდატის ნაწილს.
2. ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა შეასრულოს მწარმოებლისგან მიერ მანდატის შესაბამისად დადგენილი დავალებები. მანდატი ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა აძლევდეს სულ მცირე შემდეგი ქმედებების განხორციელების საშუალებას:
(a) შეინახოს ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია განთავსების ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისთვის საჭიროებისამებრ გადასაცემად რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;
(b) უფლებამოსილი ეროვნული ორგანოს საფუძვლიანი მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას რადიოაპარატურის შესაბამისობის დემონსტრირებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
(c) კომპეტენტური ეროვნული ორგანოების მოთხოვნით, ითანამშრომლოს მათთან ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია რადიოაპარატურით გამოწვეული რისკის აღმოსაფხვრელად და რომელსაც ითვალისწინებს უფლებამოსილი წარმომადგენლის მანდატი.
მუხლი 12
იმპორტიორების ვალდებულებები
1. იმპორტიორებმა ბაზარზე უნდა განათავსონ მხოლოდ შესაბამისი რადიოაპარატურა.
2. რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებამდე, იმპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მწარმოებელთა მიერ ჩატარებულ იქნეს მე-17 მუხლით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურა და რადიოაპარატურა დამზადდეს იმგვარად, რომ მისი ექსპლუატაცია შესაძლებელი იყოს სულ მცირე ერთ წევრ სახელმწიფოში, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მოთხოვნების დარღვევის გარეშე. მათ უნდა უზრუნველყონ მწარმოებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, რომლის შესაბამისად რადიოაპარატურაზე CE ნიშანი არის დატანილი და მას თან ახლავს მე-10(8)(9)(10) მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ასევე, უნდა დაადასტურონ, რომ მწარმოებელი აკმაყოფილებს მე-10(6)(7) მუხლის მოთხოვნებს.
თუ იმპორტიორები მიიჩნევენ, ან აქვთ მიზეზი, მიიჩნიონ, რომ რადიოაპარატურა არ შეესაბამება მე-3 მუხლის ძირითად მოთხოვნებს, შესაბამისობის აღდგენამდე მათ არ უნდა განათავსონ რადიოაპარატურა ბაზარზე. მეტიც, თუ რადიოაპარატურა შეიცავს რისკს, იმპორტიორმა უნდა აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ.
3. იმპორტიორებმა უნდა მიუთითონ რადიოაპარატურაზე თავისი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელწოდება ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზედაც შესაძლებელია მათთან დაკავშირება; იმ შემთხვევებში სადაც არ არსებობს აღნიშნული შესაძლებლობა, საჭირო ინფორმაცია უნდა მიეთითოს შეფუთვაზე, ან თანმხლებ დოკუმენტაციაში. აღნიშნული, ასევე, მოიცავს შემთხვევებს, როდესაც რადიოაპარატურის ზომა არ იძლევა ამის შესაძლებლობას ან როდესაც იმპორტიორებს უწევთ შეფუთვის გახსნა იმისათვის, რომ რადიოაპარატურაზე მიუთითონ თავისი მისამართი და სახელი. საკონტაქტო ინფორმაციის დეტალები მითითებული უნდა იყოს საბოლოო მომხმარებლებსა და ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისათვის გასაგებ ენაზე.
4. იმპორტიორებმა რადიოაპარატურას თან უნდა დაურთონ ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია კლიენტისა და სხვა საბოლოო მომხმარებლებისათვის გასაგებ ენაზე, წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. იმპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი რადიოაპარატურის შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მე-3 მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.
6. საჭირო შემთხვევაში, რადიოაპარატურით წარმოშობილ რისკებთან მიმართებაში, საბოლოო მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, იმპორტიორებმა უნდა განახორციელონ ბაზარზე განთავსებული რადიოაპარატურის ნიმუშების ტესტირება; გამოიკვლიონ და, თუ საჭიროა, აწარმოონ საჩივრების რეესტრი და აწარმოონ შეუსაბამო რადიოაპარატურის და გამოთხოვილი რადიოაპარატურის აღრიცხვა, ასევე აცნობონ დისტრიბუტორებს ნებისმიერი ამგვარი მონიტორინგის შესახებ.
7. თუ იმპორტიორი მიიჩნევს, ან აქვს მიზეზი მიიჩნიოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული რადიოაპარატურა არ შეესაბამება წინამდებარე დირექტივას, მან დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს შესაბამისი მაკორეკტირებელი ზომები რადიოაპარატურის შესაბამისობაში მოსაყვანად, მის ბაზრიდან ამოსაღებად ან მის უკან გამოსათხოვად. თუ რადიოაპარატურა შეიცავს რაიმე რისკს, იმპორტიორებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღნიშნულის შესახებ იმ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ეროვნულ ორგანოებს სადაც მოხდა რადიოაპარატურის განთავსება, და მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია შეუსაბამობისა და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
8. რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში იმპორტიორებმა უნდა შეინახონ ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ბაზრზე ზედამხედველობის ორგანოებისათვის საჭიროებისამებრ გადასაცემად და მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყონ მოცემული ტექნიკური დოკუმენტაციის ასეთი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომობა.
9. უფლებამოსილი ეროვნული ორგანოს საფუძვლიანი მოთხოვნის შესაბამისად, იმპორტიორებმა უნდა წარუდგინონ მას სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წინამდებარე დირექტივასთან აღნიშნული რადიოაპარატურის შესაბამისობის შესახებ, ამ ორგანოსათვის ადვილად გასაგებ ენაზე; არსებული მოთხოვნის ფარგლებში, მწარმოებლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოსთან ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიზანმიმართულია ბაზარზე განთავსებულ აპარატურასთან დაკავშირებული რისკების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 13
დისტრიბუტორების ვალდებულებები
1. რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებისას, დისტრიბუტორებმა ზედმიწევნით უნდა გაითვალისწინონ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებამდე, დისტრიბუტორებმა უნდა შეამოწმონ, რომ რადიოაპარატურას ჰქონდეს CE ნიშანი, ახლდეს ამ დირექტივითა და ინსტრუქციით მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ იმ ენაზე, რომელიც ადვილად გასაგებია მომხმარებლებისა და საბოლოო მომხმარებლებისათვის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომელთა ბაზარზეც განთავსებულია აღნიშნული რადიოაპარატურა და უნდა დარწმუნდნენ, რომ მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა შესაბამისად შეასრულეს მე-10(2)(6)-(10) მუხლითა და მე-12(3) მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
თუ დისტრიბუტორები მიიჩნევენ, ან აქვთ მიზეზი, მიიჩნიონ, რომ რადიოაპარატურა არ შეესაბამება მე-3 მუხლის ძირითად მოთხოვნებს, შესაბამისობის აღდგენამდე მათ არ უნდა განათავსონ რადიოაპარატურა ბაზარზე. თუ რადიოაპარატურა შეიცავს რისკს, დისტრიბუტორმა უნდა აცნობოს მწარმოებელსა და იმპორტიორს, ასევე ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ.
3. დისტრიბუტორებმა უნდა უზრუნველყონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი რადიოაპარატურის შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მე-3 მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.
4. თუ დისტრიბუტორი მიიჩნევს, ან აქვს მიზეზი მიიჩნიოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული რადიოაპარატურა არ შეესაბამება წინამდებარე დირექტივას, მან დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები რადიოაპარატურის შესაბამისობაში მოსაყვანად, მის ბაზრიდან ამოსაღებად ან მის უკან გამოსათხოვად. თუ რადიოაპარატურა შეიცავს რაიმე რისკს, დისტრიბუტორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ იმ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ეროვნულ ორგანოებს სადაც მოხდა რადიოაპარატურის განთავსება, და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია შეუსაბამობის, მაკორექტირებელი ზომების და მათი შედეგების შესახებ.
5. უფლებამოსილი ეროვნული ორგანოს საფუძვლიანი მოთხოვნის შემთხვევაში დისტრიბუტორმა უნდა მიაწოდოს მას რადიოაპარატურის შესაბამისობის დემონსტრირებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. არსებული მოთხოვნის ფარგლებში, დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოსთან ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიზანმიმართულია ბაზარზე განთავსებულ აპარატურასთან დაკავშირებული რისკების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 14
შემთხვევები, როდესაც მწარმოებელთა ვალდებულებები ვრცელდება იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებზე
იმპორტიორი ან დისტრიბუტორი შეიძლება ჩაითვალოს მწარმოებლად ამ დირექტივის მიზნებისათვის და მასზე უნდა გავრცელდეს მწარმოებლის ვალდებულებები მე-10 მუხლის შესაბამისად იმ შემთხვევაში, როდესაც ის განათავსებს რადიოაპარატურას ბაზარზე საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან შეცვლის ბაზარზე უკვე განთავსებულ რადიოაპარატურას იმგვარად, რომ არ დაირღვეს წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობა.
მუხლი 15
ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიცირება
ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ეკონომიკურმა ოპერატორებმა უნდა მოახდინონ შემდეგი პირების იდენტიფიცირება:
(a) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც მოახდინა რადიოაპარატურის მათთვის მიწოდება;
(b) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორი, რომლისთვისაც მოხდა რადიოაპარატურის მიწოდება მათ მიერ.
ეკონომიკურ ოპერატორს უნდა შეეძლოს 1-ელი პუნქტით დადგენილი ინფორმაციის წარდგენა რადიოაპარატურის მიღების დღიდან 10 წლის განმავლობაში და რადიოაპარატურის მიწოდების დღიდან 10 წლის განმავლობაში.
თავი III
რადიოაპარატურის შესაბამისობა
მუხლი 16
რადიოაპარატურის შესაბამისობის პრეზუმფცია
მიიჩნევა რომ რადიოაპარატურა, რომელიც შესაბამისობაშია ჰარმონიზებულ სტანდარტებთან ან მათ ნაწილთან და რომელიც გამოქვეყნებულია ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში, შესაბამისობაშია მე-3 მუხლის იმ ძირითად მოთხოვნებთან, რომლებზეც ვრცელდება ეს სტანდარტები ან მათი ნაწილი.
მუხლი 17
შესაბამისობის შეფასების პროცედურები
1. მწარმოებელმა უნდა განახორციელოს რადიოაპარატურის შესაბამისობის შეფასება მე-3 მუხლის ძირითადი მოთხოვნების შესრულებისათვის. შესაბამისობის შეფასებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა დაგეგმილი ოპერაციული პირობა და მე-3(1) მუხლის (a) ქვეპუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების მიზნებისათვის, შეფასების განხორციელებისას ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირობები, რომელთა გათვალისწინება გონივრულია. თუ შესაძლებელია რადიოაპარატურის სხვადასხვაგვარად კონფიგურაცია, შესაბამისობის შეფასებამ უნდა დაადასტუროს, რომ რადიოაპარატურა აკმაყოფილებს მე-3 მუხლში მოცემულ ძირითად მოთხოვნებს ყველა შესაძლო კონფიგურაციის შემთხვევაში.
2. მწარმოებლებმა უნდა დაადასტურონ რადიოაპარატურის შესაბამისობა მე-3(1) მუხლის ძირითად მოთხოვნებთან, შემდეგი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გამოყენების მეშვეობით:
(a) II დანართით განსაზღვრული პროდუქციის შიდა კონტროლი;
(b) ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმება, რომელსაც მოჰყვება შესაბამისობის შეფასება ტიპის მიხედვით, შიდა პროდუქციის კონტროლის საფუძველზე, რაც III დანართშია მოცემული;
(c) შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება IV დანართით განსაზღვრულ ხარისხის სრულ უზრუნველყოფას.
3. თუ მე-3(2) და მე-3(3) მუხლებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან რადიოაპარატურის შესაბამისობის შეფასებისას მწარმოებელმა გამოიყენა ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებული ჰარმონიზებული სტანდარტები, მან უნდა გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პროცედურა:
(a) II დანართით განსაზღვრული პროდუქციის შიდა კონტროლი;
(b) ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმება, რომელსაც მოჰყვება შესაბამისობის შეფასება ტიპის მიხედვით, შიდა პროდუქციის კონტროლის საფუძველზე, რაც III დანართშია მოცემული;
(c) შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება IV დანართით განსაზღვრულ ხარისხის სრულ უზრუნველყოფას.
4. თუ მე-3(2) და 3(3) მუხლებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან რადიოაპარატურის შესაბამისობის შეფასებისას მწარმოებელმა არ გამოიყენა ან მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენა ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებული ჰარმონიზებული სტანდარტები, ან მგავსი ჰარმონიზებული სტანდარტების არ არსებობის შემთხვევაში, რადიოაპარატურა უნდა იქნეს ჩაბარებული ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პროცედურის გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად:
(a) ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმება, რომელსაც მოჰყვება შესაბამისობის შეფასება ტიპის მიხედვით, შიდა პროდუქციის კონტროლის საფუძველზე, რაც III დანართშია მოცემული;
(b) შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება IV დანართით განსაზღვრულ ხარისხის სრულ უზრუნველყოფას.
მუხლი 18
ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია
1. ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციამ უნდა დაადასტუროს, რომ მე-3 მუხლში მოცემული ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია.
2. ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია უნდა იყოს შედგენილი VI დანართში მოცემული სტრუქტურის მიხედვით, უნდა შეიცავდეს ამ დანართში მოცემულ ელემენტებს და უნდა იყოს მუდმივად განახლებადი. ის უნდა ითარგმნოს იმ ენაზე ან ენებზე, რომელისაც მოითხოვს ის წევრი სახელმწიფო, სადაც მოხდა რადიოაპარატურის განთავსება ან სადაც აღნიშნული აპარატურა ხელმისაწვდომია ბაზარზე.
ევროპის კავშირის გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც მითითებულია მე-10(9) მუხლში, უნდა შეიცავდეს VII დანართით განსაზღვრულ ელემენტებს და მისი განახლება უნდა ხდებოდეს მუდმივად. ის უნდა ითარგმნოს იმ ენაზე ან ენებზე, რომელისაც მოითხოვს ის წევრი სახელმწიფო, სადაც მოხდა რადიოაპარატურის განთავსება ან სადაც აღნიშნული აპარატურა ხელმისაწვდომია ბაზარზე. ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის სრული ტექსტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტ მისამართზე, რომელიც მითითებულია ევროპის კავშირის შესაბამისობის გამარტივებულ დეკლარაციაში, იმ ენაზე ან ენებზე, რომელსაც მოითხოვს წევრი სახელმწიფო, სადაც მოხდა რადიოაპარატურის განთავსება ან სადაც აღნიშნული აპარატურა ხელმისაწვდომია ბაზარზე.
3. თუ რადიოაპარატურაზე ვრცელდება გაერთიანების ერთზე მეტი აქტი, რომელიც მოითხოვს ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციას, ერთი ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია უნდა იყოს მომზადებული გაერთიანების ყველა ამგვარ აქტთან მიმართებაში. დეკლარაცია უნდა მოიცავდეს გაერთიანების შესაბამისი აქტების იდენტიფიკაციას მათი გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციის მითითებით.
4. ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის მომზადებით, მწარმოებელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან რადიოაპარატურის შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.
მუხლი 19
CE ნიშანთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები
1. CE ნიშანი უნდა უნდა აკმაყოფილებდეს რეგულაციის (EC) N 765/2008 30-ე მუხლში განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს.
2. რადიოაპარატურის თავისებურებიდან გამომდინარე, CE ნიშნის სიმაღლე რადიოაპარატურაზე შეიძლება იყოს 5 მმ-ზე დაბლა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი თვალსაჩინოა და შესაძლებელია მისი მარტივად წაკითხვა.
მუხლი 20
CE ნიშნის მიმაგრების წესები და პირობები და შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი
1. რადიოაპარატურაზე ან მისი მონაცემების პანელზე განთავსებული CE ნიშანი უნდა იყოს თვალსაჩინო, გარკვევით უნდა იყოს დაწერილი და არ უნდა იშლებოდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ არის შესაძლებელი ან გარანტირებული რადიოაპარატურის სპეციფიკიდან გამომდინარე. CE ნიშანი, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე, ასევე უნდა იყოს თვალსაჩინო და გარკვევით დაწერილი.
2. CE ნიშნის დატანა უნდა მოხდეს რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებამდე.
3. CE ნიშანს უნდა მოჰყვეს იმ შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, სადაც ჩატარდა IV დანართით დადგენილი შესაბამისობის შეფასების პროცედურა.
შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერს უნდა ჰქონდეს იგივე სიმაღლე, რაც CE ნიშანს.
შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის განთავსება უნდა მოხდეს ან თავად შემფასებელი ორგანოს მიერ, ან მისი ინსტრუქციების შესაბამისად, მწარმოებლის ან მისი ავტორიზირებული წარმომადგენლის მიერ.
4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განავითარონ არსებული მექანიზმები CE ნიშანდების მარეგულირებელი რეჟიმის სწორი ამოქმედების უზრუნველსაყოფად და მიიღონ სათანადო ზომები ამ ნიშნის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში.
მუხლი 21
ტექნიკური დოკუმენტაცია
1. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ყველა შესაბამის მონაცემს ან დეტალს მწარმოებლის მიერ გამოყენებული საშუალებების შესახებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რადიოაპარატურა შეესაბამება მე-3 მუხლით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს. ის მინიმუმ უნდა მოიცავდეს V დანართში აღწერილ ელემენტებს.
2. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსდებამდე და მუდმივად უნდა განახლდეს.
3. ტექნიკური დოკუმენტაცია და კორესპონდენცია, რომელიც დაკავშირებულია ევროპის კავშირის სტანდარტით ნებისმიერ ტიპის შემოწმების პროცედურასთან,უნდა მომზადდეს იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, რომელშიც ფუნქციონირებს შემფასებელი ორგანო ან იმ ენაზე, რომელიც ამ ორგანოსათვის არის მისაღები.
4. თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ მუხლის 1-ელ, მე-2, და მე-3 აბზაცებს, და ამრიგად, არ არის წარმოდგენილი საკმარისი მონაცემი ან საშუალება, რომელიც გამოყენებულია რადიოაპარატურის მე-3 მუხლში დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანომ შეიძლება მოსთხოვოს მწარმოებელს ან იმპორტიორს ტესტის ჩატარება იმ ორგანოს მიერ, რომელიც მისაღებია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსათვის, მწარმოებლის ან იმპორტიორის ხარჯით, დადგენილ ვადებში, მე-3 მუხლით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თავი IV
შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების შესახებ შეტყობინება
მუხლი 22
შეტყობინება
წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან შეატყობინონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს იმ ორგანოების შესახებ, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება განახორციელონ მესამე მხარის შესაბამისობის შეფასების ამოცანები წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.
მუხლი 23
შემტყობინებელი ორგანოები
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ შემტყობინებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საჭირო პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებაზე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების შესაფასებლად და შესატყობინებლად და შემფასებელ ორგანოებზე მონიტორინგის ჩასატარებლად, მათ შორის 28-ე მუხლთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
2. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ 1-ელი აბზაცით განსაზღვრული შეფასება და მონიტორინგი უნდა განხორციელდეს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მიერ რეგულაციის (EC) No 765/2008 საფუძველზე და მის შესაბამისად.
3. თუ შემტყობინებელი ორგანო ახდენს 1-ელ აბზაცში მითითებული შეფასების, შეტყობინების ან მონიტორინგის დელეგირებას ან სხვაგვარად გადასცემს უფლებამოსილებას იმ ორგანოს, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს, ამგვარი ორგანო უნდა იყოს იურიდიული პირი და უნდა შეესაბამებოდეს 24-ე მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით. ამასთანავე, მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მექანიზმები მისი საქმიანობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესასრულებლად.
4. შემტყობინებელმა ორგანომ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა იმ ამოცანებზე, რომლებსაც ასრულებს მე-3 პუნქტში მითითებული ორგანო.
მუხლი 24
შემტყობინებელ ორგანოებთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. შემტყობინებელი ორგანო იმგვარად უნდა იყოს შექმნილი, რომ მასა და შესაბამისობის შეფასების ორგანოებს შორის არ წამოიჭრას ინტერესთა კონფლიქტი.
2. შემტყობინებელი ორგანო იმგვარად უნდა იყოს შემქნილი და ამოქმედებული, რომ დაიცვას თავისი საქმიანობის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა.
3. შემტყობინებელი ორგანო იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შეტყობინებას, მიღებული უნდა იყოს იმ უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენენ შემფასებელ პირებს.
4. შემტყობინებელმა ორგანომ არ უნდა შესთავაზოს ან განახორციელოს რაიმე საქმიანობა, რომელსაც ასრულებს შესაბამისობის შეფასების ორგანო ან არ უნდა აწარმოოს საკონსულტაციო მომსახურება კომერციულ ან კონკურენტულ საფუძველზე.
5. შემტყობინებელმა ორგანომ უნდა დაიცვას მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
6. თავისი ამოცანების ჯეროვნად შესასრულებლად შემტყობინებელ ორგანოს საკუთარ განკარგულებაში უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის კომპეტენტური პერსონალი.
მუხლი 25
შემტყობინებელი ორგანოების ინფორმირების ვალდებულება
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას შესაბამისობის შეფასების ორგანოების შეტყობინებისა და შეფასების პროცედურების და ამ პროცედურებში შეტანილი ცვლილებების შესახებ.
კომისიამ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.
მუხლი 26
შემფასებელ ორგანოებთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. შეტყობინების მიზნებისათვის, შესაბამისობის შეფასების ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს მე-2-11 აბზაცებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. შესაბამისობის შეფასების ორგანო იქმნება წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე და აქვს იურიდიული პირის სტატუსი.
3. შესაბამისობის შეფასების ორგანო წარმოადგენს მესამე მხარეს, რომელიც დამოუკიდებელია იმ ორგანიზაციისაგან ან რადიოაპარატურისაგან, რომლის შეფასებასაც ის განახორციელებს.
ორგანო, რომელიც განეკუთვნება ბიზნეს ასოციაციას ან პროფესიულ ფედერაციას, რომელიც წარმოადგენს საპროექტო, მწარმოებელ, მიმწოდებელ, ამწყობ, მომხმარებელ ან რადიოაპარატურის მოვლა-შენახვის საწარმოს, შეიძლება ჩაითვალოს შემფასებელ ორგანოდ დამოუკიდებლობისა და ინტერესტთა კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში.
4. შესაბამისობის შეფასების ორგანო, მისი მაღალი რგოლის მენეჯმენტი და შესაბამისობის შეფასების ამოცანების განმახორციებელი პერსონალი არ უნდა იყოს მის მიერ შესაფასებელი რადიოაპარატურის დამპროექტებელი, მწარმოებელი, მომწოდებელი, დამმონტაჟებელი, შემსყიდველი, მფლობელი ან მოსარგებლე და არ უნდა იყოს ამ მხარეთა წარმომადგენელი. აღნიშნული არ ზღუდავს შეფასებული რადიოაპარატურის გამოყენებას, რომელიც საჭიროა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ოპერაციებისთვის ან ამგვარი რადიოაპარატურის გამოყენებას პირადი მიზნებისათვის.
შესაბამისობის შეფასების ორგანო, მისი მაღალი რგოლის მენეჯმენტი და შესაბამისობის შეფასების ამოცანებზე პასუხისმგებელი პერსონალი არ უნდა იყონ პირდაპირ ჩართული რადიოაპარატურის დაპროექტებაში, წარმოებაში ან კონსტრუირებაში, მარკეტინგში, მონტაჟში, გამოყენებაში ან მოვლა-შენახვაში ან არ უნდა წარმოადგენდნენ ამ საქმიანობში მონაწილე მხარეებს. ისინი არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას ისეთ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მათი შეფასების დამოუკიდებლობას ან კეთილსინდისიერებას იმ შესაბამისობის შეფასების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მათ მიიღეს შეტყობინება. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება საკონსულტაციო მომსახურებას.
შესაბამისობის შემფასებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ფილიალების ან ქვეკონტრაქტორების საქმიანობამ არ იქონიოს ზეგავლენა შეფასებული საქმიანობის კონფიდენციალურობაზე, ობიექტურობაზე ან მიუკერძოებლობაზე.
5. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები და მათი პერსონალი ახორციელებენ შესაბამისობის შეფასების საქმიანობას კონკრეტულ სფეროში პროფესიონალური კეთილსინდისიერების უმაღლესი ხარისხით და საჭირო ტექნიკური კომპეტენციით და არ უნდა ექვემდებარებოდნენ ნებისმიერი სახის ზეწოლასა თუ იძულებას, ფინანსური ზეგავლენის ჩათვლით, რომელმაც შესაძლებელია ზეგავლენა იქონიოს მათ შეფასებაზე ან მათი შესაბამისობის შეფასების საქმიანობის შედეგებზე; ეს განსაკუთრებით ეხება პირებს ან პირთა ჯგუფებს, რომელთაც აქვთ ინტერესი ამ საქმიანობის შედეგების მიმართ.
6. შესაბამისობის შეფასების ორგანოს უნდა შეეძლოს ჩაატაროს III და IV დანართით გათვალისწინებული ყველა შესაბამისობის შეფასების ამოცანა, რომელთა დაკავშირებითაც მას მიეწოდა შეტყობინება, მიუხედავად იმისა ამგვარი ამოცანები ხორციელდება პირადად შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ თუ მისი სახელით და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ.
ნებისმიერ დროს და თითოეული შესაბამისობის შეფასების პროცედურისა და რადიოაპარატურის თითოეული კატეგორიისათვის, რომელზეც მათ მიიღეს შეტყობინება, შესაბამისობის შეფასების ორგანოს საკუთარი განკარგულების ქვეშ უნდა ჰყავდეს საჭირო:
(a) ტექნიკური ცოდნის მქონე პერსონალს, რომელსაც აქვს საკმარისი და ჯეროვანი გამოცდილება საჭირო შესაბამისობის შეფასების ამოცანების შესასრულებლად;
(b) პროცედურების აღწერილობებს, რომელთა თანახმადაც ხორციელდება შესაბამისობის შეფასება, გამჭვირვალობის და ამ პროცედურების გავრცობის შესაძლებლობის უზრუნველყოფით. მას უნდა ჰქონდეს დანერგილი შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც განასხვავებს მის როგორც შემფასებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ ამოცანებს და სხვა საქმიანობას;
(c) საქმიანობის განხორციელების პროცედურები საწარმოს მოცულობის, მისი საქმიანობის სექტორის, მისი სტრუქტურის, რადიოაპარატურის ტექნოლოგიის სირთულის ხარისხის და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათის გათვალისწინებით.
შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს ტექნიკური და ადმინისტრაციული დავალებების შესასრულებლად საჭირო საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისობის შეფასების საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას.
7. შესაბამისობის შეფასების ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა ჰქონდეს:
(a) გავლილი სრულყოფილი ტექნიკური და პროფესიონალური ტრენინგი, რომელიც მოიცავს შესაბამისობის შეფასების ყველა საქმიანობას, რომელზეც შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს მიეცა შეტყობინება;
(b) მათ მიერ ჩასატარებელი შეფასების საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო შეფასებების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და ადექვატური უფლებამოსილება აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად;
(c) მე-3 მუხლით განსაზღვრული ჰარმონიზებულ სტანდარტებთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების და გაერთიანების ჰარმონიზირებული კანონმდებლობის და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ცოდნა და გააზრება;
(d) ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატების ან ხარისხის სისტემის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ჩანაწერების და განხორციელებული შეფასებების ანგარიშების მომზადების უნარი.
8. გარანტირებულ უნდა იქნეს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების, მათი მაღალი რგოლის მენეჯმენტის და შესაბამისობის შეფასების ამოცანების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიუკერძოებლობა.
შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მაღალი რგოლის მენეჯმენტის და შესაბამისობის შეფასების ამოცანების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პერსონალის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული განხორციელებული შეფასებების რაოდენობაზე ან ამ შეფასებების შედეგებზე.
9. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანოებმა უნდა გააუქმონ პასუხისმგებლობის დაზღვევა თუ ასეთ პასუხისმგებლობას არ აიღებს სახელმწიფო ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან წევრი სახელმწიფო თავად არ იქნება პირდაპირ პასუხისმგებელი შესაბამისობის შეფასებაზე.
10. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პერსონალმა უნდა დაიცვას III და IV დანართით ან ნებისმიერი სახელმწიფო კანონმდებლობის დებულებებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელების პროცესში მიღებული ინფორმაციის პროფესიონალური კონფიდენციალურობა; აღნიშნული არ ვრცელდება წევრი სახელმწიფოს იმ კომპეტენტურ ორგანოებზე, სადაც ხორციელდება მათი საქმიანობა. ქონებრივი უფლებები უნდა იქნეს დაცული.
11. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანოებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ან უზრუნველყონ რომ შესაბამისობის შეფასების ამოცანებზე პასუხისმგებელი მათი პერსონალი იყოს ინფორმირებული შესაბამისი სტანდარტიზაციის საქმიანობის ისევე როგორც რადიოაპარატურის და სიხშირის დაგეგმვის სფეროში მარეგულირებელი საქმიანობის, და იმ შემფასებელი ორგანოს საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობის შესახებ, რომელიც შექმნილია გაერთიანების ჰარმონიზირებული კანონმდებლობის საფუძველზე, და რომელიც შეასრულებს ზოგად ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს და გამოიყენებს ამ ჯგუფის მუშაობის შედეგად მიღებულ დოკუმენტებს.
მუხლი 27
შემფასებელი ორგანოების შესაბამისობის პრეზუმფცია
თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო შესაბამისობაშია კრიტერიუმებთან, რომლებიც მოცემულია შესაბამის ჰარმონიზებულ სტანდარტებში ან მათ იმ ნაწილებში, რომლებიც გამოქვეყნებულია ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში, მიიჩნევა რომ ის ასრულებს 26-ე მუხლის მოთხოვნებს იმდენად რამდენადაც შესაბამისი ჰარმონიზებული სტანდარტები ვრცელდება ამ მოთხოვნებზე.
მუხლი 28
შემფასებელი ორგანოების ფილიალები და შემფასებელი ორგანოების მიერ ქვეკონტრაქტების გაფორმება
1. თუ შემფასებელი ორგანო ქვეკონტრაქტით ახდენს შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებების გადაცემას ან დასახმარებლად მიმართავს ფილიალს, მან უნდა უზრუნველყოს რომ ქვეკონტრაქტორმა ან ფილიალმა დააკმაყოფილოს 26-ე მუხლში მოყვანილი მოთხოვნები და, შესაბამისად, უნდა აცნობოს ამის შესახებ შემტყობინებელ ორგანოს.
2. შემფასებელი ორგანოები უნდა იღებდნენ სრულ პასუხისმგებლობას იმ ამოცანებზე, რომლებსაც ასრულებენ ქვეკონტრაქტორები ან ფილიალები მათი დაფუძნების ადგილის მიუხედავად.
3. საქმიანობის გადაცემა შეიძლება მოხდეს ქვეკონტრაქტით ან განხორციელდეს ფილიალის მიერ მხოლოდ კლიენტთან შეთანხმებით.
4. შემფასებელმა ორგანოებმა უნდა იქონიონ შემტყობინებელი ორგანოსათვის საჭიროებისამებრ გადასაცემად შესაბამის დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება ქვეკონტრაქტორის ან ფილიალის კვალიფიკაციის შეფასებას და მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს შესრულებას III და IV დანართების საფუძველზე.
მუხლი 29
შეტყობინების განაცხადი
1. შესაბამისობის შეფასების ორგანომ უნდა ჩააბაროს განაცხადი შეტყობინებაზე წევრი სახელმწიფოს შემტყობინებლ იმ ორგანოს, სადაც ის დაფუძნებულია.
2. შეტყობინების შესახებ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისობის შეფასების საქმიანობის აღწერილობა, შესაბამისობის შეფასების მოდული ან მოდულები და რადიოაპარატურა, რომელთან დაკავშირებითაც აღნიშნული ორგანო აცხადებს, რომ არის კომპეტენტური; არსებობის შემთხვევაში, აკრედიტაციის სერტიფიკატი, რომელიც გამოცემულია ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამისობის შეფასების ორგანო ასრულებს 26-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. თუ მოცემული შესაბამისობის შეფასების ორგანო ვერ წარმოადგენს აკრედიტაციის სერტიფიკატს, მან უნდა მიაწოდოს შემტყობინებელ ორგანოს ყველა დოკუმენტური მტკიცებულება, რაც საჭიროა 26-ე მუხლის მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დამტკიცების, აღიარებისა და რეგულარული მონიტორინგისათვის.
მუხლი 30
შეტყობინების პროცედურა
1. შემტყობინებელმა ორგანოებმა შეიძლება შეტყობინება გაუგზავნონ მხოლოდ იმ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს, რომლებიც აკმაყოფილებენ 26-ე მუხლის მოთხოვნებს.
2. მათ შეტყობინება უნდა გაუგზავნონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს ელექტრონული შეტყობინების იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც შემუშავებულია და იმართება კომისიის მიერ.
3. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შესაბამისობის შეფასების საქმიანობის სრულ დეტალებს, შესაბამისობის შეფასების მოდულს ან მოდულებს და რადიოაპარატურას და შესაბამისობის დამადასტურებელ მოწმობას.
4. თუ შეტყობინება არ ეფუძნება 29(2)-ე მუხლში მითითბულ აკრედიტაციის სერტიფიკატს, შემტყობინებელმა ორგანომ უნდა მიაწოდოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს კომპეტენციას და იმ დანერგილ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანოზე რეგულარული მონიტორინგის ჩატარებას და 26-ე მუხლის მოთხოვნების შესრულებას.
5. აღნიშნულ ორგანოს შეუძლია შეასრულოს შემფასებელი ორგანოს საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომისია ან სხვა წევრი სახელმწიფოები განაცხადებენ თანხმობას შეტყობინების მიღებიდან 2 კვირის ვადაში, აკრედიტაციის სერტიფიკატის გამოყენების შემთხვევაში; ან შეტყობინებიდან 2 თვის ვადაში, თუ აკრედიტაცია არ გამოიყენება.
ამ დირექტივის მიზნებისათვის მხოლოდ ამგვარი ორგანო იქნება მიჩნეული შემფასებელ ორგანოდ.
6. შემტყობინებელმა ორგანომ უნდა აცნობოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს შეტყობინებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 31
საიდენტიფიკაციო ნომრები და შემფასებელი ორგანოების სიები
1. კომისიამ უნდა მიანიჭოს შემფასებელ ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი.
მან უნდა მიანიჭოს ერთი ნომერი მაშინაც კი, როდესაც ორგანოს აქვს მიღებული შეტყობინება გაერთიანების რამოდენიმე აქტის საფუძველზე.
2. კომისიამ საჯარო უნდა გახადოს იმ ორგანოთა სია, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება ამ დირექტივის საფუძველზე, მათ შორის მათთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრები და შეტყობინებაში მითითებული საქმიანობები.
კომისიამ უნდა უზრუნველყოს სიის რეგულარულად განახლება.
მუხლი 32
ცვლილებები შეტყობინებებში
1. როდესაც შემტყობინებელი ორგანო დარწმუნდება ან მიიღებს ინფორმაციას, რომ შემფასებელი ორგანო ვეღარ აკმაყოფილებს 26-ე მუხლის მოთხოვნებს, ან ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებს, შემტყობინებელი ორგანო ვალდებულია გაამკაცროს, შეაჩეროს ან გამოითხოვოს შეტყობინება, რაც დამოკიდებული იქნება ამ მოთხოვნების ან ვალდებულებების შეუსრულებლობის სერიოზულობის ხარისხზე. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს აღნიშნულის თაობაზე.
2. შეტყობინების გამკაცრების, შეჩერების ან გამოთხოვნის შემთხვევაში, ან როდესაც შემფასებელი ორგანო წყვეტს თავის საქმიანობას, შემტყობინებელი წევრი სახელმწიფო განახორციელებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ორგანოს ყველა ფაილი იყოს გადაცემული სხვა შემფასებელი ორგანოსთვის ან მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს პასუხისმგებელი შემტყობინებელი და ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისათვის.
მუხლი 33
შემფასებელი ორგანოების კომპეტენცია
1. თუ კომისია შეიტანს ეჭვს შემფასებელი ორგანოს კომპეტენციაში, ან შემფასებელი ორგანოს მიერ მისი ვალდებულებების და პასუხისმგებლობების უწყვეტად შესრულებაში, იგი ვალდებულია შეისწავლოს ყველა ასეთ შემთხვევა.
2. მოთხოვნის საფუძველზე შემტყობინებელი წევრი სახელმწიფო ვალდებულია მიაწოდოს კომისიას ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება შეტყობინების საფუძველს ან შემფასებელი ორგანოს კომპეტენციის შენარჩუნებას.
3. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს გამოძიების პროცესში მოპოვებული სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
4. თუ კომისია დაადგენს, რომ შემფასებელი ორგანო არ ან აღარ აკმაყოფილებს შეტყობინების მოთხოვნებს, მან უნდა მიიღოს საიმპლემენტაციო აქტი, რომლითაც მოითხოვს, რომ შემტყობინებელმა წევრმა სახელმწიფომ განახორციელოს მაკორექტირებელი ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოითხოვოს შეტყობინება.
აღნიშნული საიმპლემენტაციო აქტის მიღება უნდა მოხდეს 45(2)-ე მუხლში მითითებული სარეკომენდაციო პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 34
შემფასებელი ორგანოების საოპერაციო ვალდებულებები
1. შემფასებელმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ შესაბამისობის შეფასება III და IV დანართებში მითითებული შესაბამისობის შეფასების პროცედურების თანახმად.
2. შესაბამისობის შეფასებები უნდა განხორცილედეს ჯეროვნად, ეკონომიკური ოპერატორებისათვის დამატებითი ტვირთის არიდების საფუძველზე. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ საქმიანობა საწარმოს მოცულობის, მისი საქმიანობის სექტორის, მისი სტრუქტურის, რადიოაპარატურის ტექნოლოგიის სირთულის ხარისხის და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათის გათვალისწინებით.
ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სიმკაცრის ზომები და დაცულობის ის დონე, რომელიც საჭიროა რადიოაპარატურის ამ დირექტივასთან შესაბამისობისათვის.
3. თუ შემფასებელი ორგანო დაადგენს, რომ მე-3 მუხლის ძირითადი მოთხოვნები ან შესაბამისი ჰარმონიზებული სტანდარტები ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციები არ არის შესრულებული მწარმოებლის მიერ, მან უნდა მოსთხოვოს მწარმოებელს შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება და არ უნდა გასცეს ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატი ან ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. თუ შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში, რომელსაც მოყვება ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატის გაცემა ან ხარისხის სისტემის დადასტურება, შემფასებელი ორგანო დაადგენს რომ რადიოაპარატურა აღარ შეესაბამება მოთხოვნებს, მან უნდა მოითხოვოს მწარმოებლისგან შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება და ვალდებულია შეაჩეროს ან გამოითხოვოს ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატი ან ხარისხის დამადასტურებელი დაოკუმენტი.
5. თუ მაკორექტირებელი ღონისძიებები არ განხორციელდა ან არ გამოიღო საჭირო შედეგი, შემფასებელმა ორგანომ უნდა გაამკაცროს, შეაჩეროს ან გამოითხოვოს ნებისმიერი ევროპის კავშირის სტანდარტით შემოწმების სერტიფიკატი ან ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი წესით.
მუხლი 35
შემფასებელი ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრება
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შემფასებელი ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა.
მუხლი 36
შემფასებელი ორგანოების ინფორმირების ვალდებულება
1. შემფასებელმა ორგანოებმა შემტყობინებელ ორგანოებს უნდა მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:
(a) ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატის ან ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე უარი, შეზღუდვა, შეჩერება ან გამოთხოვნა III და IV დანართების მოთხოვნების შესაბამისად;
(b) ნებისმიერი გარემოება, რომელიც ზეგავლენას ახდენს შეტყობინების მოცულობაზე ან პირობებზე;
(c) ინფორმაციის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც მათ მიიღეს ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისაგან და რომელიც ეხება შესაბამისობის შეფასების საქმიანობას;
(d) მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისობის შეფასების საქმიანობა, რომელიც შესრულებულია მათი შეტყობინების ფარგლებში ან ნებისმიერი სხვა შესრულებული საქმიანობა, მათ შორის საზღვრებს გაერთ საქმიანობა და ქვეკონტრატები.
2. III და IV დანართების მოთხოვნის შესაბამისად შემფასებელმა ორგანოებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სხვა ორგანოებს, რომლებსაც ამ დირექტივის საფუძველზე გაეგზავნათ შეტყობინება და რომლებიც ახორციელებენ მსგავს შესაბამისობის შეფასების საქმიანობას იგივე კატეგორიის რადიოაპარატურაზე; ასევე, მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამისობის შეფასების ნეგატიურ და (მოთხოვნის შესაბამისად), პოზიტიურ შედეგებთან დაკავშირებით.
3. შემფასებელი ორგანოები ვალდებულნი არიან შეასრულონ ინფორმაციასთან დაკავშირებული ვალდებულებები III და IV დანართების შესაბამისად.
მუხლი 37
გამოცდილების გაზიარება
კომისიამ უნდა უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების შეტყობინების პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ორგანოებს შორის გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვა.
მუხლი 38
შემფასებელი ორგანოების კოორდინირება
კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კოორდინაცია და თანამშრომლობა წინამდებარე დირექტივით დადგენილ შემფასებელ ორგანოებს შორის, რომლებიც მოქმედებენ შემფასებელი ორგანოების დარგობრივი ჯგუფების სახით.
წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ შემფასებელი ორგანოების მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, პირდაპირ ან დანიშნული წარმომადგენლების მეშვეობით.
თავი V
გაერთიანების ბაზრის ზედამხედველობა, გაერთიანების ბაზარზე განთავსებული რადიოაპარატურის კონტროლი და გაერთიანების უსაფრთხოების პროცედურა
მუხლი 39
გაერთიანების ბაზრის ზედამხედველობა და გაერთიანების ბაზარზე განთავსებული რადიოაპარატურის კონტროლი
რადიოაპარატურაზე ვრცელდება რეგულაციის (EC) No 765/2008 მე-15(3) მუხლი და მე-16-29 მუხლები.
მუხლი 40
სახელმწიფო დონეზე რისკის შემცველი რადიოაპარატურის განთავსების პროცედურა
1. თუ წევრი სახელმწიფოს ბაზრისზედამხედველობის ორგანოებს აქვთ საკმარისი მიზეზი მიიჩნიონ, რომ წინამდებარე დირექტივაში მითითებული რადიოაპარატურა შეიცავს რისკს ადამიანის ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის იმ სხვა ასპექტების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს დირექტივა, მათ უნდა განახორციელონ რადიოაპარატურის შეფასება წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული ყველა შესაბამისი მოთხოვნის გათვალისწინებით. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორები ვალდებული არიან ითანამშრომლონ საჭიროებისამებრ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებთან აღნიშნული მიზნების შესასრულებლად.
თუ პირველ ქვეაბზაცში მითითებული შეფასების განხორციელებისას, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოები დაადგენენ, რომ რადიოაპარატურა არ შეესაბამება წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებს, ისინი ვალდებული არიან დაუყონებლივ მოსთხოვონ შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს განახორციელოს შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები ამ მოთხოვნებთან რადიოაპარატურის შესაბამისობაში მოსაყვანად, ან ამოიღონ რადიოაპარატურა ბაზრიდან ან გამოითხოვონ ის გონივრულ ვადებში დადგენილი რისკის ხასიათის გათვალისწინებით.
ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოები ვადლებული არიან აცნობონ შესაბამის შემფასებელ ორგანოებს მიღებული ზომების თაობაზე.
რეგულაციის (EC) No 765/2008 21-ე მუხლი ვრცელდება ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მითითებულ ზომებზე.
2. თუ ბაზრის ზედამხედველი ორგანოები მიიჩნევენ, რომ შეუსაბამობა არ შემოიფარგლება მათი სახელმწიფო ტერიტორიით, ისინი ვალდებულნი არიან აცნობონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს შეფასების შედეგების და იმ ქმედებების შესახებ, რომლის განხორციელებაც მოსთხოვეს ეკონომიკურ ოპერატორებს.
3. ეკონომიკურმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ზომების გატარება იმ კონკრეტული რადიოაპარატურის მიმართ, რომელიც მან განათავსა გაერთიანების ბაზრებზე.
4. თუ შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვერ გაატარებს ადეკვატურ ზომებს 1-ელი აბზაცის მე-2 ქვეაბზაცში მითითებულ ვადაში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოები ვალდებული არიან განახორციელონ შესაბამისი ზომები სახელმწიფოს ბაზარზე რადიოაპარატურის აკრძალვის და ზომების გამკაცრების, ან აღნიშნული ბაზრიდან რადიოაპარატურის გამოთხოვნის მიზნით.
ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს ამ ზომების შესახებ.
5. მე-4 აბზაცის მე-2 ქვეაბზაცში მითითებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ყველა ხელმისაწვდომ დეტალს, კერძოდ, მონაცემებს, რომელიც საჭიროა შეუსაბამო რადიოაპარატურის, მისი წარმომავლობის, შეუსაბამობის ტიპის და რისკის, სახელმწიფოს დონეზე გატარებული ზომების ხასიათის და ხანგრძლივობისა და ეკონომიკური ოპერატორის მიერ წამოჭრილი არგუმენტების გამოსავლენად. კერძოდ, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებმა უნდა მიუთითონ არის თუ არა შეუსაბამობა გამოწვეული რომელიმე ქვემოჩამოთვლილი მიზეზით:
(a) რადიოაპარატურა ვერ აკმაყოფილებს მე-3 მუხლში მითითებულ შესაბამის ძირითად მოთხოვნებს; ან
(b) მე-16 მუხლში მითითებულ, შესაბამისობის პრეზუმფციასთან დაკავშირებულ ჰარმონიზებულ სტანდარტებში არსებული ნაკლოვანებები.
6. წევრი სახელმწიფოები, იმ წევრი სახელმწიფოების გარდა, რომელთა ინიციატივითაც წამოწყებულია პროცედურა ამ მუხლის შესაბამისად, ვალდებულნი არიან დაყოვნების გარეშე აცნობონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს მიღებული ზომების და მათ ხელთ არსებული რადიოაპარატურის შეუსაბამობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის თაობაზე, და წარმოადგინონ არგუმეტები სახელმწიფოს დონეზე გატარებულ ღონისძიებებთან მიმართებაში უთანხმოების შემთხვევაში.
7. თუ მე-4 აბზაცის მე-2 ქვეაბზაცის მითითბული ინფორმაციის მიღებიდან 3 თვეში წევრი სახელმწიფო ან კომისია არ გამოთქვამს წინააღმდეგობას წევრი სახელმწიფოს მიერ გატარებული პირობითი ზომების თაობაზე, აღნიშნული ზომა მართლზომიერად მიიჩნევა.
8. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი შემზღუდავი ზომების, როგორიცაა რადიოაპარატურის გამოთხოვნა ბაზრიდან, დაუყოვნებლივი განხორციელება.
მუხლი 41
ევროპის კავშირის უსაფრთხოების პროცედურა
1. თუ 40(3)(4)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებისას, წევრი სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების მიმართ წარმოიშობა უთანხმოება ან თუ კომისია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს დონეზე გატარებული ღონისძიებები ეწინააღმდეგება გაერთიანების კანონმდებლობას, კომისიამ დაყოვნების გარეშე უნდა გაიაროს კონსულტაცია წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორთან ან ოპერატორებთან და შეაფასოს სახელწიფო დონეზე გატარებული ღონისძიებები შეფასების შედეგების მიხედვით, კომისიამ უნდა მიიღოს საიმპლემენტაციო აქტი, რომელიც განსაზღვრავს არის თუ არა სახელმწიფოებრივ დონეზე გატარებული ღონისძიება მართლზომიერი.
კომისიამ უნდა აცნობოს საკუთარი გადაწყვეტილება ყველა წევრ სახელმწიფოს და დაუყონებლივ მიაწოდოს ის შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ან ოპერატორებს.
2. თუ ეროვნულ დონეზე გატარებული ღონისძიებები მიიჩნევა გამართლებულად, ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია განახორციელოს საჭირო ღონისძიებები შეუსაბამო რადიოაპარატურის გამოთხოვნის ან ბაზრიდან ამოღების მიზნით, რის შესახებაც უნდა აცნობოს კომისიას. თუ ეროვნული დონეზე განხორციელებული ღონისძიება მიიჩნევა გაუმართლებლად, წევრი სახელმწიფო ვადებულია გააუქმოს აღნიშნული ღონისძიება.
3. თუ ეროვნულ დონეზე განხორციელებული ღონისძიებები მიიჩნევა გამართლებულად და რადიოაპარატურის შეუსაბამობა უკავშირდება ამ დირექტივის 40(5)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტში მითითებულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს, კომისიამ უნდა აამოქმედოს პროცედურა, რომელიც მოცემულია რეგულაციის (EU) No 1025/201 მე-11 მუხლში.
მუხლი 42
რისკის შემცველი შესაბამისობაში მყოფი რადიოაპარატურა
1. თუ, 40(1)-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული შეფასებით, წევრი სახელმწიფო დაადგენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რადიოაპარატურა შესაბამისობაშია წინამდებარე დირექტივასთან, ის წარმოადგენს რისკს ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოებისთვის ან წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის სხვა ასპექტების მიმართ, ის ვალდებულია მოსთხოვოს შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებს, მიიღონ ყველა ზომა რათა რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებისას ის აღარ შეიცავდეს რისკს, ან მოსთხოვოს მათ აღნიშნული რადიოაპარატურის ბაზრიდან ამოღება ან გამოითხოვა გონივრულ ვადებში აპარატურის რისკის დონის შესაბამისად.
2. ეკონომიკურმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ზომების მიღება იმ კონკრეტული რადიოაპარატურის მიმართ, რომელიც მან განათავსა გაერთიანების ბაზრებზე.
3. წევრმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს აღნიშნულის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ყველა დეტალს, კერძოდ, მონაცემებს კონკრეტული რადიოაპარატურის, მისი წარმომავლობის და მიწოდების ჯაჭვის, რისკის, ადგილობრივად გატარებული ღონისძიებების ხასიათისა და ხანგრძლივობის დასადგენად.
4. კომისიამ დაყოვნების გარეშე უნდა აწარმოოს კონსულტაციები წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორთან ან ოპერატორებთან და შეაფასოს სახელმწიფო დონეზე განხორციელებული ზომები. ამ შეფასების შედეგების მიხედვით კომისიამ, საიმპლემენტაციო აქტების მეშვეობით, უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ადგილობრივი ზომა მართლზომიერი და საჭიროებისამებრ შესთავაზოს შესაბამისი ზომები.
აღნიშნული საიმპლემენტაციო აქტების, რომლებიც წინამდებარე აბზაცის პირველ ქვეაბზაცშია მოცემული, მიღება უნდა მოხდეს 45(3)-ე მუხლში მითითებული შემოწმების პროცედურის თანახმად.
სათანადოდ დასაბუთებული, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას, კომისია ვალდებულია მიიღოს 45(4)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად მიიღოს საიმპლემენტაციო აქტები, რომელთა ამოქმედება მოხდება მიღებისთანავე.
5. კომისიამ უნდა აცნობოს საკუთარი გადაწყვეტილება ყველა წევრ სახელმწიფოს და დაუყოვნებლივ მიაწოდოს ის შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ან ოპერატორებს.
მუხლი 43
ფორმალური შეუსაბამობა
1. მე-40 მუხლის შეზღუდვის გარეშე, თუ წევრი სახელმწიფო აღმოაჩენს ერთ-ერთს ქვემოჩამოთვლილთაგან, მან უნდა მოსთხოვოს შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს აღმოფხვრას შეუსაბამობა, რომელიც ეხება შემდეგს:
(a) CE ნიშანის განთავსება მოხდა რეგულაციის (EC) No 765/2008 30-ე მუხლის ან წინამდებარე დირექტივის მე-20 მუხლის დარღვევით;
(b) CE ნიშანი არ არის განთავსებული;
(c) შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელზეც ვრცელდება IV დანართში მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურა განთავსებულია მე-20 მუხლის დარღვევით ან არ არის განთავსებული;
(d) ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია არ არის მომზადებული;
(e) ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია არ არის სწორად მომზადებული;
(f) ტექნიკური დოკუმენტაცია ან არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულია;
(g) მე-10(6) ან (7) ან მე-12(3) მუხლებში მითითებული ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, ყალბია ან არასრულია;
(h) რადიოაპარატურის დაგეგმილი გამოყენების შესახებ ინფორმაცია, ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია ან მე-10(8), (9) და (10) მუხლებში მოცემული სარგებლობის შეზღუდვები არ ახლავს თან რადიოაპარატურას;
(i) ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაციის მე-15 მუხლში მითითებული მოთხოვნები არ არის შესრულებული;
(j) არ არის მიღწეული მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
2. 1-ელ პუნქტში მითითებული შეუსაბამობის არსებობისას შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა სათანადო ზომა, რათა შეზღუდოს ან აკრძალოს შესაბამისი რადიოაპარატურის ხელმისაწვდომობა ბაზარზე ან უზრუნველყოს მისი ამოღება ან ბაზრიდან გამოთხოვნა.
თავი VI
დელეგირებული აქტები და საიმპლემენტაციო აქტები და კომიტეტი
მუხლი 44
დელეგირების განხორციელება
1. დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება კომისიას წინამდებარე მუხლის პირობების შესაბამისად.
2. მე-3(3), მე-4(2) და მე-5(2) მუხლებით განსაზღვრული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება კომისიას ხუთწლიანი პერიოდით 2014 წლის 11 ივნისიდან. კომისია ვალდებულია მოამზადოს ანგარიში უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით არაუგვიანეს ცხრა თვისა ხუთწლიანი პერიოდის დასრულებამდე. უფლებამოსილების დელეგირება უნდა გაიზარდოს იდენტური ხანგრძლივობის პერიოდით, თუკი ევროპარლამენტი ან საბჭო არ იქნება ამგვარი ვადის გაგრძელების წინააღმდეგი, თითოეული პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს სამ თვემდე ვადაში.
3. მე-3(3), მე-4(2) და მე-5(2) მუხლების მეორე ქვეაბზაცში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს ევროპარლამენტის ან საბჭოს მიერ. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეწყვეტს იმ უფლებამოსილების დელეგირებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული. ის უნდა შევიდეს ძალაში ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების მეორე დღიდან ან მოგვიანებით, როგორც ეს თარიღი იქნება დაკონკრეტებული. აღნიშნულმა არ უნდა იქონიოს გავლენა ნებისმიერი, უკვე მოქმედი დელეგირებული აქტების ქმედუნარიანობაზე.
4. დელეგირებული აქტის მიღებისთანავე, კომისია ვალდებულია ერთდროულად აცნობოს ევროპარლამენტს და საბჭოს.
5. დელეგირებული აქტი, რომელიც მიღებულია მე-3(3), მე-4(2) და მე-5(2) მუხლების მეორე ქვეაბზაცის შესაბამისად, ძალაში უნდა შევიდეს მხოლოდ მას შემდეგ, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ გამოხატავს წინააღმდეგობას აღნიშნული აქტის ევროპარლამენტისთვის და საბჭოსთვის შეტყობინებიდან ორი თვის განმავლობაში ან, იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდის გასვლამდე, ევროპარლამენტმა და საბჭომ აცნობეს კომისიას, რომ ისინი არ არიან წინააღმდეგი. ეს პერიოდი შეიძლება, გაგრძელდეს ორი თვით ევროპარლამენტის ან საბჭოს ინიციატივით.
მუხლი 45
საკომიტეტო პროცედურა
1. კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს ტელეკომუნიკაციების შესაბამისობის შეფასების და ბაზარზე ზედამხედველობის კომიტეტმა. აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს კომიტეტს, რომლის განმარტება წარმოდგენილია რეგულაციაში (EU) No 182/2011.
2. თუ მითითება კეთდება ამ ამზაცზე, ვრცელდება რეგულაციის (EU) No 182/2011 მე-4 მუხლი.
3. თუ მითითება კეთდება ამ ამზაცზე, ვრცელდება რეგულაციის (EU) No 182/2011 მე-5 მუხლი.
4. თუ მითითება კეთდება ამ ამზაცზე, ვრცელდება რეგულაციის (EU) No 182/2011 მე-8 მუხლი, მე-5 მუხლთან ერთად.
5. კომიტეტმა კონსულტაციები უნდა გაიაროს კომისიასთან ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც დარგობრივი ექსპერტების კონსულტაცია არის საჭირო რეგულაციის (EU) No 1025/2012 ან გაერთიანების ნებისმიერი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
კომიტეტმა შეიძლება, განიხილოს ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც ეხება წინამდებარე დირექტივის ამოქმედებას და რომელიც წამოჭრა მისმა თავმჯდომარემ ან წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მისი პროცედურული წესების შესაბამისად.
თავი VII
დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
მუხლი 46
ჯარიმები
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ წესები იმ ჯარიმების შესახებ, რომლებიც ვრცელდება ეკონომიკური ოპერატორების მიერ წინამდებარე დირექტივის საფუძველზე მიღებული ეროვნული კანონმდებლობის დებულებების დარღვევაზე და მიიღონ მათ ასამოქმედებლად საჭირო ყველა ზომა. სერიოზული დარღვევებისთვის ამგვარი წესები შეიძლება მოიცავდეს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
აღნიშნული სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი.
მუხლი 47
განხილვა და ანგარიშგება
1. წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან კომისიას წარუდგინონ რეგულარული ანგარიშები წინამდებარე დირექტივის ამოქმედების შესახებ 2017 წლის 12 ივნისამდე და სულ მცირე ყოველ მომდევნო ორ წელიწადში ერთხელ. ანგარიშები უნდა მოიცავდეს წევრი სახელმწიფოების მიერ ბაზარზე განხორციელებული ზედამხედველობის ღონისძიებების წარდგენას; ასევე, ინფორმაციას თუ მოხდა და რამდენად მოხდა დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევა, მათ შორის რამდენად შესრულდა ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაციის მოთხოვნები.
2. კომისია ვალდებულია შეისწავლოს წინამდებარე დირექტივის ამოქმედება და შესაბამისი ანგარიში მიაწოდოს ევროპარლამენტს და საბჭოს 2018 წლის 12 ივნისამდე და ყოველ მომდევნო ხუთ წელიწადში ერთხელ. ანგარიში ასახავს შესაბამისი სტანდარტების შემუშავებაში მიღწეულ პროგრესს, ასევე ნებისმიერ პრობლემას, რომელიც წამოიჭრება მათი განხორციელების პროცესში. ანგარიში ასევე მიმოიხილავს ტელეკომუნიკაციის შესაბამისობის შეფასების და ბაზარზე დაკვირვების კომიტეტის საქმიანობას, შეაფასებს გაერთიანების ფარგლებში რადიოაპარატურისთვის ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების პროგრესს და შეამოწმებს თუ როგორ უნდა შემუშავდეს მარეგულირებელი ჩარჩო რადიოაპარატურის ბაზარზე ხელმისაწვდომობის და ექსპლუატაციაში გაშვების უზრუნველსაყოფად, შემდეგი მიზნების მისაღწევად:
(a) გაერთიანების დონეზე ყველა რადიოაპარატურისთვის თანმიმდევრული სისტემის შემუშავების უზრუნველყოფა;
(b) ტელეკომუნიკაციების, აუდიო-ვიზუალური და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორების კონვერგენციის უზრუნველყოფა;
(c) მარეგულირებელი ზომების ჰარმონიზება საერთაშორისო დონეზე;
(d) მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მიღწევა;
(e) პორტატული რადიოაპარატურის აქსესუარებით ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კერძოდ საერთო დამტენის მეშვეობით;
(f) სადაც რადიოაპარატურა განთავსებულია ინტეგრირებული ეკრანით, საჭირო ინფორმაცია უნდა გამოისახოს ინტეგრირებულ ეკრანზე.
მუხლი 48
გარდამავალი დებულებანი
წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა შეაფერხონ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული ასპექტებისთვის, ამ დირექტივით დარეგულირებული და 2016 წლის 13 ივნისამდე მოქმედი ევროპის კავშირის შესაბამისი ჰარმონიზაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი რადიოაპარატურის და იმ რადიოაპარატურის ბაზარზე ხელმისაწდომობობა და ექსპლუატაციაში გაშვება, რომელიც ბაზარზე განთავსდა 2017 წლის 13 ივნისამდე.
მუხლი 49
ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანა
1. წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან მიიღონ და გამოაქვეყნონ წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობაში არსებული კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 2016 წლის 12 ივნისამდე. ისინი ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ კომისიას ამ ზომების შინაარსის შესახებ.
ეს ზომები ამოქმედდება 2016 წლის 13 ივნისის შემდგომ.
წევრი სახელმწიფოების მიერ ამ ზომების მომზადებისას ისინი უნდა მოიცავდნენ მითითებას წინამდებარე დირექტივზე ან ოფიციალური პუბლიკაციის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს ამგვარი მითითება. ასევე, ისინი უნდა შეიცავდნენ განაცხადს, რომ არსებულ კანონებში, რეგულაციებში და ადმინისტრაციულ დებულებებში წინამდებარე დირექტივით გაუქმებულ დირექტივაზე მითითება მიიჩნევა წინამდებარე დირექტივაზე მითითებად. წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან განსაზღვრონ ამგვარი მითითებისა და განაცხადის ფორმულირება.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას ეროვნული კანონმდებლობის მთავარ დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.
მუხლი 50
გაუქმება
დირექტივა 1999/5/EC ძალას კარგავს 2016 წლის 13 ივნისიდან.
მითითება გაუქმებულ დირექტივაზე განიმარტება როგორც მითითება წინამდებარე დირექტივაზე VII დანართის, B ნაწილით განსაზღვრული კორელაციის ცხრილის მიხედვით.
მუხლი 51
ძალაში შესვლა
წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.
მუხლი 52
ადრესატები
წინამდებარე რეგულაცია ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.
შედგენილია სტრასბურგში 2014 წლის 16 აპრილს.
ევროპარლამენტის სახელით თავჯდომარე მ.შულცი |
საბჭოს სახელით თავჯდომარე დ. კურკულასი |
დანართი I
აპარატურა, რომელზეც არ ვრცელდება წინამდებარე დირექტივა
1. რადიომოყვარულებისთვის განკუთვნილი რადიოაპარატურა, რომელიც განსაზღვრულია „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის“ (ITU) რადიო რეგულაციების პირველი მუხლის 56-ე განმარტებაში, თუ არ ხდება ამ აპარატურის ბაზარზე განთავსება.
შემდეგი ჩაითვლება აპარატურად, რომლის განთავსებაც ბაზარზე არ ხდება:
(a) რადიომოყვარულებისთვის განკუთვნილი ასაწყობი რადიო კომპლექტები;
(b) მოყვარულების მიერ და მათ მიერ გამოყენებისათვის მოდიფიცირებული რადიოაპარატურა;
(c) ცალკეული რადიომოყვარულის მიერ აწყობილი აპარატურა სამოყვარულო რადიოსთან დაკავშირებული საექსპერიმენტო და სამეცნიერო მიზნებისთვის.
2. საბჭოს დირექტივით 96/98/EC განსაზღვრული საზღვაო აპარატურა.16
3. საავიაციო პროდუქცია, ნაწილები და მოწყობილობები, ასევე ნაწილები, რომლებზეც ვრცელდება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) No 216/2008 მე-3 მუხლი.17
4. პროფესიონალებისთვის განკუთვნილი შეკვეთით დამზადებული შეფასების კომპლექტები, რომელთა გამოყენება ხდება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სამეცნიერო და კვლევითი მიზნებისთვის.
დანართი II
შესაბამისობის შეფასების მოდული A
წარმოების შიდა კონტროლი
1. წარმოების შიდა კონტროლი წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის მიხედვითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-4 ქვეპუნქტებში განსაზღვრულ მოვალეობებს, და უზრუნველყოფს და ახდენს თავისი პასუხისმგებლობის დეკლარირებას, რომ მის მიერ წარმოებული რადიოაპარატურა სრულად შეესაბამება მე-3 მუხლში მოცემულ ძირითად მოთხოვნებს.
2. ტექნიკური დოკუმენტაცია
მწარმოებელი ვალდებულია შეიმუშაოს ტექნიკური დოკუმენტაცია 21-ე მუხლის შესაბამისად.
3. წარმოება
მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა რადიოაპარატურის საწარმოო პროცესი და მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული რადიოაპარატურის შესაბამისობას ამ დანართის მე-2 ქვეპუნქტში მითითებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და მე-3 მუხლში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან.
4. CE-ის ნიშანი და ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია
4.1მწარმოებელი ვალდებულია, მოახდინოს მე-19 და 20-ე მუხლების შესაბამისად CE ნიშნის დატანა რადიოაპარატურის იმ თითოეული ერთეულზე, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის შესაბამის მოთხოვნებს.
4.2 მწარმოებელი ვალდებულია, წერილობით მოამზადოს ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია რადიოაპარატურის თითეული სახეობისთვის და შეინახოს ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შემფასებელი ორგანოებისათვის საჭიროებისამებრ გადასაცემად რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია უნდა იძლეოდეს იმ რადიოაპარატურის იდენტიფიცირების საშუალებას, რომლისთვისაც მოხდა ამ დეკლარაციის მომზადება.
ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის ასლი უნდა წარედგიონოს შესაბამის ორგანოებს მათი მოთხოვნისამებრ.
5. ავტორიზებული წარმომადგენელი
მე-4 ქვეპუნქტში განსაზღვრული მწარმოებლის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მისი სახელით და პასუხისმგებლობით, თუ მას შესაბამისი მანდატი აქვს.
დანართი III
შესაბამისობის შეფასების B და C მოდულები
ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმება და პროდუქტის ტიპის შესაბამისობა წარმოების შიდა კონტროლის მიხედვით
ამ დანართზე მითითების შემთხვევაში, შესაბამისობის შეფასების პროცედურა უნდა განხორციელდეს B მოდულის (ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმება) და C მოდულის (პროდუქტის ტიპის შესაბამისობა წარმოების შიდა კონტროლი) მიხედვით.
B მოდული
ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმება
1. ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმება წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის დროსაც შესაბამისი შემფასებელი ორგანო ამოწმებს რადიოაპარატურის ტექნიკურ პროექტს, და ახდენს იმის დადასტურებასა და დამოწმებას, რომ რადიოაპარატურის ტექნიკური პროექტი შეესაბამება მე-3 მუხლით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს.
2. ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმება უნდა განხორციელდეს რადიოაპარატურის ტექნიკური პროექტის ადეკვატურობის შეფასების გზით, რაც გულისხმობს ტექნიკური დოკუმენტაციის და მე-3 პუნქტში მოცემული დამატებითი მტკიცებულებების შემოწმებას, ცალკეული ნიმუშის (პროექტის ტიპის) შემოწმების გარეშე.
3. მწარმოებელს უფლება აქვს,შეიტანოს განცხადება ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმებაზე მის მიერ შერჩეულ შესაბამის შემფასებელ ორგანოში.
განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(a) მწარმოებლის დასახელება და მისამართი; იმ შემთხვევაში, თუ განცხადება შეტანილია მისი ავტორიზირებული წარმომადგენლის მიერ, ასევე, წარმომადგენლის დასახელება და მისამართი;
(b) წერილობითი განაცხადი, რომ მსგავსი ტიპის განცხადება არ არის წარდგენილი სხვა შემფასებელ ორგანოში;
(c) ტექნიკური დოკუმენტაცია. ტექნიკური დოკუმენტაცია რადიოაპარატურის ამ დირექტივის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას უნდა იძლეოდეს და მოიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზს და შეფასებას. ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იქნეს ამ რადიოაპარატურასთან დაკავშირებით არსებული შესაბამისი მოთხოვნები და შეფასებისთვის საჭირო რადიოაპარატურის პროექტის, წარმოების პროცესის და მისი ფუნქციონირების აღწერილობა. შესაბამის შემთხვევაში, ტექნიკური ინფორმაცია უნდა მოიცავდეს V დანართში განსაზღვრულ ელემენტებს;
(d) ტექნიკური პროექტის გადაწყვეტის ადეკვატურობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამ მტკიცებულებაში აღნიშნული უნდა იქნეს გამოყენებული დოკუმენტები, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც არ მოხდა შესაბამისი ჰარმონიზირებული სტანდარტების გამოყენება ან მათი სრულად გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მტკიცებულება უნდა მოიცავდეს მწარმოებლის შესაბამისი ლაბორატორიის ან მისი დავალებით და პასუხისმგებლობით, სხვა საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ტესტირების შედეგებს.
4. შესაბამისმა შემფასებელმა ორგანომ უნდა შეამოწმოს ტექნიკური ინფორმაცია და თანმხლები მტიცებულებები რადიოაპარატურის ტექნიკური პროექტის ადეკვატურობის შეფასების მიზნით.
5.შესაბამისმა შემფასებელმა ორგანომ უნდა შეადგინოს შეფასების ანგარიში, რომელიც აღწერს მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებულ საქმიანობას და მის შედეგებს. მე-8 ქვეპუნქტში განსაზღვრული მოვალეობების შეზღუდვის გარეშე, შემფასებელმა ორგანომ მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა გამოაქვეყნოს ზემოაღნიშნული ანგარიში მხოლოდ მწარმოებლის თანხმობის შემთხვევაში.
6. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ტიპი აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებს რადიოაპარატურის ამ ტიპთან დაკავშირებით, შესაბამისი შემფასებელი ორგანო გასცემს ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატს. სერტიფიკატში აღნიშნული უნდა იქნეს მწარმოებლის დასახელება და მისამართი, შემოწმების დასკვნები და შემოწმებისას მიღებული ინფორმაცია ძირითადი მოთხოვნების ასპექტების შესახებ, ვალიდურობის პირობები (მათი არსებობის შემთხვევაში), და შეფასებული საქონლის ტიპის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები. ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატს შეიძლება, ქონდეს ერთი ან მეტი დანართი.
ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა მოიცავდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება წარმოებული რადიოაპარატურის შემოწმებული საქონლის ტიპთან შესაბამისობის შეფასება და მის ექსპლუატაციაზე კონტროლის განხორციელება.
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ტიპი არ აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის შესაბამის მოთხოვნებს, უფლებამოსილმა ორგანომ უარი უნდა განაცხადოს ეევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატის გაცემაზე და დეტალურად განუმარტოს განმცხადებელს უარის თქმის მიზეზები.
7. შემფასებელი ორგანო ინფორმირებული უნდა იყოს ამ სფეროში განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც მიუთითებს, რომ დამტკიცებული საქონლის ტიპი აღარ შეესაბამება წინამდებარე დირექტივის შესაბამის მოთხოვნებს, რის შემდეგადაც უნდა განსაზღვროს რამდენად საჭიროა შემდგომი გამოძიების ჩატარება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ გამოძიების ჩატარება აუცილებელია, მან აღნიშნულის თაობაზე უნდა შეატყობინოს მწარმოებელს.
მწარმოებელმა უნდა აცნობოს შემფასებელ ორგანოს, რომ ის ფლობს ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატთან დაკავშირებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას საქონლის დამტკიცებული ტიპის ყველა იმ მოდიფიცირებასთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ რადიოაპარატურის წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან ან სერტიფიკატის მოქმედების პირობებთან შესაბამისობაზე. ზემოაღნიშნული მოდიფიკაცია საჭიროებს დამატებით დამტკიცებას ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების პირველად სერტიფიკატში დამატების შეტანის ფორმით.
8. თითოეულმა შემფასებელმა ორგანომ უნდა შეატყობინოს შესაბამის ზემდგომ ორგანოს მის მიერ გაცემულ ან გაუქმებულ ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატებთან ან/და დამატებებთან დაკავშირებით და პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ, უნდა წარადგინოს იმ სერტიფიკატების ან/და დამატებების სია, რომლის გაცემაზე უარი განაცხადა, შეაჩერა ან დააწესა სხვა სახის შეზღუდვა.
თითოეულმა შემფასებელმა ორგანომ უნდა შეატყობინოს სხვა შემფასებელ ორგანოებს იმ სერტიფიკატების ან/და დამატებების თაობაზე, რომლის გაცემაზე უარი განაცხადა, შეაჩერა ან დააწესა სხვა სახის შეზღუდვა, და მოთხოვნისამებრ, მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული სერტიფიკატების შესახებ.
თითოეულმა შემფასებელმა ორგანომ უნდა აცნობოს წევრ სახელმწიფოებს მის მიერ გაცემული ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატების ან/და დამატებების შესახებ, თუ ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში მითითებული ჰარმონიზირებული სტანდარტების გამოყენება არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა. წევრ სახელმწიფოებს, კომისიას და სხვა შემფასებელ ორგანოებს, მოთხოვნისამებრ, შეუძლიათ მიიღონ ტექნიკური დოკუმენტაციის და შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტების ასლები. წევრ სახელმწიფოებს და კომისიას, მოთხოვნისამებრ შეუძლია მიიღოს ტექნიკური დოკუმენტაციის ასლი და შემფასებელი ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები. შემფასებელმა ორგანომ უნდა შეინახოს ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატის, დანართებისა და დამატებების ასლები და ტექნიკური ფაილი მწარმოებლის მიერ მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის ჩათვლით რადიოაპარატურის შეფასებიდან 10 წლის განმავლობაში ან სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურამდე.
9. მწარმოებელმა უნდა შეინახოს ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატის, მისი დანართებისა და დამატებების ასლები ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად სახელმწიფო ორგანოებისათვის, საჭიროებისამებრ გადასაცემად, რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.
10. მწარმოებლის ავტორიზირებულ წარმომადგენელს უფლება აქვს შეიტანოს მე-3 ქვეპუნქტში აღნიშნული განაცხადი და შეასრულოს მე-7 და მე-9 ქვეპუნქტებში განსაზღვრული მოვალეობები, თუ ეს მისი მანდატით არის გათვალისწინებული.
C მოდული
პროდუქტის ტიპის შესაბამისობა წარმოების შიდა კონტროლის საფუძველზე
1. პროდუქტის ტიპის შესაბამისობა წარმოების შიდა კონტროლის საფუძველზე წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის დროსაც მწარმოებელი ასრულებს მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ მოვალეობებს, უზრუნველყოფს და ახდენს დეკლარირებას, რომ მოცემული რადიოაპარატურა შეესაბამება ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატიში აღწერილ საქონლის ტიპს და აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის შესაბამის მოთხოვნებს.
2. წარმოება
მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა რადიოაპარატურის საწარმოო პროცესმა და მონიტორინგმა უზრუნველყოს წარმოებული რადიოაპარატურის შესაბამისობა ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და წინამდებარე დირექტივის შესაბამის მოთხოვნებთან, რომელიც ვრცელდება მასზე.
3. CE ნიშანი და ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია
3.1 მე-19 და 20-ე მუხლების შესაბამისად, მწარმოებელი ვალდებულია, მოახდინოს CE ნიშნის დატანა რადიოაპარატურის იმ თითოეული ერთეულზე, რომელიც შეესაბამება ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატში აღნიშნულ საქონლის ტიპს და რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის შესაბამის მოთხოვნებს.
3.2 მწარმოებელი ვალდებულია წერილობით მოამზადოს ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია რადიოაპარატურის თითოეული ტიპისათვის და შეინახოს ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შემფასებელი ორგანოებისათვის საჭიროებისამებრ გადასაცემად რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია უნდა იძლეოდეს იმ რადიოაპარატურის ტიპის იდენტიფიცირების საშუალებას, რომლისთვისაც მოხდა ამ დეკლარაციის მომზადება.
ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის ასლი უნდა წარედგიონოს შესაბამის ორგანოებს მათი მოთხოვნისამებრ.
4. ავტორიზებული წარმომადგენელი
მე-3 ქვეპუნქტში განსაზღვრული მწარმოებლის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მისი სახელით და პასუხისმგებლობით, თუ მას შესაბამისი მანდატი აქვს.
დანართი IV
შესაბამისობის შეფასების მოდული H
ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობა
1. ხარისხის სრულ უზრულველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობა წარმოადგენს წარმოების შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის დროსაც მწარმოებელი ასრულებს მე-2 და მე-5 ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ მოვალეობებს, ერთპიროვნული პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს და ახდენს იმის დეკლარირებას, რომ შესაბამისი რადიოაპარატურა აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის შესაბამის მოთხოვნებს.
2. წარმოება
მწარმოებელი ვალდებულია, გამოიყენოს პროექტირებისთვის, წარმოებისთვის, რადიოაპარატურის საბოლოო ინსპექტირებისთვის და მისი ტესტირებისთვის დამტკიცებული ხარისხის სისტემა მე-3 ქვეპუნქტში განსაზღვრული წესის მიხედვით რაზეც განხორციელდება ზედმხედველობა მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. ხარისხის სისტემა
3. მწარმოებელმა უნდა შეიტანოს განცხადება შესაბამისი რადიოპარატურისათვის, მისი წარმოების დროს გამოყენებული ხარისხის სისტემის შეფასების მოთხოვნით მის მიერ შერჩეულ შემფასებელ ორგანოში.
განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(a) მწარმოებლის დასახელება და მისამართი; იმ შემთხვევაში, თუ განცხადება შეტანილია მისი ავტორიზირებული წარმომადგენლის მიერ, ასევე, მისი დასახელება და მისამართი;
(b) ტექნიკური დოკუმენტაცია რადიოაპარატურის იმ თითოეული ტიპისთვის, რომლის წარმოება არის დაგეგმილი. შესაბამის შემთხვევაში, ტექნიკური ინფორმაცია უნდა მოიცავდეს V დანართში განსაზღვრულ ელემენტებს;
(c) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; და
(d) წერილობითი განაცხადი, რომ მსგავსი ტიპის განცხადება არ არის წარდგენილი სხვა შემფასებელ ორგანოში.
3. ხარისხის სისტემა უზრუნველყოფს რადიოაპარატურის შესაბამისობას წინამდებარე დირექტივის შესაბამის მოთხოვნებთან.
სავალდებულოა მწარმოებლის მიერ გამოყენებული ყველა ელემენტის, მოთხოვნისა და დებულების წერილობითი ფორმით, პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით დოკუმენტირება. ხარისხის სისტემის ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
კერძოდ, დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ქვემომოყვანილის ადეკვატურ აღწერილობას:
(a) ხარისხთან დაკავშირებული ამოცანები, ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის მოვალეობები და უფლებამოსილება, რომელიც უკავშირდება პროექტირებასა და საქონლის ხარისხს;
(b) ტექნიკური პროექტის სპეციფიკაცია იმ სტანდარტების ჩათვლით, რომელთა გამოყენება არის დაგეგმილი; იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ჰარმონიზებული სტანდარტების გამოყენება მთლიანად არ ხდება, საშუალებები რომელიც გამოყენებული იქნება რათა უზრუნველყოფილ იქნეს რადიოაპარატურის წინამდებარე დირექტივის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა;
(c) პროექტის კონტროლის და გადამოწმების მეთოდები, პროცესები და სისტემატიური ზომები, რომელთა გამოყენება მოხდება რადიოაპარატურის პროექტირებისას გამოსაშვები რადიოაპარატურის ტიპთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
(d) დაგეგმილი თანმდევი საწარმოო, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდები, პროცესები და სისტემატიური ზომები;
(e) შემოწმებები და ტესტები, რომლებიც ჩატარდება საქონლის წარმოებამდე, წარმოებისას და მის შემდეგ და მათი განხორციელების სიხშირე;
(f) ხარისხის შესახებ ჩანაწერები, როგორიცაა ინსპექტირების ანგარიშები და ტესტირების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები და ანარიშები თანამშრომლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და სხვა;
(g) პროდუქტის პროექტირების შედეგის, პროდუქტის ხარისხის და ხარისხის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებები.
3.3 შემფასებელმა ორგანომ უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს რამდენად პასუხობს ეს სისტემა მე-3.2 ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულმა ორგანომ უნდა დაადგინოს ხარისხის სისტემის ელემენტების შესაბამისობა იმ მოთხოვნებთან, რომლებიც შეესაბამება შესაბამისი ჰარმონიზირებული სტანდარტის თანმდევ სპეციფიკაციებს.
გარდა ხარისხის მართვის სისტემებში არსებული გამოცდილებისა, აუდიტის ჯგუფის მინიმუმ ერთ წევრს უნდა გააჩნდეს რადიოაპარატურის შესაბამის სფეროსა და რადიოპარატურის ტექნოლოგიების შემფასებლის გამოცდილება და წინამდებარე დირექტივის შესაბამისი მოთხოვნების ცოდნა. აუდიტის დროს უნდა მოხდეს მწარმოებლის საწარმოს დათვალიერება მისი შეფასების მიზნით. აუდიტის ჯგუფმა უნდა შეამოწმოს მე-3.1(b) ქვეპუნქტში აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს შეუძლია წინამდებარე დირექტივის შესაბამისი მოთხოვნების იდენტიფიცირება და საჭირო შემოწმებების ჩატარება რადიოაპარატურის ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
მწარმოებელს ან მის უფლებამოსილ პირს უნდა ეცნობოს გადაწყვეტილების შესახებ.
შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას.
3.4მწარმოებელმა უნდა შეასრულოს ხარისხის სისტემის მიმართ დამტკიცებული ვალდებულებები და უზრუნველყოს ამ სისტემის ადეკვატური და ეფექტური ფუნქციონირება.
3.5 მწარმოებელმა უნდა აცნობის ხარისხის სისტემაში შესატანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შემფასებელ ორგანოს, რომელმაც დაამტკიცა მისი ხარისხის სისტემა.
შემფასებელმა ორგანომ უნდა შეაფასოს ნებისმიერი წარმოდგენილი ცვლილება და მიიღოს გადაწყვეტილება რამდენად დააკმაყოფილებს ხარისხის მოდიფიცირებული სისტემა მე-3.2 ქვეპუნქტის მოთხოვნებს ან რამდენად აუციელებელია ახალი შეფასების ჩატარება.
მან მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების არგუმენტირებული გადაწყვეტილებას.
4. შემფასებელიი გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს მწარმოებელს. შეტყობინე.
4.1 ზედამხედველობის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს მწარმოებლის მიერ დამტკიცებულ ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული მოვალეობების სათანადოდ შესრულება.
4.2 შეფასების მიზნით, მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს შემფასებელი ორგანოს დაშვება პროექტირების, წარმოების, ინსპექტირების, ტესტირების და დასაწყობების ადგილებზე და მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:
(a) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
(b) ხარისხის სისტემის დაპროექტების ნაწილში გათვალისწინებული ხარისხის შესახებ ჩანაწერები როგორციაა ანალიზის, გაანგარიშებების, ტესტირების და სხვა შედეგები;
(c) 4.2 ხარისხის სისტემის წარმოების ნაწილში გათვალისწინებული ხარისხის ჩანაწერები, როგორციაა ინსპექტირების ანგარიშები და ტესტირების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები და ანგარიშები თანამშრომლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და სხვა;
4.3 შემფასებელმა ორგანომ პერიოდულად უნდა განახორციელოს აუდიტი იმის დასადგენად, თუ რამდენად იყენებს მწარმოებელი ხარისხის სისტემას და უნდა წარუდგინოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიშს.
4.4 ამასთანავე, შემფასებელ ორგანოს შეუძლია შეამოწმოს მწარმოებელი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასეთი შემოწმების დროს, შემფასებელმა ორგანომ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ჩაატაროს რადიოაპარატურის ტესტირება ან მოითხოვოს მათი ჩატარება ხარისხის სისტემის სათანადოდ ფუნქციონირების დადგენის მიზნით. ამ შემთხვევაში, მწარმოებელს წარედგინება შესაბამისი ანგარიში; ტესტირების ჩატარების შემთხევაში, ტესტირების ანგარიში.
5. CE ნიშანი და ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია.
5.2 მწარმოებელი ვალდებულია, მოახდინოს CE ნიშნის დატანა მე-19 და მე-20 მუხლების მიხედვით, მე-3.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ, რადიოაპარატურის იმ თითოეულ ერთეულზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ დირექტივის მე-3 მუხლის მოთხოვნებს, გამოიყენოს მისი საიდენტიფიკაციო ნომერი.
5.2 მწარმოებელი ვალდებულია წერილობით მოამზადოს ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია რადიოაპარატურის თითოეული სახეობისთვის და შეინახოს ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შემფასებელი ორგანოებისათვის საჭიროებისამებრ გადასაცემად რადიოაპარატურის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია უნდა იძლეოდეს იმ რადიოაპარატურის ტიპის იდენტიფიცირების საშუალებას, რომლისთვისაც მოხდა ამ დეკლარაციის მომზადება.
ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის ასლი უნდა წარედგიონოს შესაბამის ორგანოებს მათი მოთხოვნისამებრ.
(6) მწარმოებელი ვალდებულია რადიოპარატურის ბაზარზე განთავსების შემდეგ 10 წლის განმავლობაში შეინახოს და მოთხოვნისამებრ წარუდგინოს სახელმწიფო ორგანოებს:
(a) მე-3.1 ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია;
(b) მე-3.1 ქვეპუნქტში მითითებული ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
(c) მე-3.5 ქვეპუნქტში აღნიშნული ცვლილება, მისი დამტკიცების შემთხვევაში;
(d) მე-3.5, მე-4.3 და მე-4.4 ქვეპუნქტებში აღნიშნული გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მიღებულია შემფასებელი ორგანოების მიერ.
7. შემფასებელმა ორგანომ უნდა შეატყობინოს შესაბამის ზემდგომ ორგანოს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ეხება ხარისხის სისტემების დამტკიცებას და შეჩერებას და პერიოდულად ან მისი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ხარისხის იმ სისტემების სია, როან მელთა დამტკიცებაზე მიიღეს უარი, ან რომელთა შეჩერება მოხდა ან რომლებზეც დაწესდა სხვა შეზღუდვა.
შემფასებელმა ორგანომ უნდა აცნობოს სხვა შემფასებელ ორგანოებს ხარისხის იმ სისტემების დადასტურების შესახებ, რომელთა დამტკიცებაზე მიიღეს უარი, ან რომელთა შეჩერება ან ამოღება მოხდა და ასევე, მათი მოთხოვნისამებრ, მის მიერ გაცემული ხარისხის სისტემების დასტურების შესახებ.
8. ავტორიზებული წარმომადგენელი
მე-3.1, მე-3.5, მე-5 და მე-6 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მწარმოებლის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს მისმა ავტორიზებულმა წარმომადგენელმა მისი სახელით და პასუხისმგებლობით, თუ მას შესაბამისი მანდატი აქვს.
დანართი V
ტექნიკური დოკუმენტაციის შინაარსი
შესაბამის შემთხვევებში, ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ელემენტებს:
(a) რადიოაპარატურის ზოგადი აღწერილობა, რაც მოიცავს შემდეგს:
(i) ფოტოსურათები ან ილუსტრაციები, რომლებზეც ასახულია გარე ელემენტები, მარკირება და შიდა სქემა;
(ii) პროგრამული უზრუნველყოფის ან პროგრამულ-აპარატურული საშუალებების ვერსიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას;
(iii) მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია და ინსტალაციის ინსტრუქცია;
(b) კონცეპტუალური დიზაინი და კომპონენტების, კონსტრუქციების, სქემების და სხვა მსგავსი ელემენტების საწარმოო ნახაზები და სქემები;
(c) აღწერილობა და განმარტებები, რომლებიც საჭიროა ზემოაღნიშნული ნახაზების და სქემების და რადიოაპარატურის ფუნქციონირების გასაგებად;
(d) იმ ჰარმონიზირებული სტანდარტების სია, რომელთა გამოყენება სრულად ან ნაწილობრივ მოხდა და რომლებზეც მითითება გაკეთებულია ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში; იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ამ ჰარმონიზირებული სტანდარტების გამოყენება, იმ გადაწყვეტების აღწერილობა, რომელთა გამოყენება მოხდა მე-3 მუხლში მოცემულია ძირითადი მოთხოვნების შესრულების მიზნით, მათ შორის სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების სია, რომელთა გამოყენებაც მოხდა. იმ შემთხვევაში, თუ ჰარმონიზირებული სტანდარტების გამოყენება ნაწილობრივ მოხდა, ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა აღინიშნოს თუ რა ნაწილები იქნა გამოყენებული;
(e) ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის ასლი;
(f) იმ შემთხვევაში, თუ მოხდა III დანართში მოცემული შესაბამისობის შეფასების მოდულის გამოყენება, ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატის ასლი და შესაბამისი დანართები როგორც ეს წარდგენილია უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
(g) საპროექტო გათვლების, ჩატარებული შემოწმებების და სხვა მსგავსი ელემენტების შედეგები;
(h) ტესტირების ანგარიშები;
(i) ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება მე-10(2) მუხლის მოთხოვნებს და რამდენად მოხდა მე-10(10) მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეფუთვაზე დატანა.
დანართი VI
ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია (No XXX) 18
1. რადიოაპარატურა (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი):
2.მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის დასახელება და მისამართი:
3. წინამდებარე დეკლარაციის გამოცემაზე მწარმოებელი კისრულობს ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას.
4. დეკლარაციის ობიექტი (რადიოაპარატურის იდენტიფიცირება, რომლის მიხედვით შესაძლებელია მიკვლევადობის განხორციელება; ეს შეიძლება მოიცავდეს იმ ხარისხის შესაბამის ფერად გამოსახულებას, რომელიც საჭიროა რადიოაპარატურის იდენტიფიცირებისთვის):
5. ზემოაღწერილი დეკლარაციის ობიექტი შეესაბამება გაერთიანების შესაბამის ჰარმონიზირებულ კანონმდებლობას:
დირექტივა 2014/53/EU
საჭიროების შემთხვევაში, გაერთიანების სხვა ჰარმონიზირებული კანონმდებლობა.
6. მითითებები გამოყენებულ შესაბამის ჰარმონიზირებულ სტანდარტებზე ან მითითებები სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, რომელთა მიმართებაშიც ხდება შესაბამისობის დადგენა. ჩამოთვლილი მითითებები უნდა შეიცავდნენ საიდენტიფიკაციო ნომერს და ვერსიას და საჭიროების შემთხვევაში, გამოცემის თარიღს:
7. საჭიროების შემთხვევაში, შემფასებელმა ორგანომ… (დასახელება, ნომერი) … შეასრულა … (საქმიანობის აღწერა) … და გამოსცა გაერთიანების ევროპის კავშირის სტანდარტით ტიპის შემოწმების სერტიფიკატი: …
8. საჭიროების შემთხვევაში, აქსესუარების და კომპონენტების აღწერილობა იმ პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით, რომლის მიხედვითაც ხდება რადიოაპარატურის გამოყენება დანიშნულებისამებრ, და რომელზეც ვრცელდება ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაცია:
9. დამატებითი ინფორმაცია:
ხელმოწერილია.. მიერ და სახელით: …
(გამოცემის ადგილი და თარიღი ):
(სახელი, თანამდებობა) (ხელმოწერა):
დანართი VII
ევროპის კავშირის გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია
მე-10(9) მუხლში მითითებული ევროპის კავშირის გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია შემდეგნაირად უნდა იქნეს წარმოდგენილი:
ამრიგად, [მწარმოებლის დასახელება] ვახდენ იმის დეკლარირებას, რომ რადიოაპარატურის ტიპი [რადიოაპარატურის ტიპის იდენტიფიცირება] შეესაბამება დირექტივას 2014/53/EU.
ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ შემდეგ ინტერნეტ-მისამართზე:
თავი VIII
კორელაციის ცხრილი
დირექტივა 1999/5/EC |
წინამდებარე დირექტივა |
მუხლი 1 |
მუხლი 1 |
მუხლი 2 |
მუხლი 2 |
მუხლი 3(1) და (2) |
მუხლი 3(1) და (2) |
მუხლი 3(3) და მუხლი 15a |
მუხლი 3(3), გამონაკლისია მუხლი 3(3)(i) და მუხლი 44 |
მუხლი 4(1) და მუხლები 13-15 |
მუხლები 8 და 45 |
მუხლი 4(2) |
— |
მუხლი 5(1) |
მუხლი 16 |
მუხლი 5(2) და (3) |
— |
მუხლი 6(1) |
მუხლი 6 |
მუხლი 6(2) |
— |
მუხლი 6(3) |
მუხლი 10(8), (9) და (10) |
მუხლი 6(4) |
— |
მუხლი 7(1) და (2) |
მუხლი 7 |
მუხლი 7(3), (4) და (5) |
— |
მუხლი 8(1) და (2) |
მუხლი 9 |
მუხლი 8(3) |
— |
მუხლი 9 |
მუხლები 39–43 |
მუხლი 10 |
მუხლი 17 |
მუხლი 11 |
მუხლები 22–38 |
მუხლი 12 |
მუხლები 19 და 20 და მუხლი 10(6) და (7) |
მუხლი 16 |
— |
მუხლი 17 |
მუხლი 47 |
მუხლი 18 |
მუხლი 48 |
მუხლი 19 |
მუხლი 49 |
მუხლი 20 |
მუხლი 50 |
მუხლი 21 |
მუხლი 51 |
მუხლი 22 |
მუხლი 52 |
დანართი I |
დანართი I |
დანართი II |
დანართი II |
დანართი III |
— |
დანართი IV |
დანართი III |
დანართი V |
დანართი IV |
დანართი VI |
მუხლი 26 |
დანართი VII(1)-(4) |
მუხლები 19 და 20 |
დანართი VII(5) |
მუხლი 10(10) |
ევროპარლამენტის განცხადება
ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საიმპლემენტაციო აქტები შეიძლება ჩაითვალოს კომიტეტურ პროცედურად როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტის და ევროპული კომისიის ურთიერთობების შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების I დანართში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციასთან (EU) No 182/2011 დაკავშირებული საიმპლემენტაციო აქტების განხილვა კომიტეტებში ხდება. შესაბამისად, სხვა საკითხების განხილვის შემთხვევებში, კომიტეტების შეხვედრებზე ვრცელდება ჩარჩო ხელშეკრულების მე-15 ქვეპუნქტი.
1 ოფიციალური ბიულეტენი, C 133, 09.05.2013, გვ. 58;
2 ევროპარლამენტის 2014 წლის 13 მარტის პოზიცია (ოფიციალურ ბიულეტენში ჯერ არ არის გამოქვეყნებული) და საბჭოს 2014 წლის 14-აპრილის გადაწყვეტილება;
3 ევროპარლამენტის და საბჭოს 1999 წლის 9 მარტის დირექტივა 1999/5/EC რადიოაპარატურის და ტელეკომუნიკაციის ტერმინალური მოწყობილობების და მათი თავსებადობის ერთობლივი აღიარების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი. L 91, 07.04.1999, გვ. 10);
4 ევროპარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 9 ივლისის რეგულაცია (EC) No 765/2008, რომელიც განსაზღვრავს აკრედიტაციის და ბაზრის ზედამხედველობის მოთხოვნებს პროდუქტების მარკეტინგთან მიმართებით და აუქმებს (EEC) No 339/93 რეგულაციას (ოფიციალური ბიულეტენი, L 218, 13.08.2008, გვ. 30);
5 ევროპარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება No 768/2008/EC პროდუქტების მარკეტინგის საერთო სისტემის და საბჭოს გადაწყვეტილების 93/465/EEC გაუქმების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 218, 13.08.2008, გვ. 82);
6 ევროპარლამენტის და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/35/EU წევრი სახელმწიფოების იმ კანონების ჰარმონიზაციის შესახებ, რომლების ეხება ბაზარზე იმ ელექტრონული აპარატურის განთავსებას, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულ ძაბვის ლიმიტზე (ოფიციალური ბიულეტენი, L 96, 29.03.2014, გვ. 357);
7 ევროპარლამენტის და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/30/EU წევრი სახელმწიფოების იმ კანონების ჰარმონიზაციის შესახებ, რომლებიც ეხება ელექტრომაგნიტურ თავსებადობას (ოფიციალური ბიულეტენი, L 96, 26.03.2014, გვ. 79);
8 კომისიის 2008 წლის 20 ივნისის დირექტივა 2008/63/EC ბაზრებზე არსებული ტელეკომუნიკაციების ტერმინალური მოწყობილობების კონკურენციის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 162, 21.06.2008, გვ. 20);
9 ევროპარლამენტის და საბჭოს 1998 წლის 22 ივნისის დირექტივა 98/34/EC, რომელიც ადგენს პროცედურებს ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულაციების სფეროში ინფორმაციის მიწოდების პროცედურის შესახებ და წესებს საინფორმაციო საზოგადოების სამსახურების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 204, 21.07.1998, გვ. 37);
10 ევროპარლამენტის და საბჭოს 2002 წლის 9 ივლისის7 მარტის გადაწყვეტილება No 676/2002/EC პროდუქტების მარკეტინგის საერთო სისტემის და საბჭოს გადაწყვეტილების 93/465/EEC გაუქმების შესახებ პროდუქტების მარკეტინგის საერთო სისტემის და საბჭოს გადაწყვეტილების 93/465/EEC გაუქმების შესახებ რადიო სპექტრის პოლიტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ ევროპის გაერთიანებაში (რადიო სპექტრის შესახებ გადაწყვეტილება) (ოფიციალური ბიულეტენი, L 108, 24.04.2002, გვ. 1).(ოფიციალური ბიულეტენი, L 108, 13.08.2008, გვ. 1);
11 კომისიის 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება 2007/344/EC ინფორმაციის ჰარმონიზებული ხელმისაწვდომობის შესახებ, რომელიც ეხება გაერთიანების ფარგლებში სპექტრის გამოყენებას (ოფიციალური ბიულეტენი, L 129, 17.05.2007, გვ. 67);
12 ევროპარლამენტი და საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის რეგულაცია (EU) No 1025/2012 ევროპულ სტანდარტიზაციაზე, რომელსაც შესწორება შეაქვს საბჭოს დირექტივებში 89/686/EEC და 93/15/EEC და ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივებში 94/9/EC, 94/25/EC, 95/16/EC, 97/23/EC, 98/34/EC, 2004/22/EC, 2007/23/EC, 2009/23/EC და 2009/105/EC და აუქმებს საბჭოს დირექტივას 87/95/EEC და ევროპარლამენტის და საბჭოს გადაწყვეტილებას No 1673/2006/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 316, 14.11.2012, გვ. 12);
13 ევროპარლამენტის და საბჭოს 2011 წლის 16 თებერვლის რეგულაცია (EU) No 182/2011, რომელიც აყალიბებს წევრი სახელმწიფოების მიერ კომისიის საიმპლემენტაციო უფლებამოსილების განხორციელებაზე კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებულ წესებს და ზოგად პრინციპებს (ოფიციალური ბიულეტენი, L 55, 28.02.2011, გვ. 13);
14 ოფიციალური ბიულეტენი C 369, 17.12.2011, გვ. 14;
15 ევროპარლამენტის და საბჭოს 2002 წლის 7 მარტის დირექტივა 2002/21/EC ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ (ჩარჩო დირექტივა) (ოფიციალური ბიულეტენი, L 108, 24.04.2002, გვ. 33);
16 საბჭოს 1996 წლის 22 დეკემბრის დირექტივა 96/98/EC საზღვაო მოწყობილობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 46, 17.02.1997, გვ. 25);
17 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 20 თებერვლის რეგულაცია (EC) No 216/2008 სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთო წესების შესახებ, რომელიც აყალიბებს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ჩამოყალიბებისა და აუქმებს ევროპის საბჭოს დირექტივას 91/670/EEC, რეგულაციას 1592/2002, და დირექტივას 2004/36/EC დირექტივის გაუქმების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 79, 19.03.2008, გვ. 1);
18 მწარმოებლისთვის ნებაყოფლობითია ევროპის კავშირის შესაბამისობის დეკლარაციისათვის ნომრის მინიჭება. არ არის სავალდებულო შესაბამისობის შესახებ ევროპის კავშირის დეკლარაციისთვის ნომრის მინიჭება.
დოკუმენტის კომენტარები