„2017 წლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2017 წლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016279
175
31/03/2017
ვებგვერდი, 07/04/2017
010250050.35.157.016279
„2017 წლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №175

2017 წლის 31 მარტი

ქ. თეთრიწყარო

 

„2017 წლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-8 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №167 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04/01/2017, სარეგ. კოდი: 190020020.35.157.016241) დამტკიცებულ დანართში „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა.“:
1. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს მათთვის მატერიალური დახმარების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. დახმარების გაცემის აუცილებელი პირობაა მოქალაქეს (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა) ჰქონდეს მინიმუმ ბოლო ერთი წლის რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება ხდება ბენეფიციარის მიერ სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოდან წარმოდგენილი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი  უფლებამოსილია თავად გამოითხოვოს ინფორმაცია სათანადო უწყებიდან)“.

2. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს   რედაქციით:

„მუხლი 3. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:

ა) ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება, (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, ან/და სხვა დაზღვევა), პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;

ბ) მშობიარეთა თანადაფინანსება;

გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა;

დ) ნატურალური პროდუქტის სახით გაცემული სოციალური დახმარება;

ე) C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო პროცედურების თანადაფინანსება.“.

3. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის, დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ (ოჯახის წევრმა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ;

გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ვ) დამატებითი სახის დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.“.

4. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

1. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“.

5. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. დახმარების გაცემის წესი

ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები გაიცემა ყოველთვიურად, სოციალური დახმარებების გამცემი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.“.

 

6. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება

1. თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;

გ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

4. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: ა) მეუღლე, ბ) მშობელი, გ) შვილი (გერი), დ) და-ძმა, ე) ბებია-პაპა, ვ) კანონიერი მეურვე.“.

7. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. აღნიშნული დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

4. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთი საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირები.“.

8. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს  100 (ასი)  ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის წევრია;

დ) ხანდაზმული პირის საბანკო რეკვიზიტი.“.

9. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ფენილკეტონურიით დაავადებული (ეს ის კონტინგენტია, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიეტის დაცვას და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას) ბენეფიციარის დახმარების მიზნით, დაფინანსება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული სრულწლოვანი მოქალაქის ან მეურვის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“.

10. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I-ლი კურსის (გარკვეული კატეგორიის) სტუდენტების ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. ერთჯერადი ფულადი დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, 500 ლარის ოდენობით, გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, 23 წლამდე ასაკის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსზე ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) სტუდენტს სოციალურად დაუცველი (70 000- მდე ქულა) მრავალშვილიანი (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახიდან;

ბ) დედით ან მამით, ან დედ-მამით ობოლ სტუდენტს.

2. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან უფლებამოსილმა პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლისა ან/და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვებუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვებუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;

ე) დაბადების მოწმობების ასლები (თუ ოჯახი მრავალშვილიანია);

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“.

11. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14 . დედით ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება

1. დედით ან მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა სრულწლოვანმა პირმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლის (დედის ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: ა) მშობელი, ბ) სრულწლოვანი და ან ძმა, გ) ბებია, პაპა და ოჯახის სხვა წევრი.“.

12. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი

1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი; დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არა უმეტეს 200 ლარისა;

2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“.

13. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება

1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე ან მისი ოჯახის წევრზე, წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;

2. დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირმა ან მისი  ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის/ დაბადების მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ვ) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.“.

14. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში)

1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მარტოხელა მშობელს;

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;

3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“.

15. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და დიალიზზე მყოფ პირთა დახმარება

1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს, წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.“.

16. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ფულადი დახმარების გაცემის წესი

წინამდებარე პროგრამის III თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეთა ოჯახზე გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი კომისიის დასკვნის საფუძველზე (გარდა მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-15 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).“.

17. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ურგენტული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა ან/და სხვა დაზღვევა), პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით:

1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა ან/და სხვა დაზღვევა) განისაზღვროს:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, დასაფინანსებელი თანხის  100 %-მდე, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა;

ბ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში დასაფინანსებელი თანხის არაუმეტეს 80%, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა.

2. მშობიარეთა თანადაფინანსება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად;

4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.

5. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV–100/ა) და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდანж

ე) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია.“.

18. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამიდან“ ამოღებული იქნეს 22-ე მუხლი.
19. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 23-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა.

1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, ცხელი სადილის ადგილზე მომხმარებელ, იმ სრულწლოვან ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57000-ს (არაუმეტეს 85 ბენეფიციარი კალენდარული წლის განმავლობაში), და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს (არაუმეტეს 350 ბენეფიციარი კალენდარული წლის განმავლობაში).

2. ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო“ უფასო კვებით უზრუნველყოფს უკიდურესად მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის ორ კატეგორიას: ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 57000-ისა ყოველდღიურად ცხელი სადილით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები იმ ოჯახების თითოეულ წევრს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს საკვები პროდუქტებით თვეში ერთხელ.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);

გ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი.“.

20. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„მუხლი 24. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები C ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარის გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურებისათვის აუცილებელი თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით.

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ფორმა №100;

3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, სოციალური დახმარების გამცემი  კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.“.

21. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. დახმარების გაცემის წესი

IV თავში გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან (გარდა 23-ე მუხლისა), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე კალენდარული წლის განმავლობაში, სოციალური დახმარებების გამცემი კომისიის დასკვნის საფუძველზე, გაიცემა მხოლოდ ერთ-ერთი სახის დახმარება, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.“.

22. „2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები

1. ერთჯერადი ფულადი დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, არაუმეტეს 200 ლარისა, გაეწევა ოჯახებს, რომლებიც იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ გასაჭირში, დახმარების გაცემის პერიოდში ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულ ვერცერთი მუხლის მოთხოვნებს და არ უსარგებლიათ 21-ე, 22-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარებებით.

2. დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს.

3. დახმარების მისაღებად სრულწლოვანმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) საბანკო რეკვიზიტი;

დ) სხვა დოკუმენტები, კომისიის გადაწყვეტილებით.

4. აღნიშნული სახის დახმარება განხორციელდება სოციალური დახმარების გამცემი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.

5. გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც შეიძლება დადგეს სიცოცხლისათვის სავალალო შედეგები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეიძლება გაიცეს დახმარება როგორც უფასო კვებით უზრუნველყოფის სახით, ასევე  სამედიცონო მომსახურების დაფინანსება და ერთჯერადი ფულადი დახმარება 800 ლარიდან 3000 ლარამდე (სოციალური დახმარების ზედა ზღვარი), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარებების გამცემი  კომისიის წარდგინებით, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის (განკარგულების) შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე