სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლისათვის გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 64/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017318
64/ნ
06/04/2017
ვებგვერდი, 07/04/2017
040030000.22.022.017318
სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლისათვის გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლისათვის გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №64/ნ

2017 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლისათვის გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, 112, 26/09/2005) დანართი 2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ქალაქ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე, გარდაცვლილი საერო პირის გიორგი ლომაძის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის 448 ბრძანებით (სსმ, 112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ 2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ქალაქ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-19 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

19

გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლა

სოფ. ლესა

დაწ.-საბ.საშ.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა