„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016473
21
05/04/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
280120000.22.026.016473
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №21

2017 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ, №134, 27/09/2007, სარეგისტრაციო კოდი: 280.120.000.22.026.010.857) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 401 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი  შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, თუ მათ მიმართ გათავისუფლებამდე/დათხოვნამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება შესაბამისი დახმარების გაცემის შესახებ ან სამინისტროდან გაცემულ იქნა საგარანტიო წერილი (წერილობითი დაპირება) მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის მკურნალობის ანაზღაურების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 10 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია