დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (29/12/2014 წ. სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.150.016073) | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.150.016118 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (29/12/2014 წ. სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.150.016073)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №
28 დადგენილებით (29/12/2014 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.150.016073) დამტკიცებულ გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მეხუთე პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა“. საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას. |
2.
1. დებულების მე-6 მუხლის მეხუთე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ“. საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოთა დებულებებს. |
3.
1. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.თ“. ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს, თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. |
4.
1.დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ვ“. არაუგვიანეს თებერვლის თვისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
5.
1.დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ“. საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ. ამ კანონის შესაბამისად კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; |
6.
1. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დებულებას დაემატოს „ე.ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით:
„ე.ვ1“. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით (უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით). |
7.
1.დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ“. ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური. |
8.
1. დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო სიტყვები –
„თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეფასება“ ამოღებული იქნეს;
|
9.
1. დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები: „თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადება, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შეფასება“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები