„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N26 დადგენილებაში (010250040.35.150.016071) ცვლილების შეტანის შესახებ

„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N26 დადგენილებაში (010250040.35.150.016071) ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.150.016117
11
03/04/2017
ვებგვერდი, 06/04/2017
010250040.35.150.016117
„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N26 დადგენილებაში (010250040.35.150.016071) ცვლილების შეტანის შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 3 აპრილი

სოფ. წეროვანი

 

„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის 26 დადგენილებაში (010250040.35.150.016071) ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეექვსე, მეშვიდე და მერვე პუნქტების საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის 26 დადგენილებაში (010250040.35.150.016071) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. 1. საკრებულოს რეგლამენტიდან ამოღებული იქნეს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტები და მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მთლიანად;
2. 1. საკრებულოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში „მომდევნო სამუშაო დღე“ შეიცვალოს „მომდევნო ორშაბათით“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ორშაბათს (ხოლო, თუ ორშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო ორშაბათს).“;

3. 1. საკრებულოს რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტს დაემატოს: „აგრეთვე აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“.

4. 1. საკრებულოს რეგლამენტის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკრებულოს კომისიებია:

ა) სამანდატო, საპროცედურო საკითხთა  და ეთიკის კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;

გ) სოციალურ საკითხთა კომისია;

დ) ქონების მართვის და გარემოს დაცვის.“.

5. 1. საკრებულოს რეგლამენტის 47-ე მუხლის პირველ პუნქტში „მომდევნო სამუშაო დღე“ შეიცვალოს „მომდევნო ორშაბათით“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ორშაბათს (თუ ორშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო ორშაბათს)“. საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი