დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.150.016116 |
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
|
| მუხლი 2 |
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს
№17 დადგენილება
(010250020.35.150.000518) გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულება მუხლი 1. მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულუტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორცილებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით, ხოლო საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით და საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებასა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის კოორდინაციას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების მუშაობის კოორდინაციას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. საჯარო მოხელის ფუნქციები განათლების დარგში 1. საჯარო მოხელე განათლების დარგში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების ზედამხედველობას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5. საჯარო მოხელის ფუნქციები კულტურის დარგში 1. საჯარო მოხელე კულტურის დარგში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6. საჯარო მოხელის ფუნქციები ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის დარგში 1. საჯარო მოხელე ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის დარგში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7. დებულების ძალაში შესვლა ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები