დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 459 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 22/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №459
2004 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 09.09.2004 წ., №98, მუხ. 837) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოპეის კომიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოლოგიის კომიტეტის სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის შექმნას კომისია, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 29 ოქტომბრისა.“;
ბ) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 29 ოქტომბრიდან.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები