„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016241
8
31/03/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
010250020.35.139.016241
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2017 წლის 31 მარტი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2014 010250020.35.139.016138)   და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ.) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს მიერ  დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ.“ .

2.  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ.) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ.“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

"დ.გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;".

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს  „დ.დ“ ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ.დ1“  ქვეპუნქტი:

„დ.დ1) უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.“. 

5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „დ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

"დ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;".

6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „დ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

"დ.) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;"

7. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის   „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს „დ.მ“, „დ.ნ“, „დ.ო“ და „დ.პ“  ქვეპუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"დ.) უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებისათვის სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადებას, მიმართვას შესაბამისი ორგანოებისადმი ან თავისი ბრძანებით ახდენს აღნიშნული უფლებამოსილების უშუალო განმახორციელებლის განსაზღვრას;

.) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას. როგორც პარტნიორი/აქციონერი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პარტნიორის/აქციონერის სხვა უფლებამოსილებებს;                                                      

.) ახორციელებს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს. როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

დ.პ) როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ,  მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, ითანხმებს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტინგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს."

8. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს  „ე.ვ1“ ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე.ვ2“  ქვეპუნქტი:

"ე.ვ2) განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა წრეს."

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე