დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100100010.22.038.016793 |
|
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17.05.2013, 100100010.22.038.016044) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას (დანართი №191); ვ) ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის ფორმას (დანართი №192).“. 2. წესს მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ფსიქოლოგის მიერ ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოების წესი 1. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას აწარმოებს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ფსიქოლოგი (შემდგომში – ფსიქოლოგი). 2. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოებისას ფსიქოლოგი ხელმძღვანელობს პროფესიული ეთიკით და მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 3. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის წარმოება სავალდებულოა ფსიქოლოგის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ყოველი შეხვედრის შემდგომ. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის შევსება სავალდებულოა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებიდან გამომდინარე. 5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას ავსებს ფსიქოლოგი. აღნიშნული ფორმის შევსება სავალდებულოა, როცა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მისი რეფერირება ფსიქოლოგიურ სერვისში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა უნდა შეივსოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ჩატარებული პირველი სესიის შემდეგ, ინდივიდუალური (კონკრეტული ბენეფიციარის) საჭიროებიდან გამომდინარე. 6. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა არ წარმოადგენს პირად საქმეში შესატან დოკუმენტაციას. 7. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა პირად საქმეს დაერთვის მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის ან პირადი საქმის დაარქივების შემთხვევაში. 8. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის სამმართველოში ან სხვა დაწესებულებაში გადასაგზავნი ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა პირად საქმეს დაერთვის დალუქულ მდგომარეობაში. 9. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა ინახება დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ოთახში სათანადოდ დალუქულ რკინის კარადაში და მისი გაცნობისა და შესაბამისი ამონაწერის გაკეთების უფლება აქვთ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №221-ით განსაზღვრულ პირებს.“. 3. წესს დანართი №19-ის შემდეგ დაემატოს დანართი №191 და დანართი №192 თანდართული რედაქციით. 4. წესს დანართი №22- ის შემდეგ დაემატოს დანართი №221 თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები