„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016794
36
04/05/2017
ვებგვერდი, 05/05/2017
100110000.22.038.016794
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №36

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/01/2016, 100110000.22.038.016595) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-9 მუხლს „დ" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოებას (დანართი №23);

ვ) ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის ფორმის წარმოებას (დანართი N24).“.

2. წესს მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

მუხლი 131. დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ფსიქოლოგის მიერ ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოების წესი

1. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას აწარმოებს დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ფსიქოლოგი (შემდგომში – ფსიქოლოგი).

2. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოებისას ფსიქოლოგი ხელმძღვანელობს პროფესიული ეთიკით და მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

3. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის წარმოება სავალდებულოა ფსიქოლოგის არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ყოველი შეხვედრის შემდგომ.

4. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის შევსება სავალდებულოა, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებიდან გამომდინარე.

5. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას ავსებს ფსიქოლოგი. აღნიშნული ფორმის შევსება სავალდებულოა, როცა არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მისი რეფერირება ფსიქოლოგიურ სერვისში. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა, უნდა შეივსოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ჩატარებული პირველი სესიის შემდეგ, ინდივიდუალური (კონკრეტული ბენეფიციარის) საჭიროებიდან გამომდინარე.

6. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა არ წარმოადგენს პირად საქმეში შესატან დოკუმენტაციას.

7. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა პირად საქმეს დაერთვის მხოლოდ არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის ან პირადი საქმის დაარქივების შემთხვევაში.

8. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის სამმართველოში ან სხვა დაწესებულებაში გადასაგზავნი ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა პირად საქმეს დაერთვის დალუქულ მდგომარეობაში.

9. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა ინახება დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ოთახში სათანადოდ დალუქულ რკინის კარადაში და მისი გაცნობისა და შესაბამისი ამონაწერის გაკეთების უფლება აქვთ ამ ბრძანების დანართი №211-ით განსაზღვრულ პირებს.“.

3. წესის დანართ №21-მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და მოსამსახურეები.“.

4. წესს დანართი 21-ის შემდეგ დაემატოს დანართი 211 თანდართული რედაქციით.

5. წესს დანართი 22 -ის შემდეგ დაემატოს დანართი 23 და დანართი 24 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი