წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.104.016303
8
31/03/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
200140030.35.104.016303
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2017 წლის 31 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ 2017 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge., 02/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010140030.35.104.016298) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილება.“.
მუხლი 2
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 მარტის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,14/03/2017წ, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.104.016300) შეტანილ იქნეს ცვლილება და მისი სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მუხლი 3
.
1. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების:
ა) 1-ლი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 2 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;
ბ) მე-2 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია