„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.019881
172
31/03/2017
ვებგვერდი, 03/04/2017
340080000.10.003.019881
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №172

2017 წლის 31 მარტი

 ქ. თბილისი

 

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის       მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2015 340080000.10.003.018847) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თაფლის საწურების (ციბრუტების), თაფლის შესანახი ავზების, ფიჭის ასათლელი დანის ელექტროგამაცხელებლით, ფიჭის ანათლის ავზისა და ელექტროდენის ძაბვის გადამყვანის 220V-დან 12V-ზე მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 200, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − არანაკლებ 400 ფუტკრის სკა;“.

2.  მე-7 მუხლ პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„კ) პრეტენდენტს, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და თაფლის შესანახი ავზი, განმეორებით იმავე აღჭურვილობის მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 400, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − არანაკლებ 800 ფუტკრის სკა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი