„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 17/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016729
228
03/04/2017
ვებგვერდი, 03/04/2017
040150000.22.027.016729
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №228

2017 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 04/05/2016, 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საინფორმაციო სამსახური;“;

ბ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ)  „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) პროექტების მართვისა და  გაყიდვების სამსახური.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) ავტორიზებულ პირთა სწავლებისათვის საჭირო მასალების მომზადება, სასწავლო  ღონისძიებების ჩატარება/ორგანიზება და უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ავტორიზებული პირების შესაბამისი ინსტრუქციებით უზრუნველყოფა;“. 

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სააგენტოს მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის  მიზნით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, დასახლებებსა და დასახლებების უბნებში მომსახურების პუნქტების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობა;“.

5. 25-ე და 26-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

მუხლი 291. პროექტების მართვისა და  გაყიდვების სამსახური

1. სამსახურის მიზანია სააგენტოში ახალი  პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და მათი მიმდინარეობის კოორდინაცია/მონიტორინგი, აგრეთვე სააგენტოს სერვისების განვითარება და პოპულარიზაცია.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ახალი პროდუქტების გაყიდვის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) შემოსავლის გენერირების მიზნით, სააგენტოს პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ) ახალი მომსახურების დანერგვა, აგრეთვე არსებული მომსახურების დახვეწა;

დ) ახალი პროექტების დაგეგმვა, მათი მიზნების განსაზღვრა, განხორციელების ზედამხედველობა  და  შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;

ე) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების ინიციირება, მიმდინარე პროექტების კოორდინაცია/მონიტორინგი;

ვ) პროექტების ფინანსური ხარჯების შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ზ) პროექტის დადგენილ ვადაში განხორციელების უზრუნველყოფა;

თ) პროექტების თაობაზე პრეზენტაციის/მოხსენების მომზადება;

ი) მომსახურების გამარტივების მიზნით, სახელმწიფო და კერძო სექტორებთან  თანამშრომლობა,  მათთან მემორანდუმების/ხელშეკრულებების გაფორმება, დადებული მემორანდუმების/ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;

ავტორიზებული პირებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების შესრულების  ზედამხედველობა;

ლ) მომსახურების პროცესის დაკვირვება, არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების მოძიება;

მ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ნ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე