ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის დადგენილი კონკრეტული ჰიგიენის წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციაში (EC) No 853/2004 შეტანილი შესწორებები (ევროპის გაერთიანების ოფიციალური ბიულეტენი, L 139, 2004 წლის 30 აპრილი)

ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის დადგენილი კონკრეტული ჰიგიენის წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციაში (EC) No 853/2004 შეტანილი შესწორებები (ევროპის გაერთიანების ოფიციალური ბიულეტენი, L 139, 2004 წლის 30 აპრილი)
დოკუმენტის ნომერი 853/2004
დოკუმენტის მიმღები ევროპარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2004
დოკუმენტის ტიპი რეგულაციები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
853/2004
29/04/2004
ვებგვერდი, 31/03/2017
ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის დადგენილი კონკრეტული ჰიგიენის წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციაში (EC) No 853/2004 შეტანილი შესწორებები (ევროპის გაერთიანების ოფიციალური ბიულეტენი, L 139, 2004 წლის 30 აპრილი)
ევროპარლამენტი

ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის დადგენილი კონკრეტული ჰიგიენის წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციაში (EC) No 853/2004 შეტანილი შესწორებები

(ევროპის გაერთიანების ოფიციალური ბიულეტენი, L 139, 2004 წლის 30 აპრილი)

რეგულაცია (EC) No 853/2004 უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) No 853/2004 ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის დადგენილი კონკრეტული ჰიგიენის წესების შესახებ

ევროპარლამენტმა და ევროპის კავშირის საბჭომ,

ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად ამ ხელშეკრულების 154(4)(b)-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების გათვალისწინებით1,

ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით2,

რეგიონების კომიტეტთან შეთანხმებით,

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლით დადგენილი საკანონმდებლო პროცედურის შესაბამისად3,

ვინაიდან:

(1) რეგულაციის (EC) No 853/20044 შესაბამისად, ევროპარლამენტი და საბჭო ადგენს საერთო წესებს სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ.

(2) ზოგიერთი სახის საკვები პროდუქტი შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ამდენად მოითხოვოს სპეციალური ჰიგიენური წესების შემუშავება. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ცხოველური წარმოშობის სურსათს, რომელშიც მიკრობიოლოგიური და ქიმიური საფრთხეები ხშირად დასტურდება.

(3) საერთო აგრარული პოლიტიკის კონტექსტში მოხდა მრავალი დირექტივის შემუშავება, რომელთა საშუალებითაც შესაბამისად განისაზღვრა პროდუქციის წარმოებისა და განთავსებისათვის საჭირო ჯანმრთელობის სპეციალურ წესები, რომლებიც ჩამოთვლილია დამფუძნებელი ხელშეკრულების I დანართში. აღნიშნულმა ჯანმრთელობის წესებმა შეამცირა პროდუქტთან დაკავშირებული სავაჭრო ბარიერები, წვლილი შეიტანა შიდა ბაზრის შექმნის საქმეში და უზრუნველყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონე.

(4) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით, აღნიშნული წესები მოიცავს საერთო პრინციპებს, კერძოდ კი, მწარმოებლებისა და უფლებამოსილი ორგანოების პასუხისმგებლობებს, საწარმოსადმი სტრუქტურულ, საოპერაციო და ჰიგიენურ მოთხოვნებს, საწარმოთა დამტკიცების პროცედურებს, პროდუქციის შენახვის, ტრანსპორტირების და ჯანმრთელობის ნიშანდების მოთხოვნებს.

(5) მოცემული პრინციპები ქმნიან ცხოველური წარმოშობის სურსათის საერთო ჰიგიენურ ბაზას, რომელიც იძლევა არსებული დირექტივების გამარტივების საშუალებას.

(6) სასურველია შემდგომი გამარტივების მიღწევა ცხოველური წარმოშობის ყველა სურსათთან მიმართებაში, შესაბამის შემთხვევებში იმავე წესების გამოყენების გზით.

(7) რეგულაციის (EC) No 852/2004 მოთხოვნით გათვალისწინებული შემთხვევები, როდესაც სურსათის ბიზნესოპერატორები ახორციელებენ პირველადი წარმოების, შემდგომი წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპს და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და ვალდებულნი არიან დანერგონ, განახორციელონ და შეასრულონ საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების სისტემით (HACCP) განსაზღვრული პროცედურები, ასევე იძლევა პროცესის გამარტივების საშუალებას.

(8) აღნიშნული ელემენტების თავმოყრა ასაბუთებს იმ სპეციალური ჰიგიენური წესების განახლებას, რომელსაც შეიცავს არსებული დირექტივები.

(9) წესების განახლების მთავარ ამოცანებს წარმოადგენს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით მომხმარებლის დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფა, კერძოდ კი უზრუნველყოფს გაერთიანების ტერიტორიაზე სურსათის ბიზნესოპერატორების დაქვემდებარებას ერთი და იმავე წესებისადმი, და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შიდა ბაზარის სათანადო ფუნქციონირებას და, აქედან გამომდინარე, წვლილი შეაქვს საერთო აგრარული პოლიტიკის მიზნების მიღწევაში.

(10) აუცილებელია შესრულდეს და საჭიროების შემთხვევაში გამკაცრდეს დეტალური ჰიგიენური მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებლის სათანადო დაცვა.

(11) გაერთიანების წესები არ ვრცელდება პირველად წარმოებაზე, რომელიც განკუთვნილია შიდა მოხმარებისათვის ან ოჯახური წესით წარმოების, დამუშავების ან შენახვის სურსათზე, რომელიც განკუთვნილია საოჯახო მოხმარებისათვის. გარდა ამისა, შემთხვევებში, როდესაც ხდება პირველადი პროდუქტების მცირე რაოდენობით ან გარკვეული სახეობის ხორცის თავად სურსათის მწარმოებლის მიერ მიწოდება საბოლოო მომხმარებლისათვის ან ადგილობრივი საცალო ვაჭრობის დაწესებულებისათვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა უნდა მოხდეს ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის მჭიდრო ურთიერთობის გამო.

(12) რეგულაციის (EC) No 852/2004 მოთხოვნები ძირითადად საკმარისია სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად საცალო ვაჭრობის პუნქტებში, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის პირდაპირ მიყიდვას ან მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის. წინამდებარე რეგულაცია ზოგადად გამოყენებულ უნდა იქნეს საბითუმო საქმიანობისათვის (რაც გულისხმობს, საცალო ვაჭრობის პუნქტის მიერ ცხოველური წარმოშობის სურსათის სხვა სავაჭრო პუნქტისათვის მიწოდების ოპერაციებს). მიუხედავად აღნიშნულისა, წინამდებარე რეგულაციით დადგენილი კონკრეტული ტემპერატურული რეჟიმების გარდა, რეგულაციის (EC) No 852/2004 მოთხოვნები აკმაყოფილებს იმ საბითუმო საქმიანობებს, რომელიც მოიცავს მხოლოდ შენახვასა და ტრანსპორტირებას.

(13) წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ მოქმედების თავისუფლება, რათა განავრცონ ან შეზღუდონ წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნების გამოყენება საცალო ვაჭრობისთვის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა მათ შეიძლება შეზღუდონ აღნიშნული მოთხოვნების გამოყენება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ რეგულაციის (EC) No 852/2004 მოთხოვნები საკმარისია სურსათის ჰიგიენის მიზნების მისაღწევად და როდესაც ცხოველური წარმოშობის სურსათის მიწოდება ერთი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მეორე საწარმოსთვის წარმოადგენს მარგინალურ, ადგილობრივ და შეზღუდულ საქმიანობას. შესაბამისად აღნიშნული მიწოდება უნდა წარმოადგენდეს საწარმოს საქმიანობის მხოლოდ მცირე ნაწილს; დაწესებულებები, რომლებისთვისაც ხდება სურსათის მიწოდება, უნდა მდებარეობდეს მიმწოდებელ საწარმოსთან უშუალო სიახლოვეში; მიწოდება კი უნდა ეხებოდეს მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქტს ან საწარმოს.

(14) ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-10 მუხლის მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა სათანადო ზომა, რათა უზრუნველყონ სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ წინამდებარე რეგულაციით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

(15) სურსათის მიკვლევადობა სურსათის უვნებლობის გარანტიის არსებით ელემენტს წარმოადგენს. რეგულაციის (EC) No 178/20025 საერთო წესებთან შესაბამისობასთან ერთად, სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმ საწარმოებზე, რომელთა დამტკიცება უნდა მოხდეს წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად, ვალდებული არიან უზრუნველყონ, რომ ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს, რომელსაც ისინი ბაზარზე განათავსებენ ჰქონდეს ჯანმრთელობის ნიშანდება ან საიდენტიფიკაციო ნიშანი.

(16) გაერთიანების ტერიტორიაზე იმპორტირებული სურსათი უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციის (EC) No 178/2002 საერთო მოთხოვნებს, ან უნდა აკმაყოფილებდეს გაერთიანების წესების ეკვივალენტურ წესებს. წინამდებარე რეგულაცია განსაზღვრავს სპეციალურ ჰიგიენურ მოთხოვნებს ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის, რომელიც იმპორტირებულია ევროპის კავშირში.

(17) წინამდებარე რეგულაციის მიღებამ არ უნდა შეამციროს დაცვის დონე, რომელიც უზრუნველყოფილია ფინეთისა და შვედეთისთვის გაერთიანებაში შესვლისას შეთანხმებული დამატებითი გარანტიებით და დამოწმებულია კომისიის გადაწყვეტილებებით 94/968/EC6, 95/50/EC7, 95/160/EC8, 95/161/E9 და 95/168/EC10, და საბჭოს გადაწყვეტილებებით 95/409/EC11, 95/410/EC12 და 95/411/EC13. მან უნდა დააწესოს გარდამავალი პერიოდისათვის გარანტიების მინიჭების წესი ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის, რომელსაც აქვს დამტკიცებული ეროვნული კონტროლის პროგრამა, რომელიც ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტთან დაკავშირებით, ფინეთისა და შვედეთისათვის დამტკიცებული გარანტიების ეკვივალენტურია. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 17 ნოემბრის რეგულაცია (EC) No 2160/2003 სალმონელასა და სხვა სპეციფიკური საკვები ზოონოზური აგენტების შესახებ14, უზრუნველყოფს მსგავს პროცედურებს ცოცხალ ცხოველებთან და საინკუბაციო კვერცხთან დაკავშირებით.

(18) მიიჩნევა, რომ რეგულაციით დადგენილი სტრუქტურული და ჰიგიენური მოთხოვნები უნდა შეეხოს ყველა ტიპის საწარმოს, მცირე ბიზნესისა და მობილური სასაკლაოების ჩათვლით.

(19) საჭიროა მოქნილობის შენარჩუნება, რათა შესაძლებელი გახდეს ტრადიციული მეთოდებით უწყვეტად სარგებლობა სურსათის წარმოების, გადამუშავების თუ დისტრიბუციის ნებისმიერ საფეხურზე და საწარმოების სტრუქტურულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოქნილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან განსაკუთრებულ გეოგრაფიულ შეზღუდვებს, მათ შორის ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 299(2)-ე მუხლში მოხსენიებული განაპირა რეგიონების ჩათვლით. თუმცა მოქნილობამ არ უნდა მოახდინოს საკვები ჰიგიენის მიზნების კომპრომეტირება. ამასთანავე, ვინაიდან ყველა საკვები პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ჰიგიენური წესების შესაბამისად, ჩვეულებრივ, თავისუფალ მიმოქცევაშია გაერთიანების მთელ ტერიტორიაზე, პროცედურა, რომელიც მოქნილობის საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე. საჭიროების შემთხვევაში, მან უნდა უზრუნველყოს უთანხმოების გადაჭრა, პრობლემის განხილვა რეგულაციით (EC) No 178/2002 დადგენილი კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედ კომიტეტში და საშუალება მისცეს კომისიას მოახდინოს პროცესის კოორდინირება და სათანადო ზომების გატარება.

(20) მექანიკურად განცალკევებული ხორცის (MSM) განმარტება უნდა იყოს ზოგადი და მოიცავდეს მექანიკური განცალკევების ყველა მეთოდს. სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება ამ სფეროში გულისხმობს, რომ მართებულია მოქნილი დეფინიციის გამოყენება. მექანიკურად განცალკევებული ხორცის (MSM) ტექნიკური მოთხოვნები უნდა განსხვავდებოდეს და დამოკიდებული იყოს სხვადასხვა მეთოდის შედეგად მიღებულ პროდუქტთან დაკავშირებულ რისკის შეფასებაზე.

(21) არსებობს ურთიერთქმედება სურსათის ბიზნესოპერატორებს შორის, ცხოველის საკვების სექტორის ჩათვლით, და კავშირი ცხოველთა ჯანმრთელობის, ცხოველთა კეთილდღეობის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გათვალისწინებას შორის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. აღნიშნული მოითხოვს ადეკვატურ კომუნიკაციას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის სასურსათო ჯაჭვის მასშტაბით პირველადი წარმოებიდან საცალო გაყიდვამდე.

(22) ნანადირევი გარეული ცხოველისა და ფრინველის გაერთიანების ბაზარზე განთავსებისათვის საჭირო ინსპექტირების უზრუნველსაყოფად, ნანადირევი ცხოველის ტანხორცი ან შინაგანი ორგანოები უნდა იქნეს წარდგენილი ოფიციალური დაკვლისშემდგომი ინსპექტირებისათვის ნანადირევის გადამამუშავებელ საწარმოში. თუმცა, ნადირობის გარკვეული ტრადიციების შესანარჩუნებლად სურსათის უვნებლობის შეუზღუდავად, მართებულია იმ მონადირეთა შესაბამისად მომზადება, რომლებიც ახდენენ ნანადირევის ბაზარზე განთავსებას ადამიანის მიერ მოხმარებისათვის. აღნიშნული საშუალებას მისცემს მონადირეებს უზრუნველყონ ნანადირევის საწყისი შემოწმება ადგილზე. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაატარებენ საწყის შემოწმებას და დაადგენენ, რომ ნანადირევს არ აღენიშნება არავითარი ანომალია ან საფრთხე, ისინი არ არიან ვალდებულნი ჩააბარონ ნანადირევის მთლიანი ტანხორცი ნანადირევის გადამამუშავებელ საწარმოში დაკვლისშემდგომი შემოწმებისათვის. თუმცა წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ დააწესონ მკაცრი წესები საკუთარ ტერიტორიაზე კონკრეტული რისკის გათვალისწინებით.

(23) წინამდებარე რეგულაციამ უნდა დააწესოს კრიტერიუმები ნედლი რძისათვის, მის ბაზარზე გასატანად საჭირო ახალი მოთხოვნების მიღებამდე. აღნიშნული კრიტერიუმები წარმოადგენს ნომინალურ ღირებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს, რომ ფასების გადაჭარბების შემთხვევაში, ბიზნესოპერატორებმა უნდა გაატარონ მაკორექტირებელი ზომები და შეატყობინონ უფლებამოსილ ორგანოებს. აღნიშნული კრიტერიუმები არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ მაჩვენებელს, რომლის ზემოთაც რძის განთავსება აკრძალულია ბაზარზე. აღნიშნული გულისხმობს, რომ გარკვეულ ვითარებაში, ნედლი რძე, რომელიც სრულად ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეიძლება უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, სათანადო ზომების მიღების შემთხვევაში. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილ ნედლ რძესა და ნაღებთან დაკავშირებით მართებულია, რომ წევრ სახელმწიფოებს შეეძლოთ შეინარჩუნონ ან დააწესონ ჯანმრთელობის დაცვის სათანადო ზომები საკუთარ ტერიტორიებზე წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

(24) რძის პროდუქტების საწარმოებლად გამოყენებული ნედლი რძისათვის დაწესებული კრიტერიუმები სამჯერ უნდა აღემატებოდეს ფერმაში წარმოებული რძისათვის დაწესებულ კრიტერიუმებს. გადამუშავებული რძის პროდუქტების საწარმოებლად გამოყენებული ნედლი რძისათვის დაწესებული კრიტერიუმები წარმოადგენს აბსოლუტურ ღირებულებას, ხოლო ფერმაში წარმოებული რძის – საშუალოს. წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებით განსაზღვრული ტემპერატურა არ უნდა აფერხებდეს ბაქტერიულ ზრდას ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს.

(25) მიმდინარე წესების განახლება გულისხმობს, რომ არსებული ჰიგიენური წესები შესაძლოა გაუქმდეს, რაც ხორციელდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 აპრილის დირექტივით 2004/41/EC, რომელიც აუქმებს ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის გარკვეული პროდუქტების წარმოებისა და ბაზარზე გატანისათვის დაწესებული სურსათის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის პირობების შესახებ15 კონკრეტულ დირექტივებს.

(26) ამასთანავე, წინამდებარე რეგულაციის წესები კვერცხის შესახებ ანაცვლებს საბჭოს 1994 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებას 94/371/EC, რომელიც ადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონკრეტულ პირობებს გარკვეული სახის კვერცხის ბაზარზე განთავსებისათვის16 და აუქმებს საბჭოს დირექტივის 92/118/EEC17 II დანართს.

(27) გაერთიანების კანონმდებლობა სურსათის ჰიგიენის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო რეკომენდაციებს. ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა კონსულტაციების გავლა ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოსთან.

(28) ტექნიკური და მეცნიერული პროგრესის გათვალისწინებით, მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს შორის კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომიტეტის მეშვეობით.

(29) წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნები არ მოქმედებს, სანამ საკვების ჰიგიენის შესახებ ახალი კანონის ყველა ნაწილი არ შევა ძალაში. ასევე მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს 18 თვის ინტერვალი ახალი წესების ძალაში შესვლასა და მათ გამოყენებას შორის, რათა საწარმოებს მიეცეთ ადაპტირების შესაძლებლობა.

(30) წინამდებარე რეგულაციების განხორციელებისათვის აუცილებელი ზომები მიღებულ უნდა იქნეს საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 1999/468/EC შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს კომისიისათვის მინიჭებული საიმპლემენტაციო უფლებამოსილებით სარგებლობის წესებს18.

მიიღო წინამდებარე რეგულაცია:

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

მოქმედების სფერო

1. წინამდებარე რეგულაცია ადგენს სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის სპეციალურ ჰიგიენურ წესებს ცხოველური წარმოშობის სურსათის შესახებ. მოცემული წესები ავსებს რეგულაციით (EC) No 852/2004 დადგენილ წესებს. ისინი ვრცელდება ცხოველური წარმოშობის დაუმუშავებელ და დამუშავებულ პროდუქტებზე.

2. თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება იმ სურსათზე, რომელიც შეიცავს მცენარეული წარმოშობის პროდუქტებსა და ცხოველური წარმოშობის დამუშავებულ პროდუქტებს. თუმცა ცხოველური წარმოშობის დამუშავებული პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ამგვარი სურსათის დასამზადებლად, უნდა იქნეს მიღებული და გამოყენებული წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად.

3. წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება:

(a) შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილ პირველად წარმოებაზე;

(b) შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი სურსათის საოჯახო წესით დამზადებაზე, გადამუშავებაზე ან შენახვაზე;

(c) მწარმოებლის მიერ პირველადი პროდუქტების პირდაპირ მიწოდებაზე მცირე რაოდენობით საბოლოო მომხმარებლისთვის ან ადგილობრივი საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;

(d) მწარმოებლის მიერ ფერმაში დაკლული შინაური ფრინველის და კურდღლისებრთა პირდაპირ მიწოდებაზე მცირე რაოდენობით საბოლოო მომხმარებლისათვის ან ადგილობრივი საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;

(e) მონადირეებზე, რომლებიც მცირე რაოდენობით პირდაპირ აწვდიან გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევს ან ნანადირევის ხორცს საბოლოო მომხმარებელს ან ადგილობრივ საცალო ვაჭრობის პუნქტს, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს.

4. წევრმა სახელმწიფოებმა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაადგინონ წესები, რომელიც არეგულირებს მე-3(c)(d)(e) მუხლში მოხსენიებულ მოქმედებებსა და პირებს. აღნიშნულმა წესებმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევა.

5. (a) წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება საცალო ვაჭრობის ობიექტებზე, თუ ხაზგასმით არ არის მითითებული საწინააღმდეგო;

(b) ზემოაღნიშნულის მიუხედავად, წინამდებარე რეგულაცია ვრცელდება საცალო ვაჭრობაზე, როდესაც ხდება ცხოველური წარმოშობის სურსათის მიწოდება სხვა საწარმოსათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

(i) ოპერაციები მოიცავენ მხოლოდ შენახვას ან ტრანსპორტირებას, რომელთა მიმართ III დანართში დადგენილი კონკრეტული ტემპერატურული რეჟიმის მოთხოვნები მაინც გამოიყენება; ან

(ii) ცხოველური წარმოშობის სურსათის მიწოდება ხორციელდება ერთი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მხოლოდ მეორე საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია მიეკუთვნება მარგინალურ, ადგილობრივ და შეზღუდული საქმიანობას.

(c) წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ ეროვნული წესები, რომლითაც მოხდება წინამდებარე მოთხოვნების გამოყენება მათ ტერიტორიაზე მდებარე იმ საცალო ვაჭრობის პუნქტების მიმართ, რომლებზეც აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება (a) და (b) ქვეაბზაცების შესაბამისად.

6. წინამდებარე რეგულაციის გავრცელება არ ზღუდავს:

(a) ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის წესებს, მათ შორის უფრო მკაცრ წესებს, რომლებიც ეხება ღრუბლისებრი ენცეფალიტის პრევენციას, კონტროლსა და აღმოფხვრას.

(b) ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნებს; და

(c) მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ცხოველის იდენტიფიკაციასა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევადობას.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

1. რეგულაციით (EC) No 178/2002 დადგენილი განმარტებები;

2. რეგულაციით (EC) No 852/2004 დადგენილი განმარტებები;

3. I დანართით დადგენილი განმარტებები; და

4. ნებისმიერი ტექნიკური განმარტება, რომელსაც შეიცავს II და III დანართები.

თავი II

სურსათის ბიზნესოპერატორების ვალდებულებები

მუხლი 3

ზოგადი ვალდებულებები

1. სურსათის ბიზნესოპერატორები უნდა ემორჩილებოდნენ II და III დანართებით განსაზღვრულ შესაბამის დებულებებს.

2. სურსათის ბიზნესოპერატორებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ სხვა ნივთიერება, გარდა სასმელი წყლისა – გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რეგულაცია (EC) No 852/2004 ან წინამდებარე რეგულაცია რთავს სუფთა წყლის გამოყენების ნებას – ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ზედაპირზე არსებული დაბინძურების მოსაშორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კონკრეტული ნივთიერების გამოყენება დაშვებულია მე-12(2) მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად. სურსათის ბიზნესოპერატორებმა ასევე უნდა შეასრულონ გამოყენების ყველა ის პირობა, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნეს იმავე პროცედურის მიხედვით. დაშვებული ნივთიერების გამოყენებამ არ უნდა იმოქმედოს სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ ამ რეგულაციის მოთხოვნების შესრულების მოვალეობაზე.

მუხლი 4

საწარმოების რეგისტრაცია და დამტკიცება

1. სურსათის ბიზნესოპერატორებს უფლება აქვთ ბაზარზე განათავსონ გაერთიანების ტერიტორიაზე წარმოებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამზადებულია და დამუშავებულია მხოლოდ იმ საწარმოებში, რომლებიც:

(a) შეესაბამებიან რეგულაციით (EC) No 852/2004, წინამდებარე რეგულაციის II და III დანართებით და სურსათის შესახებ კანონით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს; და

(b) დარეგისტრირებულნი არიან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ან დამტკიცებულნი არიან მე-2 აბზაცის შესაბამისად, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

2. რეგულაციის No 852/2004 მე-6(3) მუხლის შეზღუდვის გარეშე, საწარმოებს, რომლებიც ამუშავებენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე რეგულაციის III დანართით განსაზღვრული მოთხოვნები, ეკრძალებათ საქმიანობის განხორციელება, სანამ მათი დამტკიცება არ მოხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც საწარმოები ახორციელებენ მხოლოდ შემდეგ საქმიანობას:

(a) პირველადი წარმოება;

(b) ტრანსპორტირების ოპერაციები;

(c) იმ პროდუქტების შენახვა, რომლებიც არ მოითხოვენ ტემპერატურული კონტროლის პირობებს; ან

(d) საცალო ოპერაციებს, გარდა იმ ოპერაციებისა, რომლებსაც ეხება წინამდებარე რეგულაციის 1(5)(b)-ლი მუხლი.

3. საწარმო, რომელიც ექვემდებარება დამტკიცებას მე-2 აბზაცის შესაბამისად, არ უნდა აწარმოებდეს საქმიანობას, სანამ უფლებამოსილი ორგანო ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციის (EC) No 854/2004 შესაბამისად, რომელიც ადგენს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ოფიციალური კონტროლის სპეციალურ წესებს, არ განახორციელებს შემდეგ საქმიანობას19:

(a) საწარმოში უშუალო ვიზიტის შედეგად ანიჭებს საწარმოს საქმიანობის უფლებას; ან

(b) ანიჭებს საწარმოს პირობით დასტურს საქმიანობის განხორციელებისათვის.

4. სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოებთან რეგულაციის (EC) No 854/2004 შესაბამისად. კერძოდ, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ საწარმოს საქმიანობის შეწყვიტა, თუ კომპეტენტური ორგანო მას გაუუქმებს საქმიანობის უფლებას, ან საწარმოს საქმიანობაზე პირობითი დასტურის შემთხვევაში, არ გაუხანგრძლივებს ან არ მიანიჭებს საქმიანობაზე სრულ უფლებას.

5. წინამდებარე მუხლმა ხელი არ უნდა შეუშალოს საწარმოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებაში რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღიდან უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოებულ პირველი თანმიმდევრული ინსპექციის თარიღამდე, თუ საწარმო:

(a) დამტკიცებულია მე-2 აბზაცის შესაბამისად და მან ცხოველური წარმოშობის პროდუქტები განათავსა ბაზარზე გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებამდე; ან

(b) განეკუთვნება იმ საწარმოთა ტიპს, რომელთაც არ მოეთხოვება დამტკიცება საქმიანობის განხორციელებისათვის წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებამდე.

მუხლი 5

ჯანმრთელობის ნიშანდება ან საიდენტიფიკაციო ნიშანი

1. სურსათის ბიზნესოპერატორებმა არ უნდა განათავსონ ბაზარზე ცხოველური წარმოშობის ის პროდუქტები, რომელიც გადამუშავებულია საწარმოებში, რომელთაც ჭირდებათ დამტკიცება საქმიანობის განხორციელებისათვის მე-4(2) მუხლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

(a) ჯანმრთელობის ნიშანდება გამოყენებულ იქნა რეგულაციის (EC) No 854/2004 შესაბამისად; და

(b) რეგულაცია არ მოითხოვს ჯანმრთელობის ნიშანდების ან საიდენტიფიკაციო ნიშნის გამოყენებას წინამდებარე რეგულაციის II დანართის I ქვეთავის შესაბამისად.

2. სურსათის ბიზნესოპერატორებმა შეიძლება გამოიყენონ საიდენტიფიკაციო ნიშანი ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე, თუ პროდუქტი წარმოებულია წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად იმ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-4 მუხლის მოთხოვნებს.

3. სურსათის ბიზნესოპერატორებს უფლება არ აქვთ ხორცს მოაცილონ რეგულაციის (EC) No 854/2004 შესაბამისად დადებული ჯანმრთელობის ნიშანდება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხდება ხორცის დაჭრა, გადამუშავება ან სხვა რაიმე გზით დამუშავება.

მუხლი 6

გაერთიანების ტერიტორიაზე იმპორტირებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტები

1. ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებისას აუცილებელია სურსათის ბიზნესოპერატორებმა უზრუნველყონ შემდეგი:

(a) გამომგზავნი მესამე ქვეყანა შეტანილი უნდა იყოს რეგულაციის (EC) No 854/2004 მე-11 მუხლით განსაზღვრული მესამე ქვეყნების ნუსხაში, საიდანაც აღნიშნული პროდუქტის იმპორტირება ნებადართულია;

(b)

(i) საწარმო, საიდანაც ხდება აღნიშნული პროდუქტის გამოგზავნა და სადაც მოხდა მისი მიღება ან დამზადება, შეტანილია რეგულაციის (EC) No 854/2004 მე-12 მუხლით განსაზღვრულ საწარმოთა სიაში, საიდანაც ნებადართულია აღნიშნული პროდუქტის იმპორტირება;

(ii) ახალი ხორცის, დაკეპილი ხორცის, შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტების, ხორცის პროდუქტების და მექანიკურად განცალკევებული ხორცის შემთხვევაში, პროდუქტი წარმოებული იყო ხორცისაგან, რომელიც მიღებულ იქნა იმ სასაკლაოდან ან/და ხორცის დამჭრელი საწარმოდან, რომელიც შეტანილია რეგულაციის (EC) No 854/2004- მე-12 მუხლით განსაზღვრულ სიაში; და

(iii) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანების შემთხვევაში, მათი წარმოების ადგილი შეტანილია ნუსხაში, რომელიც შემუშავებულია შესაბამისი რეგულაციის მე-13 მუხლის თანახმად, შესაბამის შემთხვევებში:

(c) პროდუქტი აკმაყოფილებს:

(i) წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებს, მათ შორის, მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს ჯანმრთელობის ნიშანდებასა და საიდენტიფიკაციო ნიშნის შესახებ;

(ii) რეგულაციის (EC) No 852/2004 მოთხოვნებს; და

(iii) გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ იმპორტირების პირობებს, რომლებიც არეგულირებს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტის კონტროლს.

(d) რეგულაციის (EC) No 854/2004 მე-14 მუხლის მოთხოვნებს სერტიფიკატებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით შესაბამის შემთხვევებში.

2. 1-ლი პუნქტის შეზღუდვის საფუძველზე, შესაძლებელია თევზის პროდუქტების იმპორტირება რეგულაციის (EC) No 854/2004 მე-15 მუხლით დადგენილი სპეციალური დებულებების შესაბამისად.

3. სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტირებას, უნდა უზრუნველყონ შემდეგი:

(a) იმპორტირების დროს პროდუქტების ხელმისაწვდომობა მათზე კონტროლის ჩატარების მიზნებისთვის დირექტივის 97/78/EC20 შესაბამისად;

(b) იმპორტირების შესაბამისობა დირექტივის 2002/99/EC21 მოთხოვნებთან; და

(c) იმპორტირების შემდეგ მათი კონტროლის ქვეშ განხორციელებული ოპერაციების შესაბამისობა III დანართის მოთხოვნებთან.

4. სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახდენენ მცენარეული წარმოშობისა და გადამუშავებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემცველი პროდუქტების იმპორტს, უნდა უზრუნველყონ, რომ აღნიშნულ სურსათში შემავალი ცხოველური წარმოშობის პროდუქტები აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის პირველი-მესამე აბზაცებით დადგენილ მოთხოვნებს. მათ უნდა შეეძლოთ ზემოაღნიშნულის დემონსტრირება (მაგალითად, სათანადო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების მეშვეობით, რომლებიც შესაძლოა იყოს 1(d)-ლი აბზაცით განსაზღვრული ფორმატისაგან განსხვავებული.

თავი III

ვაჭრობა

მუხლი 7

დოკუმენტები

1. II და III დანართებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სურსათის ბიზნესოპერატორებმა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ტვირთს თან უნდა დაურთონ სერტიფიკატები და სხვა დოკუმენტები.

2. მე-12(2) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად:

(a) შესაძლებელია დადგინდეს დოკუმენტების ნიმუშები; და

(b) შესაძლებელია დადგინდეს ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება.

მუხლი 8

სპეციალური გარანტიები

1. სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებსაც განზრახული აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გატანა შვედეთისა და ფინეთის ბაზრებზე, უნდა დააკმაყოფილონ მე-2 აბზაცით დადგენილი წესები სალმონელოზთან დაკავშირებით:

(a) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის ხორცი, მათ შორის, დაკეპილი ხორცი, გარდა შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტებისა და მექანიკურად განცალკევებული ხორცისა;

(b) შემდეგი სახეობის შინაური ფრინველის ხორცი: შინაური ქათამი, ინდაური, ციცარი, იხვი და ბატი, გარდა შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტებისა და მექანიკურად განცალკევებული ხორცისა; და

(c) კვერცხი.

2.

(a) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცის შემთხვევაში, ტვირთის პარტიის ნიმუშები უნდა წაიღონ გამგზავნ საწარმოში, სადაც ის გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს მიკრობიოლოგიურ ანალიზს და მიღებული უნდა იქნეს უარყოფითი შედეგი;

(b) კვერცხის შემთხვევაში, დამფასოებელმა საწარმოებმა უნდა უზრუნველყონ დადასტურება იმისა, რომ პარტია მიღებულია იმ ფრინველთა ჯგუფიდან, რომელიც გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად დაექვემდებარა მიკრობიოლოგიურ ანალიზს და მიღებული იქნა უარყოფითი შედეგი;

(c) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის ხორცის შემთხვევაში, (a) ქვეაბზაცის შესაბამისად განსაზღვრული ანალიზის ჩატარება არ არის სავალდებულო იმ ტვირთისათვის, რომლებიც განკუთვნილია საწარმოებისთვის პასტერიზაციის, სტერილიზაციის ან მსგავსი დამუშავების მიზნით. კვერცხის შემთხვევაში, (b) ქვეაბზაცის შესაბამისად განსაზღვრული ანალიზის ჩატარება არ არის სავალდებულო იმ ტვირთისათვის, რომელიც განკუთვნილია დამუშავებული პროდუქტების საწარმოებლად ისეთი პროცესით, რომელიც გამორიცხავს სალმონელოზს;

(d) (a) და (b) ქვეაბზაცებით განსაზღვრული ანალიზი არ არის სავალდებულო იმ საკვები პროდუქტებისათვის, რომელიც იწარმოება იმ საწარმოებში, რომლებიც ექვემდებარებიან აღიარებული კონტროლის პროგრამას ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან დაკავშირებით და მე-12(2) მუხლში მითითებულ პროცედურას, რომელიც წარმოადგენს შვედეთისა და ფინეთისათვის მიღებულ ეკვივალენტს;

(e) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის ხორცის და შინაური ფრინველის ხორცის შემთხვევაში, სავაჭრო დოკუმენტი ან სერტიფიკატი, რომელიც შეესაბამება გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ ნიმუშს, თან უნდა ერთვოდეს სურსათს და განსაზღვრავდეს, რომ:

(i) (a) ქვეაბზაცში მოხსენიებული შემოწმებების შედეგი უარყოფითია; ან

(ii) ხორცი განკუთვნილია (c) ქვეაბზაცში მითითებული მიზნებიდან ერთ-ერთისთვის; ან

(iii) ხორცი წარმოებულია საწარმოდან, რომელზეც ვრცელდება (d) ქვეაბზაცი.

(f) კვერცხის შემთხვევაში, სერტიფიკატი, რომელიც ადგენს, რომ (b) ქვეაბზაცში მითითებული ანალიზი განხორციელდა და მიღებული იქნა უარყოფითი შედეგები ან, რომ კვერცხი განკუთვნილია (c) ქვეაბზაცში მითითებული გამოყენებისათვის, უნდა ახლდეს ტვირთს.

3. მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის თანახმად:

(a) 1-ლი და მე-2 აბზაცების მოთხოვნები შეიძლება განახლდეს წევრი სახელმწიფოების კონტროლის პროგრამებში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით ან რეგულაციის (EC) No 852/2004 შესაბამისად მიკრობიოლოგიური კრიტერიუმის მიღების გათვალისწინებით; და

(b) მე-2 აბზაცში აღწერილი წესების შესაბამისად, პირველ აბზაცში მითითებული ნებისმიერი საკვები პროდუქტები, შესაძლოა მთლიანად ან ნაწილობრივ, გავრცელდეს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე, ან წევრი სახელმწიფოს რეგიონზე, რომელსაც აქვს შვედეთსა და ფინეთისთვის დამტკიცებული პროგრამის ეკვივალენტი აღიარებული კონტროლის პროგრამა, ცხოველური წარმოშობის სურსათთან დაკავშირებით.

4. მოცემული მუხლის მიზნებისათვის, „კონტროლის პროგრამა“ ნიშნავს კონტროლის პროგრამას, რომელიც დამტკიცებულია რეგულაციის (EC) No 2160/2003 თანახმად.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

მუხლი 9

საიმპლემენტაციო და გარდამავალი ზომები

საიმპლემენტაციო და გარდამავალი ზომები შეიძლება მიღებულ იქნეს მე-12(2) მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 10

II და III დანართებში შესწორებების შეტანა და მათი ადაპტირება

1. II და III დანართები შესაძლებელია ადაპტირებულ იქნეს და განახლდეს მე-12(2) მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შემდეგის გათვალისწინებით:

(a) ერთობლივი მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება;

(b) საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების სისტემაზე (HACCP) დაფუძნებული სისტემების, რეგულაციის (EC) No 852/2004 მე-5 მუხლის შესაბამისად, დანერგვის შედეგად მიღებული გამოცდილება;

(c) ტექნოლოგიური პროგრესი და მისი პრაქტიკული შედეგები და მომხმარებლის მოლოდინი სურსათის შემადგენლობასთან დაკავშირებით;

(d) მეცნიერული რჩევა, კერძოდ კი რისკის შეფასების ახალი მეთოდები;

(e) საკვები პროდუქტებისათვის დადგენილი მიკრობიოლოგიური და ტემპერატურული კრიტერიუმები;

(f) ცვლილებები მოხმარების თავისებურებებში.

2. გამონაკლისი II და III დანართების პირობებიდან შესაძლებელია დაიშვას მე-12(2) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, თუ აღნიშნული ნეგატიურად არ იმოქმედებს წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევაზე.

3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, აღნიშნული რეგულაციის ამოცანების შესრულების შეზღუდვის გარეშე, მიიღონ ზომები ეროვნულ დონეზე III დანართში დადგენილი მოთხოვნების ადაპტირების შესახებ მე-4−8 აბზაცების შესაბამისად.

4.

(a) მე-3 აბზაცში მოხსენიებული ეროვნულ დონეზე მიღებული ზომები მიზნად უნდა ისახავდეს:

(i) ტრადიციული მეთოდებით უწყვეტად სარგებლობას სურსათის წარმოების, გადამუშავების თუ დისტრიბუციის ნებისმიერ საფეხურზე; ან

(ii) იმ საწარმოების სპეციფიკის გათვალისწინებას, რომლებიც მდებარეობს სპეციფიკური გეოგრაფიული შეზღუდვების მქონე ადგილებში.

(b) სხვა შემთხვევებისათვის, ისინი უნდა გავრცელდეს მხოლოდ საწარმოების მშენებლობაზე, დაგეგმარებასა და აღჭურვაზე.

5. ყოველმა წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც განზრახული აქვს მიიღოს მე-3 აბზაცით გათვალისწინებული ზომები ეროვნულ დონეზე, აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს. თითოეული შეტყობინება უნდა მოიცავდეს:

(a) იმ მოთხოვნების დეტალურ აღწერას, რომელთა ადაპტირებაც წევრ სახელმწიფოს მიაჩნია საჭიროდ, და ამ ადაპტირების თავისებურებებს;

(b) იმ საკვები პროდუქტების და საწარმოების აღწერას, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული ადაპტაცია;

(c) შემოთავაზებული ადაპტაციის დასაბუთებას, და, საჭიროებისამებრ, ჩატარებული საფრთხის ანალიზისა და ნებისმიერი სხვა ზომის მოკლე შეჯამებას, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული პროცესი არ ხელყოფს წინამდებარე რეგულაციის მიზნებს; და

(d) სხვა შესაბამის ინფორმაციას.

6. დანარჩენმა წევრმა სახელმწიფოებმა შეტყობინების მიღებიდან სამ თვეში მე-5 აბზაცის შესაბამისად, უნდა გაუგზავნონ წერილობითი კომენტარები კომისიას. მე-4(b) აბზაცის შესაბამისად განხორციელებული ადაპტაციის შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოს მოთხოვნისას ეს პერიოდი უნდა გახანგრძლივდეს ოთხ თვემდე. კომისიას შეუძლია, ასევე წევრი სახელმწიფოდან წერილობით კომენტარის მიღების შემთხვევაში ვალდებულია, მიმართოს წევრ სახელმწიფოებს რჩევისათვის მე-12(1) მუხლში მოხსენიებული კომიტეტის ფარგლებში. მე-12(2) მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საჭიროა თუ არა გათვალისწინებული ზომების განხორციელება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია შესთავაზოს საერთო ზომები აღნიშნული მუხლის 1-ლი ან მე-2 აბზაცების შესაბამისად.

7. წევრმა სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს ზომები ეროვნულ დონეზე, რომელთა ადაპტირება III დანართის მოთხოვნებთან ხდება მხოლოდ:

(a) მე-6 აბზაცის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;

(b) თუ მე-6 აბზაცში მითითებული პერიოდის ამოწურვიდან ერთი თვის შემდეგ კომისიამ არ შეატყობინა წევრ სახელმწიფოებს, რომ მან მიიღო წერილობითი კომენტარი ან, რომ მას განზრახული აქვს გადაწყვეტილების მიღება მე-6 აბზაცის შესაბამისად;

(c) მე-8 აბზაცის შესაბამისად.

8. წევრ სახელმწიფოს შეუძლია, საკუთარი ინციატივით და ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების დებულებების მიხედვით, შეინარჩუნოს ან დაადგინოს წესები ეროვნულ დონეზე:

(a) აკრძალოს ან შეზღუდოს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ნედლი რძის ან ნედლი ნაღების ბაზარზე განთავსება საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში; ან

(b) გასცეს ნებართვა, უფლებამოსილი ორგანოს ავტორიზაციის საფუძველზე, იმ ნედლი რძის გამოყენებაზე, რომელიც არ აკმაყოფილებს IX ქვეთავის III დანართით დადგენილ კრიტერიუმებს, სხვადასხვა სახის ყველის წარმოებისათვის, დაძველების ან დამწიფების პერიოდის არაუმცირეს 60 დღეში ანოდისა და სომატური უჯრედების რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ რძის ნაწარმთან მიმართებაში, რომელიც მოპოვებულია ამ ტიპის სხვადასხვა ყველის დამუშავებით, თუ იგი არ ზღუდავს წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევას.

მუხლი 11

კონკრეტული გადაწყვეტილებები

მე-9 მუხლის და მე-10(1) მუხლის ზოგადი პრინციპების შეუზღუდავად, საიმპლემენტაციო ზომები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ან II ან III დანართებში ცვლილებები და დამატებები შევიდეს მე-12(2) მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, რათა:

1. დადგინდეს წესები გაუყინავი ხორცის ტრანსპორტირებისათვის;

2. დადგინდეს კალციუმის ის შემადგენლობა, მექანიკურად განცალკევებული ხორცთან დაკავშირებით, რომელიც არ აღემატება მნიშვნელოვნად დაკეპილ ხორცში არსებულ ოდენობას;

3. შემუშავდეს გადამუშავების სხვადასხვა მეთოდები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს გადამამუშავებელ საწარმოებში B ან C კლასის ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ გაწმენდას ან რეტრანსლაციას;

4. მოხდეს ზღვის ბიოტოქსინებისათვის ტესტირების აღიარებული მეთოდების დაკონკრეტება;

5. გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიასთან შეთანხმებით დაწესდეს დამატებითი ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკებისათვის, მათ შორის:

(a) ზღვის სხვა ბიოტოქსინებისათვის ზღვრული სიდიდე და ანალიზის მეთოდები;

(b) ვირუსოლოგიური გამოკვლევის პროცედურები და ვირუსოლოგიასთან დაკავშირებული სტანდარტები; და

(c) ნიმუშის აღების გეგმები და მეთოდები, ასევე ანალიტიკური ზღვრები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების შესაბამისად.

6. დაწესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტები ან შემოწმებები, რომელთა აუცილებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად დადგენილია მეცნიერული მტკიცებულების საფუძველზე;

7. III დანართის VII ქვეთავის IX თავით გათვალისწინებული ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების გარდა გავრცელდეს ასევე ზღვის სავარცხლურებზე;

8. მოხდეს კრიტერიუმების დაკონკრეტება იმის განსასაზღვრად, თუ როდის არ წარმოადგენს თევზსარეწი რაიონი ჯანმრთელობისათვის საფრთხეს პარაზიტების არსებობის გამო, ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად და ამის შედეგად, იმის განსასაზღვრად, თუ როდის შეიძლება დართოს ნება კომპეტენტურმა ორგანომ სურსათის მწარმოებლებს არ გაყინონ თევზის ნაწარმი III დანართის VIII ქვეთავის III თავის D ნაწილის შესაბამისად;

9. მოხდეს სიახლის კრიტერიუმებისა და შეზღუდვების დაწესება თევზის პროდუქტებისათვის ჰისტამინის შემცველობასა და აქროლადი აზოტის საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით;

10. ნება დართოს გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის რძის პროდუქტების ნედლი რძის წარმოება, რომელიც არ აკმაყოფილებს II დანართის IX ქვეთავის მიხედვით დადგენილ კრიტერიუმებს, ანოდის (პლატე) რაოდენობისა და სომატური (ფიზიკური) უჯრედების რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით;

11. დირექტივის 96/23/EC შეზღუდვის გარეშე, დაადგინოს ნედლ რძეში მაქსიმალური დასაშვები დონე ანტიბიოტიკური ნივთიერებების საერთო ნაშთისათვის22; და

12. დამტკიცდეს ჟელატინის ან კოლაგენის წარმოებისათვის ეკვივალენტური პროცესები.

მუხლი 12

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა.

2. სადაც მითითებულია ეს აბზაცი, გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები უნდა იქნეს გამოყენებული, მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით განსაზღვრული პერიოდი უნდა განისაზღვროს 3 თვით.

3. კომიტეტი ვალდებულია დაადგინოს საკუთარი რეგლამენტი.

მუხლი 13

კონსულტაცია ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოსთან

კომისიამ უნდა მიმართოს კონსულტაციისათვის ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში არსებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, კერძოდ კი, III დანართის III ქვეთავის ცხოველის სხვა სახეობებზე გავრცელებამდე.

მუხლი 14

ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის წარსადგენი ანგარიში

1. კომისია ვალდებულია, არაუგვიანეს 2009 წლის 20 მაისისა, ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგინოს მოხსენება, რომელშიც განხილული იქნება წინამდებარე რეგულაციის განხორციელებისას მიღებული გამოცდილება.

2. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მოხსენებას თან ურთავს შესაბამის წინადადებებს.

მუხლი 15

წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.

მისი გამოყენება უნდა მოხდეს 18 თვეში ქვემოთ ჩამოთვლილი აქტების ძალაში შესვლის თარიღიდან:

(a) რეგულაცია (EC) No 852/2004;

(b) რეგულაცია (EC) No 854/2004; და

(c) დირექტივა 2004/41/EC.

თუმცა, მისი გამოყენება არ მოხდება 2006 წლის 1 იანვრამდე.

წინამდებარე რეგულაცია მთლიანად სავალდებულოა და ის უშუალოდ ვრცელდება ყველა წევრ სახელმწიფოზე.

შედგენილია სტრასბურგში, 2004 წლის 29 აპრილს.

 

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

პ. კოქსი

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

მ. მაკდოული

დანართი I

განმარტებები

წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის:

1.ხორცი

1.1 „ხორცი“ ნიშნავს ცხოველის საკვებად ვარგის ნაწილებს, მათ შორის სისხლს, რომლებიც მითითებულია 1.2-1.8 ქვეპუნქტებში.

1.2 „შინაური ჩლიქოსანი საქონელი“ ნიშნავს შინაურ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს (მათ შორის კამეჩისა და ბიზონის სახეობებს), ღორს, ცხვარს ან თხას და კენტჩლიქიან ცხოველებს.

1.3 „შინაური ფრინველი" ნიშნავს მოშენებულ ფრინველებს, მათ შორის ფრინველებს რომლებიც არ მოიაზრებიან როგორც შინაური, მაგრამ მოშენებული არიან ფერმაში როგორც შინაური ცხოველები გარდა უტროპო ფრინველებისა.

1.4 „კურდღლისნაირები“ ნიშნავს კურდღლებს, ბოცვრებსა და მღრღნელებს.

1.5 „გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი“ ნიშნავს:

– გარეულ ჩლიქოსან საქონელს და ბოცვრისნაირებს, ასევე ხმელეთის სხვა ძუძუმწოვარ ცხოველებს, რომლებზედაც ნადირობენ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის და რომელთაც მიიჩნევენ გარეულ ცხოველად და ფრინველად წევრი სახელმწიფოების შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის შემოღობილ ტერიტორიაზე მობინადრე ძუძუმწოვარ ცხოველებს, რომელთაც აქვთ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში მობინადრე გარეული ცხოველისა და ფრინველის მსგავსი პირობები; და

– გარეულ ფრინველებს, რომლებზედაც ნადირობენ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

1.6 „მოშენებული გარეული ცხოველი და ფრინველი“ ნიშნავს უტროპო ფრინველებს და მოშენებულ ხმელეთის ძუძუმწოვარებს, გარდა 1.2 ქვეპუნქტში მითითებული ცხოველებისა.

1.7 „მცირე ზომის გარეული ცხოველი ან ფრინველი“ ნიშნავს ნანადირევ ფრინველს და ბოცვრისნაირებს, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობენ ბუნებაში.

1.8 „დიდი ზომის გარეული ცხოველი ან ფრინველი“ ნიშნავს გარეულ ხმელეთის ძუძუმწოვარებს, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობენ ბუნებაში და რომლებიც არ მოიაზრებიან მცირე ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის განმარტებაში.

1.9 „ტანხორცი“ ნიშნავს ცხოველის სხეულს მისი დაკვლისა და გამოშიგვნის შემდეგ.

1.10 „ახალი ხორცი“ ნიშნავს ხორცს, რომელსაც არ გაუვლია შენახვისათვის საჭირო არცერთი პროცედურა, გარდა გაცივებისა, გაყინვისა და სწრაფად გაყინვისა, მათ შორის, ვაკუუმში ან შესაბამის კონტროლირებად ატმოსფერულ პირობებში შენახულ ხორცს.

1.11 „შიგნეული“ ნიშნავს ახალ ხორცს შინაგანი ორგანოებისა და სისხლის ჩათვლით, ცხოველის ტანხორცის გარდა.

1.12 „შინაგანი ორგანოები“ ნიშნავს გულმკერდის, მუცლისა და მენჯის ღრუს ორგანოებს, ასევე ტრაქეას და საყლაპავ მილს (ფრინველის შემთხვევაში – ჩიჩახვი).

1.13 „გატარებული ხორცი“ ნიშნავს ძვლიან ხორცს, რომელიც ფრაგმენტებად დაქუცმაცდა და შეიცავს 1%-ზე ნაკლებ მარილს.

1.14 „მექანიკურად განცალკევებული ხორცი“ (MSM) ნიშნავს პროდუქტს, რომელიც მიღებულია ხორციანი ძვლისაგან ან ფრინველის ტანხორცისგან ხორცის მოცილებით, მექანიკური საშუალებების გამოყენებით, რომელიც იწვევს კუნთის ბოჭკოს სტრუქტურის დაკარგვას ან სახეცვლილებას.

1.15 „შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტები“ ნიშნავს ახალ ხორცს, მათ შორის, ფრაგმენტებად დაქუცმაცებული ხორცს, რომელსაც დაემატა საკვები პროდუქტები, საკაზმი ან დანამატები, ან რომელმაც გაიარა შიდა კუნთის ბოჭკოვანი სტრუქტურის შეცვლისათვის გადამუშავების არასაკმარისი პროცესი იმგვარად, რომ ახალი ხორცის მახასიათებლები არ დაუკარგავს;

1.16 „სასაკლაო“ ნიშნავს საწარმოს, რომელიც გამოიყენება ცხოველების დასაკლავად, გასატყავებლად და გამოსაშიგნად, რომელთა ხორცი გამიზნულია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

1.17 „ხორცის დამჭრელი საწარმო“ ნიშნავს საწარმოს, რომელიც გამოიყენება ხორცისგან ძვლების მოსაცილებლად ან/და ხორცის დასანაწევრებლად.

1.18 „ნანადირევის გადამამუშავებელი საწარმო“ ნიშნავს ნებისმიერ საწარმოს, რომელშიც ნადირობის შედეგად მოპოვებული ნანადირევი ან ნანადირევის ხორცი დამზადებულია ბაზარზე გასატანად.

2. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები

2.1 „ორსაგდულიანი მოლუსკი“ ნიშნავს ფილტრაციის გზით მკვებავ ფირფიტალაყუჩიან მოლუსკებს.

2.2 „ზღვის ბიოტოქსინები“ ნიშნავს მომშხამველ ნივთიერებას, რომელიც გროვდება ორსაგდულიან მოლუსკში, კერძოდ, ტოქსინების შემცველი პლანქტონით კვების შედეგად.

2.3 „კონდიცირება“ ნიშნავს A კლასის წარმოების ადგილიდან, გამწმენდი ცენტრებიდან თუ გამგზავნი ცენტრებიდან მიღებული ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების რეზერვუარებში ან სხვა ტიპის კონტეინერებში შენახვას, რომლებიც შეიცავენ სუფთა ზღვის წყალს, ან მათ სხვა ბუნებრივ ადგილებზე განთავსებას, რათა მოშორებულ იქნეს ქვიშა, ჭუჭყი ან შლამი მისი ორგანოლეპტიკური თვისებების შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით, და უზრუნველყოფილ იქნეს მათი სიცოცხლისუნარიანობა შეფუთვის ან დაფასოების წინ.

2.4 „შემგროვებელი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აგროვებს ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკებს სხვადასხვა საშუალებით მოსავლის აღების ადგილიდან დამუშავებისა და ბაზარზე განთავსების მიზნით.

2.5 „წარმოების ადგილი“ ნიშნავს ზღვის, შესართავის ან ლაგუნას ტერიტორიას, რომელიც მოიცავს ორსაგდულიანი მოლუსკების ბუნებრივ კალაპოტებს ან ორსაგდულიანი მოლუსკების კულტივირებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს, სადაც ხდება ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვება.

2.6 „რეტრანსლაციის ტერიტორია“ ნიშნავს ზღვის, შესართავის ან ლაგუნას ტერიტორიას, რომლებსაც აქვთ ზუსტად დადგენილი საზღვრები და რომლებიც აღნიშნულია ბუით, ტივტივათი ან სხვა ფიქსირებული ნიშნულებით, და რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ბუნებრივი გაწმენდისათვის.

2.7 „გამგზავნი ცენტრი“ ნიშნავს ნებისმიერ სანაპირო ზოლზე თუ მისგან მოშორებით მდებარე საწარმოს, რომლის საქმიანობა უკავშირდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ვარგისი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მიღებას, კონდიცირებას, გარეცხვას, დასუფთავებას, დახარისხებას, შეფუთვასა და დაფასოებას.

2.8 „გამწმენდი ცენტრი“ ნიშნავს საწარმოს სუფთა ზღვის წყლით სავსე რეზერვუარებით, რომლებშიც ხდება ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოთავსება მათი დაბინძურების შემცირებისათვის საჭირო დროის განმავლობაში, რათა ისინი ვარგისი გახდნენ ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისათვის.

2.9 „რეტრანსლაცია“ ნიშნავს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ზღვის, შესართავის ან ლაგუნას ტერიტორიაზე გადაყვანას მათი დაბინძურების შემცირებისათვის საჭირო დროის განმავლობაში, რათა ისინი ვარგისი გახდნენ ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისათვის. აღნიშნული არ მოიცავს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების გადაყვანის სპეციალურ ოპერაციებს მათი შემდგომი ზრდისა ან გასუქებისათვის.

3. თევზჭერის პროდუქტები

3.1 „თევზჭერის პროდუქტები“ ნიშნავს ყველა სახის ზღვასა და მტკნარ წყლებში მოპოვებული გარეულ ან მოშენებულ ცხოველებს და მათ საკვებად გამოსაყენებელ ნაწილებს და მათგან წარმოებულ პროდუქტებს (ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, ცოცხალი კანეკლოვანების, ცოცხალი ტუნიკატების და ცოცხალი ზღვის მუცელფეხიანებისა და ყველა სახის ძუძუმწოვრის, რეპტილიის და ბაყაყის გარდა).

3.2 „გემი-ქარხანა“ ნიშნავს ნებისმიერ გემს, რომელზეც თევზჭერის პროდუქტებმა შეიძლება გაიარონ შემდეგი სახის ოპერაციებიდან ერთი ან მეტი, რომელთა შემდეგაც ხდება პროდუქტის შეფუთვა ან დაფასოება და, საჭიროებისამებრ, გაცივება ან გაყინვა: ფილირება, დაჭრა, კანის გაცლა, ნიჟარის მოცილება, საფარველის მოცილება, გატარება ან დამუშავება.

3.3 „გემი-საყინულე“ ნიშნავს გემს, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება თევზჭერის პროდუქტების გაყინვა იმ სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, როგორიცაა სისხლგართმევა, თავის მოცლა, გამოშიგვნა და ფარფლების მოცილება და შემდგომ, საჭიროებისამებრ, შეფუთვა ან დაფასოება.

3.4 „მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის პროდუქტს, რომელიც მიღებულია თევზჭერის პროდუქტისაგან ხორცის მოცილებით მექანიკური საშუალებების გამოყენებით, რომელიც იწვევს ხორცის სტრუქტურის დარღვევას ან შეცვლას.

3.5 „ახალი თევზჭერის პროდუქტები“ ნიშნავს დაუმუშავებელ თევზჭერის პროდუქტებს, მთლიანს თუ დამზადებულს, ვაკუუმში ან შესაბამის ატმოსფერულ პირობებში შენახული პროდუქტის ჩათვლით, რომელსაც გაცივების გარდა არ გაუვლია შენახვისათვის საჭირო არცერთი პროცედურა;

3.6 „დამზადებული თევზჭერის პროდუქტები“ ნიშნავს დაუმუშავებელ თევზჭერის პროდუქტებს, რომელთაც გაიარეს პროცედურები, რის შედეგადაც დაირღვა მათი ანატომიური მთლიანობა, მათ შორის, გამოშიგვნა, თავის მოცლა, დაჭრა, ფილირება და დაქუცმაცება.

4. რძე

4.1 „ნედლი რძე“ ნიშნავს რძეს, რომელიც წარმოებულია მოშენებული ცხოველების სარძევე ჯირკვლის სეკრეციით, რომელიც არ გაცხელებულა 40°C-ზე მეტ ტემპერატურაზე ან არ გაუვლია ეკვივალენტური ეფექტის მქონე სხვა სახის დამუშავება.

4.2 „რძის წარმოების ადგილი“ ნიშნავს საწარმოს, რომელშიც ერთი ან მეტი მოშენებული ცხოველია მოთავსებული მათგან წარმოებული რძის ბაზარზე სურსათად განთავსების მიზნით.

5. კვერცხი

5.1 „კვერცხი“ ნიშნავს ნაჭუჭში არსებულ კვერცხს, გარდა გატეხილი, გამოჩეკილი ან საჭმელად დამზადებული კვერცხისა, რომელიც მიღებულია მოშენებული ფრინველისაგან და გამოსადეგია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ან კვერცხის პროდუქტების მოსამზადებლად.

5.2 „თხევადი კვერცხი“ ნიშნავს დაუმუშავებელი კვერცხის შიგთავსს ნაჭუჭის მოშორების შემდეგ.

5.3 „გაბზარული კვერცხი“ ნიშნავს კვერცხს, რომელსაც დაზიანებული აქვს ნაჭუჭი, თუმცა შენარჩუნებული აქვს მემბრანის მთლიანობა;

5.4 „დამფასოებელი საწარმო“ ნიშნავს საწარმოს, რომელშიც ხდება კვერცხის დიფერენცირება ხარისხისა და წონის მიხედვით.

6. ბაყაყის ფეხები და ლოკოკინები

6.1 „ბაყაყის ფეხები“ ნიშნავს სხეულის უკანა ნაწილს, რომელიც გამოყოფილია განივი კვეთით წინა კიდურების უკან, გამოშიგნულია და გატყავებულია, და რომელიც შედის რნმ ჯგუფში (ბაყაყისებრთა ოჯახი).

6.2 „ლოკოკინები“ ნიშნავს Helix pomatiaLinné, Helix espersaMuller, Helix lucorum სახეობის ხმელეთის მუცელფეხიანებს და აქადინების ოჯახს;

7. დამუშავებული პროდუქტები

7.1 „ხორცის პროდუქტები“ ნიშნავს დამუშავებულ პროდუქტებს, რომლებიც მიღებულია ხორცის დამუშავებით ან უკვე დამუშავებული ხორცის პროდუქტების შემდგომი დამუშავებით ისე, რომ გადანაჭრის ზედაპირზე აღარ აღინიშნება ახალი ხორცის მახასიათებლები.

7.2 „რძის პროდუქტები“ ნიშნავს დამუშავებულ პროდუქტებს, რომლებიც მიღებულია ნედლი რძის დამუშავებით ან უკვე დამუშავებული რძის პროდუქტების შემდგომი დამუშავებით.

7.3 „კვერცხის პროდუქტები“ ნიშნავს დამუშავებულ პროდუქტებს, რომლებიც მიღებულია კვერცხის ან სხვადასხვა კომპონენტის ან კვერცხის ნარევის დამუშავებით ან ამგვარი გადამუშავებული პროდუქტების შემდგომი დამუშავებით.

7.4 „დამუშავებული თევზის პროდუქტები“ ნიშნავს დამუშავებულ პროდუქტებს, რომლებიც მიღებულია თევზის პროდუქტების დამუშავებით ან ამგვარი დამუშავებული პროდუქტების შემდგომი დამუშავებით.

7.5 „ცხოველის გადამდნარი ცხიმი“ ნიშნავს ცხიმს, რომელიც მიიღება ხორცის, ძვლის ჩათვლით, გადადნობის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

7.6 „ხიწიწი“ ნიშნავს წყლისა და ცხიმის ნაწილობრივი განცალკევების შემდეგ მიღებული ცხოველის გადამდნარი ცხიმის ცილის შემცველ ნარჩენს.

7.7 „ჟელატინი“ ნიშნავს ბუნებრივ, ხსნად ცილას, რომელმაც შეიძლება მიიღოს ან არ მიიღოს გელის ტექსტურა და რომელიც მიღებულია ცხოველების ძვლების, ტყავის, კანის, მყესისა და ძარღვისაგან კოლაგენის ნაწილობრივი ჰიდროლიზის შედეგად.

7.8 „კოლაგენი“ ნიშნავს ცილის შემცველ სურსათს, რომლებიც მიღებულია ცხოველის ძვლების, ტყავის, კანისა და მყესისგან და წარმოებულია წინამდებარე რეგულაციის შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით.

7.9 „დამუშავებული კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები“ ნიშნავს კუჭს, საშარდე ბუშტსა და ნაწლავებს, რომლებმაც მოპოვებისა და გაწმენდის შემდეგ გაიარეს დამუშავება, კერძოდ, დამარილება, თერმული დამუშავება ან გაშრობა.

8. სხვა განმარტებები

8.1 „ცხოველური წარმოშობის პროდუქტები“ ნიშნავს:

– ცხოველური წარმოშობის სურსათს თაფლისა და სისხლის ჩათვლით;

– ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკებს, ცოცხალ კანეკლიანებს, ცოცხალ ტუნიკატებს და ცოცხალ ზღვის მუცელფეხიანებს, რომლებიც გამიზნულია ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისათვის; და

– სხვა ცხოველებს, რომელიც მომზადებულია საბოლოო მომხმარებლისათვის ცოცხალი სახით მისაწოდებლად.

8.2 „საბითუმო ბაზარი“ ნიშნავს სურსათის ბიზნესს, რომელიც მოიცავს მრავალ ცალკეულ ერთეულს, რომელთაც აქვთ საერთო ნაგებობა და განყოფილებები, სადაც ხდება საკვები პროდუქტების მიყიდვა სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის.

დანართი II

მოთხოვნები ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის სურსათის მიმართ

ქვეთავი I

საიდენტიფიკაციო ნიშნები

საჭიროების შემთხვევაში მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად და III დანართის დებულებების მიხედვით, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნის დატანა, რაც ხდება შემდეგი პირობების შესაბამისად:

A. საიდენტიფიკაციო ნიშნის დატანა

1. საიდენტიფიკაციო ნიშანი დატანილ უნდა იქნეს პროდუქტზე მის საწარმოდან გატანამდე.

2. თუმცა, არ არის საჭირო ახალი ნიშნის პროდუქტზე დატანა, თუ არ მოხდება მისი შეფუთვის ან დაფასოების გახსნა ან მისი შემდგომი დამუშავება სხვა საწარმოში. არსებულ შემთხვევებში ახალი ნიშანი უნდა აღნიშნავდეს დაწესებულების მიერ დამოწმებულ ნომერს, სადაც განხორციელდა ეს ოპერაციები.

3. საიდენტიფიკაციო ნიშანი არ არის აუცილებელი კვერცხისათვის, რომელთა ეტიკეტირებისათვის და აღნიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები განსაზღვრულია რეგულაციით (EC) No 1907/9023.

4. სურსათის ბიზნესოპერატორებს რეგულაციის No 178/2002 მე-18 მუხლის შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ შემუშავებული სისტემები და პროცედურები, რომ დაადგინონ ის სურსათის ბიზნესოპერატორები, ვისგანაც მიიღეს და ვისაც გაუგზავნეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები.

B. საიდენტიფიკაციო ნიშნის ფორმა

5. ნიშანი უნდა იკითხებოდეს და არ უნდა იშლებოდეს, ხოლო შრიფტი ადვილად იშიფრებოდეს. ის მარტივად გასაგები უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოებისათვის.

6. ნიშანი უნდა აღნიშნავდეს ქვეყნის სახელს, სადაც მდებარეობს საწარმო. იგი უნდა დაიწეროს სრულად ან ორასოიანი კოდით შესაბამისი ISO სტანდარტის მიხედვით.

წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში, მოქმედებს აღნიშნული კოდები: AT, BE, DE, DK, ES, FI, FR, GR, IE, IT, LU, NL, PT, SE და UK.

სურსათის ბიზნესოპერატორებს შეუძლიათ გააგრძელონ იმ მარაგებისა და აღჭურვილობის გამოყენება, რომლებიც მათ შეუკვეთეს წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე მანამ, სანამ აღნიშნული მარაგები არ ამოიწურება და აღჭურვილობა არ გამოვა მწყობრიდან და არ მოითხოვს ჩანაცვლებას.

7. ნიშანი უნდა აღნიშნავდეს საწარმოს სარეგისტრაციო ნომერს. თუ საწარმო აწარმოებს სურსათს, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე რეგულაცია ისევე როგორც სურსათს, რომელზეც იგი არ ვრცელდება, მაშინ სურსათის ბიზნესოპერატორებმა შეიძლება, გამოიყენონ ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნიშანი ორივე ტიპის სურსათისათვის.

8. გაერთიანების ფარგლებში მდებარე საწარმოების შემთხვევაში, ნიშანი უნდა იყოს ოვალური და შეიცავდეს აბრევიატურებს CE, EC, EF, EG, EK და EY.

C. ეტიკეტირების მეთოდები

9. ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ბაზარზე განთავსების ფორმის შესაბამისად, ნიშანი შეიძლება დაერთოს პირდაპირ პროდუქტს, მის პაკეტს ან შეფუთვას, ან დაიბეჭდოს პროდუქტზე, მის პაკეტზე ან შეფუთვაზე მიკრულ ეტიკეტზე. ნიშანი შიძლება ასევე იყოს გამძლე მასალისაგან დამზადებული ეტიკეტი, რომლის მოძრობაც შეუძლებელია.

10. შეფუთვის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს ხორცის ნაჭრებს ან შიგნეულს, ნიშანი უნდა ერთვოდეს შეფუთვაზე მიკრულ ეტიკეტს ან დაიბეჭდოს მასზე იმგვარად, რომ განადგურდეს შეფუთვის გახსნისას. თუმცა აღნიშნული აუცილებელი არ არის, თუ გახსნისას ხდება შეფუთვის დაზიანება. როდესაც პაკეტის გარეკანი უზრუნველყოფს ისეთივე დაცვას, როგორსაც შეფუთვა, ეტიკეტი შეიძლება მას ზედ მიეკრას.

11. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისათვის, რომლებიც მოთავსებულია სატვირთო კონტეინერებში ან დიდი ზომის შეფუთვაში და გამიზნულია შემდგომი მომზადების, დამუშავებისა დაფასოების ან შეფუთვისათვის სხვა საწარმოში, ნიშანი შეიძლება დატანილ იქნეს კონტეინერზე ან შეფუთვის გარეკანზე.

12. ცხოველური წარმოშობის თხევადი, გრანულირებული და ფხვიერი პროდუქტების შემთხვევაში, რომელთა გადაზიდვა ხდება დიდი ოდენობით, ასევე დიდი ოდენობით ტრანსპორტირებული თევზჭერის პროდუქტის შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო ნიშანი აღარ არის აუცილებელი, თუ პროდუქტის თანდართული დოკუმენტაცია მოიცავს მე-6 და მე-7, ასევე შესაბამის შემთხვევებში, მე-8 ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას.

13. თუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მოთავსებულია შეფუთვაში და განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის პირდაპირ მისაწოდებლად, საკმარისია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშანი დაერთოს მხოლოდ პროდუქტის შეფუთვის ზედაპირს.

14. როდესაც ნიშანი პირდაპირ ერთვის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, გამოყენებული ფერები ნებადართული უნდა იყოს გაერთიანების საკვებ პროდუქტებში საღებავი ნივთიერებების გამოყენების შესახებ წესების შესაბამისად.

ქვეთავი II

საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული

წერტილების სისტემაზე (HACCP) დაფუძნებული პროცედურების მიზნები

1. სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც მართავენ სასაკლაოებს, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ რეგულაციის (EC) No 852/2004 მე-5 მუხლის ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად დანერგილი პროცედურები აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ანალიზის შედეგად დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებსა და მე-2 ქვეპუნქტში ჩამოთვლილ სპეციალურ მოთხოვნებს.

2. პროცედურებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოხდეს სასაკლაოს ტერიტორიაზე მიღებული თითოეული ცხოველის ან, შესაბამის შემთხვევებში, ცხოველების თითოეული ლოტის:

(a) სათანადოდ იდენტიფიცირება;

(b) ზემოხსენებულ ცხოველს თან ერთვოდეს შესაბამისი ინფორმაცია III ქვეთავში მითითებული წარმოების ადგილის შესახებ;

(c) ზემოხსენებული პროდუქტი არ არის წარმოებული მეურნეობაში ან ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ექვემდებარება გადაადგილების აკრძალვის ან ცხოველისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მიზეზით დაწესებულ შეზღუდვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უფლებამოსილი ორგანოს უფლება აღნიშნულზე;

(d) ზემოხსენებული ცხოველი არის სუფთა;

(e) ზემოხსენებული ცხოველი ჯანმრთელია, რამდენადაც შეუძლია ამის დადგენა სურსათის ბიზნესოპერატორს; და

(f) ზემოხსენებული ცხოველის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მისი სასაკლაოზე მოყვანის დროს.

3. მე-2 ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა შეატყობინონ სახელმწიფო ვეტერინარს და გაატარონ სათანადო ზომები.

ქვეთავი III

ინფორმაცია კვების ჯაჭვის შესახებ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც მართავენ სასაკლაოებს, საჭიროების შემთხვევაში უნდა მოითხოვონ, მიიღონ, შეამოწმონ ინფორმაცია კვების ჯაჭვის შესახებ და იმოქმედონ მის შესაბამისად, წინამდებარე ქვეთავის თანახმად ყველა ცხოველის შემთხვევაში, იმ გარეული ცხოველის ან ფრინველის გარდა, რომლებიც გაგზავნილ იქნა ან გამიზნულია სასაკლაოზე გასაგზავნად.

1. სასაკლაოს ოპერატორებმა არ უნდა მიიღონ ცხოველები სასაკლაოს ტერიტორიაზე, თუ მათ არ მოუთხოვიათ და მიუღიათ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის შესახებ, რომელიც შეიცავს წარმოშობის სადგომზე წარმოებულ ჩანაწერებს რეგულაციის (EC) No 852/2004 თანახმად.

2. სასაკლაოს ოპერატორები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ ინფორმაციით ცხოველის სასაკლაოზე მოყვანამდე არაუმეტეს 24 საათში, გარდა მე-7 ქვეპუნქტში მითითებული ვითარებისა.

3. 1-ლ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია სურსათის უვნებლობის შესახებ, უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(a) მწარმოებელი მეურნეობის სტატუსი ან ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეგიონში;

(b) ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობა;

(c) ვეტერინარული სამკურნალწამლო პროდუქტები ან სხვა სახის მკურნალობა, რომელიც ჩაუტარდა ცხოველს შესაბამისი პერიოდის ფარგლებში და მედიკამენტის მოქმედების განეიტრალების პერიოდი ნულზე მეტი მაჩვენებლით, ასევე მკურნალობის ადმინისტრირებისა და მედიკამენტის მოქმედების განეიტრალების პერიოდის თარიღები;

(d) ინფორმაცია დაავადებებზე, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ხორცის უვნებლობაზე;

(e) ნებისმიერი ანალიზის შედეგები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაუტარდა ცხოველებიდან აღებულ ნიმუშებს, ან სხვა ნიმუშებს, რომლებიც აღებულ იქნა დაავადების დიაგნოზის დასადგენად და რომლებმაც შეიძლება იმოქმედონ ხორცის უვნებლობაზე, მათ შორის ნიმუშები, რომლებიც აიღეს ზოონოზური დაავადებების და მათი შედეგების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით;

(f) ცხოველების დაკვლამდე და დაკვლისშემდგომი პერიოდის ინსპექტირების ანგარიშები იმავე მწარმოებელი მეურნეობიდან, კერძოდ კი სახელმწიფო ვეტერინარის ანგარიშები;

(g) წარმოების თარიღი, როდესაც იგი შეიძლება აღნიშნავდეს დაავადების არსებობას; და

(h) იმ კერძო ვეტერინარის სახელი და მისამართი, რომელიც, ჩვეულებრივ ახორციელებს ვიზიტებს მწარმოებელ მეურნეობაში.

4. (a) თუმცა სავალდებულო არ არის სასაკლაოს ოპერატორისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

(i) მე-3(a)(b)(f)(h) ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაცია, თუ მისთვის აღნიშნული უკვე ცნობილია (მაგალითად, წინასწარი შეთანხმების ან ხარისხის უზრუნველყოფის სქემების საფუძველზე); ან

(ii) მე-3(a)(b)(f)(g) ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაცია, თუ მწარმოებელი განაცხადებს, რომ არ მოიპოვება შესაბამისი ინფორმაცია წარსადგენად.

(b) არ არის აუცილებელი ინფორმაცია უზრუნველყოფილ იქნეს, როგორც სტენოგრაფიული ამონაწერი წარმოშობის სადგობის აღრიცხვიდან. იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული მონაცემების გაცვლის საშუალებით ან სტანდარტული განაცხადის სახით, რომელიც ხელმოწერილია მწარმოებლის მიერ.

5. სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მიიღონ ცხოველები სასაკლაოს ტერიტორიაზე კვების ჯაჭვის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეფასების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სახელმწიფო ვეტერინარს შეუფერხებლად, მე-7 ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის გარდა, არაუგვიანეს 24 საათისა ცხოველის ან ლოტის მიღებამდე. სურსათის ბიზნესოპერატორმა უნდა შეატყობინოს სახელმწიფო ვეტერინარს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ცხოველის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის მის დაკვლის წინა შემოწმებამდე.

6. თუ ცხოველი შემოვა სასაკლაოზე კვების ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის გარეშე, ოპერატორმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს სახელმწიფო ვეტერინარს. ცხოველი არ უნდა დაიკლას სახელმწიფო ვეტერინარის ნებართვის გარეშე.

7. თუ უფლებამოსილი ორგანო გასცემს ნებართვას კვების ჯაჭვის შესახებ, ინფორმაცია შეიძლება თან ახლდეს იმ ცხოველებს, რომლებსაც ის ეხება სასაკლაოზე მიყვანისას, ნაცვლად მინიმუმ 24 საათით ადრე მისვლისა, იმ შემთხვევაში, როდესაც:

(a) ღორს, შინაურ ფრინველს და მოშენებულ გარეულ ფრინველს ან ცხოველს, რომელმაც გაიარა დაკვლის წინა შემოწმება მწარმოებელ მეურნეობაში თან ახლავს ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ვეტერინარმა შეამოწმა ცხოველები და დაადგინა, რომ ჯანმრთელები არიან;

(b) შინაურ კენტჩლიქიანებს;

(c) ცხოველებს, რომლებიც დაკლეს გადაუდებელი წესით, თუ მათ ახლავთ ვეტერინარის მიერ ხელმოწერილი დაკვლის წინა შემოწმების ჩატარების სერტიფიკატი; და

(d) ცხოველებს, რომელთა მიყვანა არ ხდება მწარმოებელი მეურნეობიდან პირდაპირ სასაკლაოზე.

სასაკლაოს ოპერატორები ვალდებულნი არიან შეფასება მისცენ შესაბამის ინფორმაციას. თუ ისინი მიიღებენ ცხოველებს დასაკლავად, მათ უნდა გადასცენ (a) და (c) ქვეაბზაცებში მითითებული დოკუმენტები სახელმწიფო ვეტერინარს. ცხოველი არ უნდა დაიკლას ან დამუშავდეს სახელმწიფო ვეტერინარის ნებართვის გარეშე.

8. სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა შეამოწმონ პასპორტი, რომელიც ახლავს შინაურ კენტჩლიქიანებს რათა დარწმუნდნენ, რომ ცხოველი განკუთვნილია დასაკლავად ადამიანის მიერ საკვებად მოხმარების მიზნით. თუ ისინი მიიღებენ ცხოველებს დასაკლავად, მათ უნდა გადასცენ პასპორტი სახელმწიფო ვეტერინარს.

დანართი III

სპეციალური მოთხოვნები

ქვეთავი I

შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ხორცი

თავი I

ცოცხალი ცხოველის ტრანსპორტირება სასაკლაოზე

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე ტრანსპორტირებისას, უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. საქონლის თავმოყრისა და ტრანსპორტირების დროს, სავალდებულოა საქონლისადმი ფრთხილი მოპყრობა მათთვის უსაფუძვლო ზიანის მიყენების გარეშე.

2. იმ ცხოველთა გადაყვანა სასაკლაოზე, რომლებსაც აღენიშნა დაავადების სიმპტომები, ან რომლებიც განეკუთვნება ჯოგს, რომელიც ინფიცირებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო აგენტებით, უნდა მოხდეს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის საფუძველზე.

თავი II

მოთხოვნები სასაკლაოების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სასაკლაოს კონსტრუქცია, მოწყობა და აღჭურვილობა, სადაც შინაური ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლა ხდება, აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1.

(a) სასაკლაოს უნდა ჰქონდეს სათანადო და ჰიგიენური საქონლის ბაკი ან შესაბამისი კონდიცირება, ან მოსაცდელი სადგომები, რომელთა მარტივად დასუფთავება და დეზინფიცირება შესაძლებელია. მსგავსი ნაგებობები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობით ცხოველისათვის სასმელისა და, საჭიროების შემთხვევაში, საკვების მისაწოდებლად. სასაკლაოს საკანალიზაციო დრენაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას დაკლული ცხოველისაგან მიღებული სურსათის უვნებლობას;

(b) სასაკლაოს ასევე უნდა ჰქონდეს იზოლირებული ბაკები, შესაბამისი კონდიცირება, დაავადებული ან საეჭვო ცხოველის განსათავსებლად განკუთვნილი სადგომები წყლის ინდივიდუალური სადინარით. აღნიშნული სადგომები განლაგებული უნდა იყოს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული სხვა ცხოველების ინფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო მსგავსი სადგომების არსებობა;

(c) საქონლის ბაკის ზომა უნდა უზრუნველყოფდეს ცხოველთათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას. მსგავსი ნაგებობები უნდა იძლეოდეს დაკვლის წინა შემოწმების ჩატარების, მათ შორის ცალკეული საქონლის ან საქონლის ჯგუფისათვის იდენტიფიკაციის ჩატარების საშუალებას.

2. ხორცის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად:

(a) სასაკლაოს უნდა ჰქონდეს ოთახების საკმარისი რაოდენობა სათანადო სამუშაოების განსახორციელებლად;

(b) ცალკე ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი კუჭისა და ნაწლავების დაცლისა და გაწმენდისათვის, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღნიშნული ოპერაციის ჩატარება არ არის დადგენილი სპეციალურ სასაკლაოებში ინდივიდუალური შემთხვევის გათვალისწინებით;

(c) საჭიროა მოხდეს შემდეგი ოპერაციების გამიჯვნა დროსა და სივრცეში:

(i) გაბრუება და სისხლგართმევა;

(ii) ღორის შემთხვევაში, მისი დამდუღვრა, ჯაგრის გაცლა, გაფხეკა და ორთქლში გატარება;

(iii) გამოშიგვნა და შემდგომი დამუშავება;

(iv) გასუფთავებული ნაწლავებისა და გულ-ღვიძლის დამუშავება;

(v) სხვა შიგნეულის მომზადება და გაწმენდა, კერძოდ გატყავებული თავის დამუშავება, თუ ეს უკვე არ მოხდა სასაკლაოზე;

(vi) შიგნეულის დაფასოება; და

(vii) ხორცის გაგზავნა.

(d) საჭიროა შესაბამისი მოწყობილობები, რათა მოხდეს ხორცის იატაკთან, კედელსა და ინვენტართან შეხების თავიდან აცილება; და

(e) დაკვლის პროცედურებისათვის განკუთვნილი სივრცეების (საწარმოო ხაზები) ისეთი მოწყობა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაკვლის პროცესის უწყვეტობა და თავიდან იქნეს აცილებული ამ სივრცეების სხვადასხვა ნაწილებს შორის ჯვარედინი დაბინძურება. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე სივრცეში მოქმედებს ერთზე მეტი დაკვლის პროცედურებისათვის განკუთვნილი სივრცეები (საწარმოო ხაზები), საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს ამ სივრცეების სათანადოდ განცალკევება ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

3. უნდა არსებობდეს სივრცე საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირებისათვის ცხელი წყლით (არანაკლებ 82° C-სა) ან ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული სისტემა.

4. ხორცის დამუშავებით დაკავებული მომსახურე პერსონალისათვის საჭიროა დამონტაჟებულ იქნეს ხელის დასაბანი მოწყობილობა სპეციალური ონკანებით, რომელიც იძლევა ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების საშუალებას.

5. სასაკლაოს უნდა გააჩნდეს იზოლირებული გასაყინი მოწყობილობები და სივრცე მიღებული ხორცის შესანახად და იზოლირებული გასაყინი მოწყობილობები და სივრცე ისეთი ხორცის შესანახად, რომელიც მიიჩნევა ადამიანის მიერ მოხმარებისთვის უვარგისად.

6. სასაკლაოში გამოყოფილი უნდა იყოს ადგილი შესაბამისი მოწყობილობებითა და ტერიტორიით საქონლის ტრანსპორტირების საშუალებების გასუფთავების, გარეცხვისა და დეზინფექციისათვის. თუმცა სასაკლაოს შეუძლია არ ჰქონდეს ზემოხსენებული მოწყობილობები და ტერიტორიები, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია შესაბამისი ნებართვა და სასაკლაოსთან ახლოს მდებარეობს ოფიციალურად ავტორიზებული შესაბამისი მოწყობილობები და ტერიტორიები.

7. სასაკლაოს რეზერვში უნდა ჰქონდეს ტერიტორია, სადაც მოხდება დაავადებული და საეჭვო ცხოველის დაკვლა. აღნიშნული არ არის აუცილებელი, თუ დაავადებული ან საეჭვო საქონლის დაკვლა ხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მიზნისათვის ავტორიზებულ სხვა საწარმოში ან ჯანმრთელი საქონლის დაკვლის პერიოდის ბოლოს.

8. თუ ნაკელი ან მომნელებელი ტრაქტის შიგთავსი ინახება სასაკლაოში, ამისთვის უნდა არსებობდეს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ან ტერიტორია.

9. სასაკლაოს უნდა გააჩნდეს ადეკვატურად აღჭურვილი იზოლირებული სივრცე, ან საჭიროების შემთხვევაში, ოთახი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარული მომსახურებისათვის.

თავი III

მოთხოვნები ხორცის დამჭრელი საწარმოს მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ხორცის საჭრელი საწარმოები:

1. აგებულ იქნეს ისე, რომ მოხდეს ხორცის დაბინძურების თავიდან აცილება, განსაკუთრებით იმით, რომ:

(a) იძლეოდეს უწყვეტად საქმიანობის საშუალებას; ან

(b) იძლეოდეს ოპერაციების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხორციელების საშუალებას.

2. აღნიშნულ საწარმოებს უნდა გააჩნდეთ განყოფილებები დაფასოებული და დაუფასოებელი ხორცის განცალკევებით შესანახად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ინახება სხვადასხვა პერიოდში და ისე, რომ შესაფუთი მასალა და შენახვის მეთოდი არ შეიძლება წარმოადგენდეს ხორცის დაბინძურების წყაროს.

3. აღნიშნულ საწარმოებს უნდა გააჩნდეთ ხორცის საჭრელი ოთახები, რომელიც აკმაყოფილებს V თავის მოთხოვნებს.

4. აღნიშნულ საწარმოებს უნდა გააჩნდეთ ხორცის დამუშავებით დაკავებული მომსახურე პერსონალის მოხმარებისთვის განკუთვნილი ხელის დასაბანი მოწყობილობა ონკანებით, რომელიც იძლევა ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების საშუალებას.

5. აღნიშნულ საწარმოებში უნდა არსებობდეს სივრცე საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირებისათვის ცხელი წყლით (არანაკლებ 82°C-სა), ან ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული სისტემა.

თავი IV

ჰიგიენის წესები სასაკლაოების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც მართავენ სასაკლაოს სადაც ხდება შინაური ჩლიქოსანი საქონლის დაკვლა, უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. საქონლის სასაკლაოზე მიყვანის შემდეგ, საქონლის დაკვლა არ უნდა გადაიდოს უსაფუძვლოდ. თუმცა კეთილდღეობის მიზნებისთვის შესაძლებელია საქონლის დაყოვნება გარკვეული ვადით მის დაკვლამდე.

2.

(a) იმ საქონლის ხორცი, გარდა (b) და (c) ქვეაბზაცებში მოხსენიებული ცხოველებისა, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, თუ ისინი დაიხოცნენ დაკვლამდე;

(b) სასაკლაოს ტერიტორიაზე უნდა მოთავსდეს მხოლოდ დასაკლავად გამიზნული ცოცხალი საქონელი, გარდა შემდეგი გამონაკლისისა:

(i) ცხოველები, რომელთა დაკვლა მოხდა გადაუდებელი წესით სასაკლაოს გარეთ VI თავის შესაბამისად;

(ii) წარმოების ადგილზე დაკლული ცხოველები III ქვეთავის შესაბამისად; და

(iii) IV ქვეთავის II თავის თანახმად დაკლული გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი.

(c) იმ საქონლის ხორცი, რომელიც სასაკლაოზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაიკლა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, თუ ინსპექციის შედეგად არ აღინიშნა სერიოზული დაზიანება, აღნიშნული შემთხვევით გამოწვეული დაზიანების გარდა.

3. შესაძლებელი უნდა იყოს დასაკლავი საქონლის, ან შესაბამის შემთხვევებში, საქონლის თითოეული პარტიის იდენტიფიკაცია მათი წარმოშობის ადგილის მისაკვლევად.

4. ცხოველი გასუფთავებული უნდა იყოს.

5. სასაკლაოს ოპერატორები უნდა ასრულებდნენ რეგულაციის (EC) No 854/2004 თანახმად უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანიშნული ვეტერინარის ინსტრუქციებს, რათა უზრუნველყონ თითოეული საქონლის დაკვლის წინა შემოწმების ჩატარება შესაბამისი პირობებით.

6. სასაკლაოზე მოთავსებული საქონლის დაკვლა არ უნდა დაყოვნდეს უმიზეზოდ.

7. გაბრუება, სისხლგართმევა, გატყავება, გამოშიგვნა და სხვა სახის დამუშავება უნდა განხორციელდეს უმიზეზოდ დაყოვნების გარეშე ისე, რომ არ მოხდეს ხორცის დაბინძურება, კერძოდ:

(a) ტრაქეა და საყლაპავი მილი სისხლგართმევისას უნდა შენარჩუნდეს ხელშეუხებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაკვლა ხდება რელიგიური ტრადიციის მიხედვით;

(b) გატყავებისა და გაპუტვის დროს:

(i) დაუშვებელია კონტაქტი ტყავის ზედაპირსა და საქონლის ტანხორცს შორის; და

(ii) ტყავის ზედაპირსა და თმის საფართან კონტაქტში მყოფი ოპერატორები და აღჭურვილობა ხორცს არ უნდა შეეხოს;

(c) საჭირო ზომები უნდა იქნეს მიღებული მომნელებელი ტრაქტის შიგთავსის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად გამოშიგვნის დროს და გამოშიგვნის შემდეგ, და უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოშიგვნის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად საქონლის გაბრუების შემდეგ; და

(d) ჯიქნის ამოღებამ არ უნდა გამოიწვიოს ტანხორცში რძის ან ხსენის შეღწევა.

8. ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი მთლიანი საქონელი თუ მისი ნაწილები სრულად უნდა გატყავდეს, გარდა ღორისა, ხოლო ცხვრის, თხის და ხბოს შემთხვევაში – გარდა მისი თავ-ფეხისა. თავ-ფეხის დამუშავებისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული მისი საშუალებით სხვა სახის ხორცის დაბინძურება.

9. თუ ღორის გატყავება არ ხდება, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ჯაგრის მოცილება. ხორცის დაბინძურების საფრთხე მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მისი დამდუღვრის მეშვეობით. მხოლოდ ოფიციალურად დაშვებული დანამატების გამოყენება შეიძლება აღნიშნულ ოპერაციაში. შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს ღორის სასმელი წყლით გარეცხვა.

10. ცხოველის ტანხორცს არ უნდა ემჩნეოდეს ფეკალური დაბინძურება. ნებისმიერი თვალით შესამჩნევი დაბინძურება მოცილებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ მისი ამოჭრის ან სხვა ალტერნატიული საშუალების გამოყენებით.

11. ცხოველის ტანხორცი და შიგნეული არ უნდა იყოს შეხებაში იატაკთან, კედლებსა და სამუშაო დანადგარებთან.

12. სასაკლაოს ოპერატორები უნდა ასრულებდნენ უფლებამოსილი ორგანოს ინსტრუქციებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაკვლისშემდგომი შემოწმების ჩატარება შესაბამის პირობებში რეგულაციის (EC) No 854/2004 თანახმად.

13. დაკვლისშემდგომი შემოწმების დასრულებამდე დაკლული ცხოველის დაკვლისშემდგომ შემოწმებას დაქვემდებარებული ნაწილების:

(a) იდენტიფიცირება შესაძლებელი უნდა იყოს ისე, რომ დადგენილი იყოს ცხოველი, რომლის ტანხორცსაც მიეკუთვნება აღნიშნული ნაწილები; და

(b) აღნიშნული ნაწილები არ უნდა იყოს შეხებაში სხვა ცხოველისგან მიღებულ ტანხორცთან, შიგნეულობასა და შინაგან ორგანოებთან, მათ შორის, იმ ნაწილებთან, რომლებმაც უკვე გაიარეს დაკვლისშემდგომი შემოწმება;

მიუხედავად იმისა, გამოვლინდა თუ არა პათოლოგიური დაზიანება, სასქესო ორგანო დაუყოვნებლივ მოშორებული უნდა იყოს.

14. ორივე თირკმელი უნდა იქნეს ამოღებული თავისი ცხიმსაფარიდან. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ღორის და კენტჩლიქიანების შემთხვევაში, ასევე, უნდა ამოიჭრას პერირენალური მემბრანა.

15. თუ დაკვლისშემდგომი შემოწმების დასრულებამდე ერთ კონტეინერში იქნა მოთავსებული სხვადასხვა ცხოველის სისხლი ან შიგნეული, მთელი ეს შემადგენლობა უნდა გამოცხადდეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად თუნდაც ერთი საქონელის ტანხორცი იქნა მიჩნეული უვარგისად ან საეჭვოდ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

16. დაკვლისშემდგომი შემოწმების შემდეგ:

(a) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და კენტჩლიქიანების ნუშისებრი ჯირკვლები უნდა იქნეს ამოღებული ჰიგიენის წესების დაცვით;

(b) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული ნაწილები უნდა იქნეს გატანილი საწარმოს სუფთა სექტორიდან, რაც შეიძლება სწრაფად;

(c) შეჩერებული ან ადამიანის მიერ საკვებად უვარგისად მიჩნეული ხორცი და მისი სუბპროდუქტები არ უნდა მოხვდეს შეხებაში ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისთვის განკუთვნილ ხორცთან; და

(d) შინაგანი ორგანოები ან მათი ტანხორცში დარჩენილი ნაწილები, თირკმლის გარდა, მთლიანად უნდა იქნეს ამოღებული, რამდენადაც ეს შესაძლებელია და შეძლებისდაგვარად სწრაფად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

17. დაკვლისა და დაკვლისშემდგომი შემოწმების დასრულების შემდეგ, ხორცი უნდა იქნეს შენახული VII თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

18. ხორცის შემდგომი დამუშავების შემთხვევაში:

(a) კუჭი უნდა დაიმდუღროს ან გაიწმინდოს;

(b) ნაწლავები უნდა დაიცალოს და გაიწმინდოს; და

(c) თავფეხი უნდა გატყავდეს ან დაიმდუღროს და მას უნდა გაეცალოს ჯაგარი.

19. საწარმოებში, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სახეობის ცხოველის დაკვლის ან მოშენებული გარეული ცხოველის ან ფრინველის და გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის დამუშავების უფლება, აუცილებელია წინასწარი გამაფრთხილებელი ზომების მიღება ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოების გამიჯვნის გზით სივრცეში ან დროში. საწარმოს უნდა გააჩნდეს ცალკე სივრცე მოშენებული გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის გაუტყავებელი ტანხორცის მიღებისა და შენახვისათვის.

20. თუ სასაკლაოს არ გააჩნია იზოლირებული სივრცე დაავადებული ან საეჭვო ცხოველის დასაკლავად, ადგილი, სადაც მათი დაკვლა განხორციელდება, უნდა გასუფთავდეს, გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, სანამ განახლდება სხვა საქონლის დაკვლა.

თავი V

ჰიგიენის წესები ხორცის დაჭრის და ძვლების გამოცლის პროცესის მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ხორცის დაჭრა და ძვლების გამოცლა შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

1. შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ტანხორცი უნდა დაიჭრას ორ ნაწილად ან მეოთხედ ნაწილებად, ხოლო ორ ნაწილად დაჭრილი ტანხორცის თითოეული ნაჭრის დაჭრის შემთხვევაში, თითოეული ნაწილი უნდა დაიჭრას არაუმეტეს სამ ნაჭრად. ხორცის შემდგომი დაჭრა და ძვლების გამოცლა უნდა განხორციელდეს ხორცის დამჭრელ საწარმოში;

2. ხორცთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა შესრულდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ხორცის დაბინძურება. კერძოდ, ამ მიზნით, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი:

(a) დასაჭრელად განკუთვნილი ხორცი საწარმოებს უნდა მიეწოდოს თანმიმდევრულად, საჭიროების მიხედვით;

(b) დაჭრის, ძვლების გამოცლის, ფილირების, თხელ ნაჭრებად ან კუბებად დაჭრის, დაფასოებისა თუ შეფუთვის დროს, შიგნეულის ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს არაუმეტეს 3 0C, ხოლო ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს არაუმეტეს 7 0C-ზე, შიდა ჰაერის ტემპერატურის არაუმეტეს 120-ზე შენარჩუნებით ან იგივე ეფექტის მქონე ალტერნატიული სისტემის მეშვეობით; და

(c) იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე საწარმოს მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახეობის ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრა, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სხვადასხვა სახეობის ცხოველის ხორცის დაჭრა განხორციელდეს დროში ან სივრცეში განცალკევებულად.

3. ხორცის ძვლებისგან გამოცლა და დაჭრა უნდა მოხდეს მანამ, სანამ ტემპერატურა მიაღწევს მე-2(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაჩვენებელს, VII თავის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად;

4. ხორცის ძვლებისგან გამოცლა და დაჭრა, ასევე, შეიძლება მოხდეს სანამ ტემპერატურა მიაღწევს მე-2(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაჩვენებელს, თუ ხორცის საჭრელი ოთახი და სასაკლაო მდებარეობს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, ხორცი გადატანილ უნდა იქნეს ხორცის საჭრელ ოთახში პირდაპირ სასაკლაოდან ან გასაცივებელ ან გასაყინ ოთახში განთავსდეს გარკვეული მოსაცდელი პერიოდით და შემდეგ გადატანილ იქნეს დაჭრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას. ხორცის დაჭრისთანავე, და საჭიროების შემთხვევაში, მისი დაფასოებისთანავე, ის უნდა გაცივდეს მე-2(b) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერატურამდე.

თავი VI

ცხოველის გადაუდებელი დაკვლა სასაკლაოს გარეთ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სასაკლაოს გარეთ გადაუდებელი წესით დაკლული შინაური ჩლიქოსანი ცხოველი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

1. სხვა მხრივ ჯანმრთელი ცხოველის სასაკლაოზე გადაყვანას ხელი შეუშალა უბედურმა შემთხვევამ, რომელიც ცხოველის სიკვდილის მიზეზი გახდა;

2. ცხოველს სიკვდილამდე ჩატარებული უნდა ჰქონდეს დაკვლისწინა შემოწმება ვეტერინარის მიერ;

3. დაკლული და სისხლგართმეული საქონლის ტრანსპორტირება სასაკლაოზე უნდა მოხდეს ჰიგიენის წესების დაცვით და გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. სასაკლაოში გადაყვანამდე ნებადართულია მხოლოდ ცხოველის კუჭის და ნაწლავების ამოღება ვეტერინარის ზედამხედველობით, მაგრამ დაუშვებელია ცხოველის სხვა სახით დამუშავება. ნებისმიერი ამოღებული შინაგანი ორგანო თან უნდა ახლდეს სასაკლაოზე გაგზავნილ დაკლულ ცხოველს, და იდენტიფიცირებული უნდა იქნეს როგორც აღნიშნული ცხოველის შიგნეულობა;

4. თუ ცხოველის დაკვლასა და სასაკლაოზე მიყვანას შორის შუალედი აღემატება ორ საათს, დაკლული ცხოველი უნდა განთავსდეს გასაცივებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები დაკლული ხორცის გრილად შენახვის შესაძლებლობას იძლევა;

5. ცხოველის მომშენებელი სურსათის ბიზნესოპერატორის დეკლარაცია, სადაც განსაზღვრულია საქონლის სახეობა და მითითებულია მისთვის მიცემული ნებისმიერი სახის ვეტერინარული მედიკამენტი ან მისთვის ჩატარებული სხვა სახის მკურნალობა შესაბამისი თარიღების მითითებით, ასევე მისი დაკვლის თარიღი, თან უნდა ახლდეს დაკლულ ცხოველს სასაკლაოზე გადაყვანისას;

6. ვეტერინარის მიერ გაცემული დეკლარაცია, რომელშიც მოცემულია დაკვლისწინა შემოწმებისას გაკეთებული დადებითი დასკვნა, შემოწმების თარიღი და დრო, გადაუდებელი დაკვლის მიზეზი და მის მიერ ჩატარებული ვეტერინარული მკურნალობის ისტორია, თან უნდა ახლდეს სასაკლაოზე გაგზავნილ ცხოველს;

7. დაკლული ცხოველი ვარგისი უნდა იყოს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის დაკვლისშემდგომი შემოწმების თანახმად, რომელიც ტარდება სასაკლაოზე რეგულაციის (EC) No 854/2004 მიხედვით, და ასევე მოიცავს ყველა დამატებით ჩატარებულ ტესტს, რაც მოითხოვება ცხოველის გადაუდებელი დაკვლის დროს;

8. სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ მიცემული ნებისმიერი სახის ინსტრუქცია, რომელიც გაცემულია დაკვლისშემდგომი შემოწმების საფუძველზე ხორცის გამოყენებასთან დაკავშირებით;

9. სურსათის ოპერატორებმა არ უნდა განათავსონ გადაუდებელი წესით დაკლული ცხოველების ხორცი ბაზარზე, თუ მას არ ექნება სპეციალური ჯანმრთელობის ნიშანდება, რომელიც არ წარმოადგენს არც რეგულაციით (EC) No 854/2004 განსაზღვრული ჯანმრთელობის ნიშანდებას და არც წინამდებარე რეგულაციის A დანართის I ქვეთავით განსაზღვრულ საიდენტიფიკაციო ნიშანს. აღნიშნული სახის ხორცი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ იმ წევრი სახელმწიფოს ბაზარზე, სადაც მოხდა ცხოველის დაკვლა ეროვნული კანონმდებლობის დაცვით.

თავი VII

შენახვა და ტრასპორტირება

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

1. 

(a) თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული სპეციალური წესების შესაბამისად, ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმების ჩატარებისთანავე უნდა მოხდეს მისი გაცივება სასაკლაოში ისე, რომ შიგნეულის ტემპერატურამ მიაღწიოს არაუმეტეს 30C-ს, ხოლო ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურამ მიაღწიოს არაუმეტეს 70C-ს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს ტემპერატურის უწყვეტ კლებას. თუმცა ხორცი შეიძლება დაიჭრას და ძვლები გამოეცალოს გაგრილების პროცესში, V თავის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად;

(b) გაცივების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადეკვატური ვენტილაცია ხორცის ზედაპირზე კონდენსირების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

2. ხორცის ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს პირველ ქვეპუნქტში განსაზღვრულ მაჩვენებელს და აღნიშნული მაჩვენებელი უნდა შენარჩუნდეს შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში;

3. ხორცის ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს პირველ ქვეპუნქტში განსაზღვრულ მაჩვენებელს ტრანსპორტირებამდე და აღნიშნული მაჩვენებელი უნდა შენარჩუნდეს ტრანსპორტირების მთელი პერიოდის განმავლობაში. თუმცა შესაძლებელია უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, სპეციალური პროდუქტების წარმოების მიზნით, ხორცის სხვაგვარად ტრანსპორტირება, თუ:

(a) აღნიშნული ტრანსპორტირება განხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს იმ მოთხოვნების დაცვით, რომელიც ეხება ერთი საწარმოდან მეორე საწარმოში ტრანსპორტირებას; და

(b) ხორცი სასაკლაოს ან მასში მდებარე ხორცის საჭრელ ოთახს ტოვებს დაუყონებლივ, ხოლო ტრანსპორტირებას სჭირდება არაუმეტეს ორი საათისა.

4. გასაყინად განკუთვნილი ხორცის გაყინვა უნდა მოხდეს ყოველგვარი უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე, საჭიროების შემთხვევაში, გაყინვამდე საჭირო სტაბილიზაციის პერიოდის გათვალისწინებით;

5. დაუფასოებელი ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს დაფასოებული ხორცისგან განცალკევებით გარდა შემთხვევისა, როდესაც ისინი ინახება ან მათი ტრანსპორტირება ხდება სხვადასხვა პერიოდში და ისე, რომ შესაფუთი მასალა და შენახვის მეთოდი არ შეიძლება წარმოადგენდეს ხორცის დაბინძურების წყაროს.

ქვეთავი II

შინაური ფრინველისა და კურდღლისნაირების ხორცი

თავი I

ცოცხალი ცხოველის ტრანსპორტირება სასაკლაოზე

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე ტრანსპორტირებისას უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. საქონლის თავმოყრისა და ტრანსპორტირების დროს სავალდებულოა საქონლისადმი ფრთხილი მოპყრობა მათთვის უსაფუძვლო ზიანის მიყენების გარეშე;

2. იმ ცხოველთა გადაყვანა სასაკლაოზე, რომლებსაც აღენიშნა დაავადების სიმპტომები, ან რომლებიც განეკუთვნება ფრინველთა გუნდს, რომელიც ინფიცირებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო აგენტებით, უნდა მოხდეს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის საფუძველზე;

3. ფრინველის სასაკლაოზე გადასაყვანი ხის ყუთები და გალიები დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი მასალისაგან დ მისი გაწმენდა და დეზინფექცია უნდა იყოს მარტივი. ცხოველების შეგროვების და ტრანსპორტირებისათვის საჭირო ყოველგვარი მოწყობილობის გაწმენდა, გარეცხვა და დეზინფიცირება, უნდა მოხდეს მისი დაცლისთანავე და, საჭიროების შემთხვევაში, მის ხელახალ გამოყენებამდე.

თავი II

მოთხოვნები სასაკლაოების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სასაკლაოს კონსტრუქცია, მოწყობა და აღჭურვილობა, სადაც შინაური ფრინველისა და კურდღლისნაირების დაკვლა ხდება, აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. მას უნდა გააჩნდეს განყოფილება, ან გადახურული სივრცე ცხოველების მისაღებად და შესამოწმებლად მათ დაკვლამდე;

2. ხორცის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად:

(a) სასაკლაოს უნდა ჰქონდეს ოთახების საკმარისი რაოდენობა სათანადო სამუშაოების განსახორციელებლად;

(b) სასაკლაოში ცალკე განყოფილება უნდა იყოს გამოყოფილი გამოშიგვნისა და შემდგომი დამუშავებისათვის, მათ შორის გამოშიგნული გატყავებული ფრინველის ტანხორცისათვის საკმაზის დამატების მიზნით, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღნიშნული ოპერაციების ჩატარება არ არის დადგენილი დროში გამიჯვნის საშუალებით, სპეციალურ სასაკლაოებში ინდივიდუალური შემთხვევის გათვალისწინებით;

(c) საჭიროა მოხდეს დროსა და სივრცეში შემდეგი ოპერაციების გამიჯვნა:

(i) გაბრუება და სისხლგართმევა;

(ii) გაპუტვა ან გატყავება და დამდუღვრა; და

(iii) ხორცის გაგზავნა;

(d) საჭიროა საწარმოს გააჩნდეს შესაბამისი მოწყობილობები, რათა მოხდეს ხორცის იატაკთან, კედელსა და ინვენტართან შეხების თავიდან აცილება; და

(e) დაკვლის პროცედურებისათვის განკუთვნილი სივრცეების (საწარმოო ხაზები) ისეთი მოწყობა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაკვლის პროცესის უწყვეტობა და თავიდან იქნეს აცილებული ამ სივრცეების სხვადასხვა ნაწილს შორის ჯვარედინი დაბინძურება. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე სივრცეში მოქმედებს ერთზე მეტი დაკვლის პროცედურებისათვის განკუთვნილი სივრცე (საწარმოო ხაზი), საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს ამ სივრცეების სათანადოდ განცალკევება ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

3. უნდა არსებობდეს სივრცე საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირებისათვის ცხელი წყლით (არანაკლებ 82°C-სა), ან ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული სისტემა;

4. ხორცის დამუშავებით დაკავებული მომსახურე პერსონალისათვის საჭიროა დამონტაჟებულ იქნეს ხელის დასაბანი მოწყობილობა სპეციალური ონკანებით, რომელიც იძლევა ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების საშუალებას;

5. სასაკლაოს უნდა გააჩნდეს იზოლირებული გასაყინი მოწყობილობები და სივრცე მიღებული ხორცის შესანახად და იზოლირებული გასაყინი მოწყობილობები და სივრცე ისეთი ხორცის შესანახად, რომელიც მიიჩნევა ადამიანის მიერ მოხმარებისთვის უვარგისად;

6. სასაკლაოში გამოყოფილი უნდა იყოს ადგილი, შესაბამისი მოწყობილობებითა და ტერიტორიით, ქვემოთ ჩამოთვლილი აღჭურვილობის გასუფთავების, გარეცხვისა და დეზინფექციისათვის:

(a) სატრანსპორტო საშუალებები, როგორიცაა ხის ყუთები; და

(b) სატრანსპორტო საშუალებები.

აღნიშნული ადგილები და აღჭურვილობა სავალდებულო არ არის (b) ქვეპუნქტის თანახმად, თუ მიმდებარედ მდებარეობს სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული ადგილები და დაწესებულებები;

7. სასაკლაოს უნდა გააჩნდეს ადეკვატურად აღჭურვილი იზოლირებული სივრცე, ან საჭიროების შემთხვევაში ოთახი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარული მომსახურებისათვის.

თავი III

მოთხოვნები ხორცის დამჭრელი საწარმოს მიმართ

1. სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შინაური ფრინველისა და კურდღლისნაირების ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები:

(a) აგებულ იქნეს ისე, რომ მოხდეს ხორცის დაბინძურების თავიდან აცილება, კერძოდ კი:

(i) იძლეოდეს უწყვეტად საქმიანობის საშუალებას; ან

(ii) იძლეოდეს ოპერაციების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხორციელების საშუალებას.

(b) აღნიშნულ საწარმოებს უნდა გააჩნდეთ განყოფილებები დაფასოებული და დაუფასოებელი ხორცის განცალკევებით შესანახად გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ინახება სხვადასხვა პერიოდში და ისე, რომ შესაფუთი მასალა და შენახვის მეთოდი არ შეიძლება წარმოადგენდეს ხორცის დაბინძურების წყაროს;

(c) აღნიშნულ საწარმოებს უნდა გააჩნდეთ ხორცის საჭრელი ოთახები, რომელიც აკმაყოფილებს V თავის მოთხოვნებს;

(d) დაუფასოებელი ხორცის დამუშავებით დაკავებული მომსახურე პერსონალისათვის საჭიროა დამონტაჟებულ იქნეს ხელის დასაბანი მოწყობილობა სპეციალური ონკანებით, რომელიც იძლევა ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების საშუალებას; და

(e) აღნიშნულ საწარმოებში უნდა არსებობდეს სივრცე საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირებისათვის ცხელი წყლით (არანაკლებ 82°C-სა) ან ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული სისტემა.

2. თუ ხორცის დამჭრელ საწარმოში განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები:

(a) ცხიმიანი ღვიძლის (ფუა-გრა) წარმოებისათვის მოშენებული ბატისა და იხვის გამოშიგვნა, რომლის გაბრუება, სისხლგართმევა და გაპუტვა მოხდა გამასუქებელ ფერმაში; ან

(b) ნაწილობრივ გამოშიგნული ფრინველის გამოშიგვნისათვის, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ განცალკევებული ტერიტორიის არსებობა.

თავი IV

ჰიგიენის წესები სასაკლაოების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც მართავენ სასაკლაოს, სადაც ხდება შინაური ფრინველისა და კურდღლისნაირების დაკვლა, უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. საქონლის სასაკლაოზე მიყვანის შემდეგ, საქონლის დაკვლა არ უნდა გადაიდოს უსაფუძვლოდ. თუმცა, კეთილდღეობის მიზნებისათვის შესაძლებელია საქონლის დაყოვნება გარკვეული ვადით მის დაკვლამდე: 

(a) იმ ფრინველის ხორცი, გარდა (b) ქვეპუნქტებში მოხსენიებული ცხოველებისა, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, თუ ისინი დაიხოცნენ დაკვლამდე;

(b) სასაკლაოს ტერიტორიაზე უნდა მოთავსდეს მხოლოდ დასაკლავად გამიზნული ცოცხალი საქონელი, გარდა შემდეგი გამონაკლისისა:

(i) VI თავის თანახმად დაკლული, დაყოვნებით გამოშიგნული ფრინველი, ცხიმიანი ღვიძლის (ფუა-გრა) წარმოებისათვის მოშენებული ბატი და იხვი და ჩიტი, რომელიც არ მიეკუთვნება შინაურ ფრინველებს, მაგრამ ფერმაშია გაზრდილი, როგორც შინაური;

(ii) წარმოების ადგილზე დაკლული მოშინაურებული გარეული ფრინველი და ცხოველი III ქვეთავის შესაბამისად;

(iii) IV ქვეთავის II თავის თანახმად დაკლული მცირე ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი.

2. სასაკლაოს ოპერატორები უნდა ასრულებდნენ უფლებამოსილი ორგანოს ინსტრუქციებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაკვლისშემდგომი შემოწმების ჩატარება შესაბამის პირობებში;

3. საწარმოებში, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სახეობის ცხოველის დაკვლის ან მოშენებული უტროპო ფრინველების და მცირე ზომის გარეული ცხოველის ან ფრინველის დამუშავების უფლება, აუცილებელია წინასწარი გამაფრთხილებელი ზომების მიღება ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოების გამიჯვნის გზით სივრცეში ან დროში. საწარმოს უნდა გააჩნდეს ცალკე სივრცე ფერმაში დაკლული მოშენებული უტროპო ფრინველების და მცირე ზომის ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის გაუტყავებელი ტანხორცის მიღებისა და შენახვისათვის;

4. სასაკლაოზე მოთავსებული საქონლის დაკვლა არ უნდა დაყოვნდეს უმიზეზოდ;

5. გაბრუება, სისხლგართმევა, გატყავება ან გაპუტვა, გამოშიგვნა და სხვა სახის დამუშავება უნდა განხორციელდეს უმიზეზოდ დაყოვნების გარეშე ისე, რომ არ მოხდეს ხორცის დაბინძურება. კერძოდ, აუცილებელია ზომების მიღება, რომ არ მოხდეს მომნელებელი ტრაქტის შიგთავსის გაჟონვა გამოშიგვნის პროცესში;

6. სასაკლაოს ოპერატორები უნდა ასრულებდნენ უფლებამოსილი ორგანოს ინსტრუქციებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაკვლისშემდგომი შემოწმების ჩატარება შესაბამის პირობებში, და კერძოდ, მოხერხდეს დაკლული ცხოველების სათანადოდ შემოწმება;

7. დაკვლისშემდგომი შემოწმების შემდეგ:

(a) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული ნაწილები უნდა იქნეს გატანილი საწარმოს სუფთა სექტორიდან, რაც შეიძლება სწრაფად;

(b) შეჩერებული, ან ადამიანის მიერ საკვებად უვარგისად მიჩნეული ხორცი და მისი სუბპროდუქტები არ უნდა მოხვდეს შეხებაში ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისთვის განკუთვნილ ხორცთან; და

(c) შინაგანი ორგანოები ან მათი ტანხორცში დარჩენილი ნაწილები, თირკმლის გარდა, მთლიანად უნდა იქნეს ამოღებული, რამდენადაც ეს შესაძლებელია და შეძლებისდაგვარად სწრაფად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

8. შემოწმებისა და გამოშიგვნის შემდეგ უნდა მოხდეს დაკლული ცხოველის გასუფთავება და გაცივება არაუმეტეს 4°C ტემპერატურაზე, შეძლებისდაგვარად სწრაფად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორცის დაჭრა უნდა მოხდეს თბილ მდგომარეობაში;

9. თუ ტანხორცის გაგრილება ექვემდებარება იმერსიული გაცივების პროცესს, მხედველობაში მიიღება შემდეგი:

(a) საჭიროა ყოველგვარი წინასწარი გამაფრთხილებელი ზომის მიღება ტანხორცის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, რისთვისაც ხდება ისეთი პარამეტრების გათვალისწინება, როგორიცაა ტანხორცის წონა, წყლის ტემპერატურა, წყლის ნაკადის მოცულობა და მიმართულება და გაცივების დრო;

(b) აღჭურვილობა მთლიანად უნდა დაიცალოს, გაიწმინდოს და დეზინფიცირებულ იქნეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს საჭირო გახდება და სულ მცირე, დღეში ერთხელ.

10. დაავადებული, ან საეჭვო ცხოველი, ან დაავადების აღმოფხვრისა და კონტროლის პროგრამის შესაბამისად დასაკლავი საქონელი არ უნდა დაიკლას საწარმოში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ნებადართული იქნება უფლებამოსილი ორგანოების მიერ. აღნიშნულ შემთხვევაში, დაკვლა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და მიღებულ უნდა იქნეს ზომები დაბინძურების თავიდან ასაცილებლად: უნდა მოხდეს ტერიტორიის გაწმენდა და დეზინფიცირება მის ხელახლა გამოყენებამდე.

თავი V

ჰიგიენის წესები ხორცის დაჭრის და ძვლების გამოცლის პროცესის დროს და მის შემდეგ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ შინაური ფრინველის და კურდღლისნაირების ხორცის დაჭრა და ძვლების გამოცლა შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად.

1. ხორცთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა შესრულდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ხორცის დაბინძურება. კერძოდ, ამ მიზნით, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი:

(a) დასაჭრელად განკუთვნილი ხორცი საწარმოებს უნდა მიეწოდოს თანმიმდევრულად, საჭიროების მიხედვით;

(b) დაჭრის, ძვლების გამოცლის, ფილირების, თხელ ნაჭრებად ან კუბებად დაჭრის, დაფასოებისა თუ შეფუთვის დროს, ხორცის ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს არაუმეტეს 40C-ზე, შიდა ჰაერის ტემპერატურის არაუმეტეს 120C -ზე შენარჩუნებით ან იგივე ეფექტის მქონე ალტერნატიული სისტემის მეშვეობით; და

(c) იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე საწარმოს მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახეობის ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრა, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სხვადასხვა სახეობის ცხოველის ხორცის დაჭრა განხორციელდეს დროში ან სივრცეში განცალკევებულად.

2. თუმცა ხორცის ძვლებისგან გამოცლა და დაჭრა ასევე შეიძლება მოხდეს მანამ, სანამ ტემპერატურა მიაღწევს 1(b)-ლი ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაჩვენებელს, თუ ხორცის საჭრელი ოთახი და სასაკლაო მდებარეობს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე და აღნიშნული ხორცის გადატანა ხდება ხორცის საჭრელ ოთახში:

(a) პირდაპირ სასაკლაოდან; ან

(b) დასაყოვნებელი პერიოდის შემდეგ გასაგრილებელ ან გაცივების ოთახში.

3. ხორცი დაჭრისთანავე, და საჭიროების შემთხვევაში, დაფასოებისთანავე უნდა გაცივდეს 1(b)-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერატურამდე.

4. დაუფასოებელი ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს დაფასოებული ხორცისგან განცალკევებით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ინახება ან მათი ტრანსპორტირება ხდება სხვადასხვა პერიოდში და ისე, რომ შესაფუთი მასალა და შენახვის მეთოდი არ შეიძლება წარმოადგენდეს ხორცის დაბინძურების წყაროს.

თავი VI

დაკვლა ფერმებში

სურსათის ბიზნესოპერატორებს შეუძლიათ IV თავის 1(b)(i)-ლ ქვეპუნქტში მოხსენიებული ფრინველის დაკვლა ფერმაში, მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს ნებართვითა და შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

1. ფერმამ უნდა გაიაროს რეგულარული ვეტერინარული შემოწმება;

2. სურსათის ბიზნესოპერატორმა წინასწარ უნდა აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს დაკვლის თარიღი და დრო;

3. მეურნეობას უნდა გააჩნდეს სათანადო სივრცე ფრინველების საჭირო კონცენტრაციისათვის, რომელიც იძლევა დასაკლავ ფრინველთა გუნდის დაკვლისწინა შემოწმების საშუალებას;

4. მეურნეობას უნდა გააჩნდეს ნაგებობები ჰიგიენის წესების დაცვით დაკვლისა და ფრინველის შემდგომი სათანადო დამუშავებისთვის;

5. უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისობა ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნებთან;

6. დაკლულ ფრინველს სასაკლაოსთვის მიწოდებისას თან უნდა ახლდეს მისი მომშენებელი სურსათის ბიზნესოპერატორის დეკლარაცია, სადაც მითითებულია მისთვის მიცემული ნებისმიერი სახის ვეტერინარული მედიკამენტი ან მისთვის ჩატარებული სხვა სახის მკურნალობა შესაბამისი თარიღების მითითებით, ასევე მისი დაკვლის თარიღი და დრო;

7. დაკლულ საქონელს სასაკლაოსთვის მიწოდებისას თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ვეტერინარის ან აღიარებული ვეტერინარის მიერ რეგულაციის (EC) No 854/2004 თანახმად გაცემული სერტიფიკატი;

8. შინაური ფრინველის შემთხვევაში, რომელიც მოშენებულია ცხიმიანი ღვიძლის წარმოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გამოუშიგნავი ფრინველის სასაკლაოზე ტრანსპორტირება და თუ საჭირო გახდა, სასაკლაოზე, ან საჭრელ საწარმოში მისი მაცივარში მოთავსება. ფრინველი უნდა იქნეს გამოშიგნული 24 საათის განმავლობაში უფლებამოსილი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ;

9. საწარმოო ფერმაში მოშენებული შინაური ფრინველი, რომლის გამოშიგვნა გადაიდო, შეიძლება შენახულ იქნეს დაახლოებით 15 დღის განმავლობაში არაუმეტეს 4°C ტემპერატურაზე და შესაძლებელია, გამოიშიგნოს იმავე წევრ სახელმწიფოში მდებარე სასაკლაოზე ან ხორცის დამჭრელ საწარმოში.

ქვეთავი III

მოშენებული გარეული ფრინველისა და ცხოველის ხორცი

1. I ქვეთავის დებულებები ეხება წყვილჩლიქიან მოშენებული გარეულ ძუძუმწოვრების (ირმისებრთა და ღორისებრთა ოჯახები) ხორცის წარმოებასა და ბაზარზე განთავსებას, თუ უფლებამოსილი ორგანო მათ შეუფერებლად არ მიიჩნევს.

2. II ქვეთავის დებულებები ეხება უტროპო ფრინველის ხორცის წარმოებას და ბაზარზე განთავსებას. თუმცა, I ქვეთავი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი ორგანო აღნიშნულს მიიჩნევს მიზანშეწონილად. შესაბამისი ნაგებობები და აღჭურვილობა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ცხოველთა ზომის გათვალისწინებით.

3. 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტების მიუხედავად, სურსათის ბიზნესოპერატორებს შეუძლიათ 1-ლ ქვეპუნქტში მოხსენიებული მოშენებული უტროპო ფრინველისა და ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლა მათი წარმოშობის ადგილზე უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით, როდესაც:

(a) შეუძლებელია ცხოველის ტრანსპორტირება, მომშენებლისთვის რისკის მიყენების თავიდან აცილების მიზნით ან ცხოველის კეთილდღეობის დასაცავად;

(b) ჯოგს უტარდება რეგულარული ვეტერინარული შემოწმება.

(c) მესაკუთრე წარადგენს თხოვნას;

(d) უფლებამოსილი ორგანო წინასწარ არის ინფორმირებული დაკვლის თარიღისა და დროის შესახებ;

(e) მეურნეობას გააჩნია სათანადო სივრცე ცხოველების საჭირო კონცენტრაციისათვის, რომელიც იძლევა დასაკლავ ცხოველთა დაკვლისწინა შემოწმების საშუალებას;

(f) მეურნეობას გააჩნია შესაბამისი საშუალებები დაკვლის, სისხლგართმევის და გასაპუტი უტროპო ფრინველების შემთხვევაში მათი გაპუტვისათვის;

(g) უზრუნველყოფილია შესაბამისობა ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნებთან;

(h) დაკლული და სისხლგართმეული საქონლის ტრანსპორტირება სასაკლაოზე უნდა მოხდეს ჰიგიენის წესების დაცვით და გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. თუ ტრანსპორტირება ორ საათზე მეტ ხანს გასტანს, საჭიროებისამებრ ცხოველი მაცივარში უნდა მოთავსდეს. გამოშიგვნა შეიძლება მოხდეს დაკვლის ადგილზე ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;

(i) ცხოველის მომშენებელი სურსათის ბიზნესოპერატორის დეკლარაცია, სადაც განსაზღვრულია საქონლის სახეობა და მითითებულია მისთვის მიცემული ნებისმიერი სახის ვეტერინარული მედიკამენტი ან მისთვის ჩატარებული სხვა სახის მკურნალობა შესაბამისი თარიღების მითითებით, ასევე მისი დაკვლის თარიღი, თან უნდა ახლდეს დაკლულ ცხოველს სასაკლაოზე გადაყვანისას; და

(j) დადგენილ სასაკლაოზე ტრანსპორტირების დროს, ტვირთს უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული და ხელმოწერილი სერტიფიკატი, რომელშიც მოცემული იქნება დადებითი დასკვნა დაკვლისწინა შემოწმების, წესისამებრ დაკვლისა და სისხლგართმევის, დაკვლის თარიღისა და დროის შესახებ.

4. სურსათის ბიზნესოპერატორებს აგრეთვე შეუძლიათ ბიზონის ფერმაში დაკვლა მე-3 ქვეპუნქტში შესაბამისად გამონაკლისი შემთხვევების დროს.

ქვეთავი IV

გარეული ცხოველის და ფრინველის ნანადირევის ხორცი

თავი I

მონადირეების ტრენინგი ცხოველთა ჯანმრთელობისა და ჰიგიენის სფეროში

1. მონადირეები, რომლებიც ნადირობენ ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისთვის განკუთვნილი გარეული ცხოველსა და ფრინველზე მათი ბაზარზე განთავსების მიზნით, კარგად უნდა იცნობდნენ გარეული ცხოველის და ფრინველის პათოლოგიებსა და ნანადირევისა და მისი ხორცის დამუშავების წესებს, რათა შეძლონ გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის პირველადი შემოწმება ადგილზე.

2. თუმცა საკმარისი იქნება მონადირეთა გუნდის ერთმა წევრმა მაინც იცოდეს პირველ ქვეპუნქტში განსაზღვრული წესები. წინამდებარე სექციის განსაზღვრული წესები ეხება აღნიშნულ პირს, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია „სწავლებაგავლილ პირად“.

3. სწავლებაგავლილი პირი შეიძლება, აგრეთვე, იყოს ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ინსპექტორი ან მენეჯერი, თუ იგი მონადირეთა ჯგუფის წევრია, ან იმყოფება მიმდებარედ იმ ადგილთან, სადაც ნადირობენ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მონადირემ გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი უნდა წარუდგინოს ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ინსპექტორს ან მენეჯერს და მიაწოდოს ინფორმაცია მოკვლის წინ ცხოველის ნებისმიერი ანომალური ქცევის შესახებ.

4. ტრენინგი უნდა ტარდებოდეს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად, რათა მონადირეები ჩაითვალონ სათანადოდ გაწვრთნილებად. ტრენინგი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

(a) გარეული ცხოველისა და ფრინველის ანატომია, ფიზიოლოგია და ქცევა;

(b) ანომალიური ქცევა და პათოლოგიური ცვლილებები გარეულ ცხოველსა და ფრინველში, რაც გამოწვეულია დაავადებებით, გარემოს დაბინძურებით ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა ფაქტორებით;

(c) გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის დამუშავების, ტრანსპორტირების, გამოშიგვნისა და სხვა სახის ჰიგიენის წესები და სათანადო მეთოდები; და

(d) გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის ბაზარზე განთავსების მარეგულირებელი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული დადგენილებები ცხოველის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჰიგიენის შესახებ.

5. უფლებამოსილი ორგანო ხელს უნდა უწყობდეს მონადირეთა ორგანიზაციებს მსგავსი ტრენინგის ორგანიზებაში.

თავი II

დიდი ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის დამუშავება

1. მოკვლის შემდეგ, დიდი ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის კუჭ-ნაწლავი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოიჭრას და საჭიროების შემთხვევაში, გაერთვას სისხლი.

2. სწავლებაგავლილმა პირმა უნდა შეამოწმოს ნადირის ორგანიზმი, ყველა ამოღებული შინაგანი ორგანო, რათა მოახდინოს ნებისმიერი ნიშნის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება ქმნიდეს ჯანმრთელობის რისკს. შემოწმება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, ცხოველის მოკვლის შემდეგ.

3. დიდი ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი ბაზარზე შეძლება განთავსდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნანადირევის მიწოდება მოხდა ნანადირევის გადამამუშავებელი საწარმოსათვის შეძლებისდაგვარად სწრაფად, მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით ჩატარებული შემოწმების შემდეგ. ცხოველის სხეულს თან უნდა ერთვოდეს შინაგანი ორგანოები მე-4 ქვეპუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად. აღნიშნული შინაგანი ორგანოები უნდა იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი, როგორც მოცემული ცხოველის შიგთავსი.

4.

(a) თუ მე-2 ქვეპუნქტში მოხსენიებულმა შემოწმებამ არ გამოავლინა არავითარი პათოლოგია, და არც ნადირის ქცევაში იყო რაიმე პათოლოგიური მისი მოკვლის წინ და არ არსებობს ეჭვი გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით, სწავლებაგავლილმა პირმა უნდა დაურთოს ნანადირევს დანომრილი დეკლარაცია აღნიშნული ფაქტის მითითებით. დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს, აგრეთვე, მოკვლის თარიღი, დრო და ადგილი. აღნიშნულ შემთხვევაში, აუცილებელი არ არის ნანადირევის თავი და შინაგანი ორგანოები თან ახლდეს სხეულს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცხოველის გარკვეული სახეობა მგრძნობიარეა ტრიქინელოზის მიმართ (ღორის, კენტჩლიქიანების და სხვა სახეობების), რომელთა თავი (ეშვის გარეშე) და დიაფრაგმა, თან უნდა ახლდეს ნანადირევს. თუმცა, მონადირეებმა უნდა დააკმაყოფილონ იმ წევრი სახელმწიფოების მიერ დადგენილი სხვა დამატებითი მოთხოვნები, სადაც ნადირობა ხორციელდება, კერძოდ, კი შექმნან პირობები გარკვეული ტიპის ნარჩენებისა და ნივთიერებების მონიტორინგისთვის დირექტივის 96/23/EC შესაბამისად;

(b) სხვა გარემოებების დროს, თავი (ეშვებისა და რქების გარეშე) და ყოველგვარი შინაგანი ორგანო, კუჭ-ნაწლავის გარდა, თან უნდა ახლდეს დაკლულ ცხოველს. სწავლებაგავლილმა პირმა, რომელმაც ჩაატარა ცხოველის შემოწმება, უნდა აცნობოს უფლებამოსილი ორგანოს პათოლოგიების, პათოლოგიური ქცევის ან გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ეჭვის შესახებ, რამაც არ მისცა მას საშუალება შეედგინა დეკლარაცია (a) ქვეპუნქტის შესაბამისად;

(c) თუ კონკრეტულ შემთხვევაში, მე-2 ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმება ვერ ჩატარდა სწავლებაგავლილი პირის მიერ მისი ადგილზე არყოფნის გამო, თავი (ეშვებისა და რქების გარეშე) და ყოველგვარი შინაგანი ორგანო, კუჭ-ნაწლავის გარდა, თან უნდა ახლდეს დაკლულ ცხოველს.

5. ცხოველის დაკვლის შემდეგ, მისი გაგრილება უნდა დაიწყოს მოკვლის შემდგომ დროის მიზანშეწონილ პერიოდში და ხორცმა უნდა მიაღწიოს ტემპერატურას არაუმეტეს 7oC-ისა. შესაბამისი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში, აქტიური გაცივება აუცილებელი არ არის.

6. ნანადირევის გადამამუშავებელ საწარმოში ტრანსპორტირების დროს, დაუშვებელია დიდი ზომის გროვებად გადატანა.

7. ნანადირევის გადამამუშავებელ საწარმოში შეტანილი დიდი ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი უნდა იქნეს შემოწმებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

8. ამასთან ერთად, გაუტყავებელი დიდი ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის გატყავება და ბაზარზე განთავსება შეიძლება, თუ:

(a) გატყავების წინ, ის შენახული და გადამუშავებული იქნება სხვა სურსათისგან განცალკევებით და გაუყინავად; და

(b) გატყავების შემდეგ, მას ჩაუტარდება საბოლოო ინსპექცია რეგულაციის (EC) No 854/2004 თანახმად.

9. I ქვეთავის V თავში ჩამოყალიბებული წესები ეხება დიდი ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის დაჭრასა და ძვლების გამოცლას.

თავი III

მცირე ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის დამუშავება

1. სწავლებაგავლილმა პირმა უნდა ჩაატაროს შემოწმება, რათა მოახდინოს ხორცში ნებისმიერი ნიშნის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება ქმნიდეს ჯანმრთელობის რისკის. შემოწმება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, ცხოველის მოკვლის შემდეგ.

2. თუ ცხოველის შემოწმების დროს აღინიშნა პათოლოგია, პათოლოგიური ქცევა მოკვლის წინ, ან გაჩნდა ეჭვი გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით, სწავლებაგავლილმა პირმა უნდა აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს ამის შესახებ.

3. მცირე ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი ბაზარზე შეძლება განთავსდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნანადირევის მიწოდება მოხდა ნანადირევის გადამამუშავებელი საწარმოსათვის შეძლებისდაგვარად სწრაფად, პირველი ქვეპუნქტის მიხედვით ჩატარებული შემოწმების შემდეგ.

4. ცხოველის დაკვლის შემდეგ მისი გაგრილება უნდა დაიწყოს მოკვლის შემდგომ, დროის მიზანშეწონილ პერიოდში და ხორცმა უნდა მიაღწიოს არაუმეტეს 40C ტემპერატურას. შესაბამისი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში, აქტიური გაცივება აუცილებელი არ არის.

5. გამოშიგვნა უნდა განხორციელდეს ან დასრულდეს ნანადირევის გადამამუშავებელ საწარმოში შეტანისთანავე უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

6. ნანადირევის გადამამუშავებელ საწარმოში შეტანილი მცირე ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი უნდა იქნეს შემოწმებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

7. II ქვეთავის V თავში ჩამოყალიბებული წესები ეხება მცირე ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის დაჭრასა და ძვლების გამოცლას.

ქვეთავი V

დაკეპილი ხორცი, შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტები და მექანიკურად განცალკევებული ხორცი (MSM)

თავი I

 მოთხოვნები საწარმოო ობიექტების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ დაკეპილი ხორცის, შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტების ან მექანიკურად განცალკევებული ხორცის საწარმოებს, უნდა უზრუნველყონ შემდეგი:

1. საწარმოები აგებულ იქნეს ისე, რომ მოხდეს ხორცის და პროდუქტების დაბინძურების თავიდან აცილება, კერძოდ კი:

(a) იძლეოდეს უწყვეტად საქმიანობის საშუალებას; და

(b) იძლეოდეს ოპერაციების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხორციელების საშუალებას.

2. აღნიშნულ საწარმოებს უნდა გააჩნდეთ განყოფილებები დაფასოებული და დაუფასოებელი ხორცის და პროდუქტების განცალკევებით შესანახად გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ინახება სხვადასხვა პერიოდში ან ისე, რომ შესაფუთი მასალა და შენახვის მეთოდი არ შეიძლება წარმოადგენდეს ხორცის ან პროდუქტების დაბინძურების წყაროს;

3. აღნიშნულ საწარმოებს უნდა გააჩნდეთ ხორცის საჭრელი ოთახები, რომელიც აკმაყოფილებს III თავით განსაზღვრულ ტემპერატურულ მოთხოვნებს;

4. დაუფასოებელი ხორცის და პროდუქტების დამუშავებით დაკავებული მომსახურე პერსონალისათვის საჭიროა დამონტაჟებულ იქნეს ხელის დასაბანი მოწყობილობა სპეციალური ონკანებით, რომელიც იძლევა ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების საშუალებას; და

5. აღნიშნულ საწარმოებში უნდა არსებობდეს სივრცე საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირებისათვის ცხელი წყლით (არანაკლებ 82°C-სა), ან ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული სისტემა.

თავი II

მოთხოვნები ნედლეულის მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ დაკეპილ ხორცს, შეკაზმულ ან სპეციალურად დამუშავებულ ხორცპროდუქტებს ან მექანიკურად განცალკევებულ ხორცს, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ წარმოებაში გამოყენებული ნედლეული აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. დაკეპილი ხორცის დასამზადებლად გამოყენებული წარმოებისათვის გამოყენებული ნედლეული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

(a) შეესაბამებოდეს ახალი ხორცისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;

(b) მიღებული უნდა იყოს ჩონჩხის კუნთისგან, მაკავშირებელი ცხიმოვანი ქსოვილის ჩათვლით;

(c) არ უნდა იყოს წარმოქმნილი:

(i) ხორცის ანაჭრის და ხორცის ნაწილებისაგან, (გარდა ერთიანი კუნთოვანი ანაჭრისა);

(ii) მექანიკურად განცალკევებული ხორცისგან;

(iii) ხორცისგან, რომელიც შეიცავს კანისა და ძვლის ფრაგმენტებს; ან

(iv) თავის ხორცისგან, გარდა საღეჭი კუნთისა, მუცლის თეთრი ხაზის (Linea alba) არაკუნთოვანი ნაწილისა, მაჯების და თათების არაკუნთოვანი ზონებისაგან, ძვლოვანი კოვზისა და დიაფრაგმის კუნთებისაგან (თუ არ იქნა მოცილებული სეროზული გარსი).

2. შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტების დასამზადებლად, შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი სახის ხორცის ნედლეული:

(a) ახალი ხორცი:

(b) ხორცი, რომელიც აკმაყოფილებს პირველი პუნქტის მოთხოვნებს; და

(c) თუ შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტები არ არის გამიზნული მოხმარებისათვის მის თერმულ დამუშავებამდე:

(i) დაკეპვის ან დანაწევრების შედეგად მიღებული ხორცი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს პირველი ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს გარდა 1(c)(i)-ლი ქვეპუნქტისა; და

(ii) მექანიკურად დანაწევრებული ხორცი, რომელიც აკმაყოფილებს III ქვეთავის მე-3(d) ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

3. მექანიკურად განცალკევებული ხორცის დასამზადებლად გამოყენებული წარმოებისათვის გამოყენებული ნედლეული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

(a) შეესაბამებოდეს ახალი ხორცისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;

(b) მექანიკურად განცალკევებული ხორცის მისაღებად არ უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგი სახის ხორცი:

(i) შინაური ფრინველის შემთხვევაში კისრის კანი და თავი; და

(ii) სხვა ცხოველებისთვის – თავის, ფეხების, კუდის, ბარძაყის, დიდი წვივის, მცირე წვივის, მხრის, სხივის და იდაყვის ძვლებისაგან.

თავი III

ჰიგიენა წარმოების პროცესში და წარმოების შემდგომ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ დაკეპილ ხორცს, შეკაზმულ ან სპეციალურად დამუშავებულ ხორცპროდუქტებს ან მექანიკურად განცალკევებულ ხორცს, უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. ხორცთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა შესრულდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ხორცის დაბინძურება. კერძოდ, ამ მიზნით, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ გამოყენებული ხორცი შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

(a) შინაური ფრინველის ხორცისთვის ტემპერატურა უნდა იყოს არაუმეტეს 4°C, შიგნეულისთვის 3°C და 7°C- სხვა ხორცისათვის; და

(b) დამამზადებელ საწარმოს ხორცი მიეწოდოს თანდათანობით, საჭიროების მიხედვით.

2. შემდეგი მოთხოვნები ვრცელდება დაკეპილი ხორცისა და შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტების წარმოებაზე:

(a) გარდა იმ შემთხვევისა, როცა უფლებამოსილი ორგანო მოითხოვს ხორცის დაკეპვამდე ძვლების დაუყოვნებლივ გამოცლას, დასაკეპად ან შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტების დასამზადებლად გამიზნული გაყინული, ან ღრმად გაყინული ხორცი, ძვლებისგან გათავისუფლებული უნდა იქნეს გაყინვის წინ. მისი შენახვა შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული პერიოდით;

(b) როცა დაკეპილი ხორცისათვის გამოიყენება გაცივებული ხორცი, ის უნდა დაყოვნდეს:

(i) ფრინველის შემთხვევაში – სასაკლაოზე არაუმეტეს სამი დღისა;

(ii) სხვა ცხოველების შემთხვევაში – არაუმეტეს ექვსი დღისა; ან

(iii) უძვლო, ჰერმეტული შეფუთვის ძროხისა და ხბოს ხორცისათვის – დაკვლის შემდეგ არაუმეტეს 15 დღისა.

(c) დამზადების შემდეგ დაკეპილი ხორცი და შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტები, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაფასოებული და შეფუთული და აგრეთვე:

(i) გაცივებული ისე, რომ ხორცის შიგნით ტემპერატურა იყოს არაუმეტეს 20C დაკეპილი ხორცის შემთხვევაში, ხოლო შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტების შემთხვევაში – არაუმეტეს 40C; ან

(ii) გაყინული ისე, რომ შიდა ტემპერატურა იყოს არაუმეტეს -180C.

ტემპერატურული პირობები შენარჩუნებულ უნდა იქნეს შენახვისა და ტრანსპორტირების დროს.

3. შემდეგი მოთხოვნები ვრცელდება მექანიკურად განცალკევებული ხორცის დამზადებასა და გამოყენებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოებაში გამოყენებული ტექნიკა არ ცვლის მასში გამოყენებული ძვლების სტრუქტურას და კალციუმის შემცველობა დიდად არ აღემატება დაკეპილი ხორცისას.

(a) ნედლეული, რომელიც ძვლების გამოცვლისათვის არის გამიზნული, სასაკლაოდან მიღებული უნდა იყოს არაუმეტეს შვიდი დღისა; სხვა შემთხვევაში – არაუმეტეს ხუთი დღისა, ხოლო ფრინველის ტანხორცის შემთხვევაში – არ უნდა აღემატებოდეს სამ დღეს;

(b) მექანიკური განცალკევება უნდა მოხდეს ძვლების გამოცლისთანავე;

(c) თუ არ ხდება მექანიკურად განცალკევებული ხორცის მიღებისთანავე გამოყენება, ის უნდა შეიფუთოს ან დაფასოვდეს და შემდეგ მოხდეს მისი გაცივება არაუმეტეს 20C ტემპერატურამდე, ან გაყინვა არაუმეტეს -180C. ტემპერატურის ეს პირობები შენარჩუნებულ უნდა იქნეს შენახვისა და ტრანსპორტირების დროს;

(d) თუ სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მექანიკურად განცალკევებული ხორცი შესაბამისობაშია რეგულაციით (EC) No 854/2004 დაკეპილი ხორცისათვის განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებთან, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკაზმულ ან სპეციალურად დამუშავებულ ხორცპროდუქტებში, რომლებიც სურსათად გამოყენებამდე თერმულად უნდა იქნეს დამუშავებული;

(e) მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რომელიც არ შეესაბამება (d) ქვეპუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმებს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ წინამდებარე რეგულაციის მიხედვით თერმულად დამუშავებული ხორცის პროდუქტების წარმოებისათვის აღიარებულ საწარმოში.

4. შემდეგი მოთხოვნები ვრცელდება მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოებასა და დამზადებაზე, როდესაც ხორცი დამზადებულია მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდებისგან განსხვავებული ტექნიკით.

(a) ნედლეული, რომელიც ძვლების გამოცვლისათვის არის გამიზნული, სასაკლაოდან მიღებული უნდა იყოს არაუმეტეს შვიდი დღისა; სხვა შემთხვევაში – არაუმეტეს ხუთი დღისა, ხოლო ფრინველის ტანხორცის შემთხვევაში – არ უნდა აღემატებოდეს სამ დღეს;

(b) თუ მექანიკური განცალკევება არ ხდება ძვლების გამოცლისთანავე, ძვლიანი ხორცი შენახული და ტრანსპორტირებული უნდა იქნეს არაუმეტეს 20C ტემპერატურაზე, ხოლო გაყინული ძვლიანი ხორცი არაუმეტეს -180C ტემპერატურაზე;

(c) დაუშვებელია გაყინული ტანხორციდან მიღებული ძვლიანი ხორცის განმეორებით გაყინვა;

(d) თუ მექანიკურად განცალკევებული ხორცის გამოყენება არ ხდება მისი წარმოებიდან ერთი საათის განმავლობაში, იგი აუცილებლად უნდა გაცივდეს არაუმეტეს 20C ტემპერატურამდე;

(e) თუ მექანიკურად განცალკევებული ხორცის გადამუშავება არ ხდება მისი გაცივებიდან 24 საათის განმავლობაში, იგი აუცილებლად უნდა გაიყინოს წარმოებიდან 12 საათის განმავლობაში და შიდა ტემპერატურამ 6 საათის განმავლობაში უნდა მიაღწიოს არაუმეტეს -180C;

(f) შენახვამდე ან ტრანსპორტირებამდე, გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი უნდა შეიფუთოს ან დაფასოვდეს. დაუშვებელია მისი შენახვა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. შენახვისა და ტრანსპორტირებისას ტემპერატურამ უნდა შეადგინოს არაუმეტეს -18 0C;

(g) მექანიკურად განცალკევებული ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ წინამდებარე რეგულაციის მიხედვით თერმულად დამუშავებული ხორცის პროდუქტების წარმოებისათვის აღიარებულ საწარმოში.

5. დაუშვებელია დაკეპილი ხორცის, შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტების და მექანიკურად დანაწევრებული ხორცის განმეორებითი გაყინვა მისი გალღობის შემდეგ.

თავი IV

ეტიკეტირება

1. დირექტივის 2000/13/EC24 მოთხოვნებთან ერთად, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ მე-2 ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობა შესაბამის დონეზე, თუ ამას ითხოვს იმ წევრი სახელმწიფოს ეროვნული წესები, რომლის ბაზარზეც პროდუქტი განთავსდება.

2. შინაური ფრინველის ან კენტჩლიქიანი ცხოველების დაკეპილი ხორცის ან მექანიკურად განცალკევებული ხორცის შემცველი შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტების შეფუთვაზე, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებისათვის, აუცილებელია განთავსებული იქნეს ინფორმაცია, რომ მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ.

ქვეთავი VI

ხორცის პროდუქტები

1. სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ხორცის პროდუქტებში შემდეგი ორგანოების გამოყენება:

(a) მამრობითი ან მდედრობითი ცხოველის სასქესო ორგანოები, გარდა სათესლე ჯირკვლებისა;

(b) საშარდე სისტემის ორგანოები, თირკმელისა და შარდის ბუშტის გარდა;

(c) ხორხის ხრტილი, ტრაქეა და ლობულარული ბრონქი;

(d) თვალები და ქუთუთოები;

(e) სმენის ორგანოს გარე ნაწილი;

(f) რქოვანი ქსოვილი; და

(g) შინაური ფრინველის შემთხვევაში; თავი, გარდა ქედისა და ყურებისა, საყურესი და კარუნკულისა, საყლაპავი მილი, ჩიჩახვი, ნაწლავები და სასქესო ორგანოები.

2. ყველანაირი ხორცი, დაკეპილი ხორცისა და შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტების ჩათვლით, რომელიც გამოიყენება ხორცის პროდუქტების წარმოებისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს ახალ ხორცთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. თუმცა დაკეპილი ხორცი და შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტები, რომელიც განკუთვნილია ხორცის პროდუქტების წარმოებისათვის არ არის სავალდებულო აკმაყოფილებდეს V ქვეთავით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ქვეთავი VII

ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები

1. ეს ქვეთავი ვრცელდება ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკებზე. წინამდებარე ქვეთავი ასევე ვრცელდება ცოცხალ კანეკლიანებზე, ტუნიკატებსა და ზღვის მუცელფეხიანებზე, გაწმენდის შესახებ დებულებების გამოკლებით.

2. I-VIII თავები ვრცელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგულაციის (EC) No 854/2004 თანახმად დადგენილ ზონაში მოშენებულ ცხოველზე. IX თავი ვრცელდება აღნიშნული ზონის მიღმა მოშენებულ სავარცხლურებზე.

3. V, VI, VIII და IX თავები და VII თავის მე-3 ქვეპუნქტი ვრცელდება საცალო ვაჭრობაზე.

4. წინამდებარე ქვეთავის მოთხოვნები ავსებს რეგულაციის (EC) No 852/2004 მოთხოვნებს:

(a) მოლუსკების გამანაწილებელი და გამწმენდი ცენტრებისათვის მიწოდებამდე განსახორციელებელი ოპერაციების შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნები წარმოადგენს შესაბამისი რეგულაციის I დანართის დამატებით პირობებს;

(b) სხვა ოპერაციების შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნები წარმოადგენს შესაბამისი რეგულაციის II დანართის დამატებით პირობებს.

თავი I

ზოგადი მოთხოვნები ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ბაზარზე განთავსების მიმართ

1. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები საცალო ვაჭრობაში განთავსებული უნდა იქნეს მხოლოდ გამანაწილებელი ცენტრის მიერ, რომელიც ვალდებულია განახორციელოს მათი საიდენტიფიკაციო ნიშანდება VII თავის შესაბამისად.

2. სურსათის ბიზნესოპერატორებს ცოცხალი მოლუსკების პარტიების მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მე-3 და მე-7 ქვეპუნქტებში მოცემული მოთხოვნები დოკუმენტების მიმართ დაკმაყოფილებულია.

3. სურსათის ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების გაგზავნას ერთი საწარმოდან სხვა საწარმოებში, მათ შორის გამანაწილებელ ცენტრისა ან გადამამუშავებელ საწარმოში, ვალდებულია თითოეულ პარტიას დაურთოს სარეგისტრაციო დოკუმენტი.

4. სარეგისტრაციო დოკუმენტი შესრულებული უნდა იყოს იმ წევრი სახელმწიფოს სულ მცირე ერთ ოფიციალურ ენაზე მაინც, რომელშიც მდებარეობს მიმღები საწარმო და ასევე, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას:

(a) იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკის გაგზავნა ხდება წარმოების ადგილიდან, სარეგისტრაციო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(i) შემგროვებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისამართს;

(ii) მოლუსკების მოპოვების თარიღს;

(iii) მოშენების ადგილმდებარეობის ზუსტ აღწერილობას, ან კოდურ ნომერს;

(iv) წარმოების ადგილის სიჯანსაღის სტატუსს;

(v) მოლუსკების სახეობებსა და რაოდენობას; და

(vi) პარტიის დანიშნულების ადგილს.

(b) იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკის გაგზავნა ხდება რეტრანსლაციის ტერიტორიიდან, სარეგისტრაციო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს (a) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაცის და შემდეგი სახის ინფორმაციას:

(i) რეტრანსლაციის ტერიტორიის მდებარეობა; და

(ii) რეტრანსლაციის არეალში დაყოვნების პერიოდი;

(c) იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკის პარტიის გაგზავნა ხდება გამწმენდი ცენტრიდან, სარეგისტრაციო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს (a) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაცის და შემდეგი სახის ინფორმაციას:

(i) გამწმენდი ცენტრის მისამართს;

(ii) გაწმენდის ხანგრძლივობას; და

(iii) პარტიის გამწმენდ ცენტრში შესვლისა და გასვლის თარიღი.

5. ბიზნესოპერატორის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტი შევსებული უნდა იქნეს სრულად, უნდა იყოს წასაკითხად ადვილი და შევსებული ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი შეცვლა. პარტიის მიმღებმა ბიზნესოპერატორებმა უნდა აღნიშნონ მიღების თარიღი დოკუმენტზე, ან მოახდინონ მიღების თარიღის აღნიშვნა სხვა მეთოდით.

6. სურსათის ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეინახოს თითოეული გაგზავნილი ან მიღებული პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტის ასლი გაგზავნიდან ან მიღებიდან სულ მცირე 12 თვის განმავლობაში. (ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაწესებული უფრო ხანგრძლივი დროით).

7. თუმცა, თუ:

(a) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების შემგროვებელი პერსონალი ემსახურება ასევე გამანაწილებელ ცენტრს, გამწმენდ ცენტრს, რეტრანსლაციის ტერიტორიას ან გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც წარმოადგენს მიმღებ დაწესებულებას; და

(b) ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოს ზედამხედველობას უწევს ერთი და იგივე კომპეტენტური უფლებამოსილი ორგანო.

სარეგისტრაციო დოკუმენტები აუცილებელი არ არის, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში.

თავი II

ჰიგიენის მოთხოვნები ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოშენებისა და წარმოების მიმართ

A. მოთხოვნები წარმოების ადგილების მიმართ

1. შემგროვებლებს შეუძლიათ ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვება მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი მდებარეობისა და საზღვრების მქონე ადგილებში, რისი დადგენაც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება სურსათის ბიზნესოპერატორებთან შეთანხმებით და აღნიშნულ ადგილებს ენიჭება A, B და C კლასის კატეგორია რეგულაციის (EC) No 854/2004 თანახმად.

2. სურსათის ბიზნესოპერატორებს შეუძლიათ A კლასის წარმოების ადგილიდან მოლუსკების ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ V თავის მოთხოვნებს.

3. სასურსათო ბიზნესის ოპერატორებს შეუძლიათ B კლასის წარმოების ადგილიდან მოლუსკების ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, მხოლოდ გამწმენდ ცენტრში დამუშავების ან რეტრანსლაციის ტერიტორიაზე დაყოვნების შემდეგ.

4. სურსათის ბიზნესოპერატორებს შეუძლიათ C კლასის წარმოების ადგილიდან მოლუსკების ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, მხოლოდ ხანგრძლივი რეტრანსლაციის შემდეგ წინამდებარე თავის C ნაწილის თანახმად.

5. გაწმენდისა და რეტრანსლაციის შემდეგ, B და C კლასის წარმოების ადგილას შეგროვილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები უნდა აკმაყოფილებდეს V თავით განსაზღვრულ თითოეულ მოთხოვნას. თუმცა, აღნიშნულ ადგილას შეგროვებული მოლუსკები, რომლებიც არ იქნენ მიწოდებული გაწმენდისა და რეტრანსლაციისათვის, შესაძლებელია გაგზავნილ იქნეს გადასამუშავებელ საწარმოში, სადაც მოხდება მათი გათავისუფლება პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან (საჭიროების შემთხვევაში, ქვიშის, ტალახისა და ლორწოს ამოღება, იმავე, ან სხვა საწარმოში). დამუშავების დასაშვები მეთოდებია:

(a) სტერილიზაცია ჰერმეტულად დაბეჭდილ კონტეინერებში; და

(b) თერმული დამუშავება, რაც გულისხმობს შემდეგს:

(i) მდუღარე წყალში მოთავსება იმ დროის განმავლობაში, სანამ მოლუსკის სხეულის ტემპერატურა 90 0 C-ს არ მიაღწევს. ეს ტემპერატურა შენარჩუნებული უნდა იქნეს არანაკლებ 90 წამის განმავლობაში;

(ii) 3-5 წუთის განმავლობაში ხარშვა დახურულ სივრცეში, რომელშიც ტემპერატურა 120-დან 160 0C-მდეა, ხოლო წნევა 2-დან 5კგ/სმ2 აღწევს. შემდგომში ნიჟარის მოცილებით და მოლუსკის სხეულის გაყინვით ისე, რომ სხეულის შიგნით ტემპერატურა -20 0C-ს შეადგენდეს;

(iii) დახურულ სივრცეში ორთქლზე დამუშავება ისე, რომ ტემპერატურასთან დაკავშირებით დაცული იქნეს (i) ქვეპუნქტში განსაზღვრული მოთხოვნები ხარშვის და მოლუსკის სხეულის შინაგანი ტემპერატურის მიმართ. აღნიშნულ შემთხვევებში გამოყენებული უნდა იქნეს ვალიდური მეთოდები. საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების მონაცვლეობით, უნდა მოხდეს სითბოს ერთიანი განაწილების უზრუნველყოფა.

6. სასურსათო ბიზნესის ოპერატორებმა არ უნდა განახორციელონ ორსაგდულიანი მოლუსკების ჭერა და წარმოება იმ ზონაში, რომელთათვისაც უფლებამოსილი ორგანოებს არა აქვთ მინიჭებული კლასიფიკაცია, ან რომლებიც შეუფერებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო. სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა სახის ინფორმაცია წარმოებისა და მოპოვების არეალთან დაკავშირებით, მათ შორის ინფორმაცია რომელიც მოპოვებულია მათ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი შემოწმების საფუძველზე ან მიღებული უფლებამოსილი ორგანოსაგან. მათ უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია, განსაკუთრებით ცნობები გარემოს დაცვისა და კლიმატური პირობების შესახებ, რათა განსაზღვრონ მოლუსკების სახეობების სათანადო დამუშავების მეთოდები.

B. მოთხოვნები მოლუსკების ჭერისა და შემდგომი დამუშავების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვებას ან მათ დამუშავებას უშუალოდ მოპოვებისთანავე, ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი მოთხოვნები:

1. მოპოვების ტექნიკა და შემდგომი დამუშავება არ უნდა იწვევდეს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების დამატებით დაბინძურებას ან მათი ნიჟარის, ან ქსოვილის ზედმეტად დაზიანებას, ან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც გავლენას მოახდენენ მათ შესაბამისობაზე შემდგომი გადამუშავებისათვის, მათ შორის გაწმენდის, წარმოების და რეტრანსლაციის პროცესებზე. კერძოდ, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ:

(a) მოლუსკების სათანადო დაცვა გაბზარვის, ხახუნის, ვიბრაციისგან;

(b) ზედმეტად მაღალი და ზედმეტად დაბალ ტემპერატურის ზემოქმედებისაგან დაცვა;

(c) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები განმეორებით არ უნდა მოათავსონ წყალში, რაც დამატებით დაბინძურებას გამოიწვევს; და

(d) ბუნებრივი გარემოს შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ის ტერიტორია, რომელიც კომპეტენტური ორგანოს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც A კლასის ზონა.

2. სატრანსპორტო საშუალებები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამის დრენაჟს, ხოლო აღჭურვილობა უნდა უზრუნველყოფდეს გადაზიდვისათვის რაც შეიძლება ხელსაყრელ პირობებს და დაბინძურებისაგან ეფექტურ დაცვას.

C. მოთხოვნები მოლუსკების რეტრანსლაციის მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ ორსაგდულიანი მოლუსკების რეტრანსლაციას უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1.რეტრანსლაციისათვის გამოიყენონ მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკებისათვის განსაზღვრული რეტრანსლაციის ტერიტორია. ტივტივა, ღერძი და სხვა ფიქსირებული საშუალებები, მკაფიოდ უნდა მიუთითებდეს აღნიშნული ტერიტორიის საზღვრებს. დაბინძურების რისკების მინიმუმამდე შემცირებისათვის რეტრანსლაციის ტერიტორიებსა და წარმოების ადგილებს შორის უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მცირე მანძილი.

2. რეტრანსლაციის პირობები უნდა იყოს ოპტიმალური გასუფთავების პირობებისათვის. კერძოდ, სურსათის ბიზნესოპერატორებმა:

(a) უნდა გამოიყენონ ისეთი ტექნიკა რეტრანსლაციისათვის განკუთვნილი მოლუსკების დასამუშავებლად, რომელიც ბუნებრივ წყლებში მოლუსკების ჩაშვების შემდეგ უზრუნველყოფს გაფილტვრისა და კვების განხორციელების საშუალებას;

(b) არ დაუშვან ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ისეთი სიმჭიდროვით განთავსება, რაც ხელს შეუშლის მათ გაწმენდას;

(c) უნდა განათავსონ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები ზღვის წყალში რეტრანსლაციის ტერიტორიაზე შესაბამის დროის მანძილზე წყლის ტემპერატურის მიხედვით, არანაკლებ ორი თვის განმავლობაში თუ არ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული თანხმობა რეტრანსლაციის პერიოდის შემცირებაზე, რომელიც გაცემულია სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ განსაზღვრული რისკის შეფასების საფუძველზე; და

(d) უნდა უზრუნველყოს რეტრანსლაციის ტერიტორიის საზღვრებში ცალკეული ადგილების საკმარისი მანძილით განცალკევება, რათა არ მოხდეს სხვადასხვა პარტიის შერევა. აუცილებელია გამოყენებული იქნეს სისტემა: „ყველა შიგნით, ყველა გარეთ“, რომლის მიხედვითაც, ახალი პარტია შეტანილი უნდა იქნეს მხოლოდ წინა პარტიის სრულად გატანის შემდეგ.

3. სურსათის ბიზნესოპერატორები, რომლებიც მართავენ რეტრანსლაციის ტერიტორიას, ვალდებულნი არიან აწარმოონ მუდმივი რეესტრი ორსაგდულიანი მოლუსკების წარმოშობის, რეტრანსლაციის ტერიტორიაზე მათი განთავსების პერიოდის, გამოყენებული რეტრანსლაციის ტერიტორიების, ასევე რეტრანსლაციის არეალში დაყოვნების შემდეგ პარტიის შემდგომი დანიშნულების ადგილის შესახებ და წარუდგინონ აღნიშნული რეესტრი უფლებამოსილი ორგანოს შემოწმებისას.

თავი III

მოთხოვნები გამწმენდი ცენტრისა და გამანაწილებელი ცენტრის სტრუქტურის მიმართ

1. ხმელეთზე განთავსებული შენობა არ უნდა იტბორებოდეს წყლის მაღალი მოქცევით ან ახლომდებარე ადგილებიდან ჩამდინარე წყლებით.

2. წყლის რეზერვუარები და ავზები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

(a) მათი შიდა ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, გამძლე, წყალგაუმტარი და ადვილი გასაწმენდი;

(b) მათი კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს წყლის სრულად დაცლის შესაძლებლობას;

(c) წყლის მიმწოდებელი საშუალებები ისე უნდა იქნეს განლაგებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული წყლის მარაგების დაბინძურება.

3. გამწმენდ ცენტრში რეზერვუარები უნდა შეესაბამებოდეს იმ პროდუქტის ტიპსა და მოცულობას, რომელიც უნდა იქნეს გაწმენდილი.

თავი IV

ჰიგიენის მოთხოვნები გამწმენდი ცენტრისა და გამანაწილებელი ცენტრის მიმართ

A. მოთხოვნები გამწმენდი ცენტრების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ ორსაგდულიანი მოლუსკების გაწმენდას უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. გაწმენდის დაწყებამდე ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები უნდა გასუფთავდეს ჭუჭყისა და დაგროვილი ნარჩენებისაგან ცივი წყლის საშუალებით.

2. გაწმენდის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკებში ფილტრაციის გზით კვების სწრაფად განახლება და შენარჩუნება, გამდინარე წყლების დაბინძურების თავიდან აცილება, ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება, ასევე გაწმენდის დასრულების შემდეგ მათი ცოცხლად შენახვა ბაზარზე განთავსებამდე მათი შეფუთვის, შენახვის და ტრანსპორტირებისათვის.

3. გასასუფთავებელი მოლუსკების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს გასუფთავების ცენტრის სიმძლავრეს. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების გაწმენდა უნდა მოხდეს უწყვეტად იმ დროის განმავლობაში, რაც საკმარისი იქნება V თავით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებისა და რეგულაციით (EC) No 852/2004 განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლების დაკმაყოფილებისათვის.

4. გამწმენდ ავზში, რომელიც შეიცავს მოლუსკების რამდენიმე პარტიას, უნდა მოთავსდეს ერთი და იგივე სახეობის მოლუსკები და დამუშავების პერიოდი უნდა ემყარებოდეს დროის მონაკვეთს იმ ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა პარტიის გაწმენდისათვის.

5. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება გამწმენდ სისტემებში უნდა იყოს ისეთი კონსტრუქციის, რომ მასში სუფთა ზღვის წყალი გაედინებოდეს. ხოლო ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ფენებმა ხელი არ უნდა შეუშალონ გაწმენდის დროს საგდულის გახსნას.

6. დაუშვებელია კიბოსნაირების, თევზისა თუ ზღვის სხვა სახეობათა მოთავსება გამწმენდ ავზში, რომელშიც მიმდინარეობს ორსაგდულიანი მოლუსკების გასუფთავება.

7. გამანაწილებელ ცენტრში გაგზავნილ ყოველ შეფუთვას, რომელშიც მოთავსებულია გასუფთავებული ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები, თან უნდა ახლდეს გაწმენდის დამადასტურებელი ეტიკეტი.

B. მოთხოვნები გამანაწილებელი ცენტრების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც მართავენ გამანაწილებელ ცენტრებს, უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების დამუშავება, კერძოდ, კონდიცირება, მარკირება, შეფუთვა, დაფასოება, არ უნდა იწვევდეს პროდუქტის დაბინძურებას, ან მოლუსკების სიცოცხლისუნარიანობაზე ზემოქმედებას.

2. გადანაწილებამდე ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ნიჟარები კარგად უნდა გაირეცხოს ცივი წყლით.

3. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები უნდა იყოს:

(a) A კლასის წარმოების ადგილიდან;

(b) რეტრანსლაციის ტერიტორიიდან;

(c) გამწმენდი ცენტრიდან; ან

(d) სხვა გამგზავნი ცენტრიდან.

4. 1-ლ და მე-2 ქვეპუნქტში განსაზღვრული მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება გემებზე განლაგებულ გამგზავნ ცენტრებზე. ასეთი ცენტრებში დამუშავებული რბილტანიანები უნდა იყოს A კლასის წარმოების ან რეტრანსლაციის ტერიტორიიდან.

თავი V

ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკებისათვის დადგენილი ჯანმრთელობის სტანდარტები

რეგულაციის (EC) No 852/2004 თანახმად შემუშავებულ მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებთან შესაბამისობასთან ერთად, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისთვის განკუთვნილი, ბაზარზე განთავსებული მოლუსკები შეესაბამებოდეს წინამდებარე თავში დადგენილ სტანდარტებს.

1. მათი ორგანოლეპტიკური მახასიათებლები უნდა მიუთითებდეს სიახლესა და სიცოცხლისუნარიანობაზე, მათ შორის, ნიჟარა უნდა იყოს სუფთა, დაკაკუნებისას ადეკვატური საპასუხო რეაქციითა და საგდულის ღრუს სითხის ნორმალური მოცულობით.

2. მათში ზღვის ბიოტოქსინების მთლიანი რაოდენობა (იზომება ორსაგდულიანი მოლუსკის მთლიან სხეულში ან ცალკე, საკვებად ვარგის ნაწილში) არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ ზღვრებს:

(a) პარალიზის გამომწვევი მოლუსკის შხამი (PSP), 800 მიკროგრამი ერთ კილოგრამზე;

(b) ამნეზიის გამომწვევი შხამი (ASP), 20 მილიგრამი დომოუმის მჟავა ერთ კილოგრამზე;

(c) ოკადიუმის მჟავა, დინიფიზისტოქსინი და პექტენოტოქსინის ჯამური რაოდენობა, ოკადიუმის მჟავის 160 მიკროგრამი ერთ კილოგრამზე;

(d) ეზოტოქსინი, 1 მილიგრამი ერთ კილოგრამზე; და

(e) აზასპირინის მჟავა, 160 მიკროგრამი ერთ კილოგრამზე.

თავი VI

ორსაგდულიანი მოლუსკების შეფუთვა და დაფასოება

1. ხამანწკები შეფუთული, ან დაფასოებული უნდა იყოს ოვალური ნიჟარით ქვემოთ.

2. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მომხმარებლისთვის განკუთვნილი შეფუთვა უნდა იყოს დახურული და ასე უნდა დარჩეს გამანაწილებელი ცენტრიდან საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდებამდე.

თავი VII

საიდენტიფიკაციო ნიშანი და ეტიკეტირება

1. ეტიკეტი, რომელიც საიდენტიფიკაციო ნიშანს შეიცავს, წყალგაუმტარი უნდა იყოს.

2. საიდენტიფიკაციო ნიშნების მიმართ II დანართის I ქვეთავით განსაზღვრულ ზოგად მოთხოვნებთან ერთად, ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

(a) ორსაგდულიანი მოლუსკის სახეობა (ზოგადი სახელი და სამეცნიერო სახელწოდება); და

(b) დაფასოების თარიღი, რომელიც მოიცავს სულ მცირე თვესა და რიცხვს;

დირექტივიდან 2000/13/EC გამონაკლისის დაშვებით ვარგისიანობის მინიმალური ვადის ნაცვლად შეიძლება განთავსებული იყოს წარწერა „ეს ცხოველი გაყიდვის დროს ცოცხალი უნდა იყოს“.

3. საცალო მოვაჭრე ვალდებულია შეფუთვის შიგთავსის დაცალკევებიდან 60 დღის განმავლობაში შეინარჩუნოს იმ შეფუთვაზე მიმაგრებული ეტიკეტი, რომელიც ინდივიდუალური სამომხმარებლო პაკეტის ზომის არ იყო.

თავი VIII

სხვა მოთხოვნები

1. სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების შენახვასა და ტრანსპორტირებას, უნდა უზრუნველყონ მათი შენახვა ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს სურსათის უვნებლობასა და ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების სიცოცხლისუნარიანობაზე.

2. საცალო ვაჭრობისათვის შეფუთვისა და გამანაწილებელი ცენტრიდან გამოტანის შემდეგ დაუშვებელია ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ხელახალი წყალში ჩაშვება ან მათთვის წყლის შესხურება.

თავი IX

სპეციალური მოთხოვნები კლასიფიცირებული წარმოების ადგილების გარეთ მოპოვებული ზღვის სავარცხელას (Pectinidae) მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორები, რომლებიც არაკლასიფიცირებულ წარმოების არეალში ახდენენ ზღვის სავარცხელას მოპოვებას ან დამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. დაუშვებელია ზღვის სავარცხელას ბაზარზე განთავსება, თუ მისი მოპოვება და დამუშავება არ ხდება II თავის B ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და თუ ისინი არ აკმაყოფილებენ V თავში მითითებულ სტანდარტებს, რომელიც დასტურდება შიდა კონტროლის სისტემით;

2. დამატებით, როდესაც ოფიციალური მონიტორინგის პროგრამების მონაცემები უფლებამოსილ ორგანოს თევზის წარმოების რაიონის კლასიფიცირების საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, სურსათის ბიზნესოპერატორებთან თანამშრობლობის გზით, II თავის A ნაწილის პირობები ანალოგიურად ეხება ზღვის სავარცხელას;

3. ზღვის სავარცხელას ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უნდა განხორციელდეს მხოლოდ თევზის აუქციონიდან, ან გამანაწილებელი ცენტრიდან ან დამამუშავებელი საწარმოდან. თუ სურსათის ბიზნესოპერატორი ახორციელებს ზღვის სავარცხელას დამუშავებას, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს სააგენტოს, რაც შეეხება გამანაწილებელ ცენტრს, მან უნდა დააკმაყოფილოს III და IV თავების შესაბამისი მოთხოვნები;

4. სურსათის ბიზნესოპერატორებმა ზღვის სავარცხელას დამუშავებისას უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:

(a) შესაბამის შემთხვევებში, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები I თავის მე-3-7 ქვეპუნქტების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტი ნათლად უნდა მიუთითებდეს იმ ტერიტორიის ადგილმდებარეობას, სადაც მოხდა ზღვის სავარცხელას მოპოვება; ან

(b) რაც შეეხება დაფასოებულ ზღვის სავარცხელასა და შეფუთულ ზღვის სავარცხელას, მათთან მიმართებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური უსაფრთხოება იდენტიფიკაციისა და ეტიკეტირების შესახებ VII თავში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

ქვეთავი VIII

თევზჭერის პროდუქტები

1. წინამდებარე ქვეთავი არ ეხება ბაზარზე განთავსებულ ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკებს, კანეკლიანებს და ზღვის მუცელფეხიანებს. ის ვრცელდება, I და II თავების გარდა, აღნიშნულ ცხოველებზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი არ არიან ბაზარზე განთავსებული ცოცხლად და მათი მოპოვება მოხდა VII ქვეთავის თანახმად.

2. III თავის A, C და D ნაწილები და IV და V თავები ვრცელდება საცალო ვაჭრობაზე.

3. წინამდებარე ქვეთავის მოთხოვნები ავსებს რეგულაციის (EC) No 852/2004 მოთხოვნებს:

(a) საწარმოების შემთხვევაში, გემების ჩათვლით, რომლებიც ჩაბმულნი არიან პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებში, აღნიშნული ნაწილის მოთხოვნები წარმოადგენს რეგულაციის I დანართის დამატებას;

(b) სხვა საწარმოების შემთხვევაში, გემების ჩათვლით, აღნიშნული მოთხოვნები წარმოადგენს შესაბამისი რეგულაციის II დანართის დამატებით პირობებს.

4. თევზჭერის პროდუქტებთან დაკავშირებით:

(a) პირველადი წარმოება მოიცავს ცოცხალი თევზჭერის პროდუქტების მოშენებას, დაჭერასა და შეგროვებას, მათი ბაზარზე განთავსების მიზნით; და

(b) ამასთან დაკავშირებული ოპერაციები მოიცავს თევზსაჭერ გემზე განხორციელებულ შემდეგ ოპერაციებს: თევზის მოკვდინება, სისხლგართმევა, თავის მოცილება, გამოშიგვნა, ფარფლების მოცილება, გაცივება და შეფუთვა. აგრეთვე:

1. იმ თევზჭერის პროდუქტის, მათ შორის ხმელეთზე არსებული თევზის მეურნეობის ცოცხალი თევზჭერის პროდუქტის ტრანსპორტირებასა და შენახვას, რომლის ბუნება არსებითად არ არის შეცვლილი; და

2. იმ თევზჭერის პროდუქტის, მათ შორის ცოცხალი თევზჭერის პროდუქტის ტრანსპორტირებასა და შენახვას, რომლის ბუნება არსებითად არ არის შეცვლილი, წარმოების ადგილიდან დანიშნულების პირველ საწარმომდე.

თავი I

მოთხოვნები გემების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი:

1. გემები, რომლებიც იჭერენ ზღვის პროდუქტებს ბუნებრივ გარემოში, ან ამუშავებენ მათ დაჭერის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდნენ 1-ლი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან მიმართებაში; და

2. გემებზე განხორციელებული ოპერაციები უნდა შეესაბამებოდეს II ნაწილით დადგენილ პირობებს.

I. მოთხოვნები სტრუქტურას და აღჭურვილობის მიმართ

A. მოთხოვნები ყველა სახის გემის მიმართ

1. ყველა გემი ისე უნდა იქნეს მოწყობილი და აგებული, რომ არ გამოიწვიოს პროდუქტის დაბინძურება ტრიუმის წყლით, გამდინარე წყლებით, კვამლით, საწვავით, ზეთით, საპოხითა და სხვა არასასურველი ნივთიერებებით.

2. მასალის ზედაპირი, რომელსაც თევზჭერის პროდუქტი ეხება, უნდა იყოს კოროზიაგამძლე, გლუვი და იოლი გასაწმენდი. მასალის ზედაპირული საფარი უნდა იყოს გამძლე და არა ტოქსიკური.

3. თევზჭერის პროდუქტებთან მუშაობისათვის გამოსაყენებელი აღჭურვილობა და მასალა უნდა იყოს კოროზიაგამძლე, რომლის გაწმენდა და დეზინფიცირება იოლი იქნება.

4. ზღვის პროდუქტებისათვის ზოგიერთ გემზე არსებული შიდა წყალსატევი, განლაგებული უნდა იყოს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული წყლის მარაგის დაბინძურება.

B. გემი, რომელიც მოწყობილია და აგებულია იმგვარად, რომ შესაძლებელია ახალი თევზჭერის პროდუქტის შენახვა 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს

1. გემები, რომლებიც გამიზნულია ცოცხალი თევზჭერის პროდუქტების 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შესანახად, აღჭურვილი უნდა იყოს ტრიუმით, რეზერვუარებით ან კონტეინერებით თევზჭერის პროდუქტების შესანახად VII თავში განსაზღვრულ ტემპერატურაზე.

2. ტრიუმები გამიჯნული უნდა იყოს სამოტორო განყოფილებისა და ეკიპაჟის საცხოვრებელი ნაწილისაგან ტიხარით, რომ თავიდან იქნეს აცილებული შენახული თევზჭერის პროდუქტების დაბინძურება. ტრიუმები და კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება თევზჭერის პროდუქტების შესანახად, უნდა უზრუნველყოფდნენ მათ შენახვას ჰიგიენის პირობების დაცვით და, საჭიროების შემთხვევაში, ყინულის გალღობით მიღებული წყლის შეუხებლობას თევზჭერის პროდუქტთან.

3. გემი, რომელშიც ხდება თევზჭერის პროდუქტების ზღვის სუფთა წყალში გაცივება, აღჭურვილი უნდა იქნეს მოწყობილობით, რომლის საშუალებითაც ყველა რეზერვუარში ერთნაირი ტემპერატურა იქნება მიღწეული. აღნიშნულ მოწყობილობებში მიღწეული უნდა იქნეს გაცივების კოეფიციენტის ის მნიშვნელობა, რომელიც ჩატვირთვიდან ექვსი საათის შემდეგ უზრუნველყოფს თევზისა და სუფთა ზღვის წყლის არაუმეტეს 30C-ს ტემპერატურას, ხოლო ჩატვირთვიდან 16 საათის შემდეგ – არაუმეტეს 00C-ს და ისინი უნდა იძლეოდნენ ტემპერატურის მონიტორინგისა და, საჭიროების შემთხვევაში, ტემპერატურის შესახებ ჩანაწერების გაკეთების საშუალებას.

C. მოთხოვნები გემი-საყინულეების მიმართ

გემ-საყინულეებს უნდა გააჩნდეთ:

1. თევზჭერის პროდუქტის გასაყინად სათანადო მოწყობილობა, რომელიც იძლევა სხეულის ტემპერატურის სწრაფად დაწევის შესაძლებლობას -18 0C ტემპერატურამდე.

2. აღჭურვილი უნდა იქნეს თევზჭერის პროდუქტის გასაყინად სათანადო მოწყობილობით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი ტრიუმებში შენახვისას არაუმეტეს -180C ტემპერატურის შენარჩუნება. ტრიუმები აღჭურვილი უნდა იქნეს ტემპერატურის ჩამწერი საშუალებით, რომელიც განთავსებულია ისეთ ადგილას, რომ ადვილი შესაძლებელია ჩანაწერების წაკითხვა. წამკითხველის ტემპერატურის სენსორი უნდა მდებარეობდეს ზონაში, სადაც ავზის ტემპერატურა ყველაზე მაღალია; და

3. შეესაბამებოდეს მოთხოვნებს იმ გემებისათვის, რომლებიც განკუთვნილია ზღვის პროდუქტების შესანახად 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, რომლებიც განსაზღვრულია B ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით.

D. მოთხოვნები გემი-ქარხნების მიმართ

1. გემ-ქარხნებს, სულ მცირე, უნდა გააჩნდეთ:

(a) მიმღები ზონა, სადაც მოხდება თევზჭერის პროდუქტის გემბანზე მიღება იმგვარად, რომ შესაძლებელი იქნეს ყოველი მომდევნო ჭერის ერთმანეთისგან გამიჯვნა. აღნიშნული ადგილი ადვილად უნდა იწმინდებოდეს და მასში არსებული პროდუქტები დაცული უნდა იქნეს მზის სხივების ზემოქმედებისგან, სხვა მავნებელი ელემენტების ან რაიმე სახის დაბინძურებისაგან;

(b) ჰიგიენური სისტემა ზღვის პროდუქტების გადასატანად მიმღები ზონიდან სამუშაო ზონაში;

(c) საკმარისი ფართობის მქონე სამუშაო ზონა, სადაც ჰიგიენური მოთხოვნების დაცვით შესაძლებელი იქნება თევზჭერის პროდუქტის დამზადება და გადამუშავება, შესაძლებელი იქნება მისი მარტივად დასუფთავება და დეზინფექცია და მოწყობილი იქნება იმგვარად, რომ მოხდეს პროდუქტის ნებისმიერი სახის დაბინძურების თავიდან აცილება;

(d) საწყობი ადგილი მზა პროდუქტებისათვის, რომელიც საკმარისად დიდია და მოწყობილია იმგვარად, რომ იოლი იყოს მისი გასუფთავება. თუ გემზე არსებობს ნარჩენების გადამამუშავებელი მოწყობილობა, აუცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ნარჩენების განთავსებისათვის ცალკე სათავსო;

(e) შესაფუთი მასალის შესანახი ადგილი, რომელიც განცალკავებული იქნება პროდუქტის მომზადებისა და დამუშავების ზონიდან;

(f) სპეციალური აღჭურვილობა ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისი თევზჭერის პროდუქტების ნარჩენების ზღვაში ჩასაშვებად, ან გარემოების მიხედვით, ამ მიზნისათვის არსებულ წყალგაუმტარ ავზებში მოსათავსებლად; თუ ნარჩენების შენახვა და გადამუშავება ხდება გემზე სანიტარული თვალსაზრისით, ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი ამ მიზნისათვის;

(g) წყლის მიმწოდებელი საშუალებები ისე უნდა იქნეს განლაგებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული წყლის მარაგების დაბინძურება; და

(h) თევზჭერის პროდუქტების დამუშავებით დაკავებული მომსახურე პერსონალისათვის საჭიროა დამონტაჟებულ იქნეს ხელის დასაბანი მოწყობილობა სპეციალური ონკანებით, რომელიც იძლევა ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების საშუალებას.

2. თუმცა გემი-ქარხნებისათვის, რომელზეც ხდება კიბოსნაირების და მოლუსკების თერმო დამუშავება, გაცივება და დაფასოება, სავალდებულო არ არის 1-ლი ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობა, თუ განსხვავებული სახის დამუშავებას არ ექნება ადგილი ასეთი ტიპის გემებზე.

3. გემ-ქარხნებს, რომლებიც ახორციელებენ თევზჭერის პროდუქტების გაყინვას, უნდა გააჩნდეთ აღჭურვილობა, რომელიც დააკმაყოფილებს C ნაწილის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს გემი-საყინულისათვის.

II. ჰიგიენის მოთხოვნები

1. გემის ნაწილები და კონტეინერები გამოყენების შემდეგ, შენახული უნდა იყოს სუფთად და გამართულ მდგომარეობაში, კერძოდ, არ უნდა ხდებოდეს მათი დაბინძურება ტრიუმის წყლითა და საწვავით.

2. თევზჭერის პროდუქტების გემზე მოთავსებისთანავე, ისინი დაცული უნდა იყოს დაბინძურებისა და მზის ზემოქმედებისაგან, ან სითბოს სხვა წყაროსგან. მათი გარეცხვისას გამოყენებული უნდა იქნეს სასმელი წყალი ან შესაბამის შემთხვევებში, სუფთა წყალი.

3. თევზჭერის პროდუქტების შენახვისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული მათი დაზიანება. პერსონალმა, რომელიც ამუშავებს თევზს, დიდი ზომის თევზის გადასაადგილებლად ან იმ თევზების გადასაადგილებლად, რომელმაც შესაძლებელია დააზიანოს ისინი, უნდა გამოიყენოს წვეტიანი ინსტრუმენტები იმ პირობით, რომ თევზის სხეული არ დაზიანდება.

4. თევზჭერის პროდუქტები, გარდა ცოცხლად შენახულისა, უნდა გაცივდეს მათი ჩატვირთვიდან რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ, თუ გაცივება შეუძლებელია, აუცილებელია მათი ხმელეთზე გადმოტვირთვა შეძლებისდაგვარად სწრაფად.

5. თევზჭერის პროდუქტების გასაცივებლად გამოყენებული ყინული დამზადებული უნდა იქნეს სასმელი ან სუფთა წყლით.

6. თუ გემბანზე ხდება თევზჭერის პროდუქტების თავის მოცილება ან/და გამოშიგვნა, ეს ოპერაციები აუცილებლად უნდა განხორციელდეს ჰიგიენის მოთხოვნების დაცვით, დაჭერიდან რაც შეიძლება სწრაფად. თევზჭერის პროდუქტი მაშინვე უნდა გაირეცხოს გულდასმით სასმელი ან სუფთა წყლით. ამ შემთხვევაში შინაგანი ორგანოები და ისეთი ნაწილები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს ამოჭრილი და შენახული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი პროდუქტებისაგან განცალკევებით. ღვიძლი და ქვირითი, რომელიც ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისთვის არის გამიზნული, უნდა იქნეს შენახული ყინულში ყინულის დნობის მიახლოებულ ტემპერატურაზე, ან უნდა გაიყინოს.

7. როცა მთლიანი თევზის მარილხსნარში გაყინვა დასაკონსერვებლად ხორციელდება, მისმა ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს არაუმეტეს –9°C. მარილხსნარი არ უნდა იქცეს თევზის დაბინძურების წყაროდ.

თავი II

მოთხოვნები გადმოტვირთვის პროცესში და გადმოტვირთვის შემდეგ

1. სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თევზჭერის პროდუქტების ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე უნდა უზრუნველყონ შემდეგი:

(a) ჩატვირთვისა და ხმელეთზე გადმოტვირთვისათვის გამოყენებული მოწყობილობა, რომელიც შეხებაშია თევზჭერის პროდუქტთან, დამზადებული იყოს ისეთი მასალისაგან, რომელიც ადვილად გაიწმინდება და ჩაუტარდება დეზინფექცია, ასევე შენარჩუნდება სუფთად და გამართულ მდგომარეობაში; და

(b) ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დროს თევზჭერის პროდუქტის დაბინძურების თავიდან აცილება, რისთვისაც საჭიროა:

(i) ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციების სწრაფად განხორციელება;

(ii) თევზჭერის პროდუქტების დაყოვნების გარეშე მოთავსება დაცულ გარემო პირობებში, VII თავში განსაზღვრულ ტემპერატურაზე; და

(iii) ისეთი მოწყობილობებისა და პრაქტიკის გამოუყენებლობა, რომელიც გამოიწვევს თევზჭერის პროდუქტის საჭმელად ვარგისი ნაწილების არასასურველ დაზიანებას.

2. სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან აუქციონსა და საბითუმო ვაჭრობის ბაზრებზე, სადაც ზღვის პროდუქტები სავაჭროდაა გამოტანილი, უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

(a)

(i) უნდა უზრუნველყონ იზოლირებული გასაყინი მოწყობილობების და სივრცის არსებობა დაყოვნებული თევზჭერის პროდუქტების შესანახად, და იზოლირებული გასაყინი მოწყობილობები და სივრცე ისეთი თევზჭერის პროდუქტების შესანახად, რომელიც მიიჩნევა ადამიანის მიერ მოხმარებისთვის უვარგისად;

(ii) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ადეკვატურად აღჭურვილი იზოლირებული სივრცე, ან საჭიროების შემთხვევაში, ოთახი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

(b) თევზჭერის პროდუქტის განთავსებასა და შენახვასთან დაკავშირებით:

(i) ტერიტორია არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისათვის;

(ii) დაუშვებელია სათავსოში იმ სატრანსპორტო საშუალებების შესვლა, რომლებიც გამოყოფენ გამონაბოლქვს და რომლებმაც შესაძლოა არასასურველი გავლენა იქონიონ პროდუქტის ხარისხზე;

(iii) პირებმა, რომელთაც აქვთ ტერიტორიაზე შესვლის უფლება, არ უნდა შეიყვანონ სხვა ცხოველები; და

(iv) ტერიტორია კარგად უნდა იყოს განათებული სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად.

3. თუ გემზე ვერ ხდება თევზჭერის პროდუქტის გაცივება, ახალი თევზჭერის პროდუქტი, გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებიც ცოცხლად უნდა იქნეს შენახული, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცივდეს ხმელეთზე გადმოტვირთვის შემდეგ და შენახული იქნეს ყინულის ლღობის ტემპერატურასთან მიახლოებულ ტემპერატურაზე.

4. სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა ითანამშრომლონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი რეგულაციის (EC) No 852/2004 თანახმად, კერძოდ, როგორც ამას მოითხოვს თევზჭერის პროდუქტების ხმელეთზე გადმოტვირთვის შესახებ ნებისმიერი შეტყობინების პროცედურა, რაც მიჩნეულია სავალდებულოდ იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის დროშაც გემზე ფრიალებს, ან იმ წევრი სახელმწიფოს მიერ, სადაც ხდება თევზჭერის პროდუქტების გადმოტვირთვა.

თავი III

მოთხოვნები თევზჭერის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების, მათ შორის გემების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა, თევზჭერის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებში.

A. მოთხოვნები ახალი თევზჭერის პროდუქტების მიმართ

1. როდესაც გაცივებული, დაუფასოებელი პროდუქტი არ ნაწილდება, არ მიეწოდება, არ მზადდება ან არ გადამუშავდება გადმოტვირთვისთანავე ნაპირზე არსებულ საწარმოში, ის აუცილებლად შენახული უნდა იქნეს ყინულში, შესაბამის მოწყობილობებში. ყინულის განახლება უნდა მოხდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს საჭირო გახდება. დახარისხებული ახალი თევზჭერის პროდუქტი უნდა იქნეს გაცივებული ყინულის დნობის მიახლოებულ ტემპერატურაზე.

2. თავის მოცლისა და გამოშიგვნის ოპერაციები უნდა შესრულდეს ჰიგიენის წესების დაცვით. თუ გამოშიგვნა შესაძლებელია ტექნიკური და კომერციული თვალსაზრისით, ის უნდა შესრულდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, პროდუქტის დაჭერისა და ხმელეთზე გადმოტვირთვისთანავე. პროდუქტი საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს აღნიშნული ოპერაციების შემდეგ.

3. ფილირებისა და დაჭრის ოპერაციები უნდა შესრულდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფილეს და ნაჭრების დაბინძურება და გაფუჭება. ფილე და ნაჭრები არ უნდა დარჩეს სამუშაო მაგიდაზე უფრო მეტი ხნით, ვიდრე ეს საჭიროა დამზადებისთვის. ფილე და ნაჭრები უნდა შეიფუთოს და, საჭიროების შემთხვევაში, დაფასოვდეს და უნდა გაცივდეს, რაც შეიძლება სწრაფად მათი დამზადების შემდეგ.

4. ახალი თევზჭერის პროდუქტების გამანაწილებელ და შესანახ კონტეინერებში, სადაც ის ყინულში ინახება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ არ იქნეს დაშვებული გამდნარი წყლისა და პროდუქტების კონტაქტი.

5. შესაძლებელია მთლიანი და გამოშიგნული ახალი თევზჭერის პროდუქტის ტრანსპორტირება და შენახვა გემზე გაცივებულ წყალში. მათი ტრანსპორტირება ცივ წყალში შეიძლება გაგრძელდეს ხმელეთზეც, როდესაც მათი ტრანსპორტირება ხდება აკვაკულტურული საწარმოებიდან ხმელეთზე არსებულ პირველ საწარმომდე, სადაც ადგილი ექნება ტრანსპორტირებისა და დახარისხებისგან განსხვავებულ ოპერაციებს.

B. მოთხოვნები გაყინული პროდუქტების მიმართ

თევზჭერის პროდუქტების გასაყინ სახმელეთო საწარმოებს უნდა გააჩნდეს აღჭურვილობა, რომელიც აკმაყოფილებს გემი-საყინულისთვის დადგენილ მოთხოვნებს VIII ქვეთავის, I თავის, I(C) ნაწილის, 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად.

C. მოთხოვნები მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტების დამუშავებას, უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

1. მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტების წარმოებისათვის გამოყენებული ნედლეული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

(a) მხოლოდ მთლიანი თევზისა და ფილედ დამუშავების შემდეგ დარჩენილი ძვლების გამოყენება შეიძლება მექანიკურად განცალკევებულ თევზჭერის პროდუქტში;

(b) ყოველგვარი ნედლეული გათავისუფლებული უნდა იყოს შიგნეულისაგან.

2. საწარმოო პროცესმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

(a) მექანიკური განცალკევება უნდა მოხდეს ფილედ დამუშავებისთანავე, უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე;

(b) მთლიანი თევზის გამოყენების შემთხვევაში, ის უნდა გამოიშიგნოს და გაირეცხოს წინასწარ;

(c) საწარმოო პროცესის დასრულების შემდეგ, მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა გაიყინოს, ან უნდა შევიდეს იმ პროდუქტის შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია გაყინვის, ან სტაბილიზებისათვის.

D. მოთხოვნები პარაზიტების მიმართ

1. ქვემოთ ჩამოთვლილი თევზჭერის პროდუქტები გაყინული უნდა იქნეს არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე მისი ყველა შემადგენელი ნაწილის ჩათვლით, არანაკლებ 24 საათის განმავლობაში; აღნიშნული ვრცელდება ნედლი და მზა პროდუქტის მიმართ:

(a) თევზჭერის პროდუქტები, რომლებიც ითვლება ნედლ ან თითქმის ნედლ პროდუქტად;

(b) შემდეგი სახეობების თევზის პროდუქტები, რომლებმაც უნდა გაიარონ ცივი შებოლვის პროცესი, რომლის დროსაც სხეულის შინაგანი ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60°C:

(i) ქაშაყი;

(ii) სკუმბრია;

(iii) შპროტი;

(iv) (გარეული) ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის ორაგული.

(c) მარინადი ან/და დამარილებული თევზის პროდუქტები, თუ გადამუშავება საკმარისი არ არის მრგვალი ჭიების (nematode larvae) მოსასპობად.

2. სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა განახორციელონ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, თუ:

(a) ხელმისაწვდომი ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, თევზის წარმოების ადგილზე არ აღინიშნება ჯანმრთელობისთვის საზიანო პარაზიტების არსებობა; და

(b) უფლებამოსილი ორგანო ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს.

3. მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადგენს თუ რა სახის დამუშავება გაიარა პროდუქტმა, უნდა ერთვოდეს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პროდუქტებს მათი ბაზარზე მოთავსების შემთხვევაში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს.

თავი IV

მოთხოვნები გადამუშავებული თევზჭერის პროდუქტების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა რომლებიც ახორციელებენ კიბოსნაირების და მოლუსკების თერმულ დამუშავებას უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. თერმულ დამუშავებას უნდა მოჰყვეს დაუყოვნებლივ გაგრილება. აღნიშნული მიზნით გამოიყენება სასმელი წყალი, ხოლო გემზე სუფთა წყალი. თუ პროდუქტის შესანახად არ არის გამოყენებული სხვა მეთოდი, გარდა გაცივებისა, გაცივება უნდა მოხდეს ყინულის გადნობის კონდიციამდე;

2. ნიჟარის, ან საფარველის მოცილება უნდა მოხდეს ჰიგიენის წესების დაცვით ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული პროდუქტის დაბინძურება. იქ, სადაც აღნიშნული პროცესი ხელით სრულდება, მომუშავე პერსონალმა ხელების დაბანას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს;

3. ნიჟარისა და საფარველის მოცილების შემდეგ, თბოგადამუშავებული პროდუქტები დაუყოვნებლივ უნდა გაიყინოს, ან გაცივდეს რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად, VII თავში განსაზღვრულ ტემპერატურამდე.

თავი V

 ჯანმრთელობის სტანდარტები თევზჭერის პროდუქტების მიმართ

რეგულაციის (EC) No 852/2004 თანახმად შემუშავებულ მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებთან შესაბამისობასთან ერთად, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისთვის განკუთვნილი, ბაზარზე განთავსებული თევზჭერის პროდუქტები შეესაბამებოდეს წინამდებარე თავში დადგენილ სტანდარტებს პროდუქტის ბუნებისა და სახეობის შესაბამისად.

A. თევზჭერის პროდუქტების ორგანოლეპტიკური თვისებები

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა განახორციელონ თევზჭერის პროდუქტების ორგანოლეპტიკური შემოწმება. ამ შემოწმებამ, განსაკუთრებით უნდა უზრუნველყოს პროდუქტების შესაბამისობა მათი სიახლის კრიტერიუმებთან.

B. ჰისტამინი

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ჰისტამინისთვის დაწესებული ლიმიტის გადაჭარბება.

C. სრულად აქროლადი აზოტი

თევზჭერის დაუმუშავებელი პროდუქტები არ უნდა მოთავსდეს ბაზარზე, თუ ქიმიური ტესტებით აღმოჩნდება, რომ TVB-N ან TMA-N-ის ლიმიტი გადაჭარბებულია.

D. პარაზიტები

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თევზის პროდუქტები დაექვემდებაროს ვიზუალურ შემოწმებას თვალით შესამჩნევი პარაზიტების გამოსავლენად პროდუქტების ბაზარზე მოთავსებამდე. მათ არ უნდა განათავსონ თევზჭერის პროდუქტები ბაზარზე ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, რომელიც აშკარად ინფიცირებულია პარაზიტებით.

E. ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო ტოქსინები

1. თევზჭერის პროდუქტები, რომლებიც მიღებულია მომწამვლელი თევზის შემდეგ სახეობათაგან, არ უნდა მოთავსდეს ბაზარზე: Tetraodontidae, Molidae, Diodontidae and Canthigasteridae.

2. ბიოქსინის შემცველი თევზის პროდუქტები როგორიცაა ciguatoxin ან კუნთების პარალიზის გამომწვევი ტოქსინები, არ უნდა იქნეს მოთავსებული ბაზარზე. თუმცა თევზის პროდუქტები, რომლებიც მიღებულია ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკეტებისა და ზღვის მუცელფეხიანებისაგან, შეიძლება მოთავსდეს ბაზარზე, თუ მათი წარმოება მოხდა VII ქვეთავის მოთხოვნების მიხედვით და შეესაბამება მოცემული ნაწილის V თავის, მე-2 ქვეპუნქტის სტანდარტებს.

თავი VI

თევზჭერის პროდუქტების დაფასოება და შეფუთვა

1. კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება ახალი თევზჭერის პროდუქტის ყინულში შესანახად, უნდა იყოს წყალგაუმტარი და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ წყალი, რომელიც წარმოიქმნება ყინულის გალღობის შედეგად, არ იყოს შეხებაში პროდუქტთან.

2. გემზე გაყინული საქონლის პარტია სათანადოდ უნდა შეიფუთოს გადმოტვირთვამდე.

3. როცა თევზის პროდუქტების შეფუთვა თევზსაჭერ გემზე ხდება, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შესაფუთი მასალა:

(a) არ უნდა იყოს დაბინძურების გამომწვევი;

(b) მისი შენახვა ისეთი მეთოდით უნდა ხდებოდეს, რომ არ შეიქმნას მისი მავნე მინარევებით დაბინძურების საფრთხე;

(c) ხელახალი გამოყენების შემთხვევაში ადვილი უნდა იყოს მისი გაწმენდა და დეზინფიცირება.

თავი VII

თევზჭერის პროდუქტების შენახვა

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობა უკავშირდება თევზჭერის პროდუქტების დამუშავებას, უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. ახალი თევზჭერის პროდუქტი, გალღობილი გადაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტი, ასევე კიბოსნაირებისა და მოლუსკების მოხარშული და გაცივებული პროდუქტები შენახული უნდა იქნეს ყინულის ლღობის ტემპერატურასთან მიახლოებულ ტემპერატურაზე;

2. თევზჭერის გაყინული პროდუქტი, მისი ყველა ნაწილისათვის, აუცილებლად შენახული უნდა იქნეს არაუმეტეს -180C ტემპერატურაზე. მაგრამ ახალი მთლიანი თევზი მარილწყალში, რომელიც გამიზნულია ქილაში დაკონსერვებული სურსათის წარმოებისათვის, შესაძლებელია შენახული იქნეს არაუმეტეს -90C ტემპერატურაზე;

3. ცოცხალი თევზჭერის პროდუქტები შენახული უნდა იქნეს ისეთ ტემპერატურაზე და იმგვარად, რომ შენახვის პირობებმა არასასურველი გავლენა არ მოახდინონ სურსათის უვნებლობასა და თევზის სიცოცხლისუნარიანობაზე.

თავი VIII

თევზჭერის პროდუქტების ტრანსპორტირება

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობა უკავშირდება თევზჭერის პროდუქტების ტრანსპორტირებას უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. ტრანსპორტირების დროს თევზჭერის პროდუქტებისთვის შენარჩუნებული უნდა იყოს დადგენილი ტემპერატურა, კერძოდ:

(a) ახალი თევზჭერის პროდუქტი, გალღობილი გადაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტი, ასევე კიბოსნაირებისა და მოლუსკების მოხარშული და გაცივებული პროდუქტები შენახული უნდა იქნეს ყინულის ლღობის ტემპერატურასთან მიახლოებულ ტემპერატურაზე;

(b) თევზჭერის გაყინული პროდუქტის ტრანსპორტირებისას, გარდა მარილწყალში მოთავსებული გაყინული თევზისა, რომელიც გამიზნულია ქილაში დაკონსერვებული სურსათის წარმოებისათვის, შენარჩუნებული უნდა იქნეს მუდმივი ტემპერატურა, რომელიც პროდუქტის ყველა ნაწილისათვის არ აღემატება -180C, დასაშვებია შესაძლო ხანმოკლე გადახრა, რომელიც ზედა ნიშნულზე არ უნდა აღემატებოდეს 30C-ს.

2. სურსათის ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ახორციელებს გაყინული თევზჭერის პროდუქტის ტრანსპორტირებას საწყობი-მაცივრიდან აღიარებულ საწარმოში, სადაც ხდება გალღობა დამზადება/გადამუშავების მიზნით, არ არის სავალდებულო 1(b)-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ ტრანსპორტირება ხორციელდება ხანმოკლე დროის განმავლობაში და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა;

3. თევზის პროდუქტის ყინულში შენახვის დროს, ნადნობი წყალი არ უნდა იყოს პროდუქტთან კონტაქტში;

4. ბაზარზე განსათავსებელი თევზჭერის პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ისე, რომ უარყოფითი ზეგავლენა არ იქონიოს პროდუქტის უსაფრთხოებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.

ქვეთავი IX

ნედლი რძე და რძის პროდუქტები

თავი I

ნედლი რძე პირველადი წარმოება

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ ან, საჭიროებისამებრ, აგროვებენ ნედლ რძეს, უნდა უზრუნველყონ ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

I. ჯანმრთელობის მოთხოვნები ნედლი რძის მიმართ

1. რძე მიღებული უნდა იყოს ცხოველებისაგან:

(a) რომელთაც არ აღენიშნებათ ისეთი ინფექციური დაავადების სიმპტომები, რომელიც შეიძლება ადამიანს გადაედოს რძის საშუალებით;

(b) რომელთა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რომლებიც არ ამჟღავნებენ დაავადების არავითარ ნიშანს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რძის ინფიცირება, კერძოდ კი, არ არიან დაავადებულნი სასქესო ორგანოების ინფექციით გამონადენის თანხლებით, ენტერიტით, რომელსაც ახლავს დიარეა და ტემპერატურის მომატება, ან ჯიქნის შესამჩნევი ანთებით;

(c) რომელთაც არ აღენიშნებათ ჯიქნის ჭრილობა, რამაც შეიძლება იმოქმედოს რძეზე;

(d) რომელთაც არ ჩატარებიათ მკურნალობა აკრძალული ნივთიერებებითა და პროდუქტით და ასევე არ ჩატარებიათ არალეგალური მკურნალობა დირექტივის 96/23/EC თანახმად; და

(e) რომელთაც ავტორიზებული ნივთიერებების და საშუალებების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ნივთიერებები სრულად აქვს გამოდევნილი ორგანიზმიდან.

2.

(a) კერძოდ, ბრუცელოზის შემთხვევაში, ნედლი რძე უნდა იყოს:

(i) იმ ძროხის ან კამეჩის ნახირიდან, რომელსაც არ აღენიშნება ან ოფიციალურად დადასტურებულია, რომ არ აღენიშნება ბრუცელოზი დირექტივის 64/432/EEC(25) მნიშვნელობით25;

(ii) იმ ცხვრის ან თხის ჯოგიდან, რომელსაც არ აღენიშნება ან ოფიციალურად დადასტურებულია, რომ არ აღენიშნება ბრუცელოზი დირექტივის 91/68/EEC(25) მნიშვნელობით26;

(iii) დედალი ცხოველები იმ ჯოგებიდან, რომლებიც განეკუთვნებიან ბრუცელოზით შესაძლო ინფიცირებულ ჯოგს, რეგულარულად უნდა შემოწმდეს ამ დაავადებაზე კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული საკონტროლო გეგმის მიხედვით.

(b) ტუბერკულოზის შემთხვევაში, რძე მიღებული უნდა იყოს:

(i) იმ ძროხის ან კამეჩის ნახირიდან, რომელსაც არ აღენიშნება ან ოფიციალურად დადასტურებულია, რომ არ აღენიშნება ბრუცელოზი დირექტივის 64/432/EEC მნიშვნელობით;

(ii) დედალი ცხოველები იმ ჯოგებიდან, რომლებიც განეკუთვნებიან ტუბერკულოზით შესაძლო ინფიცირებულთა ჯოგს, რეგულარულად უნდა შემოწმდეს ამ დაავადებაზე კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული საკონტროლო გეგმის მიხედვით.

(c) თუ თხები მოთავსებულია ძროხებთან ერთად, საჭიროა თხების შემოწმება და ტესტირება ტუბერკულოზზე.

3. თუმცა იმ ცხოველების ნედლი რძე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით:

(a) ძროხის ან კამეჩის შემთხვევაში დიაგნოსტიკური გამოკვლევები არ იძლევა დადებით რეაქციას ტუბერკულოზზე ან ბრუცელოზზე, არ აღენიშნება ამ დაავადებების კლინიკური ნიშნები და რძის თერმული დამუშავების შემდეგ ფუძე ფოსფატაზაზე ტესტირების შედეგი უარყოფითია;

(b) ცხვრის ან თხის შემთხვევაში დიაგნოსტიკური გამოკვლევები არ იძლევა დადებით რეაქციას ბრუცელოზზე, ან ჩატარებული აქვს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბრუცელოზის აღმოფხვრის დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში და ამასთანავე, არ აღენიშნება ამ დაავადების კლინიკური ნიშნები; გარდა ამისა:

(i) ყველის წარმოებისათვის, მომწიფების სულ მცირე ორი თვის პერიოდით; ან

(ii) თერმული დამუშავების შემდეგ, ფუძე ფოსფატაზაზე ტესტირების შედეგი უარყოფითია; და

(c) დედალი ცხოველების შემთხვევაში სხვა ჯოგებიდან, რომლებსაც ტუბერკულოზის, ან ბრუცელოზის ტესტზე დადებითი რეაქცია არ ჰქონდათ, არ აღენიშნათ ამ დაავადებათა რაიმე სიმპტომი, მაგრამ მიეკუთვნებიან ჯოგს, სადაც გამოვლინდა ტუბერკულოზის, ან ბრუცელოზის შემთხვევები 2(a)(iii) ან 2(b)(ii) ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემოწმების შედეგად, თუ მკურნალობა ჩატარდა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

4. ნებისმიერი ცხოველის ნედლი რძე, რომელიც არ აკმაყოფილებს პირველი-მესამე ქვეპუნქტების მოთხოვნებს, და კერძოდ, ნებისმიერი ცხოველი, რომელიც ინდივიდუალურად აჩვენებს დადებით რეაქციას ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის პროფილაქტიკურ ტესტებზე, როგორც ეს დადგენილია დირექტივებით 64/432/EEC და 91/68/EEC არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

5. 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფიცირებული ან საეჭვო ცხოველების იზოლაცია უნდა იყოს ეფექტური სხვა ცხოველების რძეზე საზიანო ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით.

II. ჰიგიენა რძის წარმოების ადგილების მიმართ

A. მოთხოვნები წარმოების ტერიტორიის და აღჭურვილობის მიმართ

1. საწველი მოწყობილობა და ტერიტორია, სადაც ხდება რძის შენახვა, დამუშავება ან გაცივება, უნდა იყოს განლაგებული და აგებული ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული რძის დაბინძურების რისკი.

2. რძის შესანახი ტერიტორია დაცული უნდა იყოს მავნებლებისაგან, უნდა ჰქონდეს ცხოველების სადგომისაგან გამოყოფის ადეკვატური საშუალებები და საჭიროების შემთხვევაში, უნდა აკმაყოფილებდეს B ნაწილში განსაზღვრულ მოთხოვნებს; ასევე, უნდა გააჩნდეთ მაცივრის შესაფერისი აღჭურვილობა.

3. აღჭურვილობის ზედაპირი, რომელიც კონტაქტში უნდა იყოს რძესთან (მოწველის, შეგროვების და ტრანსპორტირების დროს გამოსაყენებელი ჭურჭელი, კონტეინერი, ავზი და სხვ.), იოლი გასაწმენდი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, იოლად ხდებოდეს მისი დეზინფექცია და შენარჩუნებული უნდა იქნეს სათანადო მდგომარეობაში. ამისათვის აუცილებელია გლუვი, ადვილად გასარეცხი და არატოქსიკური მასალისგან დამზადებული აღჭურვილობა.

4. გამოყენების შემდეგ ასეთი ზედაპირი უნდა გასუფთავდეს და საჭიროების დროს, დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. ყოველი ტრანსპორტირების შემდეგ, ან რამდენჯერმე ტრანსპორტირებისას, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის მოკლე ინტერვალის დროს, ნებისმიერ შემთხვევაში არანაკლებ დღეში ერთხელ, კონტეინერები და ავზები, რომელიც გამოიყენება ნედლი რძის ტრანსპორტირებისთვის, სათანადოდ უნდა იქნეს გასუფთავებული და დეზინფიცირებული ხელმეორედ გამოყენებამდე.

B. ჰიგიენა წველის, რძის დაგროვებისა და ტრანსპორტირების დროს

1. წველა უნდა განხორციელდეს ჰიგიენის წესების დაცვით და განსაკუთრებით კი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი:

(a) წველის დაწყებამდე ძუძუს თავები და ჯიქანი და მისი მიდამოები სუფთა უნდა იყოს;

(b) ყოველი ცხოველი შემოწმებული უნდა იყოს მწველავის მიერ ორგანოლეპტიკური ან ფსიქოქიმიური ანომალიების გამოსავლენად, ან გამოყენებული უნდა იქნეს იგივე შედეგების მიღების სხვა მეთოდი და რძეში ასეთი ანომალიების გამოვლენის შემთხვევაში, რძე არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

(c) იმ ცხოველის რძე, რომელსაც ჯიქნის ინფექციის კლინიკური ნიშნები აღმოაჩნდა, არ იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ვიდრე ვეტერინარის ინსტრუქციების მიღებამდე;

(d) იდენტიფიცირებული უნდა იქნეს ცხოველი, რომელსაც ჩაუტარდა მკურნალობა და რომლის რძეში შესაძლებელია არსებობდეს ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენი რაოდენობა. ასეთი ცხოველისგან მიღებული რძე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, ვეტერინარული პრეპარატების ორგანიზმიდან სრულად გამოდენამდე; და

(e) დვრილის თავების დასამუშავებლად გამოყენებული ხსნარი და აეროზოლი რეგისტრირებული და ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მათი გამოყენება არ უნდა ზრდიდეს ნარჩენების დონეს რძეში.

2. წველის შემდეგ, რძე სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს სუფთა ადგილას, რომელიც მოწყობილი იქნება ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურება. რძე უნდა იქნეს გაცივებული დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 8°C ტემპერატურაზე დღიური რაოდენობის შემთხვევაში და არაუმეტეს 6°C-სა, თუ დაგროვილი რძე ერთი დღის არ არის.

3. ტრანსპორტირების დროს შენარჩუნებული უნდა იქნეს გაცივების ჯაჭვი და დანიშნულების საწარმოში მიწოდებისას, რძისა და ხსენის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 10°С-ს.

4. სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის სავალდებულო არ არის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში განსაზღვრულ ტემპერატურის მოთხოვნებთან შესაბამისობა, თუ რძე აკმაყოფილებს III ნაწილში მოცემულ კრიტერიუმებს და აგრეთვე თუ:

(a) რძის დამუშავება მოხდა წველიდან ორი საათის განმავლობაში; ან

(b) წარმოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მიზეზების გამო საჭიროა უფრო მაღალი ტემპერატურა რძის გარკვეული პროდუქტებისათვის და უფლებამოსილი ორგანოების ნებართვით.

C. პერსონალის ჰიგიენა

1. წველისა და რძის დამუშავების შემსრულებელ პირებს შესაფერისი და სუფთა სამოსი უნდა ეცვათ.

2. მწველავებმა უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენის მაღალი ხარისხი. წველის ადგილის ახლოს უნდა არსებობდეს სათანადო მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს, რომლებიც წველიან და ამუშავებენ ნედლ რძეს, დაიბანონ ხელები და მკლავები.

III. კრიტერიუმები ნედლი რძის მიმართ

1. შემდეგი კრიტერიუმები ნედლი რძისთვის შემუშავებულია განსახილველი სტანდარტების დასამკვიდრებლად უფრო სპეციფიკურ კონტექსტში რძისა და რძის პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით.

2. რძის წარმოების ადგილებიდან შემთხვევითი შერჩევის მეთოდით აღებული რძის ნიმუშების რეპრეზენტატული რაოდენობა უნდა შემოწმდეს მე-3 და მე-4 ქვეპუნქტებთან შესაბამისობაზე.

შემოწმება შეიძლება განახორციელონ:

(a) რძის მწარმოებელმა სურსათის ბიზნესოპერატორმა;

(b) სურსათის ბიზნესოპერატორმა, რომლებიც ახდენენ რძის შეგროვებას და გადამუშავებას;

(c) სურსათის ბიზნესოპერატორების ჯგუფმა; ან

(d) ეროვნული, ან რეგიონული კონტროლის სქემის კონტექსტში.

3. (a) სურსათის ბიზნესოპერატორებმა, უნდა დანერგონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნედლი რძის შესაბამისობას შემდეგ კრიტერიუმებთან:

(i) ძროხის ნედლი რძის მიმართ:

 

ანოდის გამოთვლა 30 C (1 მლ/ლ-ზე)

≤ 100 000(27)27

სომატური უჯრედების გამოთვლა (1 მლ/ლ-ზე)

≤ 400 000(28)28

(ii) სხვა ცხოველების ნედლი რძის მიმართ:

 

ანოდის გამოთვლა 30 C (1 მლ/ლ-ზე)

≤ 1 500 00029

(b) იმ შემთხვევაში, თუ რძე, გარდა ძროხისა, განკუთვნილია ნედლი რძისგან მიღებული პროდუქტის საწარმოებლად თბოდამუშავების გარეშე, ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გამოყენებული რძე შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმს:

 

ანოდის გამოთვლა 30 C (1 მლ/ლ-ზე)

≤ 500 00030

4. დირექტივის 96/23/EC შეზღუდვის გარეშე სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა დანერგონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ რძე არ იქნება ბაზარზე მოთავსებული, თუ:

(a) ის შეიცავს ანტიბიოტიკის ნარჩენებს იმ რაოდენობით, რომელიც რეგულაციის (EEC) No 2377/9031 I და III დანართების მიხედვით აღემატება რეგულაციით ნებადართულ დონეს განსაზღვრული ნივთიერებისათვის; ან

(b) ანტიბიოტიკურ ნივთიერებათა ნარჩენების კომბინირებული ჯამი აღემატება მაქსიმალურ დასაშვებ დონეს.

5. როდესაც ნედლი რძე ვერ აკმაყოფილებს მე-3 და მე-4 ქვეპუნქტების მოთხოვნებს, სურსათის ბიზნესოპერატორმა უნდა შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს ამის შესახებ და მიიღოს ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად.

თავი II

მოთხოვნები რძის პროდუქტების მიმართ

I. ტემპერატურის მოთხოვნები

1. სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადასამუშავებელ საწარმოში მიღებისას რძე სწრაფად იქნეს გაცივებული არაუმეტეს 6°C და შენარჩუნდეს ამავე ტემპერატურაზე მის გადამუშავებამდე.

2. თუმცა, სურსათის ბიზნესოპერატორებს შეუძლიათ რძის შენახვა უფრო მაღალ ტემპერატურაზე, თუ:

(a) გადამუშავება იწყება დაუყოვნებლივ, მოწველის შემდეგ ან გადასამუშავებელ საწარმოში მიღებიდან ოთხი საათის განმავლობაში; ან

(b) კომპეტენტური ორგანო იძლევა უფრო მაღალი ტემპერატურის გამოყენებაზე ავტორიზაციას ტექნოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რძის გარკვეული პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებით.

II. მოთხოვნები თერმული დამუშავების მიმართ

1. როდესაც ნედლი რძე ან რძის პროდუქტები თერმულ დამუშავებას გაივლის, სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეს მოხდეს რეგულაციის (EC) No 852/2004 II დანართის XI თავის შესაბამისად.

2. ნედლი რძის თერმული დამუშავების აუცილებლობის განხილვისას სურსათის მწარმოებელმა ოპერატორებმა უნდა:

(a) გაითვალისწინონ პროცედურები, რომელიც შემუშავებულია საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების სისტემის პრინციპებისა მიხედვით რეგულაციის (EC) No 854/2004 შესაბამისად; და

(b) დაემორჩილონ მოთხოვნებს, რომლებსაც უფლებამოსილი ორგანო აწესებს საწარმოების დამტკიცებისა ან შემოწმების განხორციელების დროს რეგულაციის (EC) No 854/2004 თანახმად.

III. კრიტერიუმები ძროხის ნედლი რძისათვის

1. რძის პროდუქტების მწარმოებელმა სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა დანერგონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს უშუალოდ გადამუშავების წინ შემდეგს:

(a) ძროხის ნედლი რძის პროდუქტების დამზადებისათვის გამოყენებული დაუმუშავებელი ძროხის რძის ანოდის გამოთვლა 300C-ზე იყოს 300000-ზე ნაკლები 1 მლ/ლ-ზე; და

(b) გადამუშავებული ძროხის რძის პროდუქტების დამზადებისათვის გამოყენებული დაუმუშავებელი ძროხის რძის ანოდის გამოთვლა 300C-ზე იყოს 100000-ზე ნაკლები 1 მლ/ლ-ზე.

2. როდესაც რძე ვერ აკმაყოფილებს 1-ლი ქვეპუნქტის მოთხოვნებს, სურსათის ბიზნესოპერატორმა უნდა შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს ამის შესახებ და მიიღოს ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად.

თავი III

შეფუთვა და დაფასოება

სამომხმარებლო შეფუთვის ჰერმეტული დაბეჭდვა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, პროდუქტით მისი შევსებისთანავე საწარმოში, სადაც ადგილი ჰქონდა რძის თხევადი პროდუქტის საბოლოო თერმულ დამუშავებას ჰერმეტული დაბეჭდვის მოწყობილობის მეშვეობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურება. ჰერმეტულად დაბეჭდვის სისტემა მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ პაკეტის გახსნის შემთხვევაში გახსნის ფაქტი ადვილად შესამჩნევი და შესამოწმებელი იყოს.

თავი IV

ეტიკეტირება

1. დირექტივის 2000/13/EC მოთხოვნებთან ერთად, ამავე დირექტივის მე-13(4) და (5) მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ეტიკეტირება ნათლად უნდა მიუთითებდეს:

(a) ადამიანის მიერ უშუალოდ საკვებად მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის შემთხვევაში სიტყვები „ნედლი რძე“;

(b) ნედლი რძისაგან დამზადებული პროდუქტის შემთხვევაში, როდესაც საწარმოო პროცესი არ მოიცავს თერმულ დამუშავებას, ან ფიზიკურ თუ ქიმიურ დამუშავებას, სიტყვები – „დამზადებულია ნედლი რძისაგან“.

2. პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნები განკუთვნილია საცალო ვაჭრობისათვის. ტერმინი „ეტიკეტირება“ მოიცავს ნებისმიერ შეფუთვას, დოკუმენტს, განაცხადს, ეტიკეტს, რგოლურსა და საყელურს, რომელიც თან ახლავს და ეხება პროდუქტს.

თავი V

საიდენტიფიკაციო ნიშნები

II დანართის I ქვეთავის მოთხოვნებიდან გამონაკლისის ნაწილობრივად დაშვებით:

1. საწარმოს სარეგისტრაციო ნომრის გარდა, საიდენტიფიკაციო ნიშანი შეიძლება მოიცავდეს ცნობებს იმის შესახებ, თუ შეფუთვაზე ან პაკეტზე სად არის მითითებული აღნიშნული ნომერი;

2. ხელმეორედ გამოსაყენებელი ბოთლების შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო ნიშანი შეიძლება აღნიშნავდეს მხოლოდ ტვირთის მიმღები ქვეყნის ინიციალებს და საწარმოს ოფიციალური დამტკიცების ნომერს.

ქვეთავი X

კვერცხი და კვერცხის პროდუქტები

თავი I

კვერცხი

1. მწარმოებლის სათავსოებში, მომხმარებლისთვის მიყიდვამდე, კვერცხი უნდა იყოს შენახული სუფთა, მშრალ მდგომარეობაში. მას არ უნდა ქონდეს უცხო სუნი და ეფექტურად უნდა იყოს დაცული დაზიანებისა და უშუალო მზის სინათლისაგან.

2. კვერცხის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ტემპერატურაზე, სასურველია მუდმივ ტემპერატურაზე, რომელიც ყველაზე უკეთ შეეფერება მისი ჰიგიენური თვისებების ოპტიმალურ შენარჩუნებას.

3. კვერცხი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს მაქსიმუმ კვერცხის დადებიდან 21 დღის ვადაში.

თავი II

კვერცხის პროდუქტები

I. საწარმოთა მიმართ მოთხოვნები

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კვერცხის პროდუქტების საწარმო აგებული, დაგეგმილი და აღჭურვილი იყოს იმგვარად, რომ ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს შემდეგი სახის საქმიანობები:

1. ჭუჭყიანი კვერცხების გარეცხვა, გაშრობა და დეზინფექცია;

2. კვერცხების გატეხვა, გატეხილი კვერცხის შემადგენელი ნაწილების შეგროვება და მისთვის ნაჭუჭისა და მემბრანის მოშორება; და

3. საქმიანობები, რომლებიც არ არის მოხსენიებული პირველ და მეორე ქვეპუნქტებში.

II. კვერცხის პროდუქტის საწარმოებლად განკუთვნილი ნედლი მასალა

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კვერცხის პროდუქტის საწარმოებლად განკუთვნილი ნედლი მასალა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. კვერცხის პროდუქტის საწარმოებლად განკუთვნილი კვერცხის ნაჭუჭი უნდა იყოს სრულად დამუშავებული და არ უნდა იყოს გატეხილი. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაბზარული კვერცხი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კვერცხის პროდუქტების საწარმოებლად, თუ საწარმო ან დაფასოების ცენტრი, დაუყოვნებლივ აგზავნის მათ გადასამუშავებელ საწარმოში, სადაც ხდება მათი დაუყონებლივ გატეხვა;

2. თხევადი კვერცხი, რომელიც მიღებულია აღნიშნული მიზნისთვის დამტკიცებულ საწარმოში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ნედლი მასალა. თხევადი კვერცხის მიღება უნდა მოხდეს III ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 ქვეპუნქტების თანახმად.

III. ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები კვერცხის პროდუქტის წარმოების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ სამუშაოების ჩატარება იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დაბინძურება კვერცხის პროდუქტების წარმოების, დამუშავების და შენახვის დროს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

1. კვერცხი გატეხვამდე უნდა იყოს სუფთა და მშრალი;

2. კვერცხის გატეხვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მისი დაბინძურების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს, სახელდობრ აღნიშნული საქმიანობის სხვა საქმიანობებისგან სათანადო გამიჯვნის გზით. გატეხილი კვერცხი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გადამუშავდეს;

3. ქათმის, ინდაურისა და ციცარის კვერცხისაგან განცალკევებით უნდა მოხდეს სხვა ფრინველის კვერცხის დამუშავება და გადამუშავება. ყველა ხელსაწყო უნდა გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეზინფიცირება, ვიდრე გაგრძელდება ქათმის, ინდაურისა და ციცარის კვერცხის გადამუშავება;

4. კვერცხის შიგთავსი, არ შეიძლება მიღებულ იქნეს ცენტრიფუგირების ან სრესის მეშვეობით, აგრეთვე დაუშვებელია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ამ მეთოდით ცილის ნარჩენის გამოღება ცარიელი ნაჭუჭიდან;

5. გატეხვის შემდეგ, კვერცხის დამუშავება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად მიკრობიოლოგიური რისკის თავიდან ასაცილებლად ან მათ შესამცირებლად დასაშვებ დონემდე. არასაკმარისად გადამუშავებული პარტია ხელახლა დაუყოვნებლივ უნდა დამუშავდეს იმავე საწარმოში, თუ ეს უკანასკნელი საკმარისი აღმოჩნდება იმისათვის, რომ პროდუქტი ვარგისიანი გახდეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის. თუ პარტია ჩაითვლება ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისათვის უვარგისად, აუცილებელია მისი დენატურაცია ისე, რომ შეუძლებელი იქნეს მისი გამოყენება ადამიანის მიერ;

6. აუცილებელი არ არის კვერცხის ცილის გადამუშავება, თუ ის გამოიყენება მშრალი და კრისტალური ალბუმინის მისაღებად, თუ ის ექვემდებარება შემდგომ თერმულ დამუშავებას;

7. თუ გატეხვისთანავე არ ხდება თხევადი კვერცხის გადამუშავება, მისი შენახვა უნდა მოხდეს გაყინულ მდგომარეობაში ან არაუმეტეს 40C ტემპერატურაზე. გადამუშავებამდე 40C ტემპერატურაზე შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება შაქარგამოცლილ პროდუქტზე, თუ შაქრის გამოცლის პროცესი ხორციელდება შეძლებისდაგვარად სწრაფად;

8. პროდუქტები, რომელიც არ არის სტაბილიზებული ისე, რომ შენახული იქნეს ოთახის ტემპერატურაზე, უნდა გაცივდეს არაუმეტეს 40C ტემპერატურაზე. გასაყინად გამიზნული პროდუქტების გაყინვა უნდა მოხდეს დაუყონებლივ, გადამუშავებისთანავე.

IV. ანალიტიკური სპეციფიკაციები

1. 3-OH-ბუთანის მჟავის კონცენტრაცია არამოდიფიცირებულ კვერცხის პროდუქტის მშრალ წონაში არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ.

2. რძემჟავის შემცველობა, კვერცხის პროდუქტების საწარმოებლად გამოყენებულ ნედლეულში, არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ-ს მშრალ მასაში. თუმცა, ფერმენტირებულ პროდუქტში რძემჟავის შემცველობა შესაძლებელია ფერმენტაციამდე ამ მაჩვენებლის სიდიდის ტოლი იყოს.

3. კვერცხის ნაჭუჭის, გარსისა და სხვა ნაწილაკების შემცველობა კვერცხის გადამუშავებულ პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/კგ-ს.

V. ეტიკეტირება და საიდენტიფიცკაციო ნიშნები

1. საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ II დანართის I ქვეთავში ჩამოყალიბებულ ზოგად მოთხოვნებთან ერთად, არა საცალო მოხმარებისათვის, არამედ სხვა პროდუქტის ინგრედიენტად გამოსაყენებელი კვერცხის გაგზავნილ პარტიას უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს პროდუქტის შენახვისათვის საჭირო ტემპერატურა და დროის ხანგრძლივობა, რითაც კონსერვაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

2. თხევადი კვერცხის შემთხვევაში, 1-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრული ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ სიტყვებს: „არაპასტერიზებული კვერცხის პროდუქტი ექვემდებარება დამუშავებას დანიშნულების ადგილზე“, ასევე, მითითებული უნდა იქნეს კვერცხის გატეხვის თარიღი და დრო.

ქვეთავი XI

ბაყაყის ფეხები და ლოკოკინები

ბაყაყის ფეხებისა და ლოკოკინების ადამიანის მიერ მოხმარებისათვის მომზადებაზე პასუხისმგებელი სურსათის ბიზნესოპერატორები უნდა უზრუნველყოფდნენ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობას:

1. ბაყაყისა და ლოკოკინების მოკვლა უნდა მოხდეს საწარმოში, რომელიც აგებული და აღჭურვილია აღნიშნული მიზნისათვის;

2. საწარმოს, სადაც ხდება ბაყაყის ფეხების დამზადება, უნდა გააჩნდეს სათავსო ცოცხალი ბაყაყის შენახვისა და გარეცხვისათვის და მათი დაკვლისა და სისხლგართმევისთვის. ასეთი სათავსო ფიზიკურად გამოყოფილი უნდა იქნეს დამამზადებელი საწარმო სათავსოდან;

3. დაუშვებელია ბაყაყისა და ლოკოკინის ადამიანის მიერ სურსათად მოხმარება, თუ ისინი დაიხოცნენ საწარმოში მოკვდინების გარდა სხვა მიზეზით;

4. ბაყაყები და ლოკოკინები უნდა დაექვემდებარონ ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ნიმუშის აღებით. თუ ეს შემოწმება გამოავლენს რომ ისინი შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს, ისინი არ შეიძლება გამოყენებულ იქნენ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

5. ბაყაყის კიდურები დამზადებისთანავე დაუყონებლივ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე სასმელი წყლით და გაცივდეს ყინულის ლღობის ტემპერატურასთან მიახლოებულ ტემპერატურაზე, ან უნდა გაიყინოს ან გადამუშავდეს.

6. ლოკოკინის მოკვდინებისთანავე აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ჯირკვლის – ჰეპატოპანკრეასის ამოკვეთა, თუ ის წარმოადგენს საფრთხეს და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

ქვეთავი XII

ცხოველის გადამდნარი ქონი და ხიწიწი

თავი I

მოთხოვნები ნედლეულის შემგროვებელი და გადამამუშავებელი საწარმოებისათვის

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნედლეულის შეგროვებისა და მათი შემდგომი გადამუშავების საწარმოები აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. ცენტრები, რომელებიც ახორციელებენ ნედლეულის შეგროვებას და შემდგომ ტრანსპორტირებას გადამამუშავებელ საწარმოებში, აღჭურვილი უნდა იქნენ ნედლეულის არაუმეტეს 70C ტემპერატურაზე შესანახი მოწყობილობებით;

2. ყოველ გადასამუშავებელ საწარმოს უნდა გააჩნდეს:

(a) სამაცივრო საშუალებები;

(b) გამანაწილებელი ოთახი, თუ საწარმო არ ახორციელებს ცხოველის გადამდნარი ცხიმის ცისტერნებით განაწილებას; და

(c) საჭიროების შემთხვევაში, სათანადო აღჭურვილობა პროდუქტის დასამზადებლად, რომელიც შეიცავს სხვა საკვებ პროდუქტებთან ან/და საკმაზთან შერეულ ცხოველის გადამდნარ ქონს.

3. თუმცა 1-ლი და მე-2(a) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამაცივრო საშუალებები არ არის აუცილებელი, თუ ნედლეულის მიწოდების ღონისძიებები უზრუნველყოფს, რომ ნედლეულის შენახვა და ტრანსპორტირება არ ხდება აქტიური გაცივების გარეშე II თავის, 1(d)-ლი ქვეპუნქტით დადგენილი წესისგან განსხვავებით.

თავი II

ჰიგიენის მოთხოვნები ცხოველის გადამდნარი ცხიმისა და ხიწიწის დამზადების მიმართ

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ამზადებენ ცხოველის გადამდნარ ქონსა და ხიწიწს, უნდა უზრუნველყონ, შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. ნედლეული:

(a) მიღებულია სასაკლაოზე დაკლული ცხოველისაგან და დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმებით დადგენილია მათი ვარგისიანობა ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

(b) შედგება ცხიმოვანი ქსოვილის ან ძვლებისაგან, რომელიც საკმარის დონეზე გამოთავისუფლებულია სისხლისა და მინარევებისაგან;

(c) წარმოებულია საწარმოში რომელიც რეგისტრირებულია ან აღიარებულია რეგულაციის (EC) No 852/2003 ან წინამდებარე რეგულაციის თანახმად; და

(d) ტრანსპორტირებული და შენახულია გადადნობამდე, ჰიგიენურ პირობებში და შინაგან ტემპერატურაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7°C. თუმცა, შესაძლებელია ნედლეულის შენახვა და ტრანსპორტირება აქტიური გაცივების გარეშე, თუ გადადნობა მოხდება ცხიმის ამოღების დღიდან 12 საათის განმავლობაში.

2. გადადნობის დროს გამხსნელების გამოყენება აკრძალულია;

3. თუ რაფინირებისათვის განკუთვნილი ცხიმი შეესაბამება მე-4 ქვეპუნქტში განსაზღვრულ სტანდარტებს, 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტების მიხედვით დამზადებული გადამდნარი ცხოველური ცხიმის რაფინირება შესაძლებელია იმავე ან სხვა საწარმოში, მისი ფიზიკო-ქიმიური თვისებების გაუმჯობესების მიზნით.

4. ცხოველის გადამდნარი ცხიმი, ტიპის მიხედვით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს:

 

 

მცოხნავი ცხოველები:

ღორები

სხვა ცხოველების ცხიმი

საჭმელად ვარგისი ცხიმი

გაწმენდას დაქვემდებარებული ცხიმი

საჭმელად ვარგისი ცხიმი

ქონი და სხვა გაწმენდას დაქვემდებარებული ცხიმი

საჭმელად ვარგისი ცხიმი

გაწმენდას დაქვემდებარებული ცხიმი

„პრემიერ ჯუსი“32

სხვა

 

ქონი33

სხვა

 

 

 

FFA-ს (თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების) მაქსიმალური შემცველობა (მ/მ % ოლეინის მჟავა)

0,75

1,25

3,0

0,75

1,25

2,0

1,25

3,0

ზეჟანგის მაქსიმალური შემცველობა

4 მგ. ექვ/კგ

4 მგ. ექვ/კგ

6 მგ. ექვ/კგ

4 მგ. ექვ/კგ

4 მგ. ექვ/კგ

6 მგ. ექვ/კგ

4 მგ. ექვ/კგ

10 მგ. ექვ/კგ

უხსნადი დამაბინძურებლების საერთო რაოდენობა

არაუმეტეს 0,15 %

არაუმეტეს 0,5 %

სუნი, გემო, ფერი

ნორმალური

5. ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ხიწიწის შენახვა უნდა მოხდეს ტემპერატურის შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

(a) თუ ხიწიწი მიიღება არაუმეტეს 700C-ზე, მისი შენახვა უნდა მოხდეს:

(i) არაუმეტეს 700C -ზე, არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში; ან

(ii) ტემპერატურაზე, არაუმეტეს -180C-სა.

(b) თუ ხიწიწი მიიღება 700C-ზე მეტ ტემპერატურაზე და მისი ტენიანობის მასური წილი 10% ან მეტია, მისი შენახვა უნდა მოხდეს:

(i) არაუმეტეს 700C-ზე, არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში, ან დროისა და ტემპერატურის ისეთი თანაფარდობით, რომელიც ეკვივალენტურ შენახვას უზრუნველყოფს; ან

(ii) ტემპერატურაზე, არაუმეტეს -180C-სა.

(c) თუ ხიწიწი მიიღება 700C -ზე მეტ ტემპერატურაზე და მისი სინესტის მასური წილი 10%-ზე ნაკლებია, მისი შენახვისათვის არ არის განსაზღვრული განსაკუთრებული მოთხოვნები.

ქვეთავი VIII

დამუშავებული კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები

სურსათის ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობა უკავშირდება კუჭის, შარდის ბუშტის და ნაწლავების დამუშავებას უნდა უზრუნველყონ შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:

1. ცხოველის ნაწლავების, შარდის ბუშტისა და კუჭის განთავსება ბაზარზე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

(a) ისინი მიღებულია სასაკლაოზე დაკლული ცხოველისაგან და დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმებით დადგენილია მათი ვარგისიანობა ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

(b) მოხდა მათი დამარილება, თერმული დამუშავება ან გამოშრობა; და

(c) (b) ქვეპუნქტში მითითებული დამუშავების შემდეგ, მიღებული იქნა ეფექტური ზომები მისი ხელახალი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

2. გადამუშავებული კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები, რომელთა შენახვა არ შეიძლება გარემოს ტემპერატურაზე, განაწილებამდე შენახული უნდა იქნეს გაცივებული სახით ამ მიზნისთვის განკუთვნილ საშუალებებში. კერძოდ, დაუმარილებელი და გამოუშრობი პროდუქტები შენახული უნდა იქნეს არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.

ქვეთავი XIV

ჟელატინი

1. ჟელატინის მწარმოებელმა სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ წინამდებარე ქვეთავით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. ამ ქვეთავის მიზნებისთვის, „თრიმლვა“ გულისხმობს ტყავის გამოყვანას ბოსტნეულის მთრიმლავი (სიმკვრივის მიმცემი) ნივთიერების, ქრომის მარილების, ან სხვა ნივთიერებების გამოყენებით, როგორიცაა ალუმინის, რკინის, ალდეჰიდისა და ქინონის, ან სხვა მთრიმლავი ნივთიერებები.

თავი I

მოთხოვნები ნედლეულისათვის

1. სურსათში გამოყენებისათვის განკუთვნილი ჟელატინის წარმოებისათვის შეიძლება შემდეგი ნედლეულის გამოყენება:

(a) ძვლები;

(b) მოშენებული მცოხნავი ცხოველების ტყავი და კანი;

(c) ღორის კანი;

(d) ფრინველის კანი;

(e) მყესი და ძარღვი;

(f) გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის ტყავი და კანი; და

(g) თევზის კანი და ძვლები.

2. აკრძალულია კანისა და ტყავის გამოყენება, თუ ისინი დაექვემდებარნენ თრიმლვას, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს პროცესი დასრულებული;

3. 1(a)-(e)-ლ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ნედლეული ნაწარმოები უნდა იყოს ცხოველებისგან, რომელთა დაკვლაც განხორციელდა სასაკლაოზე და რომლის ტანხორცი, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი ინსპექციის შედეგად, ჩაითვალა ვარგისად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ან გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის ტყავისა და კანის შემთხვევაში, მიჩნეული იქნა ვარგისად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

4. ნედლეული მასალა წარმოებული უნდა იყოს საწარმოში, რომელიც რეგისტრირებულია ან აღიარებულია რეგულაციის (EC) No 852/2003 ან წინამდებარე რეგულაციის თანახმად;

5. ნედლეულის შეგროვებისა და ტყავის სათრიმლავი ცენტრები შეიძლება, ასევე, აწვდიდეს ნედლეულს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის წარმოებისათვის, თუ ამის ავტორიზაციას ანიჭებს უფლებამოსილი ორგანო და მათ უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი სახის მოთხოვნები:

(a) მათ უნდა გააჩნდეთ მყარი იატაკი და გლუვი კედლები, რომელთა გაწმენდა და დეზინფიცირება იოლი იქნება და საჭიროების მიხედვით, ისინი აღჭურვილი იქნება სამაცივრო დანადგარებით;

(b) ნედლეულის შესანახი განყოფილება შენარჩუნებული უნდა იყოს სუფთა და სათანადოდ გამართულ მდგომარეობაში, რათა არ იქცეს ნედლეულის დაბინძურების წყაროდ;

(c) თუ ცენტრების ტერიტორიაზე შენახული ან/და გადამუშავებული იქნება ისეთი ნედლეული, რომელიც ვერ აკმაყოფილებს რეგულაციის წინამდებარე თავის მოთხოვნებს, მიღების, შენახვის, გადამუშავებისა და გადანაწილების პერიოდის მანძილზე, ის იზოლირებული უნდა იყოს იმ ნედლეული მასალისაგან, რომელიც შესაბამისობაშია აღნიშნულ მოთხოვნებთან.

თავი II

ნედლეულის ტრანსპორტირება და შენახვა

1. II დანართის I ქვეთავის თანახმად ნედლეულის საიდენტიფიკაციო ნიშნით უზრუნველყოფის ადგილიდან ნედლეულის ტრანსპორტირებისას შეგროვების, ტყავის თუ ჟელატინის წარმოების საწარმოებში, მას უნდა ერთვოდეს წარმოშობის ადგილის აღმნიშვნელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს წინამდებარე დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. ნედლეულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გაცივებულ ან გაყინულ მდგომარეობაში, თუ მისი დამუშავება არ მოხდა 24 საათის განმავლობაში. თუმცა, გაუცხიმოვნებული და გამომშრალი ძვლები ან ოსეინი, დამარილებული, გამომშრალი და ჩამქრალი კირით დამუშავებული ტყავი, ასევე ტყავი და კანი დამუშავებული ტუტით ან მჟავით, შესაძლებელია ტრანსპორტირებული და შენახული იქნეს გარემოს ტემპერატურაზე.

თავი III

მოთხოვნები ჟელატინის წარმოების მიმართ

1. ჟელატინის წარმოების პროცესის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი:

(a) მცოხნავი ცხოველის ყველა სახის ძვალი, რომელიც ჟელატინის წარმოების ნედლეულია და მიღებულია ცხოველიდან, რომელიც დაიბადა და მოშენებულია ან დაკლულია ქვეყანაში ან რეგიონში, სადაც ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის (BSE) შემთხვევების კოეფიციენტი დაბალია, გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს დაფქვას, გაუცხიმოვნებას ცხელ წყალში, მარილმჟავით დამუშავებას (4% მინიმალური კონცენტრაციით, pH<1,5) არანაკლებ ორი დღის განმავლობაში და შემდგომ კალციუმის ტუტის ნაჯერი ხსნარით (რომლის pH > 12,5) დამუშავებას არანაკლებ 20 დღის განმავლობაში, შემდგომ სტერილიზაციას არანაკლებ 1380C-140°C-ზე, არანაკლებ 4 წამის განმავლობაში ან სხვა აღიარებული მეთოდის შესაბამისად; და

(b) სხვა სახის ნედლეული მასალა დამუშავდეს მჟავისა, თუ ტუტის საშუალებით, რის შემდეგაც გავლებულ იქნეს ერთხელ ან მეტჯერ. pH-ის გამოყენება რეგულირებული უნდა იყოს შესაბამისად. ჟელატინი მიღებული უნდა იყოს ერთხელ ან რამდენჯერმე გაცხელებით, რასაც თანმიმდევრობით უნდა მოჰყვეს გაწმენდა ფილტრაციისა და სტერილიზაციის მეშვეობით.

2. თუ ჟელატინის მწარმოებელი სურსათის ბიზნესოპერატორები აკმაყოფილებენ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის წარმოების მიმართ მოთხოვნებს მათ მიერ წარმოებულ ყოველგვარი სახის ჟელატინთან მიმართებაში, მათ შეუძლიათ იმავე საწარმოებში აწარმოონ ჟელატინი, რომელიც არ არის ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი.

თავი IV

მოთხოვნები მზა პროდუქტისათვის

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ჟელატინი შეესაბამებოდეს ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემული ნარჩენების ზღვარს.

ნარჩენები

ზღვარი

As (დარიშხანი)

1 მდზ

Pb (ტყვია)

5 მდზ

Cd (კადიუმი)

0,5 მდზ

Hg (ვერცხლისწყალი)

0,15 მდზ

Cr (ქრომი)

10 მდზ

Cu(სპილენძი)

30 მდზ

Zn (თუთია)

50 მდზ

SO2 (გოგირდოვანი აჰიდრიტი)

50 მდზ

H2O2 (წყალბადის ზეჟანგი) (European Pharmacopoeia 1986 (V2O2))

10 მდზ

ქვეთავი XV

კოლაგენი

1. კოლაგენის მწარმოებელმა სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ წინამდებარე ქვეთავის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

2. ამ ქვეთავის მიხედვით, „თრიმლვა“ გულისხმობს ტყავის გამოყვანას ბოსტნეულის მთრიმლავი (სიმკვრივის მიმცემი) ნივთიერების, ქრომის მარილების, ან სხვა ნივთიერებების გამოყენებით, როგორიცაა ალუმინის, რკინის, ალდეჰიდისა და ქინონის, ან სხვა მთრიმლავი ნივთიერებები.

თავი I

 მოთხოვნები ნედლეულის მიმართ

1. სურსათში გამოყენებისათვის განკუთვნილი კოლაგენის წარმოებისათვის შეიძლება შემდეგი ნედლეულის გამოყენება:

(a) მოშენებული მცოხნავი ცხოველების ტყავი და კანი;

(b) ღორის კანი და ძვლები;

(c) ფრინველის კანი და ძვლები;

(d) მყესი;

(e) გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის ტყავი და კანი; და

(f) თევზის კანი და ძვლები.

2. აკრძალულია კანისა და ტყავის გამოყენება, თუ ისინი დაექვემდებარნენ თრიმლვას, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს პროცესი დასრულებული;

3. 1(a)-(d)-ლ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ნედლეული ნაწარმოები უნდა იყოს ცხოველებისგან, რომელთა დაკვლაც განხორციელდა სასაკლაოზე და რომლის ტანხორცი, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი ინსპექციის შედეგად, ჩაითვალა ვარგისად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ან გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის ტყავისა და კანის შემთხვევაში, მიჩნეული იქნა ვარგისად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

4. ნედლეული მასალა წარმოებული უნდა იყოს საწარმოში, რომელიც რეგისტრირებულია ან აღიარებულია რეგულაციის (EC) No 852/2003 ან წინამდებარე რეგულაციის თანახმად;

5. ნედლეულის შეგროვებისა და ტყავის სათრიმლავი ცენტრები შეიძლება ასევე აწვდიდეს ნედლეულს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის წარმოებისათვის, თუ ამის ავტორიზაციას ანიჭებს უფლებამოსილი ორგანო და მათ უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი სახის მოთხოვნები:

(a) მათ უნდა გააჩნდეთ მყარი იატაკი და გლუვი კედლები, რომელთა გაწმენდა და დეზინფიცირება იოლი იქნება და, საჭიროების მიხედვით, ისინი აღჭურვილი იქნება სამაცივრო დანადგარებით;

(b) ნედლეულის შესანახი განყოფილება შენარჩუნებული უნდა იყოს სუფთა და სათანადოდ გამართულ მდგომარეობაში, რათა არ იქცეს ნედლეულის დაბინძურების წყაროდ;

(c) თუ ცენტრების ტერიტორიაზე შენახული ან/და გადამუშავებული იქნება ისეთი ნედლეული, რომელიც ვერ აკმაყოფილებს რეგულაციის წინამდებარე თავის მოთხოვნებს, მიღების, შენახვის, გადამუშავებისა და გადანაწილების პერიოდის მანძილზე, ის იზოლირებული უნდა იყოს იმ ნედლეული მასალისაგან, რომელიც შესაბამისობაშია აღნიშნულ მოთხოვნებთან.

თავი II

ნედლეულის ტრანსპორტირება და შენახვა

1. II დანართის I ქვეთავის თანახმად ნედლეულის საიდენტიფიკაციო ნიშნით უზრუნველყოფის ადგილიდან ნედლეულის ტრანსპორტირებისას შეგროვების, ტყავის თუ კოლაგენის წარმოების საწარმოებში, მას უნდა ერთვოდეს წარმოშობის ადგილის აღმნიშვნელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს წინამდებარე დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. ნედლეულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გაცივებულ ან გაყინულ მდგომარეობაში, თუ მათი დამუშავება არ მოხდა 24 საათის განმავლობაში. თუმცა გაუცხიმოვნებული და გამომშრალი ძვლები ან ოსეინი, დამარილებული, გამომშრალი და ჩამქრალი კირით დამუშავებული ტყავი, ასევე ტყავი და კანი დამუშავებული ტუტით ან მჟავით, შესაძლებელია ტრანსპორტირებული და შენახული იქნეს გარემოს ტემპერატურაზე.

თავი III

მოთხოვნები კოლაგენის წარმოების მიმართ

1. კოლაგენის წარმოება უნდა მოხდეს პროცედურის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ნედლეულის დამუშავებას და მოიცავს მათ შორის გარეცხვას, pH-ის რეგულირებას მჟავის ან ტუტის გამოყენებით, რასაც მოჰყვება ერთხელ ან მეტჯერ გავლება, ფილტრაცია და ექსტრუზია ან სხვა აღიარებული ეკვივალენტური მეთოდით დამუშავება.

2. პირველ ქვეპუნქტში განსაზღვრული პროცესის გავლის შემდეგ, შეიძლება კოლაგენის გაშრობის პროცესის განხორციელება.

3. თუ კოლაგენის მწარმოებელი სურსათის ბიზნესოპერატორები აკმაყოფილებენ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის წარმოების მოთხოვნებს მათ მიერ წარმოებულ ყოველგვარი სახის კოლაგენთან მიმართებაში, მათ შეუძლიათ იმავე საწარმოებში აწარმოონ კოლაგენი, რომელიც არ არის ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი.

თავი IV

მოთხოვნები მზა პროდუქტისათვის

სურსათის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კოლაგენი შეესაბამებოდეს ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემული ნარჩენების ზღვარს.

ნარჩენები

ზღვარი

As (დარიშხანი)

1 მდზ

Pb (ტყვია)

5 მდზ

Cd (კადიუმი)

0,5 მდზ

Hg (ვერცხლისწყალი)

0,15 მდზ

Cr (ქრომი)

10 მდზ

Cu(სპილენძი)

30 მდზ

Zn (თუთია)

50 მდზ

SO2 (გოგირდოვანი აჰიდრიტი)

50 მდზ

H2O2 (წყალბადის ზეჟანგი) (European Pharmacopoeia 1986 (V2O2))

10 მდზ

თავი V

ეტიკეტირება

კოლაგენის შემცველი შეფუთვა და დაფასოება უნდა შეიცავდეს სიტყვებს „კოლაგენი განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის“ და მასზე მითითებული უნდა იყოს დამზადების თარიღი.

III დანართის დანართი

ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის ან კოლაგენის წარმოების ნედლეულის თანხმლები დოკუმენტის ნიმუში

I. ნედლეულის იდენტიფიკაცია

პროდუქტის ტიპი: ............................................................................................................................

წარმოების თარიღი: …......................................................................................................................

შეფუთვის ტიპი: ................................................................................................................................

შეფუთვის რაოდენობა: ....................................................................................................................

გარანტირებული შენახვის პერიოდი: ...........................................................................................

მასა ნეტო(კგ): .....................................................................................................................................

II. ნედლეულის წარმოშობა

დამტკიცებული წარმოშობის საწარმოს მისამართ(ებ)ი და რეგისტრაციის ნომერი(ნომრები): ...............................................................................................................................................................

III. ნედლეულის დანიშნულება......................................................................................................

ნედლეული გაიგზავნება:

......................................................................................................................................................... -დან

........................................................................................................................................................... -ში

შემდეგი სატრანსპორტო საშუალებით: ........................................................................................

ტვირთის გამგზავნის სახელწოდება და მისამართი ..................................................................

ტვირთის მიმღების სახელწოდება და მისამართი ......................................................................

 

1 ოფიციალური ბიულეტენი, C 365 E, 30.10.2001, გვ. 58;

2 ოფიციალური ბიულეტენი, C 155, 29.05.2001, გვ. 39;

3 ევროპარლამენტის 2002 წლის 12 მაისის მოსაზრება (ოფიციალური ბიულეტენი, C 180 E, 31.07.2003, გვ. 288) საბჭოს 2003 წლის 27 ოქტომბრის ერთობლივი პოზიცია (ოფიციალური ბიულეტენი, C 48 E, 24.02.2004, გვ. 23), ევროპარლამენტის 2004 წლის 30 მარტის პოზიცია (ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში) და საბჭოს 2004 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

4 იხ. ამ ოფიციალური ბიულეტენის გვ. 3;

5 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 28 იანვრის რეგულაცია (EC) No 178/2002, რომელიც განსაზღვრავს სურსათის შესახებ კანონის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, ასევე აყალიბებს ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოს და ადგენს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ პროცედურებს (ოფიციალური ბიულეტენი L 31, 01.02.2002, გვ. 1). რეგულაცია (EC) No 1642/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 245, 29.09.2003, გვ. 4);

6 ოფიციალური ბიულეტენი, L 371, 31.12.1994, გვ. 36;

7 ოფიციალური ბიულეტენი, L 53, 09.03.1995, გვ. 31;

8 ოფიციალური ბიულეტენი, L 105, 09.05.1995, გვ. 40;

9 ოფიციალური ბიულეტენი, L 105, 09.05.1995, გვ. 44;

10 ოფიციალური ბიულეტენი, L 109, 16.05.1995, გვ. 44;

11 ოფიციალური ბიულეტენი, L 243, 11.10.1995, გვ. 21;

12 ოფიციალური ბიულეტენი, L 243, 11.10.1995, გვ. 25;

13 ოფიციალური ბიულეტენი, L 243, 11.10.1995, გვ. 29;

14 ოფიციალური ბიულეტენი, L 325, 12.12.2003, გვ. 1;

15 ოფიციალური ბიულეტენი, L 157, 30.04.2004, გვ. 33;

16 ოფიციალური ბიულეტენი, L 168, 02.07.1994, გვ. 34;

17 საბჭოს 1992 წლის 17 დეკემბრის დირექტივა, რომელიც ადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოთხოვნებს გაერთიანებაში ვაჭრობისა და იმპორტის თაობაზე პროდუქტებისათვის, რომლებზეც არ ვრცელდება დირექტივის 89/662/EEC A (I) დანართში მოხსენიებული სპეციალური წესები, ხოლო პათოგენების შემთხვევაში, დირექტივა 90/425/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, L 62, 15.03.1993, გვ. 49). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება კომისიის რეგულაციის (EC) No 445/2004 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 72, 11.03.2004, გვ. 60);

18 ოფიციალური ბიულეტენი L 184, 17.07.1999, გვ. 23;

19 იხ. ამ ოფიციალური ბიულეტენის გვ. 83;

20 საბჭოს 1997 წლის 18 დეკემბრის დირექტივა 97/78/EC, რომელიც განსაზღვრავს მესამე ქვეყნებიდან გაერთიანების ტერიტორიაზე შემოტანილ პროდუქტებზე ვეტერინარული შემოწმების ჩატარების რეგულირების პრინციპებს (ოფიციალური ბიულეტენი, L 24, 30.01.1998, გვ.9). დირექტივა, რომელშიც ცვლილება შევიდა 2003 წლის ასოცირების აქტით;

21 საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივა 2002/99/EC რომელიც აყალიბებს ცხოველთა ჯანმრთელობის წესების ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, დამუშავების, დისტრიბუციის და განთავსების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 18, 23.01.2003, p. 11);

22 საბჭოს 1996 წლის 29 აპრილის დირექტივა 96/23/EC ცოცხალ ცხოველებში და ცხოველურ პროდუქტებში გარკვეული ნივთიერებებისა და ნარჩენების მონიტორინგის ზომების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 125, 23.05.1996, გვ. 10) დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 806/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 122, 16.05.2003, გვ. 1);

23 საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის რეგულაცია (EEC) No 1907/90 კვერცხის საბაზრო სტანდარტების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 173, 06.07.1990, გვ. 5). რეგულაციით (EC) No 2052/2003 შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 305, 22.11.2003, გვ. 1);

24 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 20 მარტის დირექტივა 2000/13/EC წევრი სახელმწიფოების საკვები პროდუქტების ეტიკეტირების, წარდგენის და რეკლამირების შესახებ კანონების დაახლოვების თაობაზე (ოფიციალური ბიულეტენი, L 109, 06.05.2000, გვ. 29). დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა დირექტივის 2003/89/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 308, 25.11.2003, გვ. 15);

25 საბჭოს 1964 წლის 26 ივნისის დირექტივა 64/432/EEC ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს გაერთიანების შიგნით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით და ღორით ვაჭრობაზე (ოფიციალური ბიულეტენი, 121, 29.07.1964, გვ. 1977/64). დირექტივა, რომელშიც ცვლილება შევიდა 2003 წლის ასოცირების აქტით;

26 საბჭოს 1991 წლის 15 ოქტომბრის დირექტივა 91/68/EEC ცხოველთა ჯანდაცვის პირობების შესახებ, რომელიც არეგულირებს გაერთიანების ფარგლებში ფრინველითა და საინკუბაციო კვერცხით ვაჭრობას და იმპორტს მესამე ქვეყნებიდან (ოფიციალური ბიულეტენი, L 46,19.02.1991, გვ. 19). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 806/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 122, 16.05.2003, გვ. 1);

27 გამოითვლება საშუალო გეომეტრიული ორი თვის შედეგების მიხედვით იმ პირობით, რომ ერთ თვეში აღებული იქნება არანაკლებ ორი ნიმუში;

28 გამოითვლება საშუალო გეომეტრიული სამი თვის შედეგების მიხედვით იმ პირობით, რომ ერთ თვეში აღებული იქნება არანაკლებ ერთი ნიმუში გარდა შემთხვევებისა, როდესაც უფლებამოსილი ორგანო აწესებს სხვა მეთოდოლოგიას პროდუქტის სეზონურობიდან გამომდინარე;

29 გამოითვლება საშუალო გეომეტრიული ორი თვის შედეგების მიხედვით იმ პირობით, რომ ერთ თვეში აღებული იქნება არანაკლებ ორი ნიმუში;

30 გამოითვლება საშუალო გეომეტრიული ორი თვის შედეგების მიხედვით იმ პირობით, რომ ერთ თვეში აღებული იქნება არანაკლებ ორი ნიმუში;

31 საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის რეგულაცია (EEC) No 2377/90, რომელიც ადგენს გაერთიანების პროცედურას ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებში ვეტერინარული პროდუქტების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 224, 18.08.1990, გვ. 1). რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება კომისიის რეგულაციით (EC) No 546/2004 (ოფიციალური ბიულეტენი, L 87, 25.03.2004, გვ. 13);

32 გადამდნარი ცხოველური ცხიმი – ახალი ცხიმი მიღებული მსხვილფეხა საქონლის გულის, ბადექონის, თირკმლისა და ჯორჯლის, ასევე ხორცის დაჭრის შემდგომ დამჭრელი საწარმოდან მიღებული ცხიმის დაბალ ტემპერატურაზე გადადნობით;

33 გადამდნარი ცხოველური ცხიმი, მიღებული ღორის ცხიმოვანი ქსოვილების გადადნობით.