დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 283 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №28 3
2017 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №237081475) ლიკვიდაციის პროცესი;
2. საკრედიტო კავშირი „განთიადი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეესტრიდან;
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის;
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
მურთაზ კიკორია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები