დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 282 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №282
2017 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 28 თებერვლის №171 განკარგულება და რკ „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 237078906) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.
2. რკ „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ირაკლი ბაქანიძე (პირადი ნომერი: 33001012111).
3. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის N266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად.
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
მურთაზ კიკორია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები