ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.112.016292
10
31/03/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
190040000.35.112.016292
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 31 მარტი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №16 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 26/02/2016; სარეგისტრაციო კოდი:, 190040000.35.112.016038) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის და 1061 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1);“.

4. დადგენილების პირველი მუხლის „ა“  პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე



დანართი №1
ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა  და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო
 ეს წესი განსაზღვრავს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების  ჩამოწერის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – „დაწესებულება“) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – „კომისია“) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.

მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების  წესის  დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის   ფინანსთა სამინისტროს   კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს  №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ  წესის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების  ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის  ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსში. გამონაკლის შემთხვევაში თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.

 


მუხლი 4. ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობასა და ინსტრუქციას (კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებასთან დაკავშირებით) განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს, საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისგან.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრებების ფუნქციებს.
6. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კვალიფიციური სპეციალისტი (სარტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი);
7. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
8. კომისია იღებს გადაწყვეტილებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

თავი II
 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

მუხლი 5. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია  სწავლობს ჩამოსაწერი ქონების (ამორტიზებული  ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ  ძირითადი   საშუალების)   ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
2. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებსა და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს ყველა ძირითად აქტივებზე, მცირე ფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აქტებს.
3. დაწესებულების  ხელმძღვანელი იხილავს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას და ჯგუფის დასკვნისა და აუდიტორ/ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ამოწმებს ქონების ჩამოწერის აქტს და დასამტკიცებლად წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
4. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
5. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.

მუხლი 6. ჩამოწერილი ქონების განადგურება 
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, გამგებლის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს გასანადგურებელი ქონება.
3. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
4. ქონება უნდა განადგუდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომლებიც ესწრებიან.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.

მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზება
 ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.

თავი III
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული

 (ბალანსზე რიცხულიქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული

ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

 


მუხლი 8. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის  მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის  №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლისრაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.
4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას.
7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ, მასალების წარდგენა ხდება ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა /ლიკვიდაცია.
9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს.

მუხლი 9. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელებზე.
4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.

მუხლი 10. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11. 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების ქონების (ნივთის) ჩამოწერის წესი
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს,  რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს  ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის სისწორეზე.