დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 18 აპრილის N190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.160.016404 |
|
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 18 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 18 აპრილის №190 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 23/04/2013; სარეგისტრაციო კოდი: 200230000.35160.016173) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო საქმიანობისათვის – ავტომოტო სპორტის დარგში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1%-ს ოდენობით 2022 წლის 1 იანვრამდე.“; ბ) დანართის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები