,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016291
9
31/03/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
190020020.35.112.016291
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 31 მარტი

ქ. ლანჩხუთი

 

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N1 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 31/01/2017; სარეგისტრაციო კოდი:, 190020020.35.112.016283) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, მე-19 მუხლის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:”

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის „დ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა („ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვეტერანთა კატეგორია)“.

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „დ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა („ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვეტერანთა კატეგორია) - განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, საბანკო ანგარიში. “.

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა - ბენეფიციარმა ან მისმა ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: განცხადება; სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ- ფაქტურა და კალკულაცია; განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (პროგრამით ისარგებლებენ 0-დან 120000 სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები, ხოლო აღნიშნული დოკუმენტის/ცნობის წარდგენა არ მოეთხოვება C ჰეპატიტით დაავადებულ ვეტერან ბენეფიციარებს); ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100, დედანი); ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე, გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.“.

5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა - განცხადება, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დასკვნა სახლის მდგომარეობის შესახებ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის, საკრებულოს წევრის შუამდგომლობა, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა, ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.

6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული სოციალური დახმარების დასანიშნად და მისაღებად ბენეფიციარის/განმცხადებლის მიერ სავალდებულოა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ხოლო აღნიშნულ საბუთში ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში განმცხადებელ/ბენეფიციარს მოეთხოვება სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება – ანკეტა (ფორმა №1)-ის ასლის წარმოდგენა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე