„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 25/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.149.016307
6
30/03/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
010260050.35.149.016307
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2017 წლის 30 მარტი

ქ. კასპი

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/06/2016; 010260050.35.149.016286) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის, მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შენობის ფასადის შეკეთების შემთხვევაში – 10%;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

1. წინამდებარე წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) პროექტის, დეფექტური აქტის ან ხარჯთაღრიცხვის მომზადება;

2. ამხანაგობა ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების შემდეგ, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანუჩარ მერებაშვილი