დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 449 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 113, 15/10/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №449
2004 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის საფუძველზე:
1. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №62, მუხ. 525) შემდეგი რედაქციის მე-2 პუნქტი:
„2. დაწესდეს, რომ წმინდა მოგებიდან მიღებულ თანხას სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ ხუთი წლის განმავლობაში სრულად მიმართავს მაგისტრალური გაზსადენების ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსული მონაკვეთების აღსადგენად და სარეაბილიტაციოდ.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები