დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 446 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 10/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №446
2004 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №69, მუხ. 614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად არის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
2. მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ახორციელებს ავტომაგისტრალების პატრულირებას, ავტო-მოტო-ტრანსპორტის რეგისტრაციას, მართვის უფლების მინიჭების შესახებ მოწმობების, ხოლო დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის თაობაზე ნებართვების გაცემას, აწარმოებს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი დანაშაულის საქმეებზე ატარებს მოკვლევას (გარდა მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა), ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, იყენებს სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები