„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივნისის №235 ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივნისის №235 ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 10/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.08.002.003
  • Word
445
07/10/2004
სსმ, 112, 10/10/2004
010.210.050.08.002.003
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივნისის №235 ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №445

2004 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივნისის №235 ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივნისის №235 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 25.06.2004 წ., №64, მუხ. 557) დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში შევიდეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები

1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რისთვისაც ახორციელებს დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. დეპარტამენტი მონაწილეობს სამართალდაცვის სისტემის რეფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. დეპარტამენტი ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. დეპარტამენტი მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავებაში. დეპარტამენტის ამოცანაა მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირების პროცესსა და სხვადასხვა სფეროში კონკრეტული ანტიკორუფციული პროგრამების შემუშავებაში, განახორციელოს მათი აღსრულების მონიტორინგი, შეიმუშაოს რეკომენდაციები ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემების დახვეწის, ეფექტურობის ამაღლებისა და ერთიანი გამართული მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით;

ბ) თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, რისთვისაც ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისა და ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციას, სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობას, თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და მისი განვითარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

გ) საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრის ხელშეწყობა, რეკომენდაციების შემუშავება და ამ სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთქმედების ორგანიზება და მისი განხორციელების კოორდინაცია. დეპარტამენტი ასევე კოორდინაციას უწევს ევროპის გაერთიანებასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ); აგრეთვე ახორციელებს საერთაშორისო დახმარებებისა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა იმ პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის, ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მონიტორინგს, რაც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან;

დ) ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კოორდინაცია გაუწიოს შესაბამისი უწყებების საქმიანობას. დეპარტამენტი მონაწილეობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფოს საერთაშორისო და შიდა ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით განპირობებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატში ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ, ტექნიკურ და საქმისწარმოების ფუნქციებს. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესებას;

ვ) ინფორმაციის ანალიზის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს ქვეყანაში მომხდარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის ოპერატიულად მიღება, მათი გადამოწმება, დამუშავება, ანალიზი და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის მოხსენება. სამსახური უზრუნველყოფს კრიზისული და ექსტრემალური სიტუაციების დროს არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზს და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

2. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს (დეპარტამენტის დირექტორი, სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.”

2. ბრძანებულებით დამტკიცდებული ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა

 

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

1

700.00

2

ეროვნული უშიშროების საბჭოს

მდივნის მოადგილე

3

650.00

3

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე

2

450.00

4

სპეციალისტი

4

220.00

 

სულ:

10

 

სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი

 

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1.

დეპარტამენტის დირექტორი

1

615.00

2.

დეპარტამენტის დირექტორის

მოადგილე

1

605.00

სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება

3.

განყოფილების უფროსი

1

580.00

4.

მთავარი მრჩეველი

5

450.00

შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება

5.

განყოფილების უფროსი

1

580.00

6.

მთავარი მრჩეველი

1

450.00

7.

სპეციალისტი

1

220.00

ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება

8.

განყოფილების უფროსი

1

580.00

9.

მთავარი მრჩეველი

2

450.00

ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება

10.

განყოფილების უფროსი

1

580.00

11.

მთავარი მრჩეველი

3

450.00

 

სულ დეპარტამენტში:

18

 

 

თავდაცვის  განვითარების  დეპარტამენტი

 

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1.

დეპარტამენტის დირექტორი

1

615.00

2.

დეპარტამენტის დირექტორის

მოადგილე

1

605.00

თავდაცვის საკითხთა განყოფილება

3.

განყოფილების უფროსი

1

580.00

4.

მთავარი მრჩეველი

3

450.00

სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება

5.

განყოფილების უფროსი

1

580.00

6.

მთავარი მრჩეველი

2

450.00

 

სულ დეპარტამენტში:

9

 

 

საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი

 

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობ რივი სარგო

1.

დეპარტამენტის დირექტორი

1

615.00

2.

დეპარტამენტის დირექტორის

მოადგილე

1

605.00

3.

მთავარი მრჩეველი

4

450.00

 

სულ დეპარტამენტში:

6

 

 

ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი

 

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობ რივი სარგო

1.

დეპარტამენტის დირექტორი

1

615.00

2.

დეპარტამენტის დირექტორის

მოადგილე

1

605.00

3.

მთავარი მრჩეველი

4

450.00

 

სულ დეპარტამენტში:

6

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობ რივი სარგო

1

დეპარტამენტის დირექტორი

1

615.00

2

დეპარტამენტის დირექტორის

მოადგილე

1

605.00

საორგანიზაციო, იურიდიულ საკითხთა და კადრების განყოფილება

3

განყოფილების უფროსი

1

580.00

4

მთავარი მრჩეველი

3

450.00

5

სპეციალისტი

1

220.00

საფინანსო-სამეურნეო განყოფილება

6

განყოფილების უფროსი

1

580.00

7

მთავარი მრჩეველი

3

450.00

8

სპეციალისტი

1

220.00

საქმისწარმოებისა და საიდუმლოების დაცვის განყოფილება

9

განყოფილების უფროსი

1

580.00

10

მთავარი მრჩეველი

2

450.00

11

სპეციალისტი

3

220.00

 

სულ დეპარტამენტში:

18

 

 

ინფორმაციის ანალიზის სამსახური

 

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობ რივი სარგო

1.

სამსახურის უფროსი

1

605.00

ინფორმაციის ანალიზის განყოფილება

2.

განყოფილების უფროსი

1

580.00

3.

მთავარი მრჩეველი

4

450.00

სამორიგეო განყოფილება

4.

განყოფილების უფროსი

1

580.00

5.

პასუხისმგებელი მორიგე

4

300.00

 

სულ დეპარტამენტში:

11

 

 

სულ აპარატში:

78

 

 

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.

მ. სააკაშვილი