„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016637
174
03/04/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
140130000.22.034.016637
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №174

2017 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016531) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული №55 დანართის:

 1. შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხარჯები

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის  სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენა, ასევე ყოველკვარტალურად დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარდგენა. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება წინასწარ, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა.“.

2. შენიშვნის მე-2 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების, ასევე ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარდგენა ყოველკვარტალურად;“.

3. შენიშვნის მე-6  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს, ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,   ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.“.

4. შენიშვნის მე-7  პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული:  

ა.ბ.ა) მაკლერის და სხვა შესაბამისი ხარჯები, რომელიც ანაზღაურდება ხელშეკრულების დამადასტურებელი ორიგინალი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, ხოლო ანაზღაურების შემდგომ პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ვალდებული არიან, წარადგინონ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი);  

ა.ბ.ბ) ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია წარდგენილი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით;“.

5. შენიშვნის მე-7  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,   ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.“.

6. შენიშვნის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) როტაციის წესით მივლინებული პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცრის ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო), ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების (სამედიცინო დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა) ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის დაკისრებული ჯარიმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხა, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ ანაზღაურდება: 1000 ევროზე/აშშ დოლარზე მეტი ოდენობით – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო 1000 ევროზე/აშშ დოლარზე ნაკლები ოდენობით – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.“.

 7. შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

 „11. ოფიციალურად თარგმნისა და დამოწმების  ხარჯების ანაზღაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ამ დანართით გათვალისწინებული თარგმნისა და  ოფიციალურად დამოწმების ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“.

მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა პირველი მუხლის  პირველი, მე-2, მე-4 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

2. ბრძანების პირველი მუხლის  პირველი, მე-2, მე-4 და მე-7 პუნქტები  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი