„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016954
100
30/03/2017
ვებგვერდი, 31/03/2017
040030000.22.033.016954
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №100

2017 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016839) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებს (გარდა მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა);

ვ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს და ამტკიცებს სამინისტროსთან შეთანხმებულ სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქონების რეალიზაციის/პრივატიზებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხები, სამინისტროსთან შეთანხმებული და დირექტორის მიერ დამტკიცებული  ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი