„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.141.016197
6
29/03/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
200130000.35.141.016197
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2017 წლის 29 მარტი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 16 თებერვლის  №2 დადგენილებაში   ცვლილებების შეტანის   თაობაზე 

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 16 თებერვლის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.141.016193)  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ” ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200–206-ე მუხლებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ქ“,“ჰ2“ და “ჰ6“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა)ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;

ბ)მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში  არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;

გ)ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის მაკვეთები, რომლის ფართობი არ აღმატება 1500 კვ. მეტრს;

დ)მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება - შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი