კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • Word
კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 587
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023400
  • Word
587
24/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023400
კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №587

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

 

1. ცნობად იქნეს მიღებული კომპანია „Gardabani Holdings B.V. -ის“ შეტყობინება, შპს „ხრამი ჰესი 1-ისა“ და შპს „ხრამი ჰესი 2-ის“ წილების პრივატიზების შესახებ 2011 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულებისა და სს „თელასის“ შეტყობინება საქართველოს მთავრობასთან 2013 წლის 31 მარტს დადებული მემორანდუმის ფარგლებში საარბიტრაჟო წარმოების დაწყების გაფრთხილების თაობაზე.

2. კომპანია „Gardabani Holdings B.V.-სა“ და სს „თელასთან“ საქართველოს მთავრობის სახელით მოლაპარაკებების წარმოების უფლება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერს, კახა კალაძეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებს: ირაკლი ხმალაძეს, ილია ელოშვილს, მარიამ ვალიშვილსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გოჩა ლორთქიფანიძეს.

 

პრემიერ-მინისტრი                                               გიორგი კვირიკაშვილი